რა ეცვათ ჰოლივუდის ვარსკვლავებს გამოსაშვებ საღამოზე

დღეს მე და ლიკამ განვახორციელეთ ჩვენი მეორე პროექტი უსაქმურების დღიურებიდან.

მაშ ასე!!!  ჩვენი მორიგი პროვოკაცია:

6. კოლინ ფარელი ცისფერ პრინცესის კაბაში გამოეწყო და როგორც წესი იატაკზე ჩამჯდარმა გადაიღო სურათი. ყველა ბიჭს ამ საღამოზე მასთან ცეკვა სურდა!!! რა რომანტიულია… მართალია კაბა ახლოს არ უშვებდათ, მაგრამ მაინც.

5. მიუხედავად ორლანდოს დიდი სამზადისისა გამოსაშვებ საღამოზე, მაინც მეხუთე ადგილზე მოხვდა. ორლანდომ ნაზ ვარდისფერს მიანიჭა უპირატესობა ბრჭყვიალა კორსეტით. თავზე კი ლამაზი გვირგვინი დაიმხო.

4. ტომ კრუზმა “წულებიანი” კაბა გამოიყენა, ვარდისფერი და შავი ელემენტებით. შავი ფეხსაცმელებით და ასევე შავი კლაჩით. მართალია სურათში ცოტა შეწუხებულია,  თმა დაეშალა და ამაზე დარდობდა.

3. ჯასტინს კაბის იდეა ალისამ შთააგონა, რომელიც მისი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟია და ამიტომაც თავისი ელემენტებით შეკერა ვარდისფერი კაბა და ვარდისფერი გვირგვინი დაიკოსა მელოტ თავზე, თუმცა პირველ ადგილზე მაინც ვერ მოხვდა. არა უშავს, მთავარია რომ თავის სურათს ზღაპრული ფონი მისცა და ბევრ ბიჭებთან ერთად აბაზანაშიც გადაიღო სურათი, თუმცა ეს სურათი არ გამოგვიქვეყნებია.

2. ოოოოოო. დევიდ ბეკჰემმა ცოტა არ იყოს მოიმატა წონაში სკოლის პერიოდში, მაგრამ მაინც არ გაიტეხა გული და თავისი საყვარელი ბებიის კაბით მოიწონა თავი გამოსაშვებ საღამოზე. მართალია არავინ ეცეკვა, მაგრამ იმდენი დალია, დილით გამსკდარი მიასვენეს სახლში.

1. და აი სანატრელი პირველი ადგილი. დიახ პირველი ადგილი დამსახურებულად ერგო ადამიანს, რომელსაც დიდი თავი აქვს. დიახ, მისი თავი მთელს გამოსაშვებ საღამოზე ყველაზე მაღალმოთხოვნადი იყო კაცებში. ყველა თავზე ეამბორებოდა და ისიც ბედნიერებას არ მალავდა. მართალია გადასარევი კაბა არ ეცვა, მაგრამ პრინცესობა უნდოდა და აჰა ვარდისფერი კაბაც ჩაიცვა, მას გვირგვინიც მიაყოლა და მოპრუწული სახეც გამოაცხო.

მაშ ასე! პირველი ადგილი ერგო, პირველი ადგილი ერგო…

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

პრინცესა რობერტას!

by me and qameleoni555