პარფიუმერი – ერთი მკვლელის ისტორია

ფილმის გამოსვლისთანავე ხალხის რეაქცია ორ ნაწილად გაიყო. ზუსკინდის ცნობილი ბესტსელერის ეკრანიზაცია დიდი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, თუმცა კრიტიკოსების ნაწილმა ის მოიწონა.

მათთვის, ვისაც წიგნი წაკითხული აქვს, ფილმი ზედმეტად ჰოლივუდური და მშრალი აღმოჩნდა. ხოლო ვისაც არ ჰქონდა წაკითხული, იმათ უფრო დადებითი შეფასებები მისცეს. მე მეორე ჯგუფში აღმოვჩნდი, თავი შევიკავე წიგნის წაკითხვისგან და ვუყურე ფილმს. (მართალია 5 წლით დავიგვიანე, ფილმი 2006–ში გამოვიდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს)

ტომ ტიკვერის ნამუშევარი, რომლის ფილმზე ადრეც ვისაუბრე, გადაღებული ოთხ ქვეყანაში – გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები.

მეთვრამეტე საუკუნის პარიზი, ბინძურ, საშინელ გარემოში, თევზით მოვაჭრე ქალი პირდაპირ დახლის ქვეშ, ტალახში და თევზების შიგნეულობაში აჩენს ბავშვს, რომელიც როგორც წინაზე გაჩენილი ბავშები მკვდარი ჰგონია, მაგრამ ბავშვი თვალს ახელს და ტირილს იწყებს.

ჟანს მაშინვე ეტყობა თანდაყოლილი უცნაური უნარი – ყნოსვა. შეუძლია მისგან მოშორებით ჭაობში ჩამალული ბაყაყის სუნიც კი ამოიცნოს. რამდენიმე მძიმე სამუშაოს შეცვლის მერე ჟანი პერფიუმერთან იწყებს მუშაობას, რომელსაც წარუმატებელი პერიოდი უდგას.

ახალგაზრდა პერფიუმერი ცოტა ხანში შეპყრობილი აღმოჩნდება იდეალური სუნამოს შექმნის მანიით, ყველგან უნიკალურ არომატს ეძებს და მიხვდება, რომ ახალგაზრდა და ლამაზ ქალიშვილებს ყველაზე სასიამოვნო სურნელი აქვთ, თანდაყოლილი, რომელიც მათი კანიდან უნდა აიღოს და შექმნას ისეთი სუნამო, რომელიც ხალხის სიყვარულს მოუპოვებს, რადგან მათგან სიძულვილის მეტს არაფერს გრძნობს.

ფილმი თითქმის ერთ ტემპში მიდის, ვერ ვიტყვით, რომ სუპერ–დაძაბულია ან ტრილერისთვის დამახასიათებელი ექშენი მიდის, მაგრამ ინერციით მიყვები და 2 საათი მალე გადის.

მთავარი როლის შემსრულებელმა ბენ ვიშოუმ ძალიან მომხიბლა. ბენი კრიტიკამ თავისი თაობის ერთ–ერთ უნიჭიერეს მსახიობად დაასახელა. ეს ფილმი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან საშუალება მიეცა გამოეჩინა თავისი სამსახიობო ოსტატობა სულ სხვა კუთხით. შექმნა ჟან–ბატისტ გრენოუს სახე, თავისი ბინძური და ჭუჭყიანი რეალობით.

ფილმში წითური გოგონები ჭარბობენ. განსაკუთრებით მომხიბლავია რეიჩელ ჰართ–ვუდი:

და კიდევ ეს:

დასტინ ჰოფმანი და ალან რიკმანიც არიან ქასთში, თუმცა არა მთავარ როლებზე.

მომეწონა ფერები, ლამაზი ფერების ფილმია. დასასრულმა ხომ საერთოდ, ცუდად გამხადა.

ახლა აუცილებლად წავიკითხავ წიგნს და პარალელებს გავავლებ🙂

ვისაც დაგაინტერესათ ლინკი – Perfume. The Story of a Murderer

ტრაილერი:

 

7 thoughts on “პარფიუმერი – ერთი მკვლელის ისტორია

  1. პოსტს თვალი გადავავლე, ზუსტად დღეს უნდა მენახა, უკვე გამზადებულიც კი მაქვს და არ მინდა, წინასწარ გავიგო რა ხდება😀 მერე უკვე ნორმალურად წავიკითხავ🙂

      • ახლა დამთავრდა ფილმი და აი ძალიან მომეწონა🙂 ისეთი საინტერესო იყო, 2 სთ როგორ გავიდა, ვერც გავიგე. წიგნის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ოდესმე ალბათ მასაც წავიკითხავ.

        პოსტს რაც შეეხება, კარგად გაქვს აღწერილი ფილმის შინაარსი და ვისაც არ უნახავს, ნამდვილად დააინტერესებ🙂

  2. მე წიგნმა გამომასტერა ისე მომეწონა ^^ ბანალური ნათქვამია მაგრამ ფილმი ოდნავადაც ვერ მივა ახლოს ^^ უამრავი რამეა ფილმში გამოტოვებული და ეს სუნის მომენტები ისეა აღწერილი რომ აიაიაიაია <3<3<3 აუცილებლად გაგვიზიარე წიგნის შთაბეჭდილებები ^^

  3. სუნებზე ძალიან მაგრად არის დაწერილი მართლა და ეს ჟანი ძალიან საინტერესო ტიპაჟია. ეს იყო შემთხვევა, როდესაც ფილმიც ისევე მომეწონა, როგორც წიგნი.

  4. მე წავიკითხე ექვსჯერ. მიყვარს ეს წიგნი!❤

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s