სამკაულები ფერადი ქვებით

ზაფხული მოდის და ჩემი კაჭკაჭიზმი უფრო და უფრო მძაფრდება, ამჯერად ამაზონის სამკაულებს დავადგი თვალი და რამდენიმე ვიშ ლისტშის მოვაქციე. აი ისინიც:

მარკიზებით და ამეთვისტოს დიდი თვლებით გაწყობილი ყელსაბამი. $ 55

14 კარატიანი ოქროთი დაფარული ყელსაბამი, $ 44

ვერცხლით დაფარული ლურჯი ტოპაზის სამეული $29

ამეთვისტოს ყელსაბამი და საყურეები $39

ვერცხლის ყელსაბამი და საყურე $ 34

ტოპაზის საყურეები და ყელსაბამი $ 35

 ვარდისფერი ცირკონის ყელსაბამი და საყურეები $ 39

 ამეთვისტოს და ციტრინის ყელსაბამი და საყურე $ 35

ამეთვისტოს ნაკრები $ 37

 ვერცხლის და ამეთვისტოს ნაკრები $ 39

 14 კარატიანი ოქროს საყურეები $ 50

ფოტოაპარატში ჩარჩენილი სურათები

მთელი კვირის განმავლობაში ჩემს მიერ გადაღებული სურათები (უმეტესობა უაზრო) მაგრამ მაინც 🙂

ჩემი უსაქმური და მსუქანი კატა. გუშინ ვაბანავე და ცოტა გამინაწყენდა.

გადასაფარებელზე პატარა თათების ნაკვალევი რომ ეტყობა, მაგაზე ვგიჟდები 🙂

ესეც ჩემი შეკერილი რამდენიმე კაბა

ა კიდევ რამდენიმე უაზრო კადრი

და ჩემი ფერადი თმები…

ისევ საღამოს კაბები

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ცხოვრებაში ბოლო დროს სიახლეები შეინიშნება და ნიშნობამდე ორი კვირაც აღარ დარჩა, ბევრი თავსატეხი გამიჩნდა. პირველ რიგში კაბა ნიშნობისთვის. მართალია განსაკუთრებული არაფერი იქნება, მაგრამ ერთი დღეა და მინდა სამახსოვროდ დამრჩეს. მერე ივნისის შუა რიცხვებში კიდევ ერთი თავსატეხი დამემატება.

რამდენიმე კაბას დავადგი თვალი, მაგრამ შეკერვას ვერ ვასწრებ და ისევ უნდა ვიყიდო, სხვა გზა არაა. მიახლოებული ვარიანტი იქნებ მაინც ვნახო.

აი რამდენიმე ჩემი ფავორიტი.

f21-ის ერთი კაბა მომეწონა

ესეც საყვარელია სხვა ფერი რომ იყოს.

მმმ, ეს ზედმეტად სექსუალურია, მაგრამ კარგია 🙂

ჰო, რაც შეეხება საქორწინო კაბას. არც ის იქნება რამე განსაკუთრებული, ძალიან ვიწრო წრეში, მაგრამ სიმართლე ითქვას არასდროს მდომებია გრძელი და ფაშფაშა კაბა. რამე ასეთ შუალედურს შევარჩევ:

გულს რაც შეეხება, რაღაც ამდაგვარი მინდა

შუა კაბის გული

ჯანდაბა, როგორ მომწონს კრისტენის ეს კაბა, თეთრი რომ იყოს.

ანდაბა, წინა პოსტის აფდეითი გავაკეთე, ინტერნეტი გაითიშა და რომ ჩაირთო პოსტი წაშლილი დამხვდა, ტრაშშიც აღარაა 😦 რა უბედურებაააა 😦

smokey eyes თუ სულის სარკე !?

თვალები ძალიან საინტერესო ფენომენია, სამყაროს აღქმის ერთ–ერთი მთავარი საშუალება, რომელსაც ყველა სხვადასხვანაირად ხედავს.

ნათიამ დაწერა თავის თვალებზე და დამთაგა. მაშ ასე – რას ვფიქრობ ჩემს თვალებზე.

თვალები სულის სარკეაო და ბლა ბლა ბლა, ბევრი რამეა ნათქვამი თვალებზე, თვალებით გამოიცნობ ადამიანს, რა უდევს გულში, კეთილია თუ ბოროტი და ა.შ.

როგორც ჩემი მეგობარი დიანა იტყოდა, მე მაქვს სტანდარტული ფერის თვალები, ანუ ყავისფერი (ამას იმიტომ ამბობდა, რომ თვითონ მწვანე თვალები აქვს) სიმართლე ითქვას მომწონს ეს ფერი და არასდროს მინატრია მწვანე ან ლურჯი, რომელიც სავარაუდოდ არ მომიხდებოდა.

ბავშვობიდან ძალიან ცუდად ვექცეოდი ჩემს თვალებს და შედეგიც მივიღე. სანთლის შუქზე საათობით ვკითხულობდი წიგნებს (მაშინ შუქები იშვიათად იყო), არ ვიცი ამის ბრალია თუ სხვა რამის, მაგრამ ახლა დიდი მინუსი მაქვს ორივე თვალში, აქედან გამომდინარე ვატარებ კონტაქტურ ლინზებს, რომელიც უკვე ისე შემისისხლხორცდა, რომ ვეღარც ვგრძნობ. მაგრამ როცა ლინზებს ვიხსნი, ვგრძნობ როგორი უსუსური ვარ, როცა ორი ფეხის ნაბიჯზე მიჭირს უკვე დანახვა.

ჰოდა რას ვამბობდი, მომწონს ჩემი თვალის ფერი, სახლიდან იშვიათად გავდივარ ისე, რომ თვალებს რამე make-up-ი არ გავუკეთო, თუნდაც სულ მცირე. სისტემატიურად ვხმარობ შავ ფანქარს თვალის კუთხეში ე.წ. “პწიჩკების” გასაკეთებლად.

სკოლაში, სანამ ლინზებს გავიკეთებდი, ჩემი საფირმო გამოხედვა მქონდა, რასაც ჩემი თაყვანისმცემლები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ – იდუმალი გამოხედვა, ოდნავ მოჭუტული თვალებით, სინამდვილეში ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს მიხვდება, რომ როცა კარგად ვერ ხედავ, თვალებს ჭუტავ, რომ უკეთესად დაინახო.

კიდევ ჩემს სკოლაში ორი ბოროტი გოგო სწავლობდა, პარალელურ კლასში იყვნენ და მე ამომიჩემეს. რამდენი დამინახავდნენ, ძალით ახამხამებდნენ წამწამებს და მაჯავრებდნენ, სიმართლე ითქვას სულ ფეხებზე მეკიდა მათი აზრი, მაგრამ როცა ქუჩაში ნაცნობებს ვეღარ ვცნობდი, მერე გავიკეთე სათვალე, ცივილიზაციის შემოსვლასთან ერთად კი ლინზები.

ძალიან მომწონს სმოუქი აის, ანუ შებოლილი თვალები, ხანდახან შავ ჩრდილებზეც არ ვამბობ უარს.

ახლა პატარა ექსმერიმენტი, მე და სხვადასხვა ფერის თვალები:

ლურჯი თვალები:

იასამნისფერი თვალები:

და მწვანე ან ყვითელი თვალები:

მდაა… არაა, ისევ ჩემი ფერის თვალები მირჩევნია:

 

eurovision 2011

როგორც ძალიან, ძალიან ბევრჯერ ვახსენე, ვგიჟდები მუსიკალურ შოუებზე, აიდოლის და იქს ფაქტორის არც ერთი სეზონი არ მაქვს გამოტოვებული, რაც მთლიანობაში 18 სეზონი გამოდის.  აქედან გამომდინარე ევროვიზიას ყოველ წელს დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს, განსაკუთრებით იმ წლიდან, რაც საქართველო შეუერთდა.

2006 წელს ლორდს ვგულშემატკივრობდი, საქართველოს მერე რა თქმა უნდა 🙂 და სიმღერაც ძალიან მომწონდა, დღემდე მაქვს ფლეილისტში. ფინეთი ამ წელსაც ჩემს ფავორიტების რიცხვშია.

2007 წელს გაურკვეველი სქესის მარია შერიფოვიჩმა გაიმარჯვა ბალადით “მოლიტვა”, დიდად არ ვგიჟებოდი, მაგრამ არც უსამართოლობად არ მიმიჩნევია.

აი 2008 წელმა კი ნამდვილად გამიცრუა იმედები, უკვე მეორედ გაგზავნილმა დიმა ბილანმა რუსეთს პირველი ადგილი ააღებინა, მაგრამ იმავე წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ გაიმარჯვა. მე დანიას და ძალიან კარგ სიმღერას ვგულშემატკივრობდი იმ წელს, მაგრამ უშედეგოდ.

ალექსანდრე რიბაკმა 2009 წელს სრულიად სამართლიანად მოიგო, ძალიან მომწონდა, საყვარელი და ადვილად დასამახსოვრებელი სიმღერა, ვიოლინოს პარტია და ბიჭი, რომელმაც თამამად აღიარა თავისი ორიენტაცია.

ლენას გამარჯვება ვერ მივხვდი საერთოდ რა იყო 2010 წელს, წინასწარ ფავორიტები იკვეთება ხოლმე და მიახლოებით ვიცი ვინ სად გავა, მაგრამ ეს უფერული და წიკვინა გოგო თუ მოიგებდა რას ვიფიქრებდი, რომ ვუყურებ სულ ის პორნო ვიდეოები მახსენდება, ინტერნეტში რომ გავრცელდა. ლენა ისევ გერმანიას წარადგენს ამ წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროვიზია პოლიტიკურ კონკურსად ითვლება და ბლა ბლა ბლა ბევრი უხარისხო სიმღერებია, ყველა წლიდან სამი–ოთხი კარგი სიმღერა მრჩება.

ახლა რაც შეეხება ამ წელს… გადმოვიწერე 43 სიმღერა და აქედან დავიტოვე ათი საუკეთესო, რომელიც ჩემი აზრით გავა ფინალში და ცუდი ადგილებიც არ უნდა აიღოს.

აი ჩემს მიერ გაკეთებული ვიდეო ტოპ ათეულის. თუ არ გეზარებათ like-ს მიაჭირეთ, ან დააკომენტარეთ. კომენტარებში როგორც ჩანს უცხოელებს მოსწონთ საქართველო და თავის ტოპ–ხუთეულში შეყავთ.

ათეულს ვიდეოში თვითონ ნახავთ, მე ტოპ–სამეულს გაგაცნობთ (საქართველოს გარდა რა თქმა უნდა)

3.  ესტონეთი

ქართულად ასე ჟღერს – გეთერ ჯაანი 🙂 მე და პოპი შორს ვართ, მაგრამ ძალიან საყვარელი და ზუსტად საევროვიზიო სიმღერაა, ფერადი და მხიარული.

2.  ფინეთი.

paradise oskar – da da dam

ბევრი ამბობს, რომ ეს სიმღერა მოსაწყენია, მაგრამ მე მომწონს, რაღაც მომენტში coldplay-ს მაგონებს, სასიამოვნო სიმღერაა.

1. დანია

a friend in london – new tomorrow

ჩემი ფავორიტი, ლაით როკის სტილში მელოდიური და ენერგიული სიმღერა, რომელსაც აქვს მოგების თუ არა, ფავორიტებში გასვლის პოტენციალი მაინც.

ერთი სიტყვით წელს ცუდი ევროვიზია არ უნდა იყოს და დაველოდოთ მაისს 🙂

ექსპერიმენტების მოლოდინში

როგორც ყოველთვის, როცა რაღაც პერიოდი საინტერესო არაფერი ხდება, საშინელი მოწყენილობა მიპყრობს და ექსპერიმენტების ხასიათზე ვდგები. უმეტეს შემთხვევაში ამის მსხვერპლი ჩემი თმები ხდება ხოლმე, რომელსაც ხან ვიჭრი (მოკლედ არა), ხან ათასფერად ვიღებავ, ერთი სიტყვით კარგ დღეს არ ვაყენებ.

ახლაც ვფიქრობ რა გავაკეთო, დიდი ხანია რაც თმები ჩემს ფერზე დავიბრუნე და ხელი არ მიხლია, ისევ მოწყენილობამ შემომიტია 🙂 ახლა სურვილი მაქვს პირიქით ძალიან გრძელი მქონდეს თმები, ოღონდ ისე არა, ზედმეტად უაზრო სიგრძეში რომ გადადის. აი ეს ზედმეტია ნამდვილად 🙂

უჯრაში მაცდურად არის განლაგებული მუქი ვარდისფერი, იასამნისფერი და ლურჯი საღებავები და თითქოს მეძახიან მოდიო 🙂 (თუ ეს ხმები რომ მესმის სხვა რამის ბრალია?) ჰოდა ჯერ-ჯერობით კი ვუძლებ ცდუნებას, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება ვეღარც გავუძლო.

წითელმა, ყვითელმა, ნაცრისფერმა და ლურჯმა საღებავებმა და ხშირმა გაუფერულებამ ცოტა არ იყოს დააზინა ჩემი თმა, სულ ცოტა, მაგრამ ესეც ვერ ამიტანია, ყოველთვის კარგი ხარისხის თმა მქონდა. რაც მთავარია არასდროს არ სჭირდება გასწორება.

აი ახლა ასე გამოიყურება ჩემი თმები:

 

როგორ მშურს ამ სელებრითების, რა ლამაზი და რბილი თმები აქვთ, მგონი რა საშუალებებს აღარ იყენებენ, ეჰ 😦

ფერადი ქვებით მორთული ტელეფონები

ვაღიარებ – ძალიან მიყვარს ბრჭყვიალა ნივთები, ფერადი ქვები და თვლები, კაჭკაჭის სინდრომი მჭირს.

ამაზონზე თვალი გადავავლე ტელეფონის ბუდეებს ფერადი ქვებით და ლამის გული გამისკდა. ფასები 4 დოლარიდან 20 დოლარამდე მერყეობს, მაგრამ ძირითადად აიფონის და ბლექბერის  ბუდეებია, რატომ გვიჩაგრავენ სხვა ტელეფონებს?

ერთი სიტყვით აი ისინიც უკომენტაროდ:

 

ჩემი თმები და “ამისთვის ღირდა ლოდინი”

ბავშვობიდან დიდი ყურადღებას ვაქცევ თმებს, ერთი-ორი შემთხვევის გარდა მოკლე თმები თითქმის არ მქონია. პირველ კურსამდე  არც საღებავი მიმიკარებია. პატარაობაში ქერა ხვეული თმა მქონდა, ახლა კი ღია წაბლისფერი და უსწორესი გახდა.

არ მიყვარს შეკრული თმა. მე და დედაჩემს სულ ამაზე გვქონდა ხოლმე ჩხუბი. იმას ჩემზე დღემდე გადაწეული თმა მოსწონს, მე არა. ბადრის უყვარს, როცა გაშლილი მაქვს. სკოლაში რომ მივდიოდი, გზაში ვიხსნიდი ხოლმე თმაზე გასაკეთებელს და ჩანთაში ვიდებდი.

ერთხელ მახსოვს, ჩემი კლასელის მეგობარ გოგოს ჩემი ნახვა უნდოდა, აინტერესებდა ვინ ვიყავი და როცა მნახა, მერე თავის მეგობარს უთხრა – დიდი არაფერი გოგო არაა, ცარიელი თმა არისო 🙂 არც ძალიან გრძელი ან სქელი თმა არ მქონია, მაგრამ ყოველთვის თვალში ხვდებოდათ.

სკოლის პერიოდში ძალიან მიყვარდა შამპუნი ჰერბალი, თუ გახსოვთ, თავისივე ბალზამით, გამჭვირვალე კოლოფებში იყო და ყვავილების სუნი ჰქონდა. რეკლამაც მახსოვს, გოგო და ბიჭი მიდიოდნენ სახლში და პაემანზე უნდა წასულიყვნენ. გოგო ეუბნებოდა, ერთი წუთი დამიცადეო და სააბაზანოში შედიოდა, მერე თავს იბანდა და ქაფებში ნებივრობდა. მერე ლამაზი თმით გამოდიოდა და ხვდებოდა ამდენი ლოდინით დაბერებული და გათეთრებული ბიჭი, რომელსაც ხელში გამხმარი ყვავილი ეჭირა და სლოგანი – ამისთვის ღირდა ლოდინი 🙂

ჰოდა საოცარი ეფექტი ჰქონდა ამ ჰერბალს, ჩემი თმა სულ ბზინავდა და საოცარ სურნელს აფრქვევდა, ამიტომ ბევრ კომპლიმენტს ვღებულობდი ხოლმე თმასთან დაკავშირებით.

მერე მე და დიანამ ცურვაზე დავიწყეთ სიარული და იქ “wash and go” ვხმარობდით, იმასაც შთამბეჭდავი რეკლამები ჰქონდა ხოლმე, მაგრამ დიდი ხანი არ მიხმარია.

სკოლის დამთავრების შემდეგ უნიკალური ფორმულა აღმოვაჩინე, რომელსაც უკვე 5 წელია არ ვღალატობ და კარგი შედეგი აქვს – შამპუნი “head and shoulders ” და ბალზამი პანტენ-პროვი. შოლდერსის გარდა რამე რომ ვიხმარო, მაშინვე ქერტლი ჩნდება, აი პანტენის ბალზამი მართლა ძალიან კარგია, არბილებს და კარგ სუნს აძლევს თმას.

ძალიან ბევრი ბალზამები და ნიღბები მაქვს გამოცვლილი, მათ შორის ძალიან მომეწონა დავის ნიღაბი. აი ამსიგრძე თმა მქონდა პირველი კურსის ზაფხულში:

სკოლის დამთავრების შემდეგ ნელ-ნელა გამიჩნდა ფერადი თმის მანია, ჯერ ქერა ზოლები შევამატე აქა იქა, მერე წითელი. წითელის მერე შინდისფერი და მერე ცოტა ხანი შევეშვი. როცა ჩემმა ჭრელმა ზოლებმა გაიარა, დაახლოებით ასე ვიყავი:

ამასობაში შევიჭერი ჩოლკა, რომელიც ჩემი აზრით არ მიხდებოდა და ოდნავ მოზრდის შემდეგ გვერდზე გადავიწიე. აი მერე რაც გავაკეთე დღემდე მიკვირს.

ჩემი წელის სიგრძის თმა შევიჭერი ისე მოკლე, რომ მხრებს ძლივს სწვდებოდა და ქერა, წითელი, იასამნისფერი, ლურჯი და ნაცრისფერი ზოლები გავიკეთე, ისე რომ ჩემი ბუნებრივი ფერის თმები აღარც მიჩანდა. იმის მერე დღემდე ვიზრდი თმებს და ნერვები მეშლება.

ამის მერე, როცა ვიგრძენი რომ თმები მიფუჭდებოდა, შევიღებე ღია ყავისფრად, მერე შავად და იმის მერე ხელი აღარ მიხლია თმებისთვის, ამჟამად დამიბრუნდა ჩემი ბუნებრივი წაბლისფერი ტონალობა.

ეტყობა პერიოდი მქონდა ასეთი საოცარი ცვლილებები რომ მოვახდინე, მაგრამ შეშინებულმა იმით, რომ ჩემი საამაყო თმა ჩალას არ დამსგავსებოდა, ათასი საშუალებები ვიყიდე, თარო რომ დაგანახათ შეგეშინდებათ იმდენი სპრეი, ნიღბები და დამატენიანებელი საშუალებები არის ჩამწკრივებული.

ფერადი თმების წინააღმდეგი არც ახლა ვარ, მაგრამ მაქსიმუმ უკან გავიკეთო რამდენიმე ზოლი, მთლიადან ვეღარ გავიმეტებ ჩემს თმას.

ძალიან მომწონს ასეთი ტიპის ვარცხნილობები:

ჩემი პირველი ტელეფონი

ჩემი პირველი ტელეფონი მაჩუქეს მეცხრე კლასში. მაშინ მობილური დიდი იშვიათობა იყო.

მაჩუქეს რა, ჩემმა ძმამ წამოიღო ლომბარდიდან და თვითონ როცა უკეთესი იყიდა, ის მე მომცა. ამ ტელეფონის შეხედვა ერთ რამედ ღირდა 🙂

ეს იყო ძველი ალკატელი, გაფუჭებული ღილაკებით. ზედა ორი ღილაკის მაგივრად სილიკონები ჰქონდა ჩამაგრებული, რომლებიც ხშირად ვარდებოდა. პატარა ანტენა ჰქონდა, წინ ჩამოსახსნელი და რა თქმა უნდა შავ-თეთრი. ზუსტად სურათი ვერ ვნახე, ალბათ ათი წელია ასეთი ფენომენი არავის უნახავს, მაგრამ დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

ვუყიდე დიდი გულზე დასაკიდი სამსუნგის ლენტა (მაშინ ყველა გულზე დაკიდებული ტელეფონით დადიოდა) ჯინსის ქურთუკის წინა ჯიბეში ვიდებდი და ანტენა რომ უჩანდა ძალიან მიხაროდა ხოლმე 🙂 პირველი მესიჯიც კარგად მახსოვს, რომელიც მივიღე, ეს იყო ჩემი ძმის გამოგზავნილი “სოფო შე ძველო, ბატივით სქელო”.

რაღაც საშინელი ზარები ჰქონდა, უშნოდ წრიპინებდა, მაგრამ ოღონდ ვინმეს დაერეკა, სიხარულით ჭკუაზე არ ვიყავი.

ალკატელი რომ ვეღარ ასრულებდა ტელეფონის მოვალეობას, ბიძაჩემმა პანასონიკი მიყიდა. მაშინ ეს მობილური ძალიან პოპულარული იყო, ლიკასაც ჰქონდა ასეთი, ოღონდ შავ-თეთრი.

ეს იყო ჩემი პირველი ფერადი მობილური, ძალიან საყვარელი ჟღარუნა ხმები ჰქონდა და ერთი თამაში, რომლითაც კარგად ვერთობოდი. თვითმფრინავის ნაწილები უნდა შემეგროვებინა, მარიოსნაირი თამაში იყო.

ჩემი დაქალები ხშირად დამცინოდნენ, ძალიან პატარა იყო, ჩექმაშიც კი შემეძლო ჩადება. განსაკუთრებით დიანა აქტიურობდა ხოლმე ამ დაცინვაში, ხოდა ერთხელაც გახარებულმა დამირეკა, ჩემებმა ტელეფონი გამომიგზავნესო, მაგრამ მაგისთვისაც ჩემნაირი გამოუგზავნიათ 🙂

მერე მქონდა პირველი კამერიანი ტელეფონი, სამსუნგი.

ს ტელეფონი დღემდე ძალიან მიყვარს. ახლა დედაჩემს აქვს საბერძნეთში. უსაყვარლესი ფერების და ხმების მობილური იყო. თან იმდენი სურათები და მესიჯები მაქვს შენახული… ზევით პატარა ციმციმა ნათურა აქვს და მესიჯი რომ მოდიოდა ეს ნათურა ციმციმებდა ხოლმე. ეს პროცესი ძალიან მიყვარდა.

შემდეგი ჩემი პირველი მესამე თაობა: ნოკია 6290

ეს მობილური ორ წლამდე მქონდა და კარგი სამსახური გამიწია ნამდვილად. მერე საზეიმო ვითარებაში გადაეცა ჩემს ძმას.

და ბოლოს, გაგიჟებული ვიყავი აიფონებზე და სენსორულ ტელეფონებზე.  ნოკია 5800 ახალი გამოსული იყო და ძალიან მომწონდა, მაგრამ ძვირი ღირდა. თან იმ პერიოდში საერთოდ უმობილუროდ დავრჩი.

ერთხელაც ბადრი მოვიდა ჩემთან, დაჯდა, და მეუბნება, აბა ზარი გამოუშვი ჩემთან, რაღაც მაინტერესებსო. ჯიბიდან  უცხო ხმები მოისმა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, სანამ არ დავინახე:

ალიან კმაყოფილი ვარ, ჯერ-ჯერობით არ გამჩენია ახლის ყიდვის სურვილი.

cartoon dress

ს ერთი კაბა, რომელიც რატომღაც ძალიან მომეწონა.

ამ გოგოს ყოველთვის სუპერ მხიარულ ფერებში აცვია, ისე რომ თვალები გეტკინება, მაგრამ ეს რაღაც საყვარელი კაბაა, cartoon-dress–ი.