ჩემი თმები და “ამისთვის ღირდა ლოდინი”

ბავშვობიდან დიდი ყურადღებას ვაქცევ თმებს, ერთი-ორი შემთხვევის გარდა მოკლე თმები თითქმის არ მქონია. პირველ კურსამდე  არც საღებავი მიმიკარებია. პატარაობაში ქერა ხვეული თმა მქონდა, ახლა კი ღია წაბლისფერი და უსწორესი გახდა.

არ მიყვარს შეკრული თმა. მე და დედაჩემს სულ ამაზე გვქონდა ხოლმე ჩხუბი. იმას ჩემზე დღემდე გადაწეული თმა მოსწონს, მე არა. ბადრის უყვარს, როცა გაშლილი მაქვს. სკოლაში რომ მივდიოდი, გზაში ვიხსნიდი ხოლმე თმაზე გასაკეთებელს და ჩანთაში ვიდებდი.

ერთხელ მახსოვს, ჩემი კლასელის მეგობარ გოგოს ჩემი ნახვა უნდოდა, აინტერესებდა ვინ ვიყავი და როცა მნახა, მერე თავის მეგობარს უთხრა – დიდი არაფერი გოგო არაა, ცარიელი თმა არისო🙂 არც ძალიან გრძელი ან სქელი თმა არ მქონია, მაგრამ ყოველთვის თვალში ხვდებოდათ.

სკოლის პერიოდში ძალიან მიყვარდა შამპუნი ჰერბალი, თუ გახსოვთ, თავისივე ბალზამით, გამჭვირვალე კოლოფებში იყო და ყვავილების სუნი ჰქონდა. რეკლამაც მახსოვს, გოგო და ბიჭი მიდიოდნენ სახლში და პაემანზე უნდა წასულიყვნენ. გოგო ეუბნებოდა, ერთი წუთი დამიცადეო და სააბაზანოში შედიოდა, მერე თავს იბანდა და ქაფებში ნებივრობდა. მერე ლამაზი თმით გამოდიოდა და ხვდებოდა ამდენი ლოდინით დაბერებული და გათეთრებული ბიჭი, რომელსაც ხელში გამხმარი ყვავილი ეჭირა და სლოგანი – ამისთვის ღირდა ლოდინი🙂

ჰოდა საოცარი ეფექტი ჰქონდა ამ ჰერბალს, ჩემი თმა სულ ბზინავდა და საოცარ სურნელს აფრქვევდა, ამიტომ ბევრ კომპლიმენტს ვღებულობდი ხოლმე თმასთან დაკავშირებით.

მერე მე და დიანამ ცურვაზე დავიწყეთ სიარული და იქ “wash and go” ვხმარობდით, იმასაც შთამბეჭდავი რეკლამები ჰქონდა ხოლმე, მაგრამ დიდი ხანი არ მიხმარია.

სკოლის დამთავრების შემდეგ უნიკალური ფორმულა აღმოვაჩინე, რომელსაც უკვე 5 წელია არ ვღალატობ და კარგი შედეგი აქვს – შამპუნი “head and shoulders ” და ბალზამი პანტენ-პროვი. შოლდერსის გარდა რამე რომ ვიხმარო, მაშინვე ქერტლი ჩნდება, აი პანტენის ბალზამი მართლა ძალიან კარგია, არბილებს და კარგ სუნს აძლევს თმას.

ძალიან ბევრი ბალზამები და ნიღბები მაქვს გამოცვლილი, მათ შორის ძალიან მომეწონა დავის ნიღაბი. აი ამსიგრძე თმა მქონდა პირველი კურსის ზაფხულში:

სკოლის დამთავრების შემდეგ ნელ-ნელა გამიჩნდა ფერადი თმის მანია, ჯერ ქერა ზოლები შევამატე აქა იქა, მერე წითელი. წითელის მერე შინდისფერი და მერე ცოტა ხანი შევეშვი. როცა ჩემმა ჭრელმა ზოლებმა გაიარა, დაახლოებით ასე ვიყავი:

ამასობაში შევიჭერი ჩოლკა, რომელიც ჩემი აზრით არ მიხდებოდა და ოდნავ მოზრდის შემდეგ გვერდზე გადავიწიე. აი მერე რაც გავაკეთე დღემდე მიკვირს.

ჩემი წელის სიგრძის თმა შევიჭერი ისე მოკლე, რომ მხრებს ძლივს სწვდებოდა და ქერა, წითელი, იასამნისფერი, ლურჯი და ნაცრისფერი ზოლები გავიკეთე, ისე რომ ჩემი ბუნებრივი ფერის თმები აღარც მიჩანდა. იმის მერე დღემდე ვიზრდი თმებს და ნერვები მეშლება.

ამის მერე, როცა ვიგრძენი რომ თმები მიფუჭდებოდა, შევიღებე ღია ყავისფრად, მერე შავად და იმის მერე ხელი აღარ მიხლია თმებისთვის, ამჟამად დამიბრუნდა ჩემი ბუნებრივი წაბლისფერი ტონალობა.

ეტყობა პერიოდი მქონდა ასეთი საოცარი ცვლილებები რომ მოვახდინე, მაგრამ შეშინებულმა იმით, რომ ჩემი საამაყო თმა ჩალას არ დამსგავსებოდა, ათასი საშუალებები ვიყიდე, თარო რომ დაგანახათ შეგეშინდებათ იმდენი სპრეი, ნიღბები და დამატენიანებელი საშუალებები არის ჩამწკრივებული.

ფერადი თმების წინააღმდეგი არც ახლა ვარ, მაგრამ მაქსიმუმ უკან გავიკეთო რამდენიმე ზოლი, მთლიადან ვეღარ გავიმეტებ ჩემს თმას.

ძალიან მომწონს ასეთი ტიპის ვარცხნილობები:

5 thoughts on “ჩემი თმები და “ამისთვის ღირდა ლოდინი”

  1. უი ჩემი თმის სახვევი ზუსტად ისე აყენებს თმას მეგან ფოქსს რომ აქვს.

  2. მე თმა მეოთხე კურსის ბოლომდე არ შემიღებია.უბრალოდ უცებ გადავწყვიტე ბანკეტისათვის შემეღება.ჩემს მეგობარს ჰქონდა მელირება გაკეთებული და მეც მომინდა.გავრისკე და ლამაზი გამოვიდა, მარა მერე უკვე ინტენსიური ღებვისგან და ამდენი გამაღიავებლისგან, მართალია დარჩა ქერა, უფრო მოთეთრო თმა, მარა ვაი ისეთ თმას.დამწვარი და გაუბედურებული იყო რასაც ქვია.დაბანაც რომ არ შველოდა, უხეში და გაყოფილი ბოლოებით. არადა ბავშვობაში მიმიქარავს პანტენის რეკლამა, ისეთი სწორი და სრიალა თმა მქონდა.სულ გამიფუჭდა…😦 რამოდენიმეჯერ შევიჭერი, მეთქი ეშველოს რამე თქო, მარა არა. მერე გადავწყვიტე გადავსულიყავი თმის საღებავზე და დავიწყე “გარნიე”-თი ღებვა და ცოტა გამოკეთდა.მერე და მერე დავუმატე თმის ნიღაბი, კონდენციონერი, ბალზამი.”ელსივს” ვხმარობდი ნაირ-ნაირს.ყველა მაქვს გამოცდილი თმაზე, მარა დიდი ეფექტი ვერ მივიღე და ამ ბოლოს გადავწყვიტე მეცადა “დავის” შამპუნი და “ნივეას” ბალზამი და გადასარევი შედეგი მაქვს.სამი დღეც რომ გავიდეს, თმა მაინც არაა უხეში და გამოფიტული.გაყოფილი ბოლოები კი ღებვის თანმდევი პროცესია და კი მაქვს მაინც, თუმცა ვიჭრი ხოლმე ბოლოებს როცა შევატყობ რომ მომრავლდა და ასე, რომ ეხლა შედარება არაა იმ თმასა და ახლანდელს შორის. თუ ჩემი ფერის თმა გინდათ, გეტყვით, რომ ბევრი შრომა მაქვს ჩადებული ასეთ ფერის მიღებაში. შიდა ნაწილი მუქი ფერისაა, შემიძლია ვთქვა რომ რიჟაა, მარა მე მომწონს ეს ფერი (ეს “გარნიე”-ს სხვა ნომერი საღებავის დამსახურებაა.რამოდენიმე ნომერი მაქვს გამოცდილი საკუთარ თავზე, ვიექსპერიმენტე) გარედან მელირების ქერა თმა და ზემოდან ეხლა რომელ ნომერსაც ვხმარობ, ის ფერია.ანუ “გარნიეს” 9.1. საიდუმლო გაგიმხილეთ.🙂

    ხომ გამომივიდა კიდევ ერთხელ პოსტისხელა კომენტარი?🙂

  3. მმმმ ფენითაც კი არ ვიშრობ თმას :დ
    ჰერბალი ყველაზე მეტად უხდებოდა ჩემს თმას :დ
    შეღებვით არ შემიღებია და არც მინდა რაღაცნაირად თან დედაჩემმა შემჭამა ჭაღარას აჩენსო :დ ლურჯი ზოლები მინდა ^^ უნდა გავიკეთო ^^

  4. ის მონაკვეთი მომეწონა, ქერად რომ გაქვს რაღაცნაირად ალაგ-ალაგ. ჭრელის წინ

  5. herbal esensesiii : ) magari iyo ert marketshi iyo bolos shemorchenili chems axloblad 2008 wlis gazapxulamde iq vyidulobdi da mere vsio :S morcha

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s