ქართული ონლაინ პოკერ-საიტები – ვიჩეთაოთ ერთად

იმ ადამიანთა რიცხვს არ მივეკუთვნები, ყველაფერს ქართულს რომ აგინებს და უცხოურს აქებს, მაგრამ რეალისტი ვარ და ყველაფერს ისე აღვიქვამ როგორც არის, რაც არ მომწონს არ მომწონს და ეს უნდა ვთქვა.

დიდი ხანი არ არის რაც პოკერის თამაში დავიწყე. არ ვარ მაინცდამაინც აზარტული, საინტერესო თამაშია და დროის გასაყვანად ხშირად ვთამაშობ, ხან რეალურ ფულზე, ხან ვირტუალურზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

სულ სამ ონლაინ პოკერ რუმს ვიცნობ, აქედან ორი ქართულია.  ევროპაბეთი, აჭარაბეთი და პოკერ სტარი. აქედან ყველაზე ხშირად პოკერ სტარზე ვთამაშობ, ყველაზე ხშირად ვუყურებ ევროპაბეთზე თამაშს და ყველაზე ნაკლებად ვიცნობ აჭარაბეთს.

დავიწყოთ ევროპაბეთით. აქ ყველა მოთამაშე ქართველია, ვერ შეხვდებით მოთამაშეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორც ეს პოკერ სტარზეა.  ინტერფეისი კარგია, სადა და მოსახერხებელი, ჩემი ერთადერთი პრობლემა რაც არის ჩეთია. ამ საიტზე პოკერს ჩათი არ უნდა ჰქონდეს, რადგან მისი გამოყენება ერთი მიზნით ხდება – აგინონ ყველას და რაც შეიძლება მეტი. მაქსმიმუმი ყველაზე ნორმალურ დიალოგს შეხვდეთ “სგ” (საღოლ) და პასუხად “სპ” (სპასიბა). ჩათი არასდროს არ ისვენებს, გამუდმებით გაისმის მოსაბეზრებელი წკიპინი და შენც ძალაუნებურად კითხულობ, კითხულობ ისეთი გინებების კომბინაციებს, შეიძლება რომ ცხოვრებაში არ გაგეგოს. მოგვიანებით ევროპაბეთმა ჩათს ცენზურა დაამატა და შაბლონურ გინებებს წერტილებით ცვლის, მაგრამ ჭკვიანმა და ეშმაკმა მოთამაშეებმა გინებების ტირეებით და წერტილებით გაყოფა ისწავლეს და ცოტა შეცვლილი სახით, მაგრამ მაინც აღწევს ჩვენამდე.

გინების და ბილწსიტყვაობის გარდა ჩათში გავრცელებულია ასეთ ფრაზები “რა გყავდა” “აუ მანახეე” “რა გადაყარე?” “რას ელოდებოდი” და ა.შ. რატომ უნდა გითხრათ რა მყავდა? ვთამაშობ ჩემთვის, ეს ჩემი თამაშის სტილია, თუ ყველა ხელზე გითხარით რითი ვითამაშე და რა გადავყარე, რაღა გამოვიდა?. კიდევ ერთი კლასიკად ქცეული სვლა – რივერის გახსნის შემდეგ ერთ-ერთ მოწინააღმდეგე არეიზებს ან ოლ ინზე მიდის. მეორე მოთამაშე ფიქრობს, ფიქრობს, მერე ჩატში წერს “ორი ტუზი” ან “ორი კაროლი” და ყრის კარტს, ვითომ მაგარი კარტი მყავდა, მაგრამ მაინც დავყარეო. ყველას ამ დროს ასეთი კარგი ხელი როგორ მოსდით არ მესმის.

 

კიდევ ხშირია მსგავსი ფრაზები “შენ თემქელი არ ხარ? არა ძმაო გლანდში ვცხოვრობ. გლდანში ამას იცნობ? იმას? არც იმას?” და ამას მთელი მაგიდა ძალაუნებურად ვკითხულობთ. ერთი სიტყვით ჩემი ნება რომ იყოს ევროპაბეთს ჩეტის ფუნქციას გავუთიშავდი და დარწმუნებული ვარ ბევრი დაისვენებდა.

აჭარაბეთს რაც შეეხება, სასტიკად არ მომწონს ინტერფეისი, ზედმეტად გადატვირთულია, სულაც არაა საჭირო სამგანზომილებიანი გრძელთმიანი მაფიოზების და მელოტი რეპერების დასმა მაგიდებთან, რაც უფრო სადად და მოხერხებულად იქნება, მით უკეთესი. თანაც ყველა ხელის ამოსვლაზე უზარმაზარი ასოებით გაირბენს რა ხელი მოგივიდა და ქალის ხმაც შემაწუხებლად იძახის “A PAIR OF….” თუ არ იცი რა ხელი მოგივიდა, რას თამაშობ მაშინ საერთოდ.

და ბოლოს, ჩემი ფავორიტი საიტი, პოკერ სტარი, სადაც ძირითადად ტურნირებს ვთამაშობ, ყველანაირად მაკმაყოფილებს. ჩათს რაც შეეხება, მაქსიმუმი მოისმინო “ნჰ” (ნაის ჰენდ). არასდროს მე იქ სხვა მიწერ-მოწერა არ მინახავს. ერთი ეგ არის, რომ ფულის შეტანა-გამოტანა ელექტრონული ბარათის საშუალებით ხორციელდება. თანაც არასდროს წავწყდომივარ იქ ქართველ მოთამაშეს.

qameleoni.com

როგორც იქნა ჩემი საიტის მისამართს მოვაცილე ვორდპრესი და გახდა უბრალოდ ქამელეონი.ქომ. ამ ფაქტმა ძალიან გამაბედნიერა. დამიჯდა 17 დოლარი და რამდენიმე წუთი.

ესეც პირველი პოსტი ახალი დომეინიდან 🙂

 

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზიებიდან

მიუხედავად იმისა, რომ ახლა დავბრუნდი დაბადების დღიდან და ცოტა გრადუსშიც ვარ, ერთ ადამიანს შევპირდი, რომ ტუტორიალს გავაკეთებდი ინტერნეტ შოპინგზე. ხშირად მეკითხებიან როგორ ვიწერ და აქ ავხსნი კარგად და დალაგებულად რა და როგორ.

პირველ რიგში რაც შეეხება ელექტრონულ ბარათს. მე პირადად საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონით ვსარგებლობ, რომელიც 10 ლარად მზადდება.  სხვა ბანკებს თუ არ ვცდები ვიზა კლასიკი სჭირდებათ, ზუსტად არ ვიცი.

მეორე ნაბიჯი გადამზიდი კომპანიის არჩევაა, თუ არ გინდათ, რომ ბევრი იხადოთ შიპინგში. მე პირადად  usa2georgia–თი ვსარგებლობ და კმაყოფილი ვარ.

ვრეგისტრირდებით usa2georgia.com–ზე და გვეძლევა უნიკალური მისამართი ამერიკაში, რომელიც იმეილზეც მოგივათ.

SAXELI GVARI
2440 Enterprise Drive, Suite U****(თქვენი ინდივიდუალური ოთახის ნომრით, მაგ: U121212)
Mendota Heights, MN 55120, USA

იქნება ამის მსგავსი. ამ მისამართს ვიმახსოვრებთ და ვიყენებთ უცხოურ საიტზე მისამართის ჩაწერის დროს.

შემდეგ ვრეგისტრირდებით სასურველ საიტზე, მაგალითად http://www.forever21.com–ზე, ვამატებთ სასურველ პროდუქციას ჩანთაში, ხოლო შეკვეთის დროს მივყვებით შემდეგ ინსტრუქციას.

აი მაგალითად ჩემი ამჟამინდელი ჩანთა და როგორ მოვიქცეოდი შეკვეთა რომ მდომოდა:

გადავდივართ შემდეგ გვერდზე და ვავსებთ გადამზიდი კომპანიის მიერ მოცემულ მისამართს, ისე როგორც მე მაქვს მითითებული, ოღონდ თქვენი ინდივიდუალური მონაცემებით.

მე უკვე შევსებული მაქვს და პირველ გრაფაში ჩაწერა აღარ მჭირდებათ, თქვენ პირველ გრაფაში  ნიშნავთ  choose address name  და მის დაბლა ვწერთ usa2georgia–ს. მერე ეს დამახსოვრდება და მხოლოდ პირველი გრაფის ჩამოშლა და გადამზიდი კომპანიის სახელის მითითება დაგჭირდებათ, დანარჩენს თვითონ ჩაწერს ყველაფერს.

გადავდივართ შემდეგ გვერდზე:

მე ჩანთაში 50 დოლარზე მეტი მაქვს, ამიტომ შიფინგი უფასოა. 50 დოლარზე ნაკლებს 6 დოლარამდე ემატება. ნიშნავთ პირველ გრაფას ყველა შემთხვევაში (თუ 20 დოლარიანი სწრაფი შიპინგი არ გინდათ რა თქმა უნდა)

შემდეგ ვავსებთ ელექტრონული ბარათის მონაცემებს:

1. ვირჩევთ ბარათის სახეობას

2. ვწერთ ბარათის წინა მხარეს არსებულ ციფრებს

3. ვწერთ ბარათის უკან მდებარი სამ ბოლო ციფრს.

ვირჩევთ ბარათის ამოწურვის თარიღს, რომელიც ასევე ზედ აწერია ბარათს, სახელი და გვარი თვითონ უნდა ჩაჯდეს, როგორც სურათზეა, თუ არადა თვითონ ჩასვით, ოღონდ წინ  GGT c/o  უნდა ეწეროს.

და მერე უნდა დაეწეროს your order has been placed ან რამე მსგავსი 🙂 ანუ შეკვეთა მიღებულია.

რამდენიმე დღეში შეკვეთა გამოიგზავნება ამერიკის მისამართზე. იმეილზე მოგივათ შეტყობინება. დაახლოებით 5 დღეში მივა გადამზიდ კომპანიაში და კიდევ მოგივათ იმეილი ამის შესახებ.

usa2georgia.com-ზე ნახავთ მიღებულ ამანათებში თქვენს ამანათს და როცა გამოიგზავნება გადავა გამოგზავნილ ამანათებში. ჩამოსვლისას ისევ მოგივათ იმეილი და ინვოისი. ინვოისი იმის შესახებ, თუ რამდენია წონა და გადასახდელი. 8$ ერთი კილო. შეგიძლიათ გადაიხადოთ ფეიბოქსებში ან სხვა აპარატებში.

მიხვალთ ოფისში, მიაწვდით პირადობას და თქვენი ამანათები ნარნარად გამოცურდებიან, მოაწერთ ხელს და წამოიღებთ.

თუ რამე ვერ გაიგეთ, დამისვით კითხვები, აუცილებლად გიპასუხებთ.