აგვისტოს 5 დღე

ფილმი არ მინახავს, აქედან გამომდინარე რივიუსაც ვერ გავაკეთებ, მაგრამ ამ პოსტში სხვა რაღაცის თქმა მინდა.

პრემიერას მოუთმენლად ველოდებოდი, იმიტომ რომ ამ ფილმის ქასთში ჩემი ფავორიტი მსახიობები მოხვდნენ და აქ არ ვგულისხმობ არც რუპერტ ფრენდს და არც ენდი გარსიას.

ჰოდა ველოდებოდი ჯონათან შაეხის და დინ ქეინის საქართველოში ვიზიტს, მათ ინტერვიუებს და შთაბეჭდილებებს ფილმის თუ ქვეყნის შესახებ, რა წარმოდგენა დარჩათ ჩვენს ქვეყანაზე, და საერთოდ, მათ გამოჩენას.

მთავარი როლის შემსრულებლები, რუპერტი და ემანუელა არ გამოჩენილან, სამაგიეროდ შერონ სტოუნი ჩამოვიდა და მთელი ყურადღება მიიპყრო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სტუმრის სტატუსით იყო.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აგვისტოს 5 დღეში მარტო ენდი მონაწილეობდა. ენდი და რენე, რენე და ენდი, დაუსრულებლად.

რეპორტაჟებიდან გამომდინარე დავასკვენი, რომ არც ჯონათანი და არც დინი საქართველოში არ იმყოფებოდნენ და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის ჯონათანის ტვიტერის სურათები შევამოწმე.

რა თქმა უნდა ჯონათანი იყო პრემიერაზე და ჩამოსვლამდეც ძალიან აღფრთოვანებული ტოვებდა შემდეგნაირ ტვიტებს:

“შერონ სტოუნი ხვალ თბილისის პრემიერაზე მოდის, წარმოდგენა არ მაქვს რატომ, ის ფილმში არ იღებდა მონაწილეობას”

“ახლახანს გავიგე, რომ თბილისში გადატვირთუlი რეჟიმი გველის, მაგრამ არ მეშინია, სუპერმენთან ერთად ვარ” (დინ ქეინი, “ლუისი და კლარკი”)

“გერმანელებმა ჩემი ტყვია მოიპარეს, რომელსაც ფილმის გადაღების მერე გულზე დაკიდებულს ვატარებდი”

“ახლახანს ჩავფრინდი საქართველოში. ეს ღონისძება იმაზე დიდია, ვიდრე წარმომედგინა, ფილმი ხომ თავისუფლებას ეხება…” (ოხ ჯონათან)

“ჩვენ ახლა მზის ამოსვლას ვუყურებთ თბილისში – მთვრალები და სულელები”

“ჩვენ იმდენი ჭაჭა დავლიეთ… ენდი გარსია ჩემს გვერდითაა”

“ასეთი რამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება… მადლობელი ვარ ამისთვის, ეს ერი ძალიან მიყვარს…”

“შერონ სტოუნს თავიდან ქართველი მსახიობი ვეგონე და მერე მიხვდა მე რომ ვიყავი”

ერთი სიტყვით გაგიჟებული და გადარეულია საქართველოთი და ჩვენ ისიც კი არ ვიცით ვინაა ჯონათან შაეხი.

ჯონათანის ანგარიშზე 60–მდე ფილმია. მისი პირველი ცნობილი როლი გვინეტ პელტროუსთან და ჯესიკა ლანჟთან იყო ფილმში “Hush”, სადაც ცოლად მოჰყავს გვინეტის პერსონაჟი, მაგრამ დედას მათი დაშორება სურს და ამისთვის სულს ეშმაკსაც კი მიყიდის. *უხვი ეროტიული სცენებით გვინეტთან*

საშინელებათა ტრილერში “გამოსაშვები საღამო” ჯონათანმა მკვლელის როლი შეასრულა, რაზეც ემტივი მუვი ევარდზე საუკეთესო ბოროტი როლი შემსრულებლის წოდება დაიმსახურა. ბოლოს კი ფილმში takers ჰეიდენ კრისტენსენთან, მეტ დილანთან და ზოი სალდანასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. რენე ჰარლინის ფილმში კაპიტანი რეზო ავალიანის როლს ასრულებს.

ესეც მისი სურათები და გული მწყდება ქართველ ჟურნალისტებს ასეთი მსახიობი რომ გამორჩათ და ერთხელაც კი არ ახსენეს.

12 thoughts on “აგვისტოს 5 დღე

  1. ვაიმე ისე მიკარგეს ეს ორი მსახიობი სადღაც და იმდენჯერ მაჩვენეს ჭორფლიანი შერონი, ისედაც არ მიყვარდა და ახლა ხომ საერთოდ ცუდად ვარ ამ ქალის დანახვაზე. ესე იგი ჩვენი ტელევიზია არის ნული რა. ამისთანა მსახიობები ჩამოვიდნენ და მარტო შერონს და ენდის რომ გადააკვდნენ და რენეს სხვა არავინ იყო იქ? საწყალი დინი შემეცოდა, თავისთვის იდგა დასჯილი ბავშვივით და ჯონათანი ხომ საერთოდ არ უხსენებიათ და რა ჩვენებაზეა ლაპარაკი საერთოდ. ვაი მაგათ პატრონს. სრულიად უცოდინარი ხალხი. გაუგიათ უტრუსიკო შერონა ვაიმეო ვუიმეო და გადააკვდნენ ზედ. მგონი დინი და ჯონათანი მომყოლი გამადღები ჯგუფი ეგონათ. ესენი ვინ არიანო ალბათ დიად ჰოლივუდის ფეხსუსტ ლამაზმანს მოჰყვნენო. ნუ ლამაზმანი ბრჭყალებში. მოყვნენო. მოკლედ ძირს ქართული ტელევიზია!.

  2. როგორ ველოდებოდი დინ ქეინის ჩამოსვლას :X პატარაობა გამახსენა გაშტერებული რომ ვიყუყურებსი სუპერმენს და ამათ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ… კარგი, პირველ დღეს ავიტანე მთელი დღე იმის ყურება როგორ დადიოდა აქეთ-იქეთ შერონ სტოუნი მაგრამ მერეე დღე და ღამე სულ ერთი და იგივე არადა დარქმუნებული ვარ არანაკლებ საინტერესო იქნებოდა რეპორტაჟები ჯონათან შაეხზე და დინ ქეინზე და მათი შთაბეჭდილებები მაგრამ ვინ გაღირსა… ის ორი დღე ვცდილობდი რომელიმე კადრში მაინც დამეჭირა ან ერთი ან მეორე….

  3. ეს კი არა, ენდი გარსია (რაკი მნიშვნელოვან როლში იყო, იმიტომ ვამბობ) გამორჩათ ლამის, კადრებში შემთხვევით რომ არ მოხვედრილიყო, არც მას ახსენებდნენ 🙂 მგონი ამიტომაც დაუკრა იმ წვეულებაზე, იქნებ დამინახონო 🙂

  4. მეც გული დამწყდა დინ ქეინი და ჯონათან შაეხი რომ უყურადღებოდ დატოვეს, რეპორტაჟებშიც გადაკვრით თითო სიტყვას ან იტყოდნენ ან არა და ისევ ენდი გარსიას და რენე ჰარლინს აბრუნებდნენ. ისეთი ინტერესით ველოდი მათ. 😦 დინ ქეინმა ბავშვობა გამახსენა, ისე მიყვარდა. ♥ შერონ სტოუნმა კი, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მომწონს ეს მსახიობი, თვალებში მაზოლები გამიჩინა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ქართულ ტელევიზიას თავში ტვინის მაგივრად ჩალა უყრია, “სენსაციებზე მონადირე” ჟურნალისტებმა რა უნდა აკეთონ ჯერ ვერც გაურკვევიათ ნორმალურად.

  5. ერთი რამ ფაქტია შერონ სტოუნი ბევრად უფრო უკეთესი მსახიობია ვიდრე დინ ქეინი ან ჯონათანი შაეხი, ასე რომ მათდამი უყურადღებობა მეტნაკლებად გასაგებია.

  6. გამოხმაურება: აგვისტოს 5 დღე – ამერიკული პრემიერა და კრიტიკა « ქამელეონი

დატოვეთ კომენტარი