და აი მიიწურა ჩემი ორსულობის მეხუთე თვეც. შეიძლება ითქვას უსიმპტომო ორსულობა მაქვს, ხანდახან ეჭვიც მეპარება, მართლა ასეა? ვერაფერს ვერ ვგრძნობ. მუცელიც კი არ გამზრდია ჯერ 🙂 წონაში კი ზამთრის მერე 2 კილო მაქვს დაკლებული.
ექიმები მეუბნებიან ყველაფერი ძალიან კარგად მიდისო, გუშინ ექოსკოპიაზეც ვიყავით, მაგრამ ის რაც ყველაზე ძალიან გვაინტერესებდა – სქესი – ვერ გავიგეთ. სავარაუდოდ გოგოაო, მაგრამ მე ბიჭი მგონია და რატომღაც ძალიან მინდა. ბადრი ბედნიერი სახით ადევნებდა თვალს მონიტორს, მე ვერაფერი დავინახე, არადა მომეგრიხა კისერი გვერდზე ყურებით.
ცხოვრებას ძველებურად ვაგრძელებ, ჯერ-ჯერობით ორსულობის პრივილეგიებით ვერ ვსარგებლობ (ადგილის დათმობა, რიგში გატარება) მუცელი საერთოდ არ მეტყობა, ძველებურად ვიცმევ საყვარელ მაისურებს და მოკლე შორტებს.
რამდენიმე დღეა ბავშვის მოძრაობა ვიგრძენი. ძალიან უცნაური გრძნობაა, თითქოს რაღაც სკდება შიგნით. ექოზე ექიმმა ერთი წუთით არ ისვენებს, ყირაზე გადადისო 🙂
ჯერ-ჯერობით ყველაფერი ძველებურადაა. ესეც რამდენიმე ფოტო. მე – ხუთი თვის ორსული 🙂
ბოლო რამდენიმე კვირაა ალუჩა მინდოდა კატასტროფულად. ალუჩა კი ნახა ბადრიმ, მაგრამ ახლა ბროწეული მინდა სიგიჟემდე 😦
ჩემი წითელი თმები კი წარსულს ჩაბარდა, ოდნავღა დარჩა ფერი.
wow 🙂 ❤
რა კარგია მეც მინდა ასეთი ორსულობა 🙂 მე კიდევ გოგო მგონია 😛
უჰ, მშვენიერი ❤
ბოლო ფოტოზე გეტყობა კარგად მუცელი…საყვარელი ორსული ხარ… :* ისე,ბროწეული მეც ძაან მინდა,თუმცა ორსულად არ ვარ… 😀
სოფო, ეგ ორსულობის მუცელი კი არაა, ეგ არის კარგად ნაჭამის მუცელი :)))
უი, გილოცააავ… რა მაგარია… მიყვარს სხვა რომ არის ორსულად, ჩემი ორსულობები რომ მახსენდება , ცუდად ვხდები ისევ.
რატომ, ცუდი ორსულობა გქონდა? 😦
ki orive friad sashineli.ტოქსიკოზი, წოლოთი რეჟიმი და ასე შემდეგ
სოფო, ხშირად წერე რა პოსტები ^^
5 თვეზე სქესი ვერ გაარკვიეს? ვისთან/სად დადიხარ? :O 11კვირიდან უკვე ხედავენ რადიოლოგები სქესს…ნუ, ჩემ შემთხვევაში ესეა 😀
ვინც არ უნდა იყოს, ბედნიერი გაგიზარდოს ღმერთმა 🙂
მდებარეობა ჰქონდა ისეთი რომ არ გამოუჩნდა, თუ ექოს დროს არ შეიცვალა მდებარეობა, შეიძლება ბოლო თვემდე ვერც დაინახონ.
აბა, გაგვიმხელ სქესს? :)))
შენ კიდევ კარგ მდგომარეობაში ყოფილხარ… ზოგმა 5 თვისამ უბრალოდ არ იცის, ორსულად რომაა და მშობიარობისას იგებს, ოღონდ მართლა
კი გამიგია ასეთი სიტუაციები, ჩემი დეიდის მეზობელი ქალი ძალიან მსუქანი იყო, ბოლოს წუწუნებდა მუცელი მაწუხებსო და ექიმთან რომ მივიდა ერთ კვირაში გააჩინა კიდეც 🙂
როგორ მიყვარს ორსული ქალებიიიი ❤
ძალიან ძალიან ლამაზი ორსული ხარ