7 კაბა

გუშინ კარადას ვალაგებდი და ჩამოკიდებულ კაბებს რომ შევხედე, ფილმი “27 კაბა” გამახსენდა, სადაც კეტრინ ჰეილის გმირი მეჯვარის 27 კაბას აგროვებს თავისი ცხოვრების მანძილზე. ყველა კაბას თავისი ისტორია და თავისი მოგონებები აქვს, მით უმეტეს, თუ ის მხოლოდ ერთხელ გეცვა და განსაკუთრებულ დღეს. 27 კაბა ნამდვილად არ მაქვს, ჩემს კარადაში მხოლოდ 7 განსაკუთრებული კაბა დავთვალე.

1. ჩემი ქორწილის კაბა.

323517_293040404055448_1733752307_o

არასდროს არ მიოცნებია დიდ და ფუშფუშა კაბაზე, ყოველთვის მინდოდა მოკლე თეთრი კაბა მცმოდა ამ დღეს და შევასრულე კიდეც. ვიცი, რომ ამ კაბას მეტჯერ აღარ ჩავიცმევ, მაგრამ მაინც ჩამოკიდებული მაქვს კარადაში, რამდენი დავინახავ, იმდენი მახსენდება და მეღიმება. მართლა კარგი დღე იყო, უაზრო ქართული ტრადიციებისგან განსხვავებული და განსაკუთრებული.

2. ნიშნობის კაბა.

210446_218732861486203_1191054_o

ამ კაბაზე პირველი ის მახსენდება რამდენი ვიარეთ მე და ლიკამ ასარჩევად და როცა არაფერი არ მომეწონა, ჯანდაბას იყოს – პრინციპით ვიყიდე. ესეც ძალიან კარგი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცარიელ რესტორანში ვიყავით, მაინც კარგი დრო გავატარეთ. იასამნისფერი ჩემი ფერია, თმაზეც დამდევს ეს ფერი. არც ამ კაბას ჩავიცმევ როდესმე, იმიტომ რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემს ნიშნობას მახსენებს და ამითაა განსაკუთრებული.

3. მეჯვარის კაბა.

417562_507308065962013_2089177995_n

კეტრინის გმირისგან განსხვავებით მე მხოლოდ ერთხელ ვიყავი მეჯვარე, ისიც 9 თვის ორსული. ყველაფერი სპონტანურად დაიგეგმა, ჩემმა მეზობლებმა ქორწინების ათი წლის თავზე დაიწერეს ჯვარი და სწორედ აქ შევასრულე მეჯვარის მოვალეობა. კაბის ძებნა დავიწყე დილით, ვინაიდან მუცელზე არაფერი არ მეტეოდა. ეს კაბა რაც მაცვია არ მომწონდა, თითქოს რაღაც დეტალი აკლდა. დილიდან წავედით მე და ბადრი კაბის საყიდლად, მაგრამ არაფერი არ მომერგო, ამიტომ ვიყიდეთ თეთრი ქამარი, რომელიც ამ კაბას მოვარგე. მართლა განსაკუთრებული და კარგი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვერ ვმოძრაობდი, ეს კაბაც კარგ მოგონებებს მიღვიძებს🙂

4. ახალი წლის კაბა.

392334_357843774241777_38413977_n

ჩემი პირველი ახალი წელი ახალ სახლში – ეს ახალი წელი არასდროს არ დამავიწყდება. ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩამოვიდა რუსეთიდან და ყველანი ერთად შევხვდით. ბევრი დავლიეთ, ვიცინეთ,  ვიმხიარულეთ, კარნავალიც კი მოვაწყეთ, ერთი სიტყვით საუკეთესო ახალი წელი იყო.

5. ბანკეტის კაბა

38773_142764122416411_5464049_n

უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავად მოწყობილი საღამო ჩვენი, პოლიტიკური მეცნიერების კურსდამთავრებულთათვის. ესეც სუპერ–დღე იყო, ძალიან გავერთეთ, ლექტორები, სტუდენტები, იმ საღამოს მერე ჩემი კურსელების უმრავლესობა აღარც მინახავს.

6. ქორწილის კაბა #1

56193_165956113430545_692430_o

ჩემი უსაყვარლესი კაბა, ალბათ იმიტომ რომ ჩემი ხელით მაქვს შეკერილი, ძალიან ძალიან მიყვარდა, ფერიც ჩემია, სტილიც, ნაჭრის სტრუქტურაც. დღეც არაჩვეულებრივი იყო,

7. ქორწილის კაბა #2

792229_700452476647570_1933808132_o

ეს ყველაზე ბოლო საღამო იყო სადაც ვიყავი. კაბის გაფორმება და მხრების დიზაინი მე მეკუთვნის, უბრალო შავი სადა კაბა ჩემი გემოვნებით მოვრთე. ვერ ვიტყვი დაუვიწყარი დრო ვატარე თქო, ამ დროს უკვე მყავდა ლილე და ეკლებზე ვიჯექი (აი დედობის ტვირთი) ხშირად ვრეკავდი დედაჩემთან ამბის გასაგებად, თუმცა რამდენიმე ცეკვა ჩემს ქმართან და ცოტა ხნით განტვირთვა ნამდვილად ღირდა ამად.

ეს არის ის 7 კაბა, რომელიც ჩემთვის მარტო ნაჭერი არ არის და სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. ისინი არ არიან ძვირადღირებულები და ცნობილი დიზაინერების შექმნილები, თუმცა მე ისინი ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძვირფასს და ღირებულ მოგონებებს ინახავენ.

5 thoughts on “7 კაბა

  1. ამ შვიდი კაბიდან ძალიან მომწონს ნიშნობის და ქორწილის კაბა, მერე მეექვსე ლამაზი ფერისაა კარგი სიგრძე აქვს და განიერი ქამარი უხდება შენ რომ არ გიცნობდე არ დავიჯერებდი რომ შენი შეკერილია. ასევე მეშვიდე შენი დიზაინი ძალიან ამშვენებს მაგრამ ყველაზე მეტი ემოციები მაქვს ახალი წლის კაბაზე რადგან იმ ახალ წელს ერთად შევხვდით და მართლა კარგი დრო ვატარეთ.და “ლაივში” ამ შვიდიდან მარტო ეგ მაქვს ნანახი :((((

    • მეზიზღება ჩემი ბანკეტის კაბა, რაღაც საშინელება იყო. შენ კი გეგონა ჩემი უკეთესი გამოვიდოდა, მაგრამ შენი ბევრად სჯობდა ჩემსას.

  2. უცნაური მატერიის იყო სამაგიეროდ კარგად ვერთობოდით “პრიმერკებზე” რომ დავდიოდით😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s