რეისი #97

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა 16–17  წლის ვიყავი.  სკოლიდან მოსული უსაქმურობის გამო მამაჩემის ავტოფარეხში ძველ ნივთებში ვიქექებოდი და რამე საინტერესოს ვეძებდი. მამა ყოფილი პილოტი იყო და ავტოფარეხში რას აღარ ნახავდით – ძველ გადამცემებს, რადიოს, ათასგვარ მექანიზმს თუ გამოუსადეგარ ნივთს.

ჩემი ყურადღება ძველმა რაციამ მიიქცია. მე და ჩემი მეგობარი ხშირად ვერთობოდით ხოლმე რაციებით. ის გვერდითა სახლში ცხოვრობდა და როცა ღამით დასალევად გვინდოდა ხოლმე გაპარვა, ამით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს.

რაცია ძალიან ძველი იყო, დაჟანგული. ღილაკს თითი დავაჭირე და ყურთან მივიტანე. ჩემდა გასაკვირად იქიდან შიშინი და ხრიალი მოისმა. დაკვირვებით შევათვალიერე და ისევ დავაჭირე თითი. შიშინი გაძლიერდა და ბოლოს ყურისწამღებ ხმაურად იქცა.  შეშინებულმა ხელი გავუშვი და გამოვედი.

გავიდა რამდენიმე დღე. მამამ ხელსაწყოების ამოტანა მთხოვა ავტოფარეხიდან. შუქი არ იყო და სანამ მე ფანრით ხელსაწყოების ყუთს ვთხოვდი, რაცია თავისით ჩაირთო. გაისმა კაცის ხმა.

“დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ, უკვე გვირაბში შევდივართ”

არ გამკვირვებია, ალბათ რომელიმე რადიოს სიხშირე დაიჭირა–თქო გავიფიქრე. რაცია ისევ ახრიალდა.

სახლში ასულმა მამას ვუთხარი, რაცია ჩართულია და ვიღაც კაცი ლაპარაკობს თქო. მამამ თქვა ეს შეუძლებელია, რადგან რაცია დაახლოებით 20 წელია აღარ მუშაობდა და ვერც რადიოს სიხშირეებს ვერ დაიჭერდა. მერე კი ისეთი რაღაც თქვა, რამაც ძარღვებში სისხლი გამიყინა.

” ეს რაცია რეის #97–ს ეკუთვნოდა, რომელმაც 20 წლის წინ კატასტროფა განიცადა. ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ გადარჩენილა”

იმ დღის მერე დაწყევლილ რაციას ახლოსაც არ გავკარებივარ.

,

4 thoughts on “რეისი #97

  1. საიდან მოგაქვს ეს ისტორიები? ფილმია თუ თარგმნი? თუ ფილმია, გალინკე რა. ყველა ისეთი საინტერესოა რომ…

    • saitia scaryforkids.com სადაც პოსტავენ ქალაქურ ლეგენდებს, ძირითადი შინაარსი ერთი აბზაცია ხოლმე, მერე მე ვთარგმნი, ვამატებ რაღაცეებს და მოთხრობის ვარიანტში ვაკეთებ, ხან მთლიანადაც ვუცვლი შინაარს, გააჩნია ლეგენდას.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s