ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მამაკაცები – shirtless

მათ აქვთ ფული, აქვთ პოპულარობა, ისინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არიან, ამიტომაც განსაკუთრებით ზრუნავენ თავზე, განსაკუთრებით კი სხეულზე. განსხვავებით ქალი სელებრითებისგან მათ დიეტა და გახდომა არ სჭირდებათ, უბრალოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყვნენ. ვნახოთ როგორ გამოიყურებიან ისინი წელსზევით შიშვლები.

ტომ ველინგი tom welling სმოლვილის ვარსკვლავი და ბოლო სერიების რეჟისორი. ის სუპერმენის როლს ასახიერებს, ამიტომ სუპერ დაკუნთული სხეული აუცილებელია.

დევიდ ბორეანაზი david boreanaz ცნობილი ვამპირი და ახლა უკვე დეტექტივი სერიალიდან “the bones”. ისიც კარგ ფიზიკურ ფორმაშია.

ჯონათან რეიეს მეიერსი jonathan_rhys_meyers სერიალიდან “the tudors”, ტრილერების ვარსკვლავი და უბრალოდ სექსუალური კაცი.

პოლ უოკერი paul walker ფორსაჟების მთავარი გმირი, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი.

ჯეიმს მარსდენი james marsden ძალიან ცნობილი და საყვარელი მსახიობი.

ჯარედ პადალეკი jared padalecki ზებუნებრივის მსახიობი

გეილ ჰაროლდი, სასოწარკვეთილი დიასახლისების და queer as folk–ის (ჩემთვის უსექსუალურესი) მსახიობი.

ჯარედ ლეტო jared leto 30 seconds to mars-ის სოლისტი, მსახიობი და ძალიან სიმპათიური მამაკაცი

მილო ვენტიმიგლია Milo ventimiglia გმირების მსახიობი

ჯენსენ ეკლსი jensen ackles ზებუნებრივის მსახიობი

ჯეიკ ჯილენჰაალი jake gyllenhaal სპარსეთის პრინცი, დონი დარკო, ჰომოსექსუალი კოვბოი და კიდევ მრავალი 🙂

ჯეისონ სტეტჰემი jeison statham transporter–ის ცნობილი მსახიობი, ყველაზე ხშირად ტრილერებში და ბოევიკებში უწევს გამოჩენა. წარსულში მოცურავე იყო.

რაიან რეინოლდსი Ryan Reynolds რაიანმა კარიერა თინეიჯერული კომედიებით დაიწყო, მაგრამ ახლა ნელ–ნელა იღებს სერიოზულ როლებს.

და ბოლო, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სურათი

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

ალექსანდერ სკარსგარდი alexander skarsgard true blood-ის ვამპირი ერიკი 🙂

boys, boys, boys… (only hot boys)

ჩემს კომპიუტერში არის ერთი ფოლდერი, სახელწოდებით “კაცები” 🙂 , სადაც იმ მსახიობების თუ მომღერლების სურათებს ვაგროვებ, რომლებიც ძალიან მომწონს. აბა ვნახოთ ვინ არიან ამ სიაში 🙂

 

Alex O’Loughlin ალექსი სერიალში ვამპირებეზე “მთვარის შუქი” ვნახე პირველად, მერე ჯენიფერ ლოპესთან ერთად ითამაშა “back up plan” ში.

 

Alexander Skarsgård ალექსანდერ სკარსგარდი true blood-დან, თავიდან ძალიან არ მომწონდა, მაგრამ ძალიან მაგარი კაცია. (სხვათაშორის 13–ის ამერიკულ ვერსიაში თამაშობს)

 

bred harrison ბრედ ჰარისონი, სერიალიდან “the reaper”, ძალიან საყვარელი და სასაცილო ბიჭია.

 

david boreanaz დევიდ ბორეანაზი, ჩემი უსაყვარლესი ენჯელი, ახლა თამაშობს “the bone”–ში, ვგიჟდები ამ კაცზე, ძალიან საყვარელი არსებაა 🙂

 

gale harold გეილ ჰაროლდი, ყველაზე სექსუალური გეის როლის შემსრულებელი “queer as folk”–დან, სერიალი, რომელიც ძალიან უხვად იყო დატვირთული ეროტიკით და გეილი ხშირად/ყოველ სერიაში ჩანდა შიშველი. desperate housewives–დან შეიძება გახსოვდეთ ჯექსონის როლში. სინამდვილეში გეილი ბისექსუალია.

 

jake gyllenhaal ჯეიკს დიდი წარდგენა არ ჭირდება, ყველამ იცით ვინაა, პირველად დონი დარკოში ვნახე, ძალიან საყვარელი ბიჭია.

 

james marsden ჯეიმს მარსდენის ერთ–ერთი პირველი როლი ბელა მაფიაში ლუკა იყო, დღეს ერთ–ერთი ცნობილი ვარსკვლავია, უსაყვარლესი კაცია, “მოჯადოებულში” პრინცის როლში ძალიან სასაცილოა 🙂

 

jonathan rhys myers ჯონათან რეის მეიერსი, პირველად მატჩ პოინტში ვნახე, ჰოლივუდის ერთ–ერთი სექსუალური მამაკაცია, განსაკუთრებით სერიალში “the tudors”

 

mark McGrath მარკ მაკგრატი, მომღერალი, “Sugar rey”ს სოლისტი, ძალიან ხშირად ამსგავსებენ ეთან ჰოუკს.

 

paul walker პოლ უოკერი, ამ კაცის მიმართ უდიდესი სიმპათიით ვარ გამსჭვალული, მისი თითქმის ყველა ფილმი მაქვს ნანახი, პირველად ვნახე ფორსაჟების სერიაში. (“the fast and the furious”)

 

Stephen Moyer სტივენ მოიერი, true blood-ის ვარსკვლავი, ძალიან დამახასიათებელი გარეგნობით, მაგრამ რა ვქნა დამასწრო სუკი სტოკჰაუსმა 🙂

 

Til Schweiger ტილ შვაიგერი, გერმანელი მსახიობი და რეჟისორი, ამერიკული ფილმების ვარსკვლავი.

timothy olyphant ტიმოთი ოლიფანტი, “the hitman”-ის და “live free or die hard”–ის ვარსკვლავი, საყვარელი ბიჭია 🙂

 

zachary quinto ზაქარიზე წინა პოსტშიც ვისაუბრე, მისი სურათი მთავარ ავატარზე მიყენია, უბრალოდ ძალიან მიყვარს.

დამიწერეთ კომენტარებში თქვენ ვინ მოგწონთ და თქვენც რომ გქონდეთ ასეთი ფოლდერი, ვინ მოხვდებოდნენ იქ.

ჯასტინი – გზა სუიციდამდე?!

ეს თემა არასდროს არ დამაინტერესებდა, რომ არა ასეთი შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ შევდივარ ერთ–ერთ ფორუმზე და შემთხვევით ვაწყდები ასეთი დიალოგს:

– პირველად დაქალთან მოვუსმინე იმის სიმღერას და მაშინვე შემიყვარდა… თავის მოკვლა მინდა…  მაინც ვერასდროს ვნახავ, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?

– მეც ასე ვარ… დღე და ღამე ტირილში ვატარებ… ვერც ვსწავლობ და ვერც ვერაფერს ვუდებ გულს… ვიდეოებს ვუყურებ და გული მიკვდება… სიცოცხლე აღარ მინდა.

ჯერ არც ვიცი ვიზეა ლაპარაკი. მე, როგორც ცოტა ძველ თაობას 🙂 მგონია ვინმე ისეთი, ჯონი დეპი ან ბრედ პიტი. მერე ვიგებ ლაპარაკი ჯასტინ ბიებერზეა.

რა ვიცი ჯასტინზე? არც ისე ბევრი. ვიცი, რომ 16 წლის მომღერალია, ძალიან პოპულარული, აქვს საყვარელი ბავშვური ხმა. disney ასეთ მომღერლებს პარტიობით უშვებს. მიჩნდება კითხვა, რატომ გახდა ეს ბიჭი ასეთი პოპულარული, ან რატომ უნდათ მისი გულისთვის თავის მოკვლა?

შევედი ამ ფორუმში (არ დავასახელებ საიტს) და გამისკდა გული. ათასობით ასეთი პოსტია, გოგოები გიჟდებიან, ვენების გადაჭრა უნდათ, ოღონდ ერთხელ მაინც ნახოს და ზოგი ამერიკაში აპირებს წასვლას (რომ გაიზრდება). ერთი სიტყვით, რაღაც საგანგაშო მდგომარეობაა. თან სასაცილოა, ვფიქრობ, ხომ არ ხუმრობენ, მაგრამ რას ხუმრობენ, ავატარებზე ჯასტინის სურათი, ნიკებზე ჯასტინი1, ilovejustin, justineismine, და ასე შემდეგ.

ალბათ ისევ და ისევ მთავარი მიზეზი გარდატეხის ასაკია, ამ ფენას უფრო 13–14 წლის გოგონები შეადგენენ. ჩემთვის გაუგებარია რამდენიმე პუნქტი:

ა) როცა ამბობ რომ გიყვარს, ე.ი. უყურებ მას როგორც მამაკაცს. მე არ მესმის, ამ საყვარელ ბიჭს, უსაყვარლესი და ბავშვური ღიმილით, როგორ შეიძლება შეხედო (ჯერჯერობით მაინც) როგორ მამაკაცს და იოცნებო მასზე ფიზიკურ სიახლოვეზე.

ბ) ხშირია შემთხვევა, როცა ძალიან მოგწონს რაღაც სიმღერა, შეიძლება მისი შემსრულებლის მიმართაც გაგიჩნდეს სიმპათია, ეს გასაგებია, მაგრამ ასე ისტერიულად შეყვარება? ჯერ მას არ შეუქმნია ისეთი ღირებული მუსიკა, რაც  ასეთ ისტერიკამდე მიიყვანს ხალხს.

დამიწერეთ კომენტარებში, განსაკუთრებით ჯასტინის ფანებო, რა ხდება, რაც ჩვენ (მის არათაყვანისმცემლებმა) არ ვიცით, რატომ მიყავს ამ ბიჭს ხალხი სუიციდამდე? ყველას აზრი ძალიან მაინტერესებს.

ნახევრად ეროტიული სიტუაცია ლიფტში

საგანგებოდ გამოწყობილი და ანერვიულებული უზარმაზარ, მინის კართან ვიდექი და გამბედაობას ვიკრებდი. ქალაქში ყველაზე დიდმა და მსხვილმა კომპანიამ გასაუბრებაზე დამიბარა. შიგნით უამრავი ხალხი დაფუსფუსებდა, ეს იყო უზარმაზარი მექანიზი, რომლის შემადგენელი ნაწილიც მე უნდა გავმხდარიყავი.

როგორც იქნა შევაღე კარი და შევედი. მაგიდასთან მჯდარ ოპერატორთან მივედი.

– გასაუბრებაზე ვარ – ჩემი სახელი და გვარი ვუთხარი.

– ერთი წუთით- მითხრა სასიამოვნო ხმით და ყურმილი აიღო.

– 54 სართულზე, მარცხნივ და მერე ლიფტით – ხელით მანიშნა.

– გმადლობთ – ღრმად ამოვისუნთქე და ლიფტისკენ გავემართე.

ვიწრო ქვედაბოლო მეხამუშებოდა, ფეხებს ძლივს ვადგავდი, არც 12 სანტიმეტრიან ქუსლებზე ვიყავი მიჩვეული სიარულს.

ლიფტთან გავჩერდი და ღილაკს თითი მივაჭირე. გვერდით ვიღაც ამომიდგა.

– ლიფტს ელოდებით? –  მკითხა. რას შეიძლება კიდევ აქ ველოდებოდე? ავტობუსს?

– დიახ- ვუთხარი და შევხედე.

მაღალი და ძალიან სიმპათიური, ასე 25 წლამდე ბიჭი იდგა ჩემს გვერდით. თაფლისფერი თვალებით თბილად მიყურებდა.

დავიბენი და მოუთმენლად დავუწყე ლიფტს ლოდინი. როგორც იქნა.

თავაზიანად შემატარა. ლიფტი დაიძრა.

ასეთი ლიფტი ჯერ არ მინახავს, ძოწისფერი ხალიჩით და დდი სარკეებით. გამოსვლა აღარ მოგინდება. თითქოს ჩემს ფიქრს მიუხვდაო, ლიფტი საეჭვოდ  შეირყა და გაჩერდა. შუქები ჩაქრა.

– რა ხდება? – ვიკითხე ანერვიულებულმა.

ბიჭმა მობილური ამოიღო ჯიბიდან და გადარეკა.

– თორნიკე, მე ვარ, რა ხდება?

თიშავს და მეუბნება: – სისტემაში რაღაც გაუმართაობაა, ცოტა ხანში მოვა შუქი, თქვენ არ ინერვიულოთ.

ცოტა ხანი გადის. არაფერი იცვლება. დაბლა ვჯდები და ფეხსაცმელს ვიხდი, უკვე ფიზიკურად აღარ შემიძლია დგომა. ისიც ჯდება. თვალი სიბნელეს ეჩვევა, ზევიდან მკრთალი ლურჯი შუქი ანათებს. ერთმანეთს ვხედავთ.

– ალბათ ყველას ჰქონია სექსუალური ფანტაზია ლიფტში გაჭედილიყო გოგოსთან ერთად, თან თქვენნაირთან – მეუბნება ხმადაბლა. სხვა სიტუაციაში ალბათ საშინლად გამაღიზიანებდა მისი ასეთი პირდაპირობა, მაგრამ ახლა ხმას არ ვიღებ. წასასვლელი არსად მაქვს.

თვალმოშორებლად მიყურებს. ძალიან ლამაზი თვალები აქვს. ლიფტში საშინლად ცხება, ძლივს ვსუნთქავთ. პიჯაკს იხდის.  მკრთალი სუნამოს სუნი ყნოსვას მიღიზიანებს. მსიამოვნებს. თითქოს სხვაგან ვართ, სულ სხვა პლანეტაზე, სადაც სიჩუმე და სიბნელეა ჩამოწოლილი. ეს სიჩუმე ორ უცნობ ადამიანს ერთმანეთთან გვაახლოებს.

გადის კიდევ 15 წუთი. ისევ ცდილობს დარეკვას, მაგრამ სიგნალი არაა. თანაც ამ ლიფტს ხელით ვერ გააღებ.

– ძალიან ლამაზი ხარ – მეუბნება და ხელს ხელზე მადებს. ვკრთები. ნეტავ ჩემს ადგილზე ნებისმიერს ასე ეტყოდა? ალბათ კი.

ლიფტი ისევ საეჭვოდ იწყებს ჯაყჯაყს. შეშინებული ვეხუტები. იქნებ ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებია, რატომ არ უნდა გავატარო ასეთი მამაკაცის მკლავებში?

– ნუ გეშინია – მამშვიდებს და თავზე მეფერება . ტუჩებით შუბლზე მეხება. ცხელი ტუჩები აქვს.

შუბლიდან ტუჩებზე ჩამოდის. ერთმანეთს ვკოცნით. ტანზე მხდის. წინააღმდეგობას არ ვუწევ.

ძლიერი შუქი თვალებს გვიბრმავებს.  კარები იხსნება. სასწრაფოდ მომყავს თავი წესრიგში. კაბას ვისწორებ. 25 სართულზე ვართ. 54-ს ვაჭერ და ვცდილობ არ შევხედო აღგზნებულ და დაბნეულ მამაკაცს ჩემს გვერდით. უკან მიუხედავად გამოვდივარ.

– დაელოდეთ – მეუბნება მდივანი – უფროსი მალე მიგიღებთ.

როგორ იქნა მოდის ჩემი ჯერი. თმებს ვისწორებ და გაუბედავად შევდივარ.

– დაბრძანდით – მეუბნება ნაცნობი ხმა – თქვენ ალბათ გასაუბრებაზე ხართ.

ლამისაა ვიკივლო. ჩემი თანამელიფტე სავარძელში ზის და ღიმილით მიყურებს.

სავარძელში ვჯდები და ვიცი, რომ მიმიღოს, მე აქ მეორედ მომსვლელი არ ვარ. ლიფტში გამოჩენილი სისუსტე ჩემს საუბედუროდ მომიბრუნდება. მისთვის მნიშვნელობა არ ექნება, ჭკვიანი ვარ, ნაკითხი თუ საჭირო უნარ- ჩვევები მაქვს, ის ყოველთვის ეცდება ისევ ლიფტში  მომიმწყვდიოს.

some vampires don’t suck

ჩემი წინა პოსტებიდან გამომდინარე დამდეს ბრალი, რომ ვამპირებს პატივს არ ვცემდი 🙂  (!) მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არსებობს რამდენიმე TV-show ვამპირებზე, რომლებიც მომწონს, ან უფრო მეტიც, ძალიან მომწონს. რამდენიმე რა, ზუსტად 5. აქედან გამომდინარე შემიძლია ჩამოვთვალო 5 ვამპირის როლის შემსრულებელი, რომლებიც არ არიან ზე–რომანტიულები, არ აქვთ თეთრი კანის ფერი და “სექსუალურად” აჩეჩილი თმა, მაგრამ არიან საუკეთესოები.

5.  Angel 1999-2004

ს არის ბაფის გაგრძელება, რომელსაც ქვევით იხილავთ. ენჯელი არის უძველესი ვამპირი, რომელსაც წყევლა აქვს დადებული. თუ როდესმე განიცდის სრულყოფილ ბედნიერებას, სულს დაკარგავს ( საწყალს, საყვარელ ადამიანთან სექსი არ შეუძლია). ბაფიდან ის გადმოდის ლოს ანჯელესში და ხსნის საკუთარ სააგენტოს, სადაც ეხმარება ხალხს ზებუნებრივი მოვლენების გადაჭრაში. ამაში ეხმარება ულამაზესი კორდელია  (charisma carpenter)

რაც შეეხება თვითონ ენჯელის პერსონაჯს: David Boreanaz–ი ყველაზე ხშირად სახელდებოდა ამერიკის ყველაზე სექსუალური მამაკაცების რიცხვში. ენჯელი ცოტა დაბნეული,  ხანდახან სასაცილო,  ძალიან მამაცი და სამართლიანობისთვის მებრძოლი ვამპირია (რა სექსუალურია). შეიძლება გეცნოთ ცნობილი სერიალიდან the bones

მოკლედ ვისაც გიყვართ საინტერესო, გონებამახვილური სერიალები ვამპირებზე, ეს ნამდვილად ისაა, რასაც ეძებთ.

4. The Vampire Diaries

ამ სერიალის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, მაგრამ ნამდვილად სასიამოვნო საყურებელია. ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ, ისედაც ყველამ იცის და ყველა უყურებს.

სტეფანი არ მომწონს, აქვს რაღაც პატინსონისეული, ნინა ძალიან ნიჭიერი მსახიობია, აი დეიმონი კი ჩემი ფავორიტია. იანი განსაკუთრებით არასდროს მომწონდა, მაგრამ ამ როლში კარგად ჩაჯდა.

განსაკუთრებულად მწარე ენის პატრონი, სასაცილო, ცოტათი ბოროტი, ძალიან საინტერესო პერსონაჟია.

3.    Moonlight 2007

ეს სერიალი ბევრმა არ იცის, მაგრამ ერთ–ერთი საუკეთესოა, რაც მინახავს. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი სეზონია, მაგრამ  ამ ერთ სეზონს ორ დღეში ვუყურე. ძალიან საინტერესო, დაძაბული და ერთი სიტყვით კარგი სერიალია.

მთავარ როლში Alex O’Loughlin

აიკ სენტ ჯონი კერძო გამომძიებელია (ეს გამომძიებელი პოპულარულია ვამპირებში) და შეუყვარდება ჟურნალისტი გოგო. ხოდა ერთად იძიებენ ხოლმე რაღაცეებს 🙂  უყურეთ არ ინანებთ.

2. True Blood

HBO სულ უფრო და უფრო მაკვირვებს. ასეთი უცნაური, ჭუჭყიანი, უცენზურო, შეუზღუდავი ეროტიკით, შავი იუმორით – მაგრამ ფანტასტიური სერიალი, ჩემი ფავორიტი. არის რაღაც ისეთი, რომ თუ დაიწყე ყურება ვერ შეეშვები. რაც მთავარია განსხვავებულია და უბრალოდ ვამპირი ბიჭის და გოგოს ყვავილურ სიყვარულზე არ გვიამბობს. ეს არის რეალისტური მისტიკა (თუ არსებობს ამგვარი რამ)

ბილის პერსონაჟი ძალიან მომწონს, მაგრამ უფრო ერიკი უნდა გამოვყო (Alexander Skarsgård). ვგიჟდები ამ კაცზე. ასეთი ბოროტი, უგულო, ცივი, მაგრამ ამავე დროს დადებითი პერსონაჟი, რომელსაც უბრალოდ შეუყვარდა.

1. Buffy the Vampire Slayer

და ბოლოს, ჩემი ყველა დროის ფავორიტი, ყველაზე სასაცილო, ყველაზე საინტერესო, ყველაზე დრამატული. ყველაზე ყველაზე…

ბაფის როლს სერიალში სარა მიშელ გელარი ასრულებს. ყოველ თაობაში იბადება ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ვამპირებზე გამარჯვება. ბაფი სკოლის მოსწაველეა, როცა აღმოაჩენს ამ ნიჭს. მისი მოვალეობაა დაიცვას ხალხი და გაანადგუროს ვამპირები, მაგრამ ეს მისი საიდუმლოა, რომელიც არავინ არ იცის. ახალ ქალაქში, სანაც ის დედასთან ერთად გადავა, ბევრი ვამპირი ცხოვრობს. ერთ დღესაც სარა შეხვდება ენჯელს, რომელიც მას იცავს.

სარა ამ როლში არის უსაყვარლესი.

მთავარი ბოროტი ძალა სერიალში არის ენჯელის ყოფილი მეგობარი, ვამპირი სპაიკი. სპაიკს სული არ აქვს და ყველანაირად ცდილობს ბაფის და ენჯელის განადგურებას. ეს პერსონაჟი სერიალში ყევლაზე გამორჩეულია. ამერიკელებმა მას მილიონობით საიტი და ფან-კლუბი მიუძღვნეს. სპაიკს ინგლისური აქცენტი და დიდი იუმორის გრძნობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სული არ აქვს, მაინც შეუძლია სიყვარული და მის გამო ყველაფერს გაწირავს, სულსაც კი დაიბრუნებს. სპაიკის როლს ჯეიმს მასტერსი ასრულებს (James Marsters) (სმოლვილის ფანებს გეხსომებათ მილტონ ფაინის როლში)

ამ კაცზე უკვე ვილაპარაკე წინა პოსტში. კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან მიყვარს. საოცარი სახე შექმნა. ბოროტი, სისხლისმსმელი ვამპირიდან შეყვარებულ კაცად გარდაიქმნა.

როგორც ვიცი, საქართველოში ბევრს არ აქვს ნანახი და მინდა გითხრათ ამ ჟანრის მოყვარულებს: ბევრს კარგავთ ხალხო… ძალიან დიდი სიამოვნების 7 სეზონი გელით წინ…

პ.ს  რა გინდათ არ ვყოფილვარ მთლად ვამპირმოძულე  🙂 🙂

she (he) is so hot…

ადრე სიტყვა “hot” უბრალოდ ცხელს ნიშნავდა, რომელსაც იყენებდნენ, როგორც ზედსართავ სახელს. 21 საუკუნემ ბევრი ცვლილებები მოიტანა, განსაკუთრებით ამერიკის მოსახლეობისთვის და ბევრმა სიტყვამ შეიცვალა თავისი დანიშნულება.

she’s so hot… იტყვის 0–ზე მკვეთრი მახვილით ამერიკელი ბიჭი რომელიმე party-ზე და სექსუალურად ჩაცმულ მდედრს გააყოლებს თვალს. he’s so hot… გადაულაპარაკებენ ერთმანეთს დაქალები დაკუნთული და სიმპათიური ბიჭის დანახვაზე და თავში სექსუალური ფანტაზიები მოსდით. hot hot hot– სხვა არაფერი ისმის სერიალებში თუ რეალითი შოუებში, სიტყვა რომელიც ერთდროულად ნიშნავს სექსუალურს, მიმზიდველს, სასურველს, პირდაპირი გაგებით კი ცხელს, რომელიც ქართულად სამწუხაროდ ვერ ითარგმნება ადამიანთან მიმართებაში. “ეს ბიჭი ისეთი ცხელია” “ამ გოგოს ისეთი ცხელი ტანი აქვს” დამეთანხმებით სულელურად ჟღერს.

თუმცა ესეც გემოვნების ამბავია. ვისთვის როგორ. ჩემთვის პირადად შეიძლება ისეთი ადამიანი იყოს  hot–ი ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით, რომ სხვამ მასზე არც კი გაიფიქროს. შევეშვათ  საქართველოს (!)  და ჰოლივუდელ მამაკაცებს გადავხედოთ. ვინ ითვლება დღეს ყველაზე “ცხელ” მამაკაცად.

საიტ  Premiere.com–ის მიხედვით ამჟამად პირველ ადგილზე  ჯეიმს ფრანკოა. მერე მოყვება პატინსონი, ბრედლი კუპერი, ჯო დუჰამელი, რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი. ჩემთვის   hot–ობა პრესების რაოდენობით არ ითვლება, ყოველთვის არატრადიციული გარეგნობის კაცები მომწონდა. მაგალითად პირადად ჩემთვის ჩემს სიაში, რომელსაც  hot–ობის მიხედვით დავალაგებ პირველ ადგილს zachary quinto-ს დავუთმობდი.

ქელი წარბები, უხეში სახის ნაკვთები, არაპროპორციული ცხვირი,ბევრჯერ გამიგია უთქვამთ “რა მახინჯია”. არ ვიცი, შეიძლება როლის გავლენაა (the heroes_ syler) ყოველთვის ბოროტი პერსონაჟები უფრო მომწონდა რატომღაც 🙂 მაგრამ ეს კაცი ჩემთვის ძალიან მიმზიდველი და  hot–ია (0–ზე მკვეთრი მახვილით)

შემდეგი ჩემს სიაში მოდის gale harold-ი. გეილი ცნობილი გახდა გეი–სერიალიდან queer as folk, სადაც ის ჰომოსექსუალს თამაშობს. (ამ სერიალს მერე ცალკე პოსტს მივუძღვნი).

უ დავაკვირდებით, რაღაცით წააგავს zachary-ს, არც ესაა ტიპიური ჰოლივუდელი ლამაზი ბიჭი, მაგრამ უზომოდ სექსუალურია! 🙂

მესამე ჩემს სიაში james marsters-ია, ცნობილი spike, რომელიც მთელმა ამერიკამ შეიყვარა.

მ კაცზე სიმპათიურსაც ვერ იტყვით, მაგრამ აქვს რაღაც, შინაგანი  hotიზმი (ახალი ტერმინი 🙂 )

ასე რომ სანამ ბრედ პიტის და რობერტ პატინსონის (ბრრრ) დანახვაზე აგვიციმციმდება თვალები, იქნებ ვიფიქროთ, რომ ქერა თმების და ცისფერი თვალების გარდაც (ეს ბრედზე, თორემ პატინსონზე რა ვთქვა არ ვიცი) არსებობს რაღაც შინაგანი შარმი, რომელიც შეუხედავ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს და გაგვაფიქრებინოს: she (he) is so hot…