ორსულობის მეცხრე თვე

გადავედი ბოლო თვეში და ჩემმა მუცელმაც საგრძნობლად იმატა, თუმცა ისე არა, როგორც ველოდი, დაახლოებით 5-6 თვის მუცელი მაქვს ახლა. ჯერ-ჯერობით 5-6 კილო მაქვს მომატებული და გარდა ხანდახან მუცელიდან გამომავალი ხტუნვა-კუნტრუშისა, არაფერი არ მაწუხებს.

ქალაქიდან არ გავსულვარ, დიდხანს მგზავრობას ვერიდები, მაგრამ არც სახლში ვარ. ვხუმრობ ხოლმე, რათ მინდა სოფელში წასვლა, როცა ჩემი ახალი უბანი პატარა და მყუდრო სოფელს ჰგავს თავისი მწვანე ხეივნებით, კოტეჯის ტიპის ორსართულიანი ბინებით და უამრავი ხილით.

მეც არ ვიცვლები, ძველებურად ვაგრძელებ ნარცისული ფოტოების გადაღებას, ძალიან ბევრს ვსეირნობ, მით უმეტეს ძველ რუსთავში, სადაც საღამოობით ძალიან ბევრი ხალხია გარეთ. ვუღებ ყველაფერს, შენობებს, სამკაულებს, კატას, და ათას სისულელეს.

თეატრის განახლებული შენობა ღამით:

ესეც მე

ჯერ-ჯერობით სულ ესაა

სადაც მინდა იქ მძინავს

9გაგზე ვნახე პოსტი, სადაც კატებს უცნაურ ადგილებზე სძინავთ. უნდა გითხრათ, რომ არც ჩემი კატაა გამონაკლისი და იძინებს იქ, სადაც გაუხარდება.

 

 

 

 

 

 

 

როგორც იქნა… ნამდვილი თოვლი.

აქამდეც იყო, მაგრამ სველი, ტალახიანი, ცოტა, ისეთი, გარეთ გასვლა რომ არ მოგინდება ადამიანს, მაგრამ გუშინ ნამდვილი თოვლი მოვიდა.

დილით ავდექი, ფანჯარაში გავიხედე და თვალები მეტკინა, ისეთი თეთრი იყო ყველაფერი. პატარა ბავშვივით გამიხარდა და მაშინვე ჩაცმა დავიწყე. ბადრი ბუზღუნებს, გარეთ არ გახვიდე, გაცივდები. მაგრამ სახლში რა გამაჩერებს, ძლივს ნამდვილი თოვლი მოვიდა.

გავედი ლიკასთან. ეზოშ იმხელა და ისეთი ხელუხლებელი თოვლი იდო, ბოროტი სურვილი წამოგივლიდა ამ თოვლში გეგორავა და მიმოგეფანტა.

ერთი სიტყვით გემრიელად ვიჯერე გული თოვლით.

ისეთი სითეთრე იყო, რომ თვალებს ძლივს ვახელდი.

ბოროტად გადავუარეთ ხელხუხლებელ თოვლს, ეს იქამდე:

ესეც მერე:

ეგ კი არა საკუთარი სახელის დატოვებაც არ შემრცხვა თოვლზე 🙂

მინიატურული თოვლის ბაბუის გაკეთებაც ვცადეთ, მაგრამ ძალიან მშრალი თვლი იყო და ხელისგულზე დაგვეფშვნა.

თუმცა გუშინდელმა თოვლმა დიდხანს ვერ გაძლო და დღეს ისევ ტალახად იქცა…

ესეც ვიდეო, სადაც მუხლებამდე თოვლში მივაბიჯებ და თბილისის მხარეს ისეთი სითეთრე და სიცარიელეა, საილენთ ჰილი ეგონება კაცს 🙂

მე <3 რუსთავი

რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან ბევრჯერ გამიგია გამონათქვამი “ერთხელ დაიბადო და ისიც რუსთავში” და ეს ყოველთვის მაღიზიანებდა. რა თქმა უნდა ყველას თავისი აზრი აქვს, მყოლია მეგობრებიც, რომლებიც ვერ იტანდნენ რუსთავს და თბილისში გადაცხოვრებაზე ოცნებობდნენ, მაგრამ მე არასდროს არ ვეთანხმებოდი. მიყვარს რუსთავი და რა ვქნა.

ძალიან პატარა ქალაქია. ერთი ბოლოდან მეორემდე ფეხით გასვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მის ნებისმიერ წერტილში შეძლებ რამდენიმე წუთში გადაადგილებას ტრანსპორტით.  მშვიდი ქალაქია (ასევე ცნობილია როგორც “მკვდარი”), მართალია, აქ ღამის ცხოვრება არაა, ვერც ღამის კლუბებს ნახავთ და ვერც მთელი ღამე გარეთ მხიარულად მოსეირნე ახალგაზრდობას, სამაგიეროდ იდეალურია ჩემნაირი ხალხისთვის, სიწყნარეში ყოფნას და ძილს რომ არაფერი ურჩევნია.

რა თქმა უნდა ინვიდუალურია, მაგრამ რაც სწავლას მოვრჩი და თბილისში აღარ მიწევს ყოველდღე სიარული, დავისვენე. რუსთავში შემოსვლისთანავე სიხარულის გრძნობა მეუფლებოდა ხოლმე. ჩემი ქალაქია, ბევრი ნაკლი და მინუსი აქვს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს სახალხოდ ლანძღვას და ქვის სროლას არ დავუწყებ. არ მინდა რომ აქ ხალხი იმ გრძნობით ჩამოდიოდეს, თითქოს სადღაც ველურებში მიდიან. ერთხელ მე და ჩემი კურსელი თბილისიდან მოვდიოდით, უკან ორი გოგო გვეჯდა, პირველად მოდიოდნენ რუსთავში და ცოტა არ იყოს შეშინებულები იყვნენ, მალე წამოვიდეთ, მეშინიაო – ერთმანეთს ეუბნებოდნენ.

ათი წლის წინ ქალაქში საშინელი სიტუაცია იყო, გარეთ დაღამების მერე ვეღარ გახვიდოდი, თვეობით შუქი არ იყო, წყალზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, ქუჩები ჩაბნელებული და დანგრეული, ახლა სიტუაცია შეიცვალა. თვით ლეგენდარული მეცხრამეტე მიკრო-რაიონიდანაც წამოვსულვარ ფეხით ღამის ცხრა საათზე, თანაც ისე, რომ არათუ შემშინებია, უბრალოდ გამისეირნია.

ახლა თითქმის 5 თვეა რაც შარტავას გამზირზე გადმოვედი საცხოვრებლად და აქაურობა ძალიან მომწონს. ჩემი ფანჯრებიდან ასეთი ხედი იშლება.

პრობლემები რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი ისე გამოსწორდება, როგორც ათი წლის წინანდელი სიტუაცია გამოსწორდა.

ესეც რუსთავის სურათები:  (ლიკას გადაღებული და დათოს ალბომებიდან აღებული)

ზამთარი:

შემოდგომა:

გაზაფხული-ზაფხული:

რუსთავი ღამე:

 

ფოტოსესია და გასეირნება ქალაქგარეთ

გუშინ საღამოს ბადრის სოფელში წავედით ნათესავების მოსანახულებლად. ფოტოაპარატიც წავიყოლე. რაც აქ გადმოვედი სურათები არ გადამიღია და გუშინ სარკესთან საცდელი ფოტოსესიები მოვაწყვე.

ჩემი შეკერილი ქვედაბოლო.

 

 

ჩემი დილა

ჩავჯექით ტაქსში და წავედით. გზად სასაფლაო გავიარეთ და რამდენიმე სურათი გაქროლვით გადავიღე. კარგი იქნება ღამით მანდ ასვლა.

სოფლის ხილი მივირთვი

მსუნაგი ბადრი მაცივრისკენ მიიპარება

ჩემი მარტენსები, ძალიან მიყვარს და მომწონს ^^


 

 

კიდევ… ვამთავრებ “მარტოობის ას წელიწადს” , ველოდები ამაზონიდან სტივენ კინგის ორ წიგნს და ვცდილობ არ ვუყურო ახლად დაწყებულ სერიალებს და რომ დაგროვდება, მერე ერთბაშად ჩავუჯდე.

პირველი კადრები

როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი ფოტოაპარატი და დღეს დილით წავედი ჩამოსატანად. თან ათას ვერსიებს ვამუშავებდი, იქნება და არ მუშაობს, ან ელემენტები არ გამოაყოლეს, ან ცარიელი ყუთი გამომიგზავნეს. არაფერიც, ახალთახალი ნიკონი თავისი უამრავი საბუთებით და დისკებით, თავისი ჩანთით და 4 გიგაბაიტიანი ჩიპით, რომელიც ამაზონზე სულ რაღაც 100 დოლარი დამიჯდა.

ჩავრთე მაშინვე და რამდენიმე კადრი გადავიღე. საშინლად მომნატრებია ფოტო აპარატი.

ეს წითელი ჩანთა თვითონ მოყვა:

დანარჩენი უკვე რაც თვალში მომხვდა, ბადრის ჩათვლით 🙂

ცოტა არეული კადრებია, კარგად ვერ ვიჭერდი, მაგრამ მაინც.

და სხვადასხვა ეფექტებიც მოვსინჯე რა თქმა უნდა 🙂

და ჩემი ექსპერიმენტული ვარცხნილობა 🙂