როგორ გავიკეთოთ ombre თმის სტილი სახლის პირობებში

გასულ სეზონზე ომბრე ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ძირითადად ცუდი ომბრე მხვდებოდა – მთლიანად გაუფერულებული თმის ბოლოები, მათ შორის უმრავლესობა უკვე დაცოცხებული. ვინც არ იცით ომბრე რა არის იხილეთ სურათები.

ombre-hair-ombre-hairstyles-celebrity-ombre-hair-celebrity-ombre-hairstyles-6 khloe_kardashian_black_dress_o

ადრე მეც მქონდა მცდელობა, მაგრამ ძალიან ცუდი ომბრე გამომივიდა, საშინელი.

mcphoto_20121219_162639 mcphoto_20121219_162701 mcphoto_20121219_170047იმის მერე შევიჭერი თმები, შევიღებე წითლად, მერე წითურად, მერე წაბლისფრად და ახლა ისევ მომინდა ომბრე, ოღონდ კარგი ომბრე.

წინა შეღებვაზე პროფესიონალმა სტილისტმა გამიკეთა, სოლიდური თანხაც გადავიხადე, მაგრამ თმის დაზიანების მეტი არაფერი მომსვლია.

ამიტომ გადავწყვიტე ვიდეო ტუტორიალებისთვის მეყურებინა და მე თვითონ გამეკეთებინა სახლის პირობებში.

ომბრეს პირველი ნაწილი ლიკამ გამიკეთა ამ ვიდეოს მიხედვით:

მაგრამ ამ ვიდეოს მიხედვით შეიღება მხოლოდ თმის ქვედა ნაწილი, რომელიც ზევით პრაქტიკულად არ ემჩნეოდა, ამიტომ გადავედი მეორე ნაწილზე.

თმის გამაღიავებელს რაც შეეხება, აფთიაქში შევიძინე ALIX AVIEN Diva highlight kit.  ნაკრები მოიცავს ფუნჯს, ქუდს მელირებისთვის, მაგრამ მე ეს არ დამჭირდა. კიდევ ერთ ქუდს, გამხსნელს და ფხვნილს თავისი კონტეინერით და ასარევით და ბალზამს. ღირს 3 და 30. არ აზიანებს თმებს (ასე აწერია).

DSCN2211

თმები გავყავი შუაზე, სხვადასხვა სეგმენტიდან ავიღე სასურველი სისქის და რაოდენობის თმა და შუა ნაწილიდან შევღებე. ასე გავიმეორე მეორე ნახევარზეც. იმდენად მარტივია, ვიდეო ან ფოტო ტუტორიალსაც არ საჭიროებს. ეს ბევრად ჯობია მთლიანად ნახევარზე შეღებილ თმას, სხვადასხვა ნაწილიდან აღებული უფრო ბუნებრივად ჩანს.

აი ფოტოებიც:

DSCN2216 DSCN2217

12 thoughts on “როგორ გავიკეთოთ ombre თმის სტილი სახლის პირობებში

  1. რა კარგად დაგაჯდა ღია ფერი, უკვე შეღებილზე შეუღებე? მე ალბათ საერთოდ არ შემეტყობა შავ ბუნებრივ თმაზე ხო?

    • არა ნებისმიერი ფერის თმას აუფერულებს, რაც არ უნდა შავი იყოს, მეც მუქი წაბლისფერი მაქვს. საღებავი არ არის ეს გამაღიავებელია. მერე ფერი აღარ დამიდია ისეთ ლამაზ ფერზე აუფერულებს.

  2. ვიდეოში იმ გოგოს რა ლამაზად გაუკეთეს თმები, ზედა ფენის ფერიც და ომბრე ნაცილიც, სულ სხვა ადამიანი გახადა. რა თქმა უნდა after სურათებში მაკიაჟი უკეთია, მაგრამ მთლიანობაში სულ სხვა გოგოა:)
    ნამდვილად ბევრად უფრო მომწონს შენ როგორც გაიკეთე თმები, ვიდრე იმ სურათებში სადაც ფროფესიონალმა გაგიკეთა ომბრე. კარგად გამოგივიდა. ჩემის აზრით ზედა ნაცილიც უნდა შეგეღება იმ ვიდეოს მიხედვით, ძალიან მოგიხდებოდა sunkissed, მზეზე გახუნებილი თმის ეფექტი.

  3. daaaxloebit rodistvis iyide? me mivedi psp_Shi da ar qondat ufro sworad eseti ar qondat tore alix avieni ki ewera, eseni gamagiaveblebio ar ariso sagebavebiao arada dzaan minda gauferuleba mirchie ra rame gtxoov sayvarelo :* :*

    • ნატა, მე რუსთავში ვიყიდე, მაგრამ ძალიან ბევრგან მოვკარი თვალი სადმე აუცილებლად იქნება.

  4. me ki mag sagebavma kanic da tmac damiwva.tmebi momdzvra sruli am sityvis mnishvnelobit.gavichere 35 wuti sheputul mdgomareobashi.prtxilad gamoiyenet

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s