მითები ქორწინების შესახებ

და ამ პოსტით მოვრჩები ქორწილზე ლაპარაკს, უკვე ყველაფერი ჩვეულ რიტმში ჩადგა და ჩვეულ რეჟიმში გავარძელებ პოსტვას 🙂

მითები, რომელიც მსმენია ქორწინებასთან დაკავშირებით:

1. როცა გათხოვდები მთელი დღე სახლი უნდა ალაგო, ჭურჭელი და სარეცხი რეცხო, ერთი სიტყვით თავიდან ბოლომდე სახლის საქმეებში უნდა იყო ჩაფლული.

ეს განსაკუთრებით ძნელია ჩემი ტიპის ხალხისთვის, რომლებიც არ არიან მიჩვეული ასეთ საქმიანობას, მარტო არასდროს მიცხოვრია და არც სახლის საქმეებზე ამიღია პასუხისმგებლობა.

ოთხი ოთახია, საკმაოდ დიდი. ჩემი სისტემა გამოვიმუშავე. დილით საჭმელს ვაკეთებ, მერე ოთახებს ვალაგებ. ღამე დაწოლის წინ კი ჭურჭელს ვრეცხავ. სარეცხს კი სარეცხის მანქანა რეცხავს. აქედან გამომდინარე თითქმის მთელი დღე თავისუფალი მაქვს.

ასე რომ ეს მითი ჩემთვის არ გამართლდა.

2. როცა გათხოვდები სახლში უნდა იყო, დაივიწყე გვიანობამდე გარეთ სეირნობა და სიარული.

ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა.  სადაც ვცხოვრობდი, იქ უფრო შეზღუდული ვიყავი. აქ პირიქით. 11–12სკე გარეთ გავდივართ, ხან ბადრის მეგობრებთან, ხან დაბლა, და რაც მთავარია იმაზე არ ვნერვიულობ სახლში რომელზე უნდა ვიყო.

3. როცა გათხოვდები, მაშინვე ბავშვი უნდა გააჩინო.

მიუხედავად იმისა რომ ბადრის ძალიან უნდა, ორივენი ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ ადრეა. შეიძლება იმისთვის არაა ადრე, მაგრამ ჩემთვის ძალიან ადრეა, ამაზე ფიქრიც კი არ შემიძლია ჯერჯერობით. ვიცი ცოტა ხანში დაიწყება კითხვები, აბა, არ ხარ ორსულად? უი, რატომ?

აქედან გამომდინარე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ვცხოვრობ დამოუკიდებლად, ისე როგორც მე მინდა, არავინ მიშლის ხელს და ის მითიც, რომ ქმრის მშობლებთან უნდა იცხოვრო, ყველანაირ აზრს კარგავს ჩემთვის 🙂

5 thoughts on “მითები ქორწინების შესახებ

  1. სადაა სამსახური თორე ხო იპოვიდა უკვე და იმუშავებდა… თან კარგი განათლება აქვს მიღებული და საერთოდ ჭკვიანი და ნიჭიერი გოგოაა =* =*

დატოვეთ კომენტარი