გეშინოდეთ საკუთარი სურვილების, რადგან ისინი შეიძლება ახდეს

 გეშინოდეთ საკუთარი სურვილების, რადგან ისინი შეიძლება ახდეს
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სურვილები აგვიხდეს? ალბათ გსმენიათ, რომ ფიქრები მატერიალიზდება და ეს ნამდვილად ასეა. იმისათვის, რომ სურვილები ასრულდეს, საჭიროა მათი სწორად ფორმულირება:
ფორმულირება – რაც უფრო გასაგებად განსაზღვრავთ რა გსურთ, მით უკეთესი. ნუ გამოიყენებთ უარყოფით ფორმებს: არ იფიქროთ იმაზე, რაც არ გინდათ. იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რაც გინდათ. მაგალითად ნუ იტყვით: «არ მინდა ავად გახდომა», თქვით «მინდა ჯანმრთელად ვიყო» და ა.შ.
დეტალიზაცია – მაგალითად გახდომა გინდათ. საჭიროა დეტალურად წარმოიდგინოთ ეს როგორ მოხდება. ფურცელზე ჩამოწერეთ ესეს ტიპის ტექსტი ამ თემაზე, რომ ტანი დაიყენეთ, სანაპიროზე საცურაო კოსტუმით დადიხართ და ა.შ.
ახლანდელი დრო – ამ შემთხვევაში სპეციალისტების აზრი გაიყო, მაგრამ ბევრი მათგანი რეკომენდაციას იძლევა, რომ სურვილის ფორმულირება მოხდეს მომავალ დროში, ხოლო აწმყოში მოიქეცით ისე, თითქოს ეს ყველაფერი უკვე გაქვთ. თქვით არა «მე სამსახური მინდა», არამედ «მე სამსახურის მიღებას ველოდები».
საზღვრების გაფართოვება -არ ღირს სურვილის ფორმულირება ამგვარად: «მე მანქანის ყიდვას ვაპირებ». იქნებ მოიგოთ, ან ვინმემ გაჩუქოთ? ამიტომ, სჯობს სურვილებში არ ჩადოთ შეზღუდვები, როგორიცაა «მე მინდა რაღაცის ყიდვა, ნახვა» და ა.შ. არავინ იცის, რა გზით მოხვდება თქვენთან სასურველი ნივთი.
ვიზუალიზაცია – განვლილი ეტაპების შემდეგ საკუთარი თავი წარმოიდგინეთ მომავალ დროში, რომელშიც თქვენი სურვილი ახდა. მაგალითად: გსურთ ბინის შეძენა; წარმოიდგინეთ, რომ ის უკვე გაქვთ და ცხოვრობთ მასში. დილით იღვიძებთ, სამსახურში მიდიხართ, სტუმრებს ხვდებით და ა.შ.
მოლოდინი – გახსოვდეთ, რომ სურვილები ჯადოსნურად არ ხდება და ამას დრო სჭირდება. არ ღირს იმის მოლოდინი, რომ მომავალ კვირას უცებ ევროპაში სამოგზაუროდ წახვალთ. უბრალოდ გააგრძელეთ თქვენი სურვილის სრულყოფილებამდე მიიყვანა: მოახდინეთ ფორმულირება, დეტალიზაცია და წარმოსახვა.
შესრულება – აქ მთავარია არ გაუშვათ შანსი. სრულიად შესაძლებელია, რომ საოცნებო სამსახური შემოგთავაზონ ან სიმპათიური მამაკაცი მოვიდეს გასაცნობად, თქვენ კი რაღაც მიზეზების გამო შეშინდებით და უარს იტყვით. ნუ შეგეშინდებათ და ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი შანსი.
წყარო : https://realcredit.ge/