7 კაბა

გუშინ კარადას ვალაგებდი და ჩამოკიდებულ კაბებს რომ შევხედე, ფილმი “27 კაბა” გამახსენდა, სადაც კეტრინ ჰეილის გმირი მეჯვარის 27 კაბას აგროვებს თავისი ცხოვრების მანძილზე. ყველა კაბას თავისი ისტორია და თავისი მოგონებები აქვს, მით უმეტეს, თუ ის მხოლოდ ერთხელ გეცვა და განსაკუთრებულ დღეს. 27 კაბა ნამდვილად არ მაქვს, ჩემს კარადაში მხოლოდ 7 განსაკუთრებული კაბა დავთვალე.

1. ჩემი ქორწილის კაბა.

323517_293040404055448_1733752307_o

არასდროს არ მიოცნებია დიდ და ფუშფუშა კაბაზე, ყოველთვის მინდოდა მოკლე თეთრი კაბა მცმოდა ამ დღეს და შევასრულე კიდეც. ვიცი, რომ ამ კაბას მეტჯერ აღარ ჩავიცმევ, მაგრამ მაინც ჩამოკიდებული მაქვს კარადაში, რამდენი დავინახავ, იმდენი მახსენდება და მეღიმება. მართლა კარგი დღე იყო, უაზრო ქართული ტრადიციებისგან განსხვავებული და განსაკუთრებული.

2. ნიშნობის კაბა.

210446_218732861486203_1191054_o

ამ კაბაზე პირველი ის მახსენდება რამდენი ვიარეთ მე და ლიკამ ასარჩევად და როცა არაფერი არ მომეწონა, ჯანდაბას იყოს – პრინციპით ვიყიდე. ესეც ძალიან კარგი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცარიელ რესტორანში ვიყავით, მაინც კარგი დრო გავატარეთ. იასამნისფერი ჩემი ფერია, თმაზეც დამდევს ეს ფერი. არც ამ კაბას ჩავიცმევ როდესმე, იმიტომ რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემს ნიშნობას მახსენებს და ამითაა განსაკუთრებული.

3. მეჯვარის კაბა.

417562_507308065962013_2089177995_n

კეტრინის გმირისგან განსხვავებით მე მხოლოდ ერთხელ ვიყავი მეჯვარე, ისიც 9 თვის ორსული. ყველაფერი სპონტანურად დაიგეგმა, ჩემმა მეზობლებმა ქორწინების ათი წლის თავზე დაიწერეს ჯვარი და სწორედ აქ შევასრულე მეჯვარის მოვალეობა. კაბის ძებნა დავიწყე დილით, ვინაიდან მუცელზე არაფერი არ მეტეოდა. ეს კაბა რაც მაცვია არ მომწონდა, თითქოს რაღაც დეტალი აკლდა. დილიდან წავედით მე და ბადრი კაბის საყიდლად, მაგრამ არაფერი არ მომერგო, ამიტომ ვიყიდეთ თეთრი ქამარი, რომელიც ამ კაბას მოვარგე. მართლა განსაკუთრებული და კარგი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვერ ვმოძრაობდი, ეს კაბაც კარგ მოგონებებს მიღვიძებს 🙂

4. ახალი წლის კაბა.

392334_357843774241777_38413977_n

ჩემი პირველი ახალი წელი ახალ სახლში – ეს ახალი წელი არასდროს არ დამავიწყდება. ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩამოვიდა რუსეთიდან და ყველანი ერთად შევხვდით. ბევრი დავლიეთ, ვიცინეთ,  ვიმხიარულეთ, კარნავალიც კი მოვაწყეთ, ერთი სიტყვით საუკეთესო ახალი წელი იყო.

5. ბანკეტის კაბა

38773_142764122416411_5464049_n

უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავად მოწყობილი საღამო ჩვენი, პოლიტიკური მეცნიერების კურსდამთავრებულთათვის. ესეც სუპერ–დღე იყო, ძალიან გავერთეთ, ლექტორები, სტუდენტები, იმ საღამოს მერე ჩემი კურსელების უმრავლესობა აღარც მინახავს.

6. ქორწილის კაბა #1

56193_165956113430545_692430_o

ჩემი უსაყვარლესი კაბა, ალბათ იმიტომ რომ ჩემი ხელით მაქვს შეკერილი, ძალიან ძალიან მიყვარდა, ფერიც ჩემია, სტილიც, ნაჭრის სტრუქტურაც. დღეც არაჩვეულებრივი იყო,

7. ქორწილის კაბა #2

792229_700452476647570_1933808132_o

ეს ყველაზე ბოლო საღამო იყო სადაც ვიყავი. კაბის გაფორმება და მხრების დიზაინი მე მეკუთვნის, უბრალო შავი სადა კაბა ჩემი გემოვნებით მოვრთე. ვერ ვიტყვი დაუვიწყარი დრო ვატარე თქო, ამ დროს უკვე მყავდა ლილე და ეკლებზე ვიჯექი (აი დედობის ტვირთი) ხშირად ვრეკავდი დედაჩემთან ამბის გასაგებად, თუმცა რამდენიმე ცეკვა ჩემს ქმართან და ცოტა ხნით განტვირთვა ნამდვილად ღირდა ამად.

ეს არის ის 7 კაბა, რომელიც ჩემთვის მარტო ნაჭერი არ არის და სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. ისინი არ არიან ძვირადღირებულები და ცნობილი დიზაინერების შექმნილები, თუმცა მე ისინი ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძვირფასს და ღირებულ მოგონებებს ინახავენ.

Another B-day party

როგორც შეატყობდით ძალიან მიყვარს ბი დეი ფართები, იგივე დაბადების დღის საპატივცემულოდ გამართული დღესასწაულები. ამჯერად სუპერ ექსტრემალურ სიტუაციაში მომიხდა ამ წვეულებაზე წასვლა, სადაც სხვათაშორის წინა წელსაც ვიყავი.

ექსტრემალური იმიტომ რომ, თვის ბოლოს მე და ბადრიმ საცხოვრებელი სახლში შევიცვალეთ, ამაზე უკვე სხვა პოსტში, მაგრამ მთლიანად გამტვერილი და უაზროდ დაღლილი ვალაგებდი ნივთებს, პლიუს სახლში ხელოსანი, რომელიც გვიანობამდე არ გეგმავდა წასვლას, უამრავი და საშინელი ნაკაწრები და დალურჯებები მთელს სხეულზე (რამის მოძებნა რომ მჭირდებოდა, ოთახებში აღმართულ ბარიერებში უნდა მევლო) ასე რომ როცა 7 საათი გახდა, უკვე წასვლის იმედიც აღარ მქონდა.

7ზე ხელოსანმა გამოაცხადა მოვრჩიო, ბადრიც მოვიდა და გადაწყვიტეთ კიდეც წასვლა. დავივიწყე ჩემი დაღლილობა და შევეცადე მაქსიმალურად კარგი დრო მეტარებინა.

გავიხსენე ძველი ჩვეულებანი.

ჰო კიდევ, უკვე მეშვიდე თვეში ვარ, მაგრამ ისეთი პატარა მუცელი მაქვს, რომ ხშირად მავიწყდება კიდეც, საღამოს განმავლობაში ცეკვის დროს  რამდენჯერმე გამაფრთხილეს ნუ ხტუნავო და მეც შეშინებული ვიდებდი მუცელზე ხელს, მაგრამ პროტესტი არ გამოუხატავს ჯერ… 🙂

ვეცდები ამდენი ხნით აღარ დავიკარგო, ინტერნეტი გუშინ გამოიყვანეს.

სამკაულები იყიდე-დან

დღეს ჩამოვიტანე ამანათები, რომლებმაც ძალიან დააგვიანეს იქაური ახალი წლების გამო, გადამზიდი კომპანიები გადატვირთული იყო და ამანათების ნაწილი ჯერაც არ ჩამოსულა.

ამ ამანათებიდან ნაწილი ჩემია, ნაწილი სხვების. როგორც იქნა ვიხილე ბუს კოლექცია და ძალიან დამწყდა გული მეც რომ არ შევუკვეთე, ძალიან ლამაზი ყელსაბამებია, მაგრამ საყურეები მეპატარავა, მე დიდი და მასშტაბური საყურეების მოყვარული ვარ 🙂

ჩემი გუესს-ის ბეჭედი:

 

ჩემი სამაჯური ფარშევანგის ელემეტებით 🙂

და ერთი ყელსაბამი:

 

და ბუები:

 

 

 

მე და სუნამოები

სუნამოებზე ამ ბოლო დროს განსაკუთრებული ქრაში დამემართა. არ მყოფნის, ვერ ვძღები, სულ ახალი სუნის ძებნაში ვარ, ხან გრილი მომწონს, ხან მკვეთრი და მძაფრი, თითქმის ყველანაირი სუნამო შევაგროვე.

ამას დაერთო ისიც, რომ დღეს ამაზონიდან მომივიდა ამანათი ოთხი სუნამოთი.

დავიწყოთ იმით, რაც ყველაფე ძალიან არ მომეწონა. ბრმად ყიდვა რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ მე ყოველთვის მიმართლებს. დაზუსტებით ვკითხულობ რა ელემენტებს შეიცავს, რა ნოტებს, ტკბილია თუ გრილი, აი დანას შავმა მაქმანმა კი გაოცებული დამტოვა.

უნდა იყოს: მაცდური, სექსუალური, იდუმალი, ცოტა მამაკაცური, ლიმნის მცირე ნოტებით, ლავანდით, ქარვით და მუხის ქერქით.

არის: სუფთა სპირტი. სპირტის სუნის მეტი მე ვერაფერი ვიგრძენი, გინდა წყალში არეული სპირტი დაისხა და გინდა ეს სუნამო. საშინლად იმედგაცრუებული დავრჩი.

შემდეგი ისევ დანას რიმეიქი ძალიან ძველ სუნამოზე – ლუტეცია, რომელიც 1984 წლიდან გამოდის. ვისაც გიყვართ ძველებური სუნამოების არომატი, თითქოს პუდრის სუნი რომ ასდის, მაშინ ძალიან კარგია. თბილი, და არა ტკბილი, დახვეწილი, გამოსასვლელ საღამოს ძალიან მოუხდება.

შემდეგი ჩემი გამოწერილი სუნამოებიდან ლიზ კლეიბონის ცნობილი ბორა-ბორაა, რომელიც ვერ გავარკვიე მომწონს თუ არა. თან მომწონს, თან თითქოს არა, გრილი, ტროპიკული სურნელი აქვს.

და ბოლო, მაგრამ ჩემი ფავორიტი, რომელსაც აშკარად კიდევ გამოვიწერ, იმიტომ რომ ძალიან ძალიან მომეწონა, პირველივე სფლაშზე ისეთ საოცარი სურნელი დააყენა, ტროპიკული, ძალიან სასიამოვნო, ხილის, არ ვიცი ვერ ავღწერ, თითქოს გაზაფხული მოიყვანა 🙂 თან დიდხანსაც გაჩერდა, ახლაც ასდის ჩემს მაჯას სურნელი. ნახევარი საათის მერე უფრო დათბა და სტაბილური სუნი მიიღო.

ფრედ ჰეიმანის შეხება სიყვარულით

რაც შეეხება ჩემს სხვა სუნამოებს, აი ისინიც:

რიანას სადებიუტო გამოშვება, რომელიც ცოტა ტკბილია, მაგრამ აქვს რაღაც, რაც მომწონს.

ქოქოსის, ხილის და ვანილის არომატით.

კიდევ ვერსაჩეს ბრაით კრისტალი, რომელზეც უკვე ვისაუბრე ამ პოსტში. ძალიან ნაზია, ვარდების სურნელით.

მარის შარაპოვას სახელობითი სუნამო, გრილი და სპორტული სურნელით.

და კიდევ რამდენიმე.

აი ჩემი სუნამოები:

girls night out ^^

დღეს ლიკამ მცირე ფართი მოაწყო მარტო მდედრობითი სქესისთვის, თან საახალწლო საჩუქრები გავცვალეთ, ცოტა წითელი ღვინო დავლიეთ, ბევრი ვიცინეთ და ერთი სიტყვით კარგი დრო ვატარეთ.

 

ლიკა გადარეულია ვინტაჟზე და ძველებური ტიპის სამკაულებზე, ასე რომ დაახლოებით 60-70 წლის წინანდელი კულონი ვაჩუქე.

ხშირად უნდა მოვაწყოთ ხოლმე ასეთი გერლზ ნაით აუთები ^^

იყიდეთ იაფად

იყიდეთ იაფად – ეს ახლად შექმნილი საიტია, რომლის ხელმძღვანელობაც ჯერ-ჯერობით მე მაქვს ჩაბარებული. ეს არის ყველაზე პოპულარული და ძვირადღრებული ბრენდების პროდუქცია, რომელიც მოდის ამერიკიდან და ძალიან დაბალ ფასები იყიდება. საიტზე ყველაფერია ახსნილი, შეკვეთის გაფორმება ხდება იმეილით, თანხა კი emoney-ს ანგარიშზე ირიცხება.

ვინაიდან საიტი ახალია და ალბათ არსებობს უნდობლობი ფაქტორი, მაგალითად ფულის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, “რომ ჩავრიცხო და არაფერიც არ მომივიდეს”, პასუხისმგებლობას მე ვიღებ თავზე, ბლოგის მკითხველებმა იცით ვინ ვარ, არსად არ ვიმალები და ფეისბუქის პეიჯიც აგერ მაქვს გამოჭიმული 🙂

ერთი სიტყვით ვინც დაინტერესდით შებრძანდით საიტზე, დაათვალიერეთ პროდუქცია, რომელიც ყოველდღიურად უფრო გაიზრდება და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში ყოველგვარი შიპინგების ხდის და გადამზიდ კომპანიებთან სირბილის გარეშე თქვენთან იქნება.

კაბები, ფეხსაცმელები… ყველაფერი საახალწლო განწყობისთვის

ჯერ ჩემი დაბადების დღე მოდის და მერე 5 დღეში ახალი წელი. ეს პერიოდი ჩემთვის ახალ ნივთებთან და საჩუქრებთან ასოცირდება, ხანდახან მე ვუკეთებ ხოლმე ჩემს თავს საჩუქრებს და საახალწლო შოპინგს ვაწყობ.

არ ვიცი ამ წელს რა და როგორ იქნება, მაგრამ თვალი ხშირად გამირბის ჩემი საყვარელი ონლაინ მაღაზიებისკენ და რამდენიმე რაღაც განსაკუთრებით მომწონს. არც ფასებია მაინცდამაინც მაღალი, მაგრამ ხან ის ზომა იყიდება, მე რომელიც მაქვს, ხან ის ფერი აღარ რჩება და ა.შ

აი მაგალითანდ ფ21, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ უხარისხობაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ფასთან შედარებით კარგი ხარისხია. რამდენიმე კაბა ძალიან მომწონს.

27.80 $

22.80 $

გადავიდეთ ვიქტორიას კაბებზე:

59 $

59$

98$

ურბანოგი და ერთი ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ზომები აღარ დარჩა

32 $

ვიქტორია სიკრეტის ფეხსაცმელი

118$

და ბოლოს ბონუსად ფ21-ის გემსტოუნი

12.80  $

ახალი სახლი – ახალი სამკაულები

რა თქმა უნდა არ დავარღვიე ტრადიცია და ახალ სახლში ახალი სამკაულები როგორ არ უნდა მქონეს-პრინციპით რამდენიმე ნივთი შევიძინე.

ბეჭდები:

ინდური ყელსაბამი, რომელიც ძალიან მომწონს.

საყურეები:

 

სამაჯურები:

და ბოლოს:

ლეგენდები ლილოს სუნამოებზე

სუნამო ძალიან მიყვარს და ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ ხარისხს. ეს ისეთი რამეა, ვერავის მოატყუებ შენი თავის გარდა. ან გაგყვება სუნი დიდხანს, ან არა. ან იაფფასიანი პატენტის სუნი ექნება, ან ორიგინალის. აქედან გამომდინარე ან ვიწერ, ან ვცდილობ ისეთი სუნამოები ვიყიდო, რომლებსაც პატენტები არ აქვთ და მარტო ორიგინალები გამოდის. ასეთია მაგალითად ივ სენ ლორანის “ნუ”

ხშირად მსმენია ლილოს იაფფასიან სუნამოებზე, როგორი უვარგისი და საშინელი სუნი აქვთ, ფასიდან გამომდინარე ეჭვიც არ შემიტანია, რომ ეს ასე იყო, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა შემემოწმებინა, რამდენად შეეფერებოდა სინამდვილეს.

ამ დღეებში მომეცა საშუალება ჩემი პატარა ექსპერიმენტის ჩატარების, ცნობისმოყვარეობამ დამძლია და მივედი.

ალბათ იქ რამდენიმე წერტილია, მაგრამ მე რიგებს შორის არაქართველი წარმოშობის ქალი რომ დგას იქ მივედი. არჩევანი დიდი აქვს, მეც ტუჩაბზეკილი ვუყურებ და ვათვალიერებ. მეკითხება რა მინდა. მეც არ ვიცი, ჯერ უბრალოდ ვათვალიერებ.

არმანის კოდს მოვკარი თვალი, ივ სენ ლორანის კაცის სუნამოს, ჰუგო ბოსს, კიდევ რამდენიმე ცნობილ ბრენდს.

– არ ინანებ, წაიღე, კიდევ მოხვალ ჩემთან, რომც იბანაო სუნი მაინც გაგყვება.

კი, კი, ვუქნევ თავს. ლიკა, რომელიც ინფორმირებული არ არის იააფასიანი პატენტების შესახებ გაკვირვებული ეკითხება რატომ ღირს ასეთი იაფი ყველაფერი. მე გულში ირონიულად ვიცინი.

ბოლოს არჩევანს ვერსაჩეს ბრაით კრისტალსა და კრისტალ ნოირს შორის ვაკეთებ, იმიტომ რომ ორივე სუნამოს კარგად ვიცნობ, ორივე მქონია.

შესახედად ზუსტად იგივეა, 100 მილიგრამიანი ტუალეტის წყალი. პერფიუმი არც ორიგინალებში შემხვედრია.

18 ლარს ვიხდი და მოვდივარ სახლში.

ინტერესით ვათვალიერებ შეფუთვას. ამაზონზე იმდენი ვათვალიერე სუნამოები, ზუსტად ვიცი სად რა უნდა ეწეროს. დამზადებულია იტალიაში. ყველაფერი ისე აწერია, როგორც უნდა ეწეროს.

ჰმ, კარგად უმუშავიათ. ვხსნი და ვყნოსავ. პრინციპში სუნიც იგივე აქვს ზუსტად, მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარია რამდენ ხანს გაჰყვება სუნი. 5 გრამიან ორიგინალს, რომელიც მე მქონდა, რამდენიმე საათი ჰქონდა ძალიან სუსტი არომატი, მაგრამ ამ სუნამოს თვითონ მძაფრი სუნი არ აქვს, ვარდების სუსტი სურნელი დაყვება.

მივისხურე რამდენჯერმე და დავდე თავის ადგილზე. კარგად კი გამოიყურება, იცოცხლე.

ჰოი საოცრებავ, მთელი დღის განმავლობაში ვგრძნობ სურნელს, თანაც საკმაოდ მკაფიოდ. ბადრი მსუნავს – რა კარგი სუნია – მეუბნება – ახლა დაისხი? საქმეც მაგაშია რომ დილით დავისხი.

მოდის საღამო, მივდივართ მეგობრებთან. იქაც ვგრძნობ სუნს. ამოვდივართ სახლში – სუნი ისევ მაქვს. უკვე სუსტი, მაგრამ მაინც იგრძნობა. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ აქვს.

მე პირადად ვერავითარი განსხვავება ვერ დავინახე მაღაზიებში ორიგინალს, რომელიც 100 ლარზე მეტი ღირს და ლილოში ნაყიდ “პატენტს” შორის, რომელიც 18 ლარი ღირდა. პირიქით, ამას უფრო დიდხანს გაყვა სუნი.

მერე იმაზე ვფიქრობდი, იმ ქალმა რომ მითხრა, ისევ მოხვალო, მგონი ისევ მივალ 🙂