ფობიები

ჩემმა მეგობარმა violet miss-მა დაწერა ძალიან საინტერესო პოსტი ფობიებზე. ადრე მეც მაქვს მსგავსი პოსტი დაწერილი, ანუ რისი მეშინია, მაგრამ კარგი იქნება თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ, მით უმეტეს, რომ ყველა წვრილმანის შიშს თავისი სახელი აქვს.

სიმართლე ითქვას, არ მაქვს ბევრი ფობია, არც ფრენის, არც სიმაღლის, არც დახურული სივრცის არ მეშინია. ჩამოვყევი ფობიების ჩამონათვალს და აღმოვაჩინე რამდენიმე.

ალბათ პირველ რიგში მაქვს ალგოფობია, ანუ შიში ტკივილის მიმართ, მცირე ტკივილზეც კი გამაყუჩებელს ვსვამ. მიუხედავად ამისა ბევრჯერ გადამიტანია მტკივნეული ჭრილობები და დაზიანებები, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ უმცირესი ტკივილიც ავირიდო. სწორედ ამიტომ ვერ ვუყურებ სადიზმით გაჟღენთილ ფილმებს, სადაც ხშირია წამების სცენები.

მცირე რაოდენობით მაქვს აპიფობია, ფუტკრების შიში, ეს ალბათ წინა ფობიას უკავშირდება, იმიტომ რომ საშინლად მახსოვს პირველი ნაკბენი ფეხის თითზე და ასეთი მწარე არაფერი გამომიცდია, მაგრამ ეს ჩემი შიში არაფერია ლიკასთან შედარებით. მაგალითად დღეს ქუჩაში ფუტკარი დაინახა და ერთ ადგილზე გაშეშებული ყვიროდა ზედ მაზისო? ძლივს დაწყნარდა🙂

კიდევ აღმოვაჩნე გამოფობია, ანუ დაქორწინების შიში, მაგრამ ბადრიმ არ წაიკითხოს თორემ გამიბრაზდება :)  ამას შეჩვეული სიტუაციის შეცვლის შიში ერთვის თან.

ვყოფილვარ ასევე გლოსოფობი, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის შიში. არასდროს არ მიყვარდა და პრეზენტაციებზე და წარდგენებზე გაჭირვებით გავდიოდი, სადიპლომოს დაცვაზეც ხელები მიკანკალებდა.

ნეოფობია, ცაინოფობია, ცაინოტოფობია, ცენოფობია, ცენტოფობია, კაინოლოფობია, კაინოფობია — სიახლის შიში, აი რამდენიმე რამე ჰქვია თურმე ამ შიშს.

ჩემს იპოხოდრიზმზე უკვე ვისაუბრე, მეშინია დაავადებების და სულ მგონია, რომ რამე გამიჩნდება. ამას პათოფობია ჰქვია.

ლიკას აქვს დიდი ქანდაკებების შიში, სამწუხაროდ ამ ფობიის სახელი ვერ ვნახე.

17 thoughts on “ფობიები

  1. ჯერ დიდი მადლობა, რომ მეგობრად მიმიჩნევ🙂

    მეორეც ის, რომ ტკივილის შიში არასდროს მქონია. ეხლა, ამ წუთს გამახსენდა ტკივილზე, რომ ბავშვობაში და ეხლაც ევრ ვიტან ორგანულად ნემსებს. მირჩევნია წამლებით გავიჭყიპო, ვიდრე ნემსი გავიკეთო. ერთი ომი მქონდა ყოველთვის სახლში ნემსის გაკეთებასთან დაკავშირებით. რავიცი შიში ქვია თუ რა არის ეს, მაგრამ ესეა და რა ვქნა … არც ფუტკრების შიში მაქვს მიუხედავად იმისა, რომ მეც მიკბინა ბავშვობაში ფუტკარმა ფეხზე. შარვალში შემიძვრა🙂 მთელი მუხლი საშინლად მქონდა გასიებული და არანორმალურად მტკიოდა, ეხლაც მახსოვს.😦 გლოსოფობია ასე მგონია ცოტა დოზით ყველას აქვს და მათ შორის, მეც. ჩემს შემთხვევაში ეს შიში არაა იმდენად, რამდენადაც ნერვიულობა და თან არანორმალური. სახეზე ალმური ამდის, ხელები მიოფლიანდება ხოლმე ხანდახან, ვიბნევი,გულს ბაგა-ბუგი გაუდის და კუჭთანაც თითქოს რაღაც მირტყამს (ეს ნევროზულია, ჩემი აზრით) ხელ-ფეხიც მიკანკალებს, მაგრამ ვიწყებ ჩქარა ლაპარაკს. მინდა, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს წამება. ყოველ გამოცდაზე ასე ვიყავი, მაგრამ ეხლა, საბედნიეროდ, დავამთავრე ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც და აღარ ვნერვიულობ ხოლმე გამოცდებზე. ბედნიერი ვარ🙂

  2. მე თაგვების მეშინია. ოღონდ რავიცი, მგონი, უფრო ზიზღის გამო.

  3. ეჰ იმდენი ფობია მაქვს,ალბათ ვერ ჩამოვთვლი.თითქმის ყველაფრის მეშინია, ასე რომ მოსიარულე ფობიების კონა ვარ🙂

  4. დიდი ძალისხმევა დამჭირდა,ლიკას ფობიის ზუსტი სახელწოდება რომ მომეძებნა. ქანდაკებების მეშინიაო, წერდა ჩემი პოსტის კომენტარში. ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ინგლისურად მივაგენი რათქმაუნდა. დიდი ქანდაკებების შიშს ინგლისურად Statue Phobia ქვია და ქართულად ალბათ სტატუფობია? რავიცი… ხოდა საერთოდ, ზოგადად დიდი შენობების, ნივთების შიშს მეგალოფობია ქვია.

    ლიკა: მე ლიკა მქვია და მე მეგალოფობი ვარ…
    დარბაზი: გამარჯობა ლიიიიიკაა🙂

    • ეჰ მეგალოფობების შეკრებებზე მომიწევს სიარული?😦🙂 უი რა რთული ფობია მქონია, მაგრამ მადლობა რომ ეცადე და ეძებე და ჩემი გულისთვის ამდენი იწვალე. ეჰ ნეტავ მარტო მეგალოფობია და სტატუფობია მჭირდეს. ის კი არადა მგონი ცხოვრების ფობია მაქვს საერთოდ და მაგას რა ქვია ნეტავ?🙂

  5. არაფრის, რას ამბობ.🙂 ცხოვრების შიშს კი ბიოფობია ქვია. მოკლედ, იმდენი ფობიების სახელები ვნახე და ვისწავლე, მგონი მალე დისერტაციას დავწერ და დავიცავ ფობიებზე🙂🙂

  6. @lilac
    ესე იგი მაუსისაც გეშინია? ლეპტოპი გექნება უეჭველი🙂

  7. დიდი ქანდაკებების რატომ ეშინია? :ფიქრ:

    მე ჭების მეშინია:/ და კლოუნების:/

  8. kate ჭების მეც მეშინია რაც ზარს ვუყურე იმის მერე და კლოუნები არ მიყვარს მაგრამ არ მეშინია.უბრალოდ რაღაც უსიამოვნო გრძნობას იწვევენ. აი დიდი ქანდაკების ქვეშ რომ ვდგები კიდევ იმხელა შიშის გრძნობაა ვერ აღვწერ, და ყოველთვის ვერიდები ამიტომაც და კონკრეტულად რატომ და რისი მეშინია მეც არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ მეშინია🙂

  9. ჭების შიშს ნამდვილად ვერ მივაგენი.აი კლოუნების შიშს კი – Coulrophobia ქვია.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s