about me

სახელი : სოფო
ასაკი : 22 წლის

არ მიყვარს ანკეტები. გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს წერა. წერის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

ვინც ხანდახან მაინც კითხულობს ჩემს ბლოგს, შეამჩნევდა, რომ ფანტასტიკური და მისტიკური ჟანრის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, შესაბამისად ფილმებსაც და ლიტერატურასაც ამ ჟანრში ვანიჭებ უპირატესობას.

რაც შეეხება მუსიკას, ძირითადად ვუსმენ როკს, არ მიყვარს ჯაზი. ჩემი საყვარელი ჯგუფია linkin park.

ამერიკული ტელე შოუებიდან თითქმის არც ერთი არ გამომიტოვებია, დაავადებული ვარ ტელემანიით, უამრავი შოუს უამრავი სეზონი მაქვს ნანახი და ახლაც ვაგრძელებ ნელ–ნელა ყველაფრის ყურებას.

ვგიჟდები ცხოველებზე. მყავს სპარსული თეთრი კატა. მიყვარს ფილმების პაროდიები, აბსურდული კომედიები, ამიტომ scary movie-ს ოთხივე ნაწილი ათასჯერ მაქვს ნანახი.

დავამთავრე ჯავახიშვილი პოლიტოლოგიის განხრით, მაგრამ ამ სფეროთი აბსოლუტურად არ ვარ დაინტერესებული.

ხანდახან პოსტების დადებაში მეხმარება ჩემი საუკეთესო მეგობარი ნიკით qameleoni555.

თუ ვინმე კითხულობს ჩემს ბლოგს და მოსწონს,გეტყვით რომ აქ ბევრი მისტიკური არსება ბინადრობს და ვისაც გაინტერესებთ, მისი გაცნობა ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ.

პირადი იმეილი : sqatamadze@yahoo.com

43 thoughts on “about me

  1. მეც ძალიან მომწონს შენი ბლოგიიი 🙂
    განსაკუთრებით ფანტასტიკები მიზიდავს მეც და ამიტომ მეც ხშირი მკითხველი ვარ შენი 😉

  2. ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა ^^ სულ ერთნაირი ინტერესები გვაქვს ^^ ერთის გარდა რომ ლინკინ პარკი ჩემი საყვარელი ჯგუფი არაა :დ და ვგიჟდები სპარსულ კატებზე :(((( თუმცა სახლში არ მაშვებინებენ :@:@:@:@

  3. sopo arc ise didixania rac shens blogs vkitxulob magram zalian momwons .marto imitom girs amis wakitxva rom shemc mogqons zachary quinto.boroti,agresiuli,mimzidveli da shaki iumoris matarebeli rolis sylar is shemsrulebeli.firvelad aq vnaaxe seriali true blood i da dgesac sigijemde velodebi rogis daideba seriebi.g t x o v tu ici rame saiti sadac bevri seriebia heroes,true blood is da gossip girl is seriebi chayrili dawere ra da kidev erti iqneb rogorme posti gauketo ogond vrclad zachary quintos da alexander skarsgards.

  4. პირველად ვნახე ბლოგი რომელის ავტორის ადგილას ყოფნა წამიერად , მაგრამ მაინც მომინდა. თითქმის ყველა პოსტი გადავათვალიერე და ჩამითრია 🙂 წარმატებები

  5. ვერ გეტყვი რომ ერთნაირი ინტერესების სპერო გვაქვს,მაგრამ დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე შენს პოსტებს.ძლიან საინტერესო და მრავლის მომცველი ბლოგი გაქვს.აბა შენ იცი

  6. არასწორია ჩემს შესახებ,
    სწორია ჩემ შესახებ.
    უბრალოდ, მკითხველისთვის ძალიან თვალშისაცემია შემოსვლისთანავე..
    იმედია, ჩაასწორებ 🙂

  7. ერთი პატარა რჩევა :^ პოსტები გადატეხე ხოლმე, თორემ თვალში ხვდება მთელი პოსტი მეინ გვერდზე როა გამოჭიმული

      • არც მე მიყვარს 🙂 ჰოდა, არის გადაჭიმული ჩემი პოსტები, ორიგინალურად 🙂

  8. მეც მომეწონა! (გამისწორდა რომ როკს ანიჯებ უპირატესობას და ჯაზის ყურისწამღებ მელოდიას ყურს არ იკარებ). 🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s