something very, very hot…

ისევ და ისევ ვამჟღავნებ ჩემს მიჯაჭვულობას ამ მოვლენის მიმართ და რამდენიმე სურათი ფილმიდან თუ რეალური ცხოვრებიდან ცნობილი მსახიობების მონაწილეობით.

ამ სურათების ძებნაში რამდენიმე სურპრიზიც შემხვდა 🙂

ჰოდა დავიწყოთ.

ჯიმ კერის და ევან მაკგრეგორს რაღაც ძალიან გაუტკბათ ფილიპ მორისზე მუშაობა და როლებშიც შევიდნენ.

და საერთოდაც ევანს მგონი კაცები უფრო მოსწონს ვიდრე ქალები, უკვე იმდენ გეი კოცნაში გამოვიჭირე 🙂 აჰა, ესეც ჯონათან რეიესთან ერთად, მართალია ფილმში, მაგრამ მაინც 🙂

და აჰააააა… ესეც ჰეიდენ კრისტენსენი მანქანაში კოცნის ევანს, არანაირი ფილმი და გადაღება, რა ხდება? ჰა? ჰეიდენი მაგიტომ დაშორდა რეიჩელს? ჰმ 🙂

ევანის მერე კოლინ ფარელი ცუღლუტობს ხოლმე ხშირად, ხან მარადონას კოცნის და ხან ჯარედ ლეტოს. აქვს ალბათ ბისექსუალის რაღაც ნიშნები.

ახლა ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური გეის როლის შემსრულებელი – ჯეიკ ჯილენჰაალი. გარდა ჰიტ ლეჯერისა, ჯეიკი მარკ რუფალოსკენაც იწევდა.

ბატონი რაიან რეინოლდსი მაიმუნობის პროცესში:

ჯონათანის გეი კოცნა არაგადასაღებ მოედანზე:

ჯეიმს ფრანკო მილკის გადასაღებ მოედანზე შონთან ერთად:

ძალიან საყვარელი ბიჭი – გაელ გარსია ბერნალი და ასევე არანაკლებ საყვარელი დიეგო ლუნა:

ჰარი პოტერს სცენარისტი პირდაპირ სცენაზე კოცნის უმოწყალოდ. დანიელ რედკლიფი: (ნეტავ დენიელს ოდესმე ექნება ისეთი როლი, რომ ჰარის პერსონაჟი გადაფაროს?)

ჯეიმს ბონდი და ქალების მოყვარული აგენტი კაცს კოცნის. დენიელ კრეიგი:

გრინ დეის სოლისტი ბილი ჯო დაფიქსირებულია გეი კოცნის მდგომარეობაში 🙂

gossip girl-ში ყველა პერსონაჟს შორის შესაძლო რომანების რაოდენობა ამოიწურა და სცენარისტებმა ახალი რაღაც მოიფიქრეს: ტადააააამ!!!

ამ კაცზე იდუმალი ქრაში მაქვს 🙂 ჯეიმს მარსდენი:

ჰოდა… ბევრი ვიარე თუ ცოტა, მივადექი ჩემს ტოპ სამეულს . გაგიკვირდებათ და სამივეს გეი კოცნა ვნახე. სამივე ფილმიდან ან შოუდან, მაგრამ ხომ მაინც ვნახე? 🙂

3. ჯეიმს მარსტერსი

ჰეჰე სად დაგიჭირე ჯეიმს, ვიცი მე ბაფი რომ გიყვარდა ვითომ, ჩუმად ენჯელზე ოცნებობდი 🙂

.

..

….

…..

……

……..

………..

………….

……………

……………..

……………….

…………………

…………………..

2. ალექსანდერ სკარსგარდი.

ალექსი თრუ ბლადის ქასთზეა გადაკიდებული.  ეს ტალბეტის და ერიკის “ჰოთი” მომენტი, მე ამის ყურების დროს სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი, მაგრამ ვინ დაგაცადა, მაშინვე მოკლა 😦

ეს თუ გახსოვთ მეორე სეზონიდან:

1. ზაქარი კინტო

გუშინ ბადრიმ დაინახა ტელეფონში ფლეილისტზე მაგისი სახელი რომ მეწერა და გაბრაზდა 🙂

ჰო, ეს ტორი სპელინგის ძალიან სასაცილო ტელე შოუდან ” so notorious”, სადაც ზაქარი ბისექსუალის როლს ასრულებს. ისეთი სხვანაირია, მე რომ საილერს ვიყავი შეჩვეული და ვიწრო შარვლებში ჩაცმული და მანერებით მოლაპარაკე დავინახე, მოვკვდი სიცილით 🙂

Advertisements

One thought on “something very, very hot…

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s