ჩემი crush-ი

ვიცი ტვინი მო****ი ამ კაცზე ლაპარაკით, მაგრამ ისე როგორ უნდა გამიძლოს გულმა, რომ ერთი განსხვავებული პოსტი არ მივუძღვნა, უბრალოდ არ შემიძლია.

მაშ ასე:

ზაქარი კინტო დაიბადა 1977 წელს პიტსბურგში, დაამთავრა კათოლიკური სკოლა და მელონის უნივერსიტეტი, პირველი როლი კი 2000 წელს მიიღო სერიალში “სხვები”, რა თქმა უნდა ეპიზოდური როლი. ამის მერე სხვადასხვა თინეიჯერულ და გასართობ სერიალებში იღებდა ეპიზოდურ როლებს, მაგრამ მისი კარიერა წინ ვერ მიიწევდა.

პირველი სერიოზული როლი, რომელიც მიიღო ძალიან ცნობილ სერიალში, ეს იყო “24”, სადაც ზაქარი პროგრამისტის როლს ასრულებდა.

აი მერე დაიწყო რაც დაიწყო, ზაქარიმ სულ ცოტა ხანში იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ ათასობით საიტები და ფან-კლუბები მიუძღვნეს, თაყვანისმცემლების უზარმაზარი არმია გამოუჩნდა ჩემი ჩათვლით 🙂

NBS- ის ჰიტად ქცეული სერიალი, გმირები, რომელმაც სულ მალე მთელი მსოფლიო მოიცვა ზაქარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩნიათ, ცდილობენ ერთმანეთთან დაკავშირებას და გაერთიანებას, რადგან გამოჩნდა მკვლელი, რომელიც სწორედ ასეთ ადამიანებს კლავს და მათ შესაძლებლობებს ითვისებს.

6 სერიის განმავლობაში მხოლოდ ამ ადამიანის სახელს ახსენებენ – საილერი. მეექვსე სერიაში ჩნდება ეს ცნობილი საილერი, ზის კაფეში კეპკით და შემდეგ მსხვერპლს უთვალთვალებს. რამდენიმე სერია სახე ნორმალურად არც კი უჩანს.

როგორც სხვადასხვა საიტებზე და ფორუმებზე წერენ, ამ სერიალმა იცის დამოკიდებულება და მიჩვევა (addict) ანუ მარტო მე არ მომსვლია დაზომბება, ვეღარაფერზე ვერ ვფიქრობდი, სულ მინდოდა მეტი და მეტი მეყურებინა, დღეში 10 სერიაზე ავდიოდი.

საილერის ისტორია კი ასეთი იყო – გაბრიელ გრეი, რომელიც მესაათის ოჯახში გაჩნდა, ყოველთვის იყო დარწმუნებული, რომ რაღაც უნარი გააჩნდა და არ იყო ჩვეულებრივი და სხვების მსგავსი. მან მიაგნო პროფესორ სურეშს, რომელიც ასეთ ფენომენს იკვლევდა და არწმუნებდა თავის შესაძლებლობებში, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამის მერე ის შეხვდა ადამიანს, რომელსაც ნივთების გადაადგილება მზერით შეეძლო და მოკლა. ეს ძალა მას გადაეცა.

როცა დაინახა, რომ შეეძლო ასე ძალიან ბევრი უნარი შეეძინა, მოიშორა პროფესორი სურეში, რომლის შვილი მოჰინდერი (საყვარელი ინდუსი) მთავარ როლშია სერიალში და მამის სიკვდილს იძიებს, და ახლა ყველა განსხვავებულ ადამიანზე დაიწყო ნადირობა. ერთ ბარში როცა ჰკითხეს რა ერქვა, დახედა საათს, სადაც დაინახა წარწერა საილერი და ასე შეიქმნა ერთ-ერთი villain-ი ტელე-შოუების ისტორიაში.

ერთადერთი რომანი, რომელიც საილერსა და ასევე უნარის მქონე ელეს შორის იყო, ცუდად დამთავრდა. ელეს როლს კრისტენ ბელი ასრულებდა.

ეს წყვილი ბევრჯერ შენიშნეს რესტორნებში და ბარებში ძალიან მხიარულად რომ ატარებდნენ დროს, მაგრამ რეალური რომანი მაინც არ შედგა.

საილერის მთავარი მოწინააღმდეგე პიტერ პეტრელია, რომლის როლსაც მილო ვენტიმიგლია ასრულებს. ესეც მათი ძალიან შთამბეჭდავი ბრძოლები:

ჩემი უუუუსაყვარლესი სიმღერით:

ესეც გმირების ძალიან ნიჭიერი და კარგად შერჩეული ქასთი:

ისე მომენატრა, ლამისაა დავჯდე და თავიდან ვუყურო, მიყვარს 😦

როდის მოვასწარი?!

მართლა გულით მიკვირს როდის მოვასწარი, პირველ კურსამდე კომპიუტერი არ მღირსებია, არც უსაქმური ვყოფილვარ, ვსწავლობდი, მეგობრებთან დავდიოდი, შეყვარებულთან ერთად ვსეირნობდი, მაგრამ სერიალებისთვის დრო ყოველთვის მრჩებოდა.

ახლა რომ გავიხსენე, ძალიან ბევრი მაქვს ნანახი, რამდენიმე ათეული აღარც კი მახსოვს. მტვერსასრუტივით ვისრუტავ სერიებს.

ეს სერიალები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. მაგალითად დავიწყოთ ვამპირებზე გადაღებული სერიალებით.

the vampires

1. true blood

ეს სერიალი სრულიად შემთხვევით ვიპოვნე, მაშინ არ იყო ასეთი პოპულარული, პირველი სეზონი ახალი დამთავრებული იყო. პირველი სერია არ მომეწონა და როგორც მერე ფორუმებზე წავიკითხე, უმრავლესობამ პირველი სერიის მერე შეწყვიტა ყურება, მაგრამ კიდევ კარგი გავაგრძელე, სულ მალე ჩემს ფავორიტ სერიალად იქცა.

HBO – ს აქვს თავისი დამახასიათებელი ხელწერა სერიალებში, დაახლოებით იგივე აურა აქვს six feet under – ს. უცენზურო, სისხლიანი, ბევრი სექს-სცენით, მათ შორის გეი, რაღაც განსხვავებული, რომელიც ვამპირი ბიჭის და გოგოს ბანალურ სიყვარულის ისტორიას არ ეხება. ერიკიც თავიდან არ მომწონდა, მაგრამ თმები მოკლედ რომ შეიჭრა, მერე “აღმოვაჩინე” 🙂 ანამ და სტივენმა ვერ გაუძლეს ამდენ სექსს სერიალში და ნამდვილ ცხოვრებაშიც გააგრძელეს 🙂 ეს სერიალების მთავარი სენია, როცა მთავარ გმირებს ერთმანეთი უყვარდებათ, მაგრამ აქ საქმე ქორწინებამდე მივიდა, ასე რომ true blood-ი  true love -ად იქცა.

2. the vampire diaries

რომ ვთქვა ამ სერიალის დიდი ფანი ვარ-თქო, მოგატყუებთ, მაგრამ სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე. ახალი აქაც არაფერია, მაგრამ საინტერესო პერსონაჟები და ინტრიგები ყურებადს ხდის.  ამის ყურება როცა დავიწყე, სულ 5 სერია იყო გადაღებული და დავიტანჯე, სულ თითო-თითო სერიას ველოდები ხოლმე. არადა მიყვარს უკვე დამთავრებული სეზონები, ერთიანად რომ უყურებ.

3. Buffy the Vampire Slayer

გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი პირველი სერიალი იყო ვამპირებზე, სანამ ედვარდები და სტეფანები გამოჩნდებოდნენ, მის ბანალურობაზე ვერ ვილაპარაკებთ, აქ ყველაფერი ორიგინალური იყო 🙂 სრულიად შემთხვევით დავიწყე ყურება, ბევრჯერ მქონდა გაგებული სარას ცნობილი როლი ბაფიში, მაგრამ სულ სხვა წარმოდგენა მქონდა ამ სერიალზე.

დავიწყე და დავიწყე და ვეღარ მოვრჩი, ვუყურებდი დღე და ღამე, ვუყურებდი 24 საათი, მეც იმათთან ერთად ვცხოვრობდი,  ქსანდერთან, ბაფისთან და ვილოუსთან ერთად ვიკეტებოდი ბიბლიოთეკაში და სხვადასხვა მისტიური არსებების შესახებ ვიქექებოდი ძველ წიგნებში. მერე რა რომ ეფექტები ცოტა მოუსუსტებდა და რეზინის მონსტრები დადიოდნენ, ჩემთვის ასეთი მეორე სერიალი ვამპირებზე მაინც არ იარსებებს.

მერე გამოჩნდა უბოროტესი და უსაყვარლესი არსება თეთრი თმებით და ბრიტანული აქცენტით, აი მერე კი ყურებამდე შეყვარებული ვიყავი სპაიკზე. ანჯელი ზედმეტად რომანტიული მეჩვენებოდა, მაგრამ სპაიკის და ბაფის დიალოგებზე ცუდად ვხდებოდი სიცილით.

მეშვიდე სეზონის ბოლოს ძალიან დამწყდა გული.

4.  angel

ენჯელს იმხელა გავლენა არ ჰქონია, როგორც ბაფის, მაგრამ მის 5 სეზონსაც ინტერესით ვუყურე, მით უმეტეს ვიცოდი, რომ ბოლო სეზონში სპაიკი დაბრუნდებოდა.

5.  moonlight

ლიკას აღმოჩენილი სერიალი, სიბიესის პროექტი, რომელიც ერთ სეზონზე შეჩერდა და რატომ არ მესმის, 17 სერიას ორი დღეში ვუყურე. სუპერ ეფექტებით, ძალიან მაღალი ხარისხის, საინტერესო და დინამიური სერიალი ვამპირებზე.

გადავიდეთ შემდეგ ჟანრზე.

sci-fi – horror

1. flash forward

დედამიწის მოსახლეობა 1 წუთით და 17 წამით გაითიშება, მოხდება უდიდესი კატასტროფები, ჩამოვარდება თვითმფინავები, დაინგრევა ქალაქები. ისინი ამ დროის განმავლობაში ნახავენ მომავალს, ანუ რა მოხდება რამდენიმე თვის მერე ამ დროს.

მთავარი პერსონაჟი FBIის აგენტია, რომელიც ფლეშფორვარდში ნახავს, რომ ამ საქმეს იძიებს, კედელზე უამრავი მინიშნება აქვს გაკრული და ამ დროს შენობაში ნიღბიანი მამაკაცები მის მოსაკლავად შემოვლენ. აგენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს თავიდან აიცილოს.

დეტროიტის ერთ მოედანზე ჩანაწერებში ნახავენ, რომ როცა ყველა გაითიშება, სტადიონიდან შავ პალტოში ჩაცმული მამაკაცი გადის, რომელსაც ხელზე ბეჭედი უკეთია. ის ერთადერთია, რომელიც გონზე იყო.

იმდენად საინტერესოა, რომ სერიიდან სერიამდე ძლივს ითმენ, ბადრიმ, რომელიც არ გიჟდება დიდად ამერიკულ სერიალებზე, ერთ ღამეში უყურა მთელ სეზონს. სამწუხაროდ მეორე სეზონი აღარ დაუგეგმავთ.

2. Heroes

ეს სერიალი დღემდე რჩება ჩემს ნომერ პირველ სერიალად, რასაც არ უნდა ვუყურო. სხვა თუ არაფერი, ზაქარი ამ სერიალში აღმოვაჩინე.

სიუჟეტი იმ ადამიანების ირგვლივ ვითარდება, რომლებიც განსაკუთრებულ ძალას ფლობენ. ისინი დედამიწის ყველა კუთხეში არიან და ნელ-ნელა ერთმანეთს იცნობენ.

ორიგინალური სცენარი, შთამბეჭდავი ეფექტები, ძალიან კარგად შერჩეული ქასთი, და სუპერ ინტრიგა, ისე რომ სულს ვერ მოითქვამ, დღეში ათ სერიას ვუყურებდი, დაზომბებული ვიყავი, ტვინი მტკიოდა, მაგრამ მაინც ვუყურებდი.

იმ პერიოდში ტელეფონი გამიფუჭდა და ძალიან მინდოდა ნოკია 5800, რაც ახლა მაქვს. საღამოს ბადრი მოვიდა და მომიტანა ეს ტელეფონი. ძალიან გამიხარდა, მაგრამ რომ წავიდა, იმის მაგივრად რომ ახალ ტელეფონს ვტაკებოდი და შემესწავლა, ჯერ შუაში გაჩერებული სერია გავაგრძელე და  რომ დამთავრდა, მერე მივუბრუნდი ტელეფონს.

საილერი, ანუ ზაქარი მეშვიდე თუ მერვე სერიაში ჩნდება პირველად, ის სულ სხვანაირი უნარითაა დაჯილდოებული, როცა უნარის მქონე ადამიანს კლავს, მას გადაეცემა ეს ძალა, ასე რომ მკვლელი და ბოროტმოქმედია 🙂

თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, კაფეში იჯდა ხოლმე კეპით, სახე არც უჩანდა, მაგრამ მერე ისეთი ამბები დაატრიალა, ისეთი… ერთი წელი უკვე გავიდა რაც დამთავრდა გმირები, მაგრამ დღემდე შეყვარებული ვარ საილერზე, ამის გამო ბადრისთანაც მომსვლია უთანხმოება, ნერვები ეშლება და სულ აგინებს 🙂

აბა როგორ შეიძლება არ მიყვარდეს? თან ასეთ როლში?

 

3. smallville

ამ სერიალის ყველაზე მეტი სერია მაქვს ნანახი სერიალების ისტორიაში, ანუ ახლა მეათე სეზონს ვუყურებ, თან თითო სერიაში 25 მდე სერია იყო, 40 წუთიანები. ეს არის კლარკ კენტის ახალი ისტორია. ძველი სუპერმენი კარგად მახსოვს, რუსთავი 2 ზე გადიოდა და კლარკის როლს დინ ქეინი ასრულებდა, ლიკა ახლაც გიჟდება ამ კაცზე 🙂

კლარკის ისტორია მისი 16 წლის ასაკიდან იწყება, მისი თავგადასავლები, რომანები, სხვადასხვა უცნაურ არსებებთან შეხვედრა, მეგობრობა ლექს ლუთორთან, რომელიც საპირისპიროდ შემოუბრუნდა, ერთი სიტყვით ძალიან სახალისო და საინტერესო სერიალი იყო ამ ჟანრის მოყვარულებისათვის.

4. lost

ლოსტის ორ სეზონს მე და ლიკამ ტელევიზორში ვუყურეთ, მერე მე წლების შემდეგ გავაგრძელე ყურება. ერთადერთი პრობლემა ის იყო, ძალიან ზედმეტად აირია ყველაფერი, სად ფლეშ ფორვარდი იყო და სად ფლეშ ბექი თვითონაც აღარ იცოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღეს და როგორც იქნა დაამთავრეს.

5. kyle_xy

თინეიჯერული საყვარელი ფანტასტიკა ბიჭზე, რომელსაც ჭიპი არ აქვს, ის გენეტიკურად მოდიფიცირებულია და ტვინის 100% იყენებს. მას თავისი ფსიქოლოგის ოჯახი იშვილებს და უამრავი საინტერესო ისტორია გადახდება თავს.

thriller-horror

1. nikita

ნიკიტას ძველი ისტორიის ახალი გაგრძელება, სადაც ნიკიტა თავისი ორგანიზაციიდან არის გამოქცეული, რადგან მისი საქმრო მოკლეს და ებრძვის მათ, მაიკლი კი ნიკიტას საწინააღმდეგო მხარეს აღმოჩნდება. ნიკიტას თავისი ადამიანი ჰყავს შეგზავნილი და მათი ოპერაციების შესახებ ყველაფერი იცის, ასე რომ ყველაფერს უფუჭებთ.

მეგი თავიდან ნიკიტას როლზე არ მომეწონა, მაგრამ მართლა მაგარი ქალია, მაიკლის როლს შონ ოსტინი ასრულებს.

2.  supernatural

ეს სერიალი რომ დაიწყო, მე და ლიკამ მთელი მაქინაციები ჩავატარეთ 🙂 პირველ არხზე გადიოდა პირველი სეზონი და კომპიუტერში ჩემთან პარალელურად მეორე სეზონის ყურება დავიწყეთ, რომ იქაც გვეყურებინა ხოლმე 🙂

პირველი სამი სეზონი იყო ფანტასტიური, ძალიან დიდი გასართობი და დიდი სიამოვნება. ვინჩესტერების დიდი ფანები ვიყავით, მერე ბლუფერები გვქონდა გადმოწერილი და იმდენს ვიცინოდით, ცუდად ვხდებოდით, დღემდე მაქვს ეს ბლუფერები ტეელფონში შენახული. მეოთხე სეზონსაც არაუშავდა, ლიკამ კასტიელზე დააფანატა თან, სულ მიშა მიშაო გაიძახოდა, და აი მეხუთე და ახლა მეექვსე სეზონს უკვე ინერციით ვუყურებ, ტემპი აშკარად დავარდა.

3. Pretty Little Liars

გუშინ მოვრჩი პირველი სეზონის 15 სერიას, ახალი სერიალია, ძალიან მომეწონა.

სიუჟეტი ეხება ხუთი სკოლის მოსწავლე გოგოს, რომლებიც განუყრელი მეგობრები იყვნე. ერთი წლის წინ მათი ერთ-ერთი მეგობარი, ალისონი საიდუმლოებით მოცულ გარემოში დაიკარგა, ერთი წლის შემდეგ კი მისი გვამი იპოვეს. გოგონებს ტელეფონზე მოსდით შეტყობინებები ალისონის სახელით, სადაც ისეთი რაღაცეები წერია, რომელიც მარტო მან იცოდა.

ქალაქში კიდევ რამდენიმე ისეთიადამიანი ჩამოვა, რომლებსაც საფუძველი აქვთ გოგონებს სამაგიერო გადაუხადონ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ ვინ არის მესიჯების ავტორი.

დანარჩენი სერიალები, რომლებზეც პრივიუები გაკეთებული მაქვს:

chuck – 4 season

desperate housewives – 7 season

one tree hill – 7 season

Queer As Folk – 5 season

sex and the city – 6 season

The-OC – 4 season

glee – 2 season

Gossip Girl – 4 season

ugly betty – 4 season

house m.d – 6 season

legend of the seeker – 2 season

reaper – 2 season

greys anatomy – 6 season

და კიდევ ღმერთმა უწყის , ეს რაც მახსოვს ისინია. ეს მიმდინარე სერიალები ხომ მკლავს, რომ არ დამავიწყდეს რომელ სერიაზე ვარ გაჩერებული, დესკპოტზე ტექს დოკუმენტი მაქვს გაკთებული

gossip girl 12
glee 10
the vampire diaries 12
supernatural 11
desperate housewives 10
nikita 11
house m.d 8
one tree hill 7-17
family guy 7
smallville 11
chuck 11
pretty little liars 15
grey’s anatomy 11

მართლა, როდის მოვასწარი?

რას ფიქრობს google search ცნობილ ვარსკვლავებზე

ქართულ გუგლში არ გვაქვს ეგ ბედნიერება, მაგრამ როცა google.com ში უწერ სასურველი ადამიანის სახელს და გვარს, თვითონ გიგდებს სხვადასხვა შემოთავაზებებს, ხოლო თუ ჩაწერე … … is აი მერე იწყება რაც იწყება.

ყველაზე ხშირად რა ზედსართავი სახელია მის მიმართ გამოყენებული ინტერნეტში, სწორედ ამას გვიჩვენებს ძვირფასი გუგლი.

ყველაზე სასაცილო ათეული (ფოტოშოპის დახმარებით ინგლისური ქართული ენით შევცვალე და ქართულად უფრო სასაცილო გამოვიდა)

9. lindsay lohan

სკანდალური ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის რამდენჯერმე იყო დაკავებული, ასე გამოიყურება გუგლის სერჩში:

8. tori spelling

ბევერლი ჰილზის მსახიობი, ძალიან არატრადიციული გარეგნობის მქონე ტორი. გუგლმა ის კარგ დღეში არ ჩააგდო 🙂

7. kristen stewart

ბინდის ვარსკვლავი კრისტენი, რომლზეც ფანები ყველაზე ხშირად ასე წერენ.

6. britney spears

პოპ პრინცესას ბევრი პრობლემები რომ ჰქონდა ვიცოდით, მაგრამ აქამდე თუ მივიდოდა საქმე არავის გვეგონა 🙂

5. sarah jessica parker

sex and the city-ს მსახიობი სარა ასევე არატრადიციული გარეგნობით:

4. lady gaga

ექსცენტრიული მომღერალი ლედი გაგა

3. justin bieber

როგორც ჩანს ხუმრობით გაშვებულ რეპორტაჟზე დიდი ამბები ატყდა:

2. robert pattinson

და თქვენ იცოდით, რომ რობერტი ნამდვილი ვამპირი იყო? 🙂

1. და ბოლოს როგორც ყველგან და ყოველთვის

zachary quinto

მიყვარს 😦

cheryl cole

search term-ებში ძალიან ხშირად მხვდება ამ ქალის სახელი და გვარი, როგორც ჩანს მისით ძალიან ბევრია დაინტერესებული, განსაკუთრებით მამრობითი სქესის წარმომადგენლები. ასევე ხშირად მის ტატუებს ეძებენ.

ვაღიარებ – ძალიან ლამაზი ქალია, ლამაზი და საყვარელი, ანუ აგრესიას არ გაგიჩენს, არც ზედმეტად ამაყია. საიდან ვიცი ეს ყველაფერი? იქს ფაქტორიდან, სადაც შერილი უკვე 2008 წლიდან ჟიურის წევრია, მან შერონ ოზბორნი ჩაანაცვლა.

როგორც მომღერალი, შერილი ერთი საშუალო დონის შემსრულებელს წარმოადგენს. მისი ლაივები ვერავის აღაფრთოვანებს. არც ძლიერი ხმა აქვს. უბრალოდ კარგი საყურებელია. რადგან ასე გაინტერესებთ შერილის ვინაობა, მის მცირე ბიოგრაფიას წარმოგიდგენთ.

შერილი დაიბადა ინგლისში, ნიუ კასტლში, მისი სრული სახელი და გვარია შერილ ენ ტვიდი. მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როცა ის  11 წლის იყო. 4 წლიდან ცეკვითაა დაინტერესებული. მოიგო რამდენიმე კონკურსი, მაგრამ ორჯერ იყო დაჯარიმებული თავისი ცუდი საქციელის გამო. ერთხელ იჩხუბა თავის კლასელთან და მეორედ ავტობუსში გინების გამო (!) 🙂

ამ ეტაპების გადალახვის შემდეგ შერილმა მიმტანად დაიწყო მუშაობა.

2002 წელს მიიღო მონაწილეობა პოპ შოუში, სადაც შეხვდა თავისი მომავალი ჯგუფის “girls aloud”-ის წევრებს. მათი დებიუტ სინგლი ნომერ პირველი გახდა დიდ ბრიტანეთში.

შერილი ცოლად გაყვა ფეხბურთელ ეშლი კოულს, მაგრამ ამჟამად ისინი განქორწინებულები არიან და შერილი თავისი გვარის დაბრუნებას აპირებს.

მისი სოლო სინგლი “fight for this life” ჰიტი გახდა.

მისი შემოქმედებიდან მარტო ეს სიმღერა მაქვს მოსმენილი, შერილის სიმღერები ჩემი მუსიკალური გემოვნებიდან 100% განსხვავდება.

დანარჩენს პირადად რომ გავიცნობ მერე გეტყვით 🙂 და ვინც კარგად მოიქცევა იმასაც გავაცნობ 🙂

სუპერ ჯაშუში ჯაშუშთა შორის

ჩაკი ამერიკული სერიალია, რომლის გადაღებაც 2007 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

მე, როგორც სერიალების დიდ მოყვარულს რატომღაც გამომრჩა ეს შოუ და რამდენიმე კვირის წინ შემთხვევით წავაწყდი. შინაარსის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე შანსი მიმეცა ჩაკისთვის და ვუყურე პირველ სერიას.

რა მოხდა მერე? მოხდა ის, რომ ოთხ სეზონს რამდენიმე დღეში ვუყურე. ვუყურებდი დღეში 7–8 სერიას.

რატომ?

ჩაკი ახალგაზრდა, კომპიუტერების ხელოსანი, არაფრით გამორჩეული ბიჭია. მუშაობს ელექტრო–ტექნიკის სუპერმარკეტში, “buy more”–ში თავის ბავშვობის მეგობარ მორგანთან ერთად. მისი ცხოვრება ძალიან მოსაწენად და ერთფეროვნად მიდის.

ერთ დღესაც ჩაკი გახსნის თავისი კოლეჯის მეგობრის, ბრაისის იმეილს. კომპიუტერის ეკრანზე უამრავი სურათი აციმციმდება და გულწასული ჩაკი დაბლა დაეცემა. გონზე მოსვლისას ის უცნაურ უნარს შენიშნავს. მან ტვინში სუპერ კომპიუტერი, ინტერსექტი ჩაიტვირთა, სადაც მთელი სახელმწიფო საიდუმლოებები და ინფორმაციაა შენახული.

ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტი და ცენტრალური დაზვერვა ჩაკის დასაცავად ორ აგენტს გამოაგზავნის, რომლებმაც მას ყურადღება უნდა მიაქციონ და სპეციალურ დავალებებში დაიხმარონ.

როცა ჩაკი ხედავს ადამიანს ან რაიმე ნივთს, რომელიც ინტერსექტის ბაზაზეა დაფიქსირებული, აქვს ხილვა და მის შესახებ იგებს ყველაფერს, რაც აგენტებს ძალიან ეხმარებათ.

შინაარსი ჟღერს სერიოზულად, მაგრამ ერთი რამე გამომრჩა – ეს ყველაფერი არის ძალიან, ძალიან, ძალიან სასაცილო… ისე ხმამაღლა ვხარხარებდი ხოლმე, რომ ალბათ მეზობლებს ესმოდათ.

ჩაკის როლს ძალიან საყვარელი მსახიობი ზაქარი ლევი ასრულებს. (Zachary Levi) , ძირითადად კომედიური ჟანრის მსახიობი. სანამ მსახიობი გახდებოდა, ზაქარი მანქანების მრეცხავი იყო.

მისი აგენტი, ძალიან ლამაზი და სექსუალური, ქერათმიანი სარა უოკერი, რომლის როლსაც პოლონელი ივონე სტრახოვსკი ასრულებს (Yvonne Strahovski). ჩაკს ის ძალიან უყვარდება და არც სარაა გულგრილი, მაგრამ როგორ ყოველთვის რაღაც უშლით ხელს. სარა და ჩაკი ვითომ შეყვარებულები არიან სხვების დასანახად, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა.

მეორე აგენტი (ჩემი ფავორიტი პერსონაჟი) პოლკოვნიკი ჯონ კეისი, სინამდვილეში ადამ ბოლდუინი (Adam Baldwin), ყველაზე ბოროტი და გულჩათხრობილი კაცი, თავიდან ჩაკს ვერ იტანს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოდ გამოსდის. ბოლო ძალიან მიეჩვევა თავის გუნდს. კეისი ჩაკთან ერთად იწყებს მუშაობას მაღაზიაში.

ჩაკის საუკეთესო მეგობარი დაბნეული და ბავშვობაში ჩარჩენილი მორგანია. მორგანი გიჟდება კომპიუტერულ თამაშებზე და მას წარმოდგენაც არ აქვს, რომ თავისი მეგობარი ჩაკი ჯაშუშია.

ასევე ჩაკის ოჯახი, და და მისი ბოიფრენდი დევონი, რომელსაც ჩაკი super owesomes ეძახის.

ბრაის ლარკინი, ვინც ეს იმეილი გამოუგზავნა, სუპერ ჯაშუში იყო, რომელიც შემდეგ სერიებშიც ჩანს. ის სარას ყოფილი ბოიფრენდია, რაც ართულებს სიტუაციას.

მაღაზიაში ორი სუპერ დებილი თანამშრომელი ჰყავთ, ძალიან სასაცილოები და შტერები.

თთქმის ყველა სერიაში ჰყავთ მოწვეული მსახიობი, ჰოლივუდის ძალიან ცნობილი სახეები.

საწყალმა ჩაკმა არც ბრძოლის ხელოვნება იცის და არც სროლის, როცა სარას შეუძლია ათი კაცი თავისუფლად მოიგერიოს, ის ყოველთვის თავისი აგენტების დასაცავია. მესამე სეზონის ბოლოს ის ინტერსექტის ახალ ვერსიას ჩაიტვირთავს და კუნგ ფუს აითვისებს.

სერიალი ძალიან მაღალი ხარისხის და ბიუჯეტისაა, თითო სერიაში თითო მანქანა და ვერტმფრენი მაინც ფეთქდება 🙂 ფერები ულამაზესია.  საინტერესო შინაარსი, ჩაკის და სარას სასიყვარულო რომანი,  ყველა სერიაში ახალი დავალება და ახალი ლეგენდა, ეს ყველაფერი ამ შოუს ძალიან ყურებადს ხდის.

ესეც გადაღების დროს მომხდარი gag reel–ები:

Chuck – ვუყურებდი აქედან

cheryl cole – ტატუები

დავიწყოთ იმით, რომ ეს ქალი ძალიან მომწონს და ეს ძალიან იშვიათია ჩემთვის 🙂  ძალიან ლამაზი და საყვარელია თავისი ბრიტანული უცნაური აქცენტით.

შერილ ენ ტვიდი მუშაობდა მიმტანად, სანამ მოხვდებოდა ჯგუფში “girls aloud”–ში. აქედან დაიწყო მისი წარმატება. შერილი ცოლად გაყვა ეშლი კოულს, ფეხბურთის ვარსკვლავს. ჩაწერა რამდენიმე სინგლი და ახლა იქს ფაქტორის ჟიურიშია უკვე რამდენიმე წელია.

შერილი გიჟდება ტატუებზე, ახლაც აპირებს კიდევ ერთი მიამატოს კოლექციას. ვნახოთ რა ტატუები აქვს ამჟამად:

ტატუ ხელზე, რომელიც ძალიან, ძალიან მომწონს და აუცილებლად გავიკეთებ:

ტატუ წელზე და ფეხზე:

ტატუ კისერზე:  (საყვარელი ცხვირუკა აქვს)

შერილის ლამაზ ფეხებს ეკლიანი ვარდები იცავენ:

my X factor wins

ძალიან გახარებულივარ, ჩემმა ფავორიტმა მეტ კარდელმა მოიგო იქს ფაქტორი!

სულ პირველ ქასტინგზევე ძალიან მომეწონა ეს კაცი, მორიდებული, არათავდაჯერებული, და ძალიან, ძალიან განსხვავებული ხმის ტემბრით. მეტის ყოველი გამოსვლა ჩემთვის დღესასწაული იყო.

თან თითქმის რეალურ დროში ვადევნებდი თვალს კონკურსს. მეტის გარდა საიმონის ჯგუფს, one direction-საც ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ვერ მოიგებდნენ. მეგონა რებეკა გაიმარჯვებდა და თავს ვიმშვიდებდი, რომ მეტმა ისედაც ბევრ მიაღწია, მაგრამ დერმოტმა მეტის სახელი რომ გამოაცხადა, სიხარულით ვტიროდი.

გილოცავ მეტ!

მეტის პირველი ქასტინგი