რეკომენდაციები “ჩემი ცოლის დაქალების” შემქმნელებს

ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, კარგად იცის, რა დამოკიდებულება მაქვს სერიალების მიმართ (ამერიკულ და ბრიტანულ ტელე შოუებს ვგულისხმობ). ამჟამად “breaking bad”ის მეხუთე სეზონს ვამთავრებ და აღფრთოვანებული ვარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ თავიდანვე “ჩემი ცოლის დაქალებს” კარგი თვალით შევხედე. პირველი სეზონი რაღაცით “სექსი დიდ ქალაქში”ს მივამსგავსე. ყოველი სერიის დამთავრების მერე ვამბობდი “რაღაცა გამოუვიდათ ეს სერიალი”, ჩემი ქმარი უკვე დამცინოდა კიდეc.

ფაქტი სახეზეა, არც ერთ ამ ჟანრის ქართულ სერიალს არ გაუჭაჭანია ტელე–სივრცეში ამდენი სეზონი. არის “რაღაცა”, რაც სერიალს რეიტინგს უნარჩუნებს. მიუხედავად ამისა შემდეგ სეზონებში სერიალმა განვითარება ვერ ჰპოვა და თითქოს ერთ ადგილზე გაიყინა. ახალი, მეოთხე სეზონი სასტიკად არ მომწონს. რამდენიმე მონაკვეთში კი დრამატულად დაახლოებულმა კადრებმა საერთოდ გამაგიჟა. ნამდვილი “telemundo presenta” იყო.

დავიწყოთ თანმიმდევრობით. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი ყველა ამ აზრს იზიარებდეთ. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით მსახიობებშია, თუმცა აქაც არის ნათელი წერტილები.

დათო – სხვათაშორის ძალიან ბუნებრივად და კარგად ასრულებს ეს კაცი თავის როლს. არანაირი სიყალბე, განსაკუთრებით სიმთვრალე გამოსდის კარგად.

ნინა _ ნინაც მომწონს როგორც მსახიობი, სიყალბე არც მისგან არ მოდის. ბუნებრივი და როლზე მორგებულია.

თინა _ თვითონ პერსონაჟის იდეა მომწონს. ირონიული, ფემინისტი, ძლიერი ქალი. მაგრამ მსახიობი ალაგ–ალაგ ძალიან ყალბია და მაღიზიანებს.

კატო _ რა ვთქვა არც ვიცი… იმ ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნები, წინა მსახიობის წასვლით აღშფოთებულები რომ ლანძღავენ ახლანდელს, უბრალოდ მთლიანად შეიცვალა კატოს პერსონაჟი. ადრე უფრო ჭკვიანი და ემოციური იყო, ახლა კი საერთოდ გადაუსვეს ხაზი და ერთ შტერ და ინფანტილურ გოგოდ აქციეს. ლელა ძალიან ყალბია, აქვს საშინელი სცენარი, მოძრაობები, ერთი სიტყვით სასტიკად არ მომწონს.

ნატაშკა _ ამ გოგოს პირველივე დანახვიდან აღფრთოვანებული ვარ. ძალიან ნიჭიერია, ბუნებრივი, რასაც აკეთებს ყველაფერი მჯერა. ფიზიკურადაც ძალიან კარგად გამოიყურება.

ყველა მსახიობს ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი. დიტოს ტიპაჟი ჩემთვის ამაზრზენია, თუ ეს კაცი ცხოვრებაში არ ლაპარაკობს ისე, როგორ სერიალში, მაშინ უდავოდ ნიჭიერი მსახიობი ყოფილა. თეატრის მსახიობებს აშკარად ეტყობათ ხოლმე თეატრის დაღი, ზედმეტად დრამატულები და ყალბები არიან ეკრანზე. საერთოდ ქართულ ტელე–სივრცეში, არამარტო ამ სერიალში ქართველი მსახიობების უმრავლესობა ამ სინდრომით იტანჯება. ჟღერენ ძალიან ყალბად და თამაშობენ გადაჭარბებული თეატრალიზმით.

რა აკლია სერიალს: აკლია ძალიან ბევრი რამე.

ფანტაზია

მაგალითად ახალი სეზონის საწყის სერიებში, როცა კატოს და მის ჯგუფს სპეცსამსახურის თანამშრომლებისთვის ივენთი უნდა გაეკეთებიანთ, მასკარადი. წარმოვიდგინე ელეგანტური წვეულება სექსუალური ნიღბებით, ლამაზ კაბებში, მამაკაცები სმოკინგებში, ჩაბნელებული ლოკაცია, აი რაღაც ასეთი:

ან ასეთი:

რა იყო სინამდვილეში? შრეკის, ჯამბაზის, ზოროს და სხვა საბავშო კოსტიუმებში გამოწყობილი მამაკაცების ყანწების ტრიალი. საშინლად გამიცრუვდა იმედები.

სექსუალური დაძაბულობა

ასეთი ცხოვრებისეული სერიალი წარმოუდგენელია სექსუალური კადრების გარეშე. სცენარისტმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ შექმნას ისეთი სცენები, რაზეც პირი გაგიშრება. მარტო სექსის სცენას არ ვგულისხმობ. არსადაა სექსუალური დაძაბულობა, რაღაც ისეთი, რაც გაგაფიქრებინებს “it’s so hot”. მარტო დათოს და ნათიას უღიმღამო კოცნა შორს ვერ წაიყვანს სერიალს. აი მაგალითად:

ინტრიგა

უნდა იყოს ისეთი სიუჟეტი, რომლის კვანძის გახსნასაც მოუთმენლად დაელოდები. მესმის, რომ ეს მსუბუქი მელოდრამა/კომედიაა, მაგრამ გაიხსენეთ სასოწარკვეთილი დიასახლისები. ყოველ სეზონს ისეთი საიდუმლო და ინტრიგა ახლდა, რომლის გამოც ღირდა თუმდაც მთელი სეზონის ყურება.

სექსუალური გოგო–ბიჭები.

ალბათ იტყვით რა წაიღე ტვინი ამ სექსუალურობითო, მაგრამ მეგობრებო, ეს ხომ რეიტინგული სერიალის მთავარი ფაქტორია! ვამპირების დღიურების პოპულარობა ხომ იან ზომერჰელდერის პრესზეა აგებული.

6 pack

აი თუნდაც, მეოთხე სეზონში, სადაც კატო გაიცნობს მილიარდელ ბიზნესმენს. ხომ შეიძლებოდა ასაკოვანი და ნაბდიანი ბიძის მაგივრად იდუმალი, ძალიან სიმპათიური და მიმზიდველი მდიდარი მამაკაცი გაეცნო, აი როგორიცაა კრისტიან გრეი “50 shades of grey”–დან. სერიალს ხომ მეტი რეიტინგი ექნებოდა? მეტი ინტრიგა? რა თქმა უნდა.

სერიალში უნდა იყვნენ ისეთი ფიზიკური მონაცემების მქონე მსახიობები, ვიზეც გოგოებიც და ბიჭებიც გაგიჟდებიან, მაგრამ რა ვიცი რა ვიცი, მე ჯერ კარგი ტანის მქონე ქართველი მსახიობი არ მინახავს.

და ბოლოს: მიეცით ფანტაზიას გასაქანი, გააფართოვეთ ლოკაციების არეალი, შემოიყვანეთ ახალი მსახიობები, იქნება და ამართლებენ მოლოდინს, ჩახლართეთ სიუჟეტი, დაივიწყეთ ბრაზილიური მოტივები (ეს საყვარლის და ცოლის ერთდროული ორსულობა ხომ ბრაზილიური სერიალების კლასიკაა) და დარწმუნებული ვარ ეს სერიალი ბევრად უკეთესი გამოვა, ვიდრე ახლა არის.

5 thoughts on “რეკომენდაციები “ჩემი ცოლის დაქალების” შემქმნელებს

  1. მეც არ მომწონს ახალი სეზონი. რასაც ქვია ”სერიალი” გახადეს .
    მაგრამ იმდენად მიყვარს და შევეჩვიე,რომ ვერ ველევი და მაინც მოუთმენლად ველოდები შაბათ-კვირას ))))))))))

  2. “ჩემი ცოლის დაქალებს” ნამდვილად არ ვუყურებ, საერთოდ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ქართული სერიალების მიმართ(იუმორისტულს თუ არ ჩავთვლით), იანის სურათი რომ ვნახე მაგიტომ შემოვედი🙂 რაც შეეხება ვამპირის დღიურებს გეთანხმები, მართლაც არც ერთი გოგო და არც ერთი ბიჭი მაგ სერიალში მე უშნო არ მინახავს🙂

  3. გეთანხმები იმაში რომ სერიალი რაღაცნაირად ერთ ადგილზეა გაყინული და საჭიროებს დიდ სიუჟეტურ ცვლილებებს, თუნდაც ახალი გმირების შემოყვანას. მასკარადის სცენაზე ცოტა არ იყოს ნერვები მომეშალა, სასაცილოც არ იყო და სერიოზულად ხო მითუმეტეს ვერ აღვიქვამდი. რაც შეეხება სექსუალურობას, უნდა გვახსოვდეს, რომ “ჩემი ცოლის დაქალები” მთლიანად ქართულ რეალობაზეა აგებული და ნაკლებადაა იმის საშუალება რომ სექსუალური გოგო-ბიჭებით დაიტვირთოს. “მე ჯერ კარგი ტანის მქონე ქართველი მსახიობი არ მინახავს” – შენი სიტყვებია და მსახიობი თუ არ გინახავს, რეალობიდან აღებული გმირი ხო კიდევ უფრო იშვიათობა იქნება? სწორედ ამ რეალისტური ხასიათიდანაა გამომდინარე ისიც, რომ კატოს იდუმალი, ძალიან სიმპათიური და მიმზიდველი კი არა ასაკოვანი და ნაბდიანი ბიძა შეახვედრეს. ეს კონკრეტული გმირი სერიალების შემქნელების თქმით ბიზნესმენ ლევან ვასაძის(და ზოგადად მისთანების) პროტოტიპია.

    ასე რომ, თავისი ფორმატიდან გამომდინარე სერიალმა და მისმა შემქნელებმა ინსპირაცია ისევ და ისევ ქართულ სინამდვილეში უნდა ეძებონ, რადგან “ვამპირის დღიურები” და “ჭორიკანა” მაგალითის ასაღებად ნამდვილად არ გამოადგებათ.

    • მართალი ხარ, ეს სერიალები სულ სხვა ფორმატშია, მაგრამ არსებობს რაღაც უნივერსალური კრიტერიუმები ზოგადად ყველა სერიალისთვის.

  4. me tavidanve ver vitandi verc mag serials da verc veranair qartul kinos da serials mitumetes.shesabamisad arc arasdros shemixedavs erti seriis garda da kinagam guli ameria. tavidanve shenc amas girchevdi da ar damijere. msaxiobebi kidev asi weli ver gveyoleba normalurebi imitom rom yvelaferi qartuli marto dzvel bichobaze da yanwebze da muclis chaxetqvazea agebuli.ase rom jobia vuyurot chvens karg, nacad sasiamovno serialebs da ara qartul degeneratobebs, me dzalian gamikvirda tavidanve rom daiwye yureba. da vampire diaries da gossip girlis msgavs da donis serialebs qartvelebi asi weli rom ver gaaketeben faqtia. da ratom ar gijdebian gogoebi?kii😀 aimand vigac melots da banjgvlians movkari tvali da maxsovs profilshic yavdat. eg xom qartveli seqssimboloa ti shtooo😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s