მოდით თავიდანვე ვთქვათ, სანამ გაბრაზებული მამრების რისხვა დამატყდება თავს – ეს ჩემი მოსაზრება აბსოლუტურ უმრავლესობას არ ეხება. გამონაკლისია ალბათ 20%. დანარჩენებმა კი თუ თავი იმ 80%ში ამოიცანით, მაშინ დროა იმოქმედოთ და რამე შეცვალოთ.
ქართველი ბიჭების ეს პროცენტი რამდენიმე ნაწილად იყოფა.
1. “ღიპიანი” და “გამხდარი” სეგმენტი.
ქართველ ბიჭებს მაგრად კიდიათ ვარჯიში. მერე რა რომ ლუდის სმით ღიპები დაიდეს, მერე რა რომ ერთი კუნთიც არ აღენიშნებათ მთელს სხეულზე. სექსუალურობა შიგნიდან უნდა მოდიოდეს, და არა გარედან. მიუხედავად ამისა კარგ ტანზე მყოფი გოგოები უნდათ ლამაზი პრესებით. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ლაივში (ზღვაზე, აუზზე, თუნდაც ქალაქში) კარგ ტანზე მყოფი ქართველი ბიჭი არ მინახავს. ან მოხდენილად გამობზეკილი ღიპები ადევთ, ან წელში მოხრილი, გამხდრები და ამით ძალიან კმაყოფილები არიან. ცხოვრებაში არ ურბენიათ და პრესის ვარჯიშები არ უკეთებიათ. რატომ? იმიტომ რომ მოსწონთ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან. სულაც არ არის საკუთარ თავზე შრომა საჭირო შედეგის მისაღწევად. ან უბრალოდ ეზარებათ და ამ მოსაზრებით ნიღბავენ.
ბიჭებო, დამიჯერეთ, მართალია მარტო დაკუნთული სხეული არაფერს ნიშნავს, თუ თავში არაფერი გიყრია, მაგრამ ჯობია ცოტა ამოძრავდეთ, ივარჯიშოთ, ეს უმოძრაობა უკვე მასიური გახდა, ჯანმრთელ სხეულში კი მოგეხსენებათ ჯანმრთელი სულია.
ნუ თვლით, რომ ადამიანმა არაფერი არ უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სექსუალური და სასურველი გახდეს. მე ვიცნობდი ერთ ბიჭს, რომელსაც დიდი ფუმფულა ღიპი ჰქონდა და ხშირად ირტყამდა ზედ ხელს ტექსტით “იფ, ცოლი რომ მეყოლება ზედ გადაგორდება და გადმოგორდება”–ო. აი ეს არ არის სექსუალური.
როგორია?
2. “ადნაკლასნიკების თაობა”
მოდი ყველა შევთანმხდეთ, რომ ადნაკლასნიკები საიტი კი არა, რაღაც ფენომენია. განა იმიტომ, რომ მოდური გახდა იქიდან ფეისბუქზე გადმობარგება და მერე იმათი ლანძღვა, არა, მართლა, თავისი პროფილის სურათებით, სტატუსებით, სახელებით, გაცნობის ტექსტებით. როგორ შეიძლება გაგიჩნდეს იმ ბიჭის გაცნობის სურვილი, ვიღაც სტატუსად უწერია “იფ რუსის ქალებს რა ჯობია” პროფილზე ძერსკი სახით გადაღებული სურათი უყენია, სადაც ან მანქანაზე მიყრდნობილი გადაჯვარედინებული ფეხებით, ან რამე მსგავსი, და გწერს “პრივეტ კრასავიცა გავიცნოოოთ?” . არანაირი კრეატივი, არანაირი ფანტაზია, მხოლოდ ადნაკლასნიკები. It sucks.
ერთი სიტყვით, არავის დამცირება არ მინდა, ვიცი, რომ ბიჭებსაც ბევრი პრეტეზია აქვთ ქართველი გოგოების მიმართ, და ეს პრეტენზიები ბიჭმა ბლოგერებმა შეგიძლიათ პოსტად ჩამოაყალიბოთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, უნდა შეიცვალოთ, თუ გინდათ, რომ სექსუალურებათ ჩაგთვალოთ 🙂
როგორი მართალია:))) კიდე ერთს დავამატებდი, ქართველ მამაკაცები ასევე მალევე მელოტდებიან, არ ვიცი ეს გენეტიკურია, თუ ცუდი კვება და უმოძრაობასთან არის დაკავშირებული:)
ესეც მართალია 🙂
მე მინახავს კარგ (ძალიან კარგ) ტანზე მდგარი ბიჭი, რომელიც კუნთების გარდა ვერაფერზე ვეღარ ფიქრობს და ტვინი შემოესაზღვრა. მთავარია, ზომიერება. ელემენტარულად, შეყვარებულმა გოგომ შენს გვერდით თავი ჩხირად რომ არ იგრძნოს 🙂 მელოტი ლექტორიც მყავს, მაგრამ ისეთია, ნეტავ ყველა იყოს ეგეთი მელოტი. უსაყვარლესი, ძალიან თბილი და მზესავით ანათებს რომ მოდის. გააჩნია ადამიანს ჩემი აზრით 🙂
tyvilia
არ ვიცი
ისე მართალია