სუპერგმირები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ამ თემაზე გადაღებული ფილმები როგორც წესი ძალიან პოპულარულია და ჰოლივუდიც უხვად სარგებლობს კომიქსების გმირებით თუ უბრალოდ სუპერგმირებით.

მათ შორის ყველაზე პოპულარული სუპერგმირები არიან:

სუპერმენი

პლანეტა კრიპტონიდან დედამიწაზე გადმოსახლებული კაელი, რომელი დედამიწელმა ოჯახმა იშვილა და კლარკ კენტი დაარქვა.

ცნობილი ეკრანიზაციები:

პირველი ეკრანიზაცია 1978 წელს შედგა, რასაც მოყვა 2006 წლის რიმეიქი, სადაც სუპერმენის როლს ბრენდონ როუთი ასრულებს. ძველი სუპერმენი, კრისტოფერ რივი 2004 წელს გარდაიცვალა.

სუპერმენი მრავალფუნქციური სუპერგმირია. რადგან ის სხვა პლანეტიდან არის, მრავალი უნარი გააჩნია. სუპერსიჩქარე, თვალებით ხანძრის გაჩენა, ფრენა, ერთი სიტყვით სუპერმენია.

რა თქმა უნდა კლარკ კენტზე ყოველთვის მახსენდება დინ ქეინი მიერ შექმნილი პერსონაჟი ტელე–შოუდან “ლუისი და კლარკი”, სათავგადასავლო და კომედიური სერიალი, რომელიც ბავშვობაში ძალიან მიყვარდა.

და ბოლოს, სმოლვილი, სადაც სუპერმენის ადრეული ისტორიაა აღწერილი, მისი ბავშვობა, უამრავი თავგადასავალი, შეხვედრა სხვადასხვა უნარების მქონე ადამიანებთან.

ათი სეზონი, ტომ ველინგი, რომელიც შეაბერდა ამ სერიალს და ბოლო სეზონს უკვე თვითონ იღებდა და სუპერმენის ცნობილი კოსტიუმი, რომელიც მეათე სეზონის ბოლო სერიის ბოლო წუთზე ჩაიცვა.

მტრები: ლექს ლუთერი, რომელიც თავიდან მისი მეგობარია. ლექსის როლს ასრულებდნენ ჯინ ჰეკმანი, კევინ სპეისი და სმოლვილში მაიკლ როსენბაუმი, რომელმაც საინტერესო პერსონაჟი შექმნა.

ასევე ბრაინიაკი, რომელიც ასევე სხვა პლანეტიდანაა. სმოლვილში მის როლს ჯეიმს მარსტერსი ასრულებს (^^) და მთავარი ბოროტი ძალა, დამსდეი (აღსასრულის დღე), რომელიც კომიქსებში კლავს სუპერმენს, მაგრამ მერე ისევ ცოცხლდება.

ბეტმენი

ასევე კომიქსების პოპულარული პერსონაჟი, ბრიუს ვეინი, მილიონერი, ფლეიბოი, რომელიც ცხოვრობს უტოპიურ ქალაქ გოთემში. ბავშვობაში ბრიუსის თვალწინ დახოცეს მისი მშობლები და ამის მერე ის ბოროტებას ებრძვის. ის ქმნის კოსტუმს და ბეტმობილს და ამით ქალაქში გამეფებულ ბოროტებას უმკლავდება.

ბეტმენის პირველი ეკრანიზაცია 1966 წელს შედგა. შემდეგ 1989 წელს გადაიღეს, სადაც ბრიუს ვეინის როლს მაიკლ კიტონი ასრულებს.

ბეტმენის დაბრუნება, მეორე ნაწილი, სადაც ისევ მაიკლია ბრიუსი 1992 წელს გამოვიდა, მას მოყვა”ბეტმენი სამუდამოდ”, სადაც ჩვენთვის უკვე სხვანაირად ნაცნობი ველ კილმერი თამაშობს ბეტმენს.

შემდეგი ნაწილი იყო 1997 წელს, ბეტმენი და რობინი, სადაც ჯორჯ ქლუნი და კრის ოდონელი არიან ზევითნახსენები თანმიმდევრობით.

ამით ძველი ბეტმენების სერია შეწყდა, რომელიც ძალიან მომწონდა თავისი საინტერესო და სათავგადასავლო სტილით, და დაიწყო ახალი, განსხვავებული ჟანრის – ბეტმენი – დასაწყისი და ბნელი რაინდი (რა ცუდად ჟღერს)🙂

2005 წლის გადაღება, კრისტოფერ ნოლანის ოსკარზე ნომინირებული ფილმი, კრისტიან ბეილი მთავარ როლში.

და ყველაზე გრანდიოზული, მისი მეორე ნაწილი, ორი ოსკარის და უამრავი ჯილდოს მფლობელი The Dark Knight.

მტრები: მთავარი მტერი – ჯოკერი, რომელიც ფსიქოპატია და უამრავ თავსატეხს იფიქრებს იმისთვის, რომ ბეტმენს სიცოცხლე გაუმწაროს. ძველ ვერსიაში მის როლს ჯეკ ნიკოლსონი თამაშობდა, ახალში კი აწ გარდაცვლილი ჰიტ ლეჯერი, რისთვისაც ოსკარიც მიიღო.

ასევე – ქალი კატა, პინგვინი, კაცი–ყინული, შხამიანი სურო, ორ–სახა, მისტერ ფრიზი და ა.შ

სპაიდერმენი

მარველის ცნობილი პერსონაჟი, ადამიანი ობობა. პიტერ პარკერი მორცხვი სკოლის მოსწავლე იყო, ასე ვთქვათ ლუზერი, როცა შემთხვევით მას განსაკუთრებული ჯიშის ობობა უკბენს და მეორე დილით უცნაურ შესაძლებლობებს აღმოაჩენს. მხედვველობა გაუმჯობესდება, ხელებიდან ობობის ქსელები გამოსდის და თავისუფლად შეუძლია კედლებზე ასვლა.

პიტერი შეიკერავს ადამიანი–ობობას კოსტუმს და ქალაქში ბოროტებას ებრძვის, როგორც ყველა სუპერ გმირი.

მისი ეკრანიზაცია 2002 წელს დაიწყო, ტობი მაგვაიერი სწორედ ამ როლით გახდა ცნობილი.

ილმი ორ ოსკარზე იყო ნომინირებული, მათ შორის საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის.

სპაიდერმენის ისტორია მოყვა მეორე, 2004 წელს გადაღებული ოსკარის მფლობელი ნაწილი, (ოსკარი ვიზუალურ ეფექტებში), და მესამე, 2007 წელს გადაღებული.

მეოთხე ნაწილზე დაამტკიცეს ახალგაზრდა მსახიობი, ენდრიუ გარფილდი.

მტრები: მწვანე გობლინი, ადამიანი–ქვიშა, ქამელეონი (ჰმ), ელექტრო, დოქტორი ოქტავიუსი და ა.შ

სანამ სპაიდერმენის მეოთხე ნაწილი იქნება, გაუჩერებლად ვუსმენ მის საუნდტრეკს, უ2–ს ბონოს და ბროდვეის ცნობილი შემსრულებლის, ძალიან ნიჭერი ბიჭის, რივ კარნეის დუეტს – rise above

ესეც ლაივი ამერიკან აიდოლის ფინალიდან, სადაც სპაიდერმენი ზუსტად ჯენისფერ ლოპესის სკამთან ჩამოეკიდა თავდაყირა კოცნის იმედით, მაგრამ…🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s