როგორ გადაშენდნენ დინოზავრები?

გაზაფხულის მშვენიერი დილა იდგა. ორნისკარტა ჩიტები ჰარმონიულად გალობნდნენ და უზარმაზარ ფრთებს იქნევდნენ. დიდი ტბა სარკესავით წმინდა და პრიალა იყო. აქა იქ გიგანტური თევზები თუ ამოყოფდნენ თავებს და ერთმანეთს უღიმოდნენ. ცა მოწმენდილიყო და მზეც დაუზარებლად ანათებდა. ხანდახან მფრინავი ხვლიკების ფრთების ნაზი მოქნევა თუ გადაფარავდა ხოლმე, მაგრამ ისიც წამით. ხვლიკები თევზებს ამოათრევდნენ ტბიდან და ნარნარად მიქონდათ კლდის წვერზე გაკეთებულ ბუდეში.

დინოზავრებიც ახლად ამობიბინებულ მწვანე ბალახს მადიანად შეექცეოდნენ და უშველებელ ყბებს ნაზად იქნევდნენ, თან თვალებს ახამხამებდნენ და ერთმანეთს ესალმებოდნენ.

აი ასე ჰარმონიაში იყო მთელი დინოზავრების სამეფო. კიდევ ერთი გაზაფხულის ლამაზი დღე გაუთენდათ და გარეთ ადრევე გამოეფინნენ.

ხეები საამურად შრიალებდნენ და ყველას უხაროდა ცხოვრება, სანამ ეს იდილია ერთერთი დინოზავრის შეკივლებამ არ დაარღვია.

– ვაიმე, ლოკოკინა შემომეჭამა, ეს როგორ მომივიდა?

ყველანი საწყალ დინოს მისცვივდნენ და დანანებით დახედეს სპილოსხელა ლოკოკინას ნარჩენებს.

დინო მთელს დინოზავრთა სამეფოში ყველაზე განთქმული დინოზავრი იყო სილამაზითა და სისუფთავით. მისკენ ბევრ მამალ დინოზავრს მიუწევდა გული, მაგრამ მისი გული სხვას ეკუთვნოდა, ერთადერთ და განუმეორებელ დინოს. ( იქ ყველა დინოზავრს დინო ერქვა)

– არა უშავს ისედაც ხვალ უნდა შეგვეჭამა, დიდი ამბავი თუ პირი წაგიცდა – დაამშვიდა ხეზე ჩამოსკუპებულმა ხვლიკმა დინო და ფრთები სევდიანი ფართხუნით გასწია თავის ბუდისკენ.

დინო მაინც ბედნიერი იყო და ის დღე მას ვერავინ ჩაუშხამა, იმიტომ რომ… იმიტომ რომ დღეს მისი პირველი პაემანი იყო დაგეგმილი!

დედალი დინო და მამალი დინო ტბისპირა მოფარებულ ადგილას გავიდნენ.

– მშვენიერი ამინდია არა? -უხერხულად წამოიწყო ლაპარაკი მამალმა დინომ.

– ძალიან. იმედი მაქვს ეს დღე ჩემს ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება – დაირცხვინა დედალმა დინომ. ( ისე ყველას აგვხდომოდეს ასე სურვილი, ამ საწყალს რომ აუხდა. ოღონდ ჩვენ კარგად 🙂 )

– შეხედე, ვარსკვლავი – დინომ მორცხვად დაანახა მამალს მათკენ სწრაფად მომავალი ცეცხლოვანი ბურთი.

– მართლაც რა ლამაზია, ხედავ დღისითაც კი შენი გულისთვის ვარსკვლავი მოსწყდა ცას – რაც შეიძლება პოეტური ხმოვანება მისცა დინომ სიტყვებს – სურვილი ჩაიფიქრე.

დედალმა დინომ თვალები დახუჭა და ყელი მოიღერა.

დიდხანს, დიდხანს ფიქრობდა, იმდენად დიდხანს, რომ მისი შეყვარებული დაიღალა და გუნებაში გაიფიქრა, ამხელა სურვილი გამიგიაო?

მერე ცას გახედა და რატომღაც აღარ მოეწონა ცეცხლოვანი ბურთი. სატრფოს ხელი ოდნავ უბიძგა.

– შეხედე.

როგორც იქნა თვალი გაახილა აღტაცებით მეცხრე ცაზე მყოფმა დინომ და რა დაინახა? ნეტავ არ დაენახა… უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი მათ ტბას უახლოვდებოდა…

– გავიქცეთ დინო – უყვირა მეორე დინომ…

აი ასე გადაშენდნენ საწყალი დინოზავრები და ასე ახდა შეყვარებული დინოს სურვილი…

by qameleoni555

3 thoughts on “როგორ გადაშენდნენ დინოზავრები?

  1. უი ეს აპოფისის წინაპარი დაეცათ თავში? საწყლები, ჩვენთან გადადეს მაინც და იმათთან არ გადაუდიათ 🙂 საყვარელი დინოები 🙂

  2. ეჰ იმდენს იძახებენ ესენი გვეცემა გვეცემაო სულ რომ არ ესმოდეს მაინც ჩვენსკენ წამოვა კომეტა და გახარებული აგვაფეთქებს, მაინც მელოდებიანო.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s