მე და სუნამოები

სუნამოებზე ამ ბოლო დროს განსაკუთრებული ქრაში დამემართა. არ მყოფნის, ვერ ვძღები, სულ ახალი სუნის ძებნაში ვარ, ხან გრილი მომწონს, ხან მკვეთრი და მძაფრი, თითქმის ყველანაირი სუნამო შევაგროვე.

ამას დაერთო ისიც, რომ დღეს ამაზონიდან მომივიდა ამანათი ოთხი სუნამოთი.

დავიწყოთ იმით, რაც ყველაფე ძალიან არ მომეწონა. ბრმად ყიდვა რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ მე ყოველთვის მიმართლებს. დაზუსტებით ვკითხულობ რა ელემენტებს შეიცავს, რა ნოტებს, ტკბილია თუ გრილი, აი დანას შავმა მაქმანმა კი გაოცებული დამტოვა.

უნდა იყოს: მაცდური, სექსუალური, იდუმალი, ცოტა მამაკაცური, ლიმნის მცირე ნოტებით, ლავანდით, ქარვით და მუხის ქერქით.

არის: სუფთა სპირტი. სპირტის სუნის მეტი მე ვერაფერი ვიგრძენი, გინდა წყალში არეული სპირტი დაისხა და გინდა ეს სუნამო. საშინლად იმედგაცრუებული დავრჩი.

შემდეგი ისევ დანას რიმეიქი ძალიან ძველ სუნამოზე – ლუტეცია, რომელიც 1984 წლიდან გამოდის. ვისაც გიყვართ ძველებური სუნამოების არომატი, თითქოს პუდრის სუნი რომ ასდის, მაშინ ძალიან კარგია. თბილი, და არა ტკბილი, დახვეწილი, გამოსასვლელ საღამოს ძალიან მოუხდება.

შემდეგი ჩემი გამოწერილი სუნამოებიდან ლიზ კლეიბონის ცნობილი ბორა-ბორაა, რომელიც ვერ გავარკვიე მომწონს თუ არა. თან მომწონს, თან თითქოს არა, გრილი, ტროპიკული სურნელი აქვს.

და ბოლო, მაგრამ ჩემი ფავორიტი, რომელსაც აშკარად კიდევ გამოვიწერ, იმიტომ რომ ძალიან ძალიან მომეწონა, პირველივე სფლაშზე ისეთ საოცარი სურნელი დააყენა, ტროპიკული, ძალიან სასიამოვნო, ხილის, არ ვიცი ვერ ავღწერ, თითქოს გაზაფხული მოიყვანა 🙂 თან დიდხანსაც გაჩერდა, ახლაც ასდის ჩემს მაჯას სურნელი. ნახევარი საათის მერე უფრო დათბა და სტაბილური სუნი მიიღო.

ფრედ ჰეიმანის შეხება სიყვარულით

რაც შეეხება ჩემს სხვა სუნამოებს, აი ისინიც:

რიანას სადებიუტო გამოშვება, რომელიც ცოტა ტკბილია, მაგრამ აქვს რაღაც, რაც მომწონს.

ქოქოსის, ხილის და ვანილის არომატით.

კიდევ ვერსაჩეს ბრაით კრისტალი, რომელზეც უკვე ვისაუბრე ამ პოსტში. ძალიან ნაზია, ვარდების სურნელით.

მარის შარაპოვას სახელობითი სუნამო, გრილი და სპორტული სურნელით.

და კიდევ რამდენიმე.

აი ჩემი სუნამოები:

პარფიუმერი – ერთი მკვლელის ისტორია

ფილმის გამოსვლისთანავე ხალხის რეაქცია ორ ნაწილად გაიყო. ზუსკინდის ცნობილი ბესტსელერის ეკრანიზაცია დიდი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, თუმცა კრიტიკოსების ნაწილმა ის მოიწონა.

მათთვის, ვისაც წიგნი წაკითხული აქვს, ფილმი ზედმეტად ჰოლივუდური და მშრალი აღმოჩნდა. ხოლო ვისაც არ ჰქონდა წაკითხული, იმათ უფრო დადებითი შეფასებები მისცეს. მე მეორე ჯგუფში აღმოვჩნდი, თავი შევიკავე წიგნის წაკითხვისგან და ვუყურე ფილმს. (მართალია 5 წლით დავიგვიანე, ფილმი 2006–ში გამოვიდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს)

ტომ ტიკვერის ნამუშევარი, რომლის ფილმზე ადრეც ვისაუბრე, გადაღებული ოთხ ქვეყანაში – გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები.

მეთვრამეტე საუკუნის პარიზი, ბინძურ, საშინელ გარემოში, თევზით მოვაჭრე ქალი პირდაპირ დახლის ქვეშ, ტალახში და თევზების შიგნეულობაში აჩენს ბავშვს, რომელიც როგორც წინაზე გაჩენილი ბავშები მკვდარი ჰგონია, მაგრამ ბავშვი თვალს ახელს და ტირილს იწყებს.

ჟანს მაშინვე ეტყობა თანდაყოლილი უცნაური უნარი – ყნოსვა. შეუძლია მისგან მოშორებით ჭაობში ჩამალული ბაყაყის სუნიც კი ამოიცნოს. რამდენიმე მძიმე სამუშაოს შეცვლის მერე ჟანი პერფიუმერთან იწყებს მუშაობას, რომელსაც წარუმატებელი პერიოდი უდგას.

ახალგაზრდა პერფიუმერი ცოტა ხანში შეპყრობილი აღმოჩნდება იდეალური სუნამოს შექმნის მანიით, ყველგან უნიკალურ არომატს ეძებს და მიხვდება, რომ ახალგაზრდა და ლამაზ ქალიშვილებს ყველაზე სასიამოვნო სურნელი აქვთ, თანდაყოლილი, რომელიც მათი კანიდან უნდა აიღოს და შექმნას ისეთი სუნამო, რომელიც ხალხის სიყვარულს მოუპოვებს, რადგან მათგან სიძულვილის მეტს არაფერს გრძნობს.

ფილმი თითქმის ერთ ტემპში მიდის, ვერ ვიტყვით, რომ სუპერ–დაძაბულია ან ტრილერისთვის დამახასიათებელი ექშენი მიდის, მაგრამ ინერციით მიყვები და 2 საათი მალე გადის.

მთავარი როლის შემსრულებელმა ბენ ვიშოუმ ძალიან მომხიბლა. ბენი კრიტიკამ თავისი თაობის ერთ–ერთ უნიჭიერეს მსახიობად დაასახელა. ეს ფილმი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან საშუალება მიეცა გამოეჩინა თავისი სამსახიობო ოსტატობა სულ სხვა კუთხით. შექმნა ჟან–ბატისტ გრენოუს სახე, თავისი ბინძური და ჭუჭყიანი რეალობით.

ფილმში წითური გოგონები ჭარბობენ. განსაკუთრებით მომხიბლავია რეიჩელ ჰართ–ვუდი:

და კიდევ ეს:

დასტინ ჰოფმანი და ალან რიკმანიც არიან ქასთში, თუმცა არა მთავარ როლებზე.

მომეწონა ფერები, ლამაზი ფერების ფილმია. დასასრულმა ხომ საერთოდ, ცუდად გამხადა.

ახლა აუცილებლად წავიკითხავ წიგნს და პარალელებს გავავლებ 🙂

ვისაც დაგაინტერესათ ლინკი – Perfume. The Story of a Murderer

ტრაილერი:

 

ლეგენდები ლილოს სუნამოებზე

სუნამო ძალიან მიყვარს და ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ ხარისხს. ეს ისეთი რამეა, ვერავის მოატყუებ შენი თავის გარდა. ან გაგყვება სუნი დიდხანს, ან არა. ან იაფფასიანი პატენტის სუნი ექნება, ან ორიგინალის. აქედან გამომდინარე ან ვიწერ, ან ვცდილობ ისეთი სუნამოები ვიყიდო, რომლებსაც პატენტები არ აქვთ და მარტო ორიგინალები გამოდის. ასეთია მაგალითად ივ სენ ლორანის “ნუ”

ხშირად მსმენია ლილოს იაფფასიან სუნამოებზე, როგორი უვარგისი და საშინელი სუნი აქვთ, ფასიდან გამომდინარე ეჭვიც არ შემიტანია, რომ ეს ასე იყო, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა შემემოწმებინა, რამდენად შეეფერებოდა სინამდვილეს.

ამ დღეებში მომეცა საშუალება ჩემი პატარა ექსპერიმენტის ჩატარების, ცნობისმოყვარეობამ დამძლია და მივედი.

ალბათ იქ რამდენიმე წერტილია, მაგრამ მე რიგებს შორის არაქართველი წარმოშობის ქალი რომ დგას იქ მივედი. არჩევანი დიდი აქვს, მეც ტუჩაბზეკილი ვუყურებ და ვათვალიერებ. მეკითხება რა მინდა. მეც არ ვიცი, ჯერ უბრალოდ ვათვალიერებ.

არმანის კოდს მოვკარი თვალი, ივ სენ ლორანის კაცის სუნამოს, ჰუგო ბოსს, კიდევ რამდენიმე ცნობილ ბრენდს.

– არ ინანებ, წაიღე, კიდევ მოხვალ ჩემთან, რომც იბანაო სუნი მაინც გაგყვება.

კი, კი, ვუქნევ თავს. ლიკა, რომელიც ინფორმირებული არ არის იააფასიანი პატენტების შესახებ გაკვირვებული ეკითხება რატომ ღირს ასეთი იაფი ყველაფერი. მე გულში ირონიულად ვიცინი.

ბოლოს არჩევანს ვერსაჩეს ბრაით კრისტალსა და კრისტალ ნოირს შორის ვაკეთებ, იმიტომ რომ ორივე სუნამოს კარგად ვიცნობ, ორივე მქონია.

შესახედად ზუსტად იგივეა, 100 მილიგრამიანი ტუალეტის წყალი. პერფიუმი არც ორიგინალებში შემხვედრია.

18 ლარს ვიხდი და მოვდივარ სახლში.

ინტერესით ვათვალიერებ შეფუთვას. ამაზონზე იმდენი ვათვალიერე სუნამოები, ზუსტად ვიცი სად რა უნდა ეწეროს. დამზადებულია იტალიაში. ყველაფერი ისე აწერია, როგორც უნდა ეწეროს.

ჰმ, კარგად უმუშავიათ. ვხსნი და ვყნოსავ. პრინციპში სუნიც იგივე აქვს ზუსტად, მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარია რამდენ ხანს გაჰყვება სუნი. 5 გრამიან ორიგინალს, რომელიც მე მქონდა, რამდენიმე საათი ჰქონდა ძალიან სუსტი არომატი, მაგრამ ამ სუნამოს თვითონ მძაფრი სუნი არ აქვს, ვარდების სუსტი სურნელი დაყვება.

მივისხურე რამდენჯერმე და დავდე თავის ადგილზე. კარგად კი გამოიყურება, იცოცხლე.

ჰოი საოცრებავ, მთელი დღის განმავლობაში ვგრძნობ სურნელს, თანაც საკმაოდ მკაფიოდ. ბადრი მსუნავს – რა კარგი სუნია – მეუბნება – ახლა დაისხი? საქმეც მაგაშია რომ დილით დავისხი.

მოდის საღამო, მივდივართ მეგობრებთან. იქაც ვგრძნობ სუნს. ამოვდივართ სახლში – სუნი ისევ მაქვს. უკვე სუსტი, მაგრამ მაინც იგრძნობა. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ აქვს.

მე პირადად ვერავითარი განსხვავება ვერ დავინახე მაღაზიებში ორიგინალს, რომელიც 100 ლარზე მეტი ღირს და ლილოში ნაყიდ “პატენტს” შორის, რომელიც 18 ლარი ღირდა. პირიქით, ამას უფრო დიდხანს გაყვა სუნი.

მერე იმაზე ვფიქრობდი, იმ ქალმა რომ მითხრა, ისევ მოხვალო, მგონი ისევ მივალ 🙂

sex in the city

ამ ბოლო დროს სუნამოებს გადავეკიდე, ვათვალიერებ და ვათვალიერებ ამაზონზე და წავაწყდი ამ სერიას, რომელიც მხოლოდ სუნამოს წყალი გამოდის და მისი ფასი 2 დოლარიდან 20 დოლარამდე მერყეობს.

Sex In The City Kiss

გრილი და სასიამოვნო სურნელი, ძირითადად ზაფხულის მოხმარებისთვის.

Lust Perfume by Sex In The City

 Love by Sex In The City

 DESIRE by Sex In The City

Sex in the City Passion

 Fantasy by Sex In The City

Sex in the City Crush

Sex in the City Dream

Sex In The City Sexy

Sex in the City Midnight

Naked By Sex In The City

Sex in the City Cosmo


მაღაზიის ლინკი

რა ვიყიდე 20 დოლარად

მე როგორც ყოველთვის ვაგრძელებ ამაზონზე ინტერნეტ მაღაზიების ქექვას და დიდი წვალების და სერჩვის შედეგად მივაგენი ძალიან იაფ სუნამოების მაღაზიას.

სუნამოების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ძალიან მიყვარს და იშვიათად სახლიდან მის გარეშე გავიდე. ამ ბოლოს დროს მთელი მარაგი ამომეწურა, ივ სენ ლორანის ნუ–ს მერე თითქმის არაფერი მიყიდია, თანაც ახლა ბევრ თანხასაც ვერ დავხარჯავდი, ამიტომ ძალიან კარგი საშუალება მოვნახე. თანაც მთლიანობაში 20 დოლარი დამეხარჯა თავისი შიპინგიანად.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ გადამზიდი კომპანიების დიდი ნაწილი არ ახდენს სუნამოების ტრანსპორტირებას, ამიტომ ამ შემთხვევაში იუესათუჯეორჯიაზე უარის თქმა მომიხდა და ლინონს მივმართე.

აი ჩემს მიერ შეკვეთილი სუნამოების ჩამონათვალიც:

Tribu by Benetton for Women

ბენეტონის 100 მილიგრამიანი ტრიბუ, რომელიც შეიცავს შავი მოცხარის, იის და ვარდის ზედა ნოტებს, ილანგ–ილანგის და სანდალის ხის ქვედა ნოტებს. რეკომენდირებულია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

ფასი 54 $

ჩემს მიერ გადახდილი ფასი – 1.29 $ (არ გეჩვენებათ, ნამდვილად ასეა)

Delicious Feelings By Gale Hayman For Women

50 მილიგრამი, ქალური სურნელი, ყვავილების არომატი და ციტრუსის სუნით. გეილ ჰეიმენის სახლი ცნობილია თავისი უნიკალური სურნელით, რომელიც ყველასგან განსხვავდება.

რეკომენდირებულია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

მომხმარებლები წერენ, რომ it lasts forever… არადა ტუალეტის წყალია.

ფასი 57 $

ჩემს მიერ გადახდილი ფასი 3.79$

Angel La Rose Perfume by Thierry Mugler

25 მილიგრამი სუნამოს წყალი, რომანტიული და სექსუალური სურნელით, თაფლის, შოკოლადის, ვანილის, ბერგამოტის, წითელი მოცვის არომატით.

რეკომენდირებულია საღამოს მოხმარებისთვის.

ფასი 67 $

ჩემს მიერ გადახდილი თანხა 2, 49 $

JESSICA MC CLINTOCK BRILLIANCE by Jessica McClintock Gift Set for WOMEN

ჯესიკას სასაჩუქრე შეფუთვა, 30 მილიგრამიანი სუნამოს წყალი და 100 მილიგრამიანი ტანის კრემი. ბერგამოტი, ია, მუშკი და ჟასმინი. ქალური და დახვეწილი სურნელი.

რეკომენდირებულია საღამოს მოხმარებისთვის.

ფასი 60$.

ჩემს მიერ გადახდილი თანხა 2.29$.

ესეც ბადრისთვის

Agua de Loewe El by Loewe for Him

150 მილიგრამი, ცნობილი სახლისგან ახალი სუნამო მამაკაცისთვის, ტუალეტის წყალი. გაზაფხული–ზაფხულის მოხმარებისთვის, სასიამოვნო და  გრილი სურნელი.

ფასი 80$

ჩემს მიერ გადახდილი თანხა 2.79$

INCOGNITO by Dana

10 მილიგრამი სუნამოს წყალი, ეგზოტიკური ხილის და ვანილის სურნელი, ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ფასი 15$

ჩემს მიერ გადახდილი თანხა 0,49$

და ყველაფერთან ერთად გესის, დოლჩე და გაბანას, პუმას ისეთი სუნამოები გამეყიდა თვალსადახელშუა ისეთ მიზერულ ფასებში, ლამის ცუდად გავხდი.

ძალიან სწრაფად იყიდება, უნდა მიუსწროთ სუნამოს, თორემ ძვირადღირებულ ბრენდებს ასეთ სასაცილო ფასებში დიდი ხანი არ აჩერებენ.

და რაც მთავარია შიპინგი, თუ მარტო ამ მაღაზიის სუნამოებს დაამატებთ ჩანთაში, მარტო 5.99 ცენტი ემატება ყველაზე ერთად, თუნდაც ათი სუნამო დაამატოთ, შიპინგი 5.99 იქნება.

აქედან გამომდინარე ზევით ჩამოთვლილ ნივთებში მხოლოდ და მხოლოდ 20 დოლარი და რაღაც ცენტები გადავიხადეთ, თანაც ბენეტონი და დანა ორ–ორია, მე და ლიკა ერთად ვარჩევდით 🙂 კარგად დააკვირდით რომ ამ მაღაზიიდან იყოს ყველა, თორემ აირევით შიპინგშიც და ტრანსპორტირებაშიც ცალკე მივა.

საწყისი ფასები არ გამიბერია, არამარტო ცნობილ ონლაინ მაღაზიებში, ამოზენზევე სხვა მაღაზიებს ამ ფასებში აქვთ.

უნდა იცოდეთ :

  • 0.17 oz არის 5 მილიგრამი
  • 0.33 oz  არის 10 მილიგრამი
  • 1 ოზ არის 30 მილიგრამი
  • 1.7 ოზ არის 50 მილიგრამი
  • 2.3 ოზ არის 70 მილიგრამი
  • 3.4 ოზ არის 100 მილიგრამი
  • 5.1 ოზ არის 150 მილიგრამი

კითხვებით მომმართეთ, აუცილებლად გიპასუხებთ.

SkinCareRx

ბანკეტი 5 წლის მერე

სკოლის დამთავრებიდან 5 წელი გავიდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აუცილებლად წავიდოდი და ყველა ძველ კლასელს ვნახავდი, ძალიან კარგ დროს გავატარებდი და წინასწარ მიხაროდა.

მაინცდამაინც ისეთ დროს დაემთხვა, როცა თავზე ათასი საქმე მექნება დაყრილი. თვის ბოლოს ჩემი ქორწილი, იქამდე კი ძალიან ბევრი საქმე, საყიდლები, ტექნიკური საკითხები 🙂 ერთი სიტყვით ვერ ვახერხებთ წასვლას.

გუშინ ჩემი მეგობარი მაია იყო გამოსული, ჩვენთან მეათე კლასში გამოვიდა და თავის ძველი კლასის ბანკეტზე მიდიოდა, მე ვარცხნილობა და მაკიაჟი ვითავე და საქმეს შევუდექი.

ჩემი მცირე ოქროსფერი არსენალი, როგორც წესი ოქროსფერი არ მიყვარს.

 

ჩემი შანელის საყურეები, რომელიც ძალიან მომწონს

რაც შეეხება თმებს… დავიწყოთ იმით, რომ მაიას ბავშვობიდან ძალიან გრძელი და შავი თმა აქვს, რომელსაც ძალიან იშვიათად იმოკლებდა. ერთხელ მე და დიანამ ძალით წავიყვანეთ სალონში და დავამოკლებინეთ, ამის მერე ორი დღე დეპრესიაში იყო 🙂 ეს დახვევამდე:

ეს დახვევის შემდეგ ჩემი ჯადოსნული სახვევით:

რადგან შავი კაბა ეცვა ოქროსფერი ელემენტებით, ამ ფერების შეხამებით ძალიან ლამაზი ფერი მივიღე თვალზე, რომელსაც მეც აქტიურად ვიყენებ ხოლმე.

მის დიორ ჩერი საყვარელ შეფუთვაში

და ბოლოს:

მინი-შოპინგი

დღეს მე და ლიკამ პატარა შოპინგი მოვაწყეთ, ჩვენი წიგნების პირველი ჰონორარი ავიღეთ და დაუხარჯავს ხომ არ დავტოვებდით?

წუხელ სამუშაოდან პირდაპირ მოვიდა ბადრი სიცხიანი და დაღლილი და საყურეები მომიტანა. მეც საზეიმო ვითარებაში გადავეცი ჩემი საჩუქარი.

მე აი ეს ვაჩუქე:

ბანალურია ვიცი 🙂 მაგრამ ყველაფერი უკვე ნაჩუქები მაქვს რისი ჩუქებაც შეიძებოდა – სუნამო, სათვალე, ჯემპი, სანთებელა, სამაჯურები, საათი, ამომეწურა ფანტაზია.

აი ჩემი ახალი საყურეები:

ჩანთას ვეძებდი, რაღაც დიდი შავი ჩანთა მინდოდა, აი ეს ჩანთა ჩამრჩა გულში:

განსაკუთრებით ბანტმა მომხიბლა. ბანტის გაკეთებაზე ადვილი კიდევ არაფერია. ვიყიდე ჩვეულებრივი შავი ჩანთა:

ლენტით გავაკეთე შავი ბანტი:

ჩემი ჯადოსნურ ყუთში მოვძებნე ვერცხლისფერი ქვა

ჩანთაც მზადაა:

ამ გაურკვეველი წარმოშობის თეთრ ლაქას ყველაფერი აინტერესებს:

სუნამო

სუნამოს მიხედვით ადამიანზე ბევრი რამის თქმა შემიძლია. დაკვირვებული ვარ – ძალიან ბევრს არ უყვარს ტკბილი სუნი, მათ შორის მეც.

სუნამოს შექმნის ისტორია ჯერ კიდევ ადრეულ ცივილიზაციაში იწყებოდა. თანამედროვე პარფიუმერიის წარმოება მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო. სოტყვა პერფიუმი მოდის ლათინური წინადადებიდან per fumus, რაც ნიშნავს “კვამლის მეშვეობით”.

მის შემადგენლობაში ძალიან ბევრი ნივთიერებები შედის, ძირითადად გავრცელებულია ხილის, სანელებლების, მცენარეების და ყვავილების სურნელები.

ჩემი პირველი კონტაქტი ნამდვილ სუნამოსთან მოხდა 12 წლის ასაკში (იქამდე მაშინ გავრცელებული საშინელი ტუალეტის წყლები, ე.წ “პასტის დუხები” და ხელოვნურ ვარდებში ჩასხმული სუნიანი სპირტები არ ითვლება) პაკო რაბანის ცნობილი ულტრავიოლეტით, რომელიც დედაჩემის მეგობარმა მაჩუქა. ეს იყო პატარა საცდელი 3 გრამიანი შეფუთვა, მაგრამ ორიგინალი პერფიუმი. ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა მაშინ 🙂

დღემდე არ მავიწყდება ის სუნი, იმის მერე რამდენჯერმე ვიყიდე, მაგრამ ის სულ სხვა იყო. რომ გებანავა და მთელი ტანი დაგეხეხა, სურნელი  მაინც არ გშორდებოდა.

ეს არის ეგზოტიკური და თანამედროვე სურნელების მიქსი ვანილის და ქარვის დაბალი ნოტებით, რეკომენდირებულია  office wear–სთვის.

შემდეგი სუნამო იყო ლანვინის ეკლატი, რომლიც ფლაკონიც დღემდე შენახული მაქვს. ეს უკვე აბიტურიენტობის პერიოდს მახსენებს. ამ პერიოდში გავიცანი ბადრი და ჩემთვის რაღაც სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს 🙂

ბოლო ზარის რეპეტიციებზე რომ დავდიოდით, მაშინ დავკარგე თავსაფარი და ქაღალდები მქონდა გაკეთებული, მაგრამ მაინც იღვრებოდა და ამიტომ მალე დაიცალა 😦

მუშკი, ქარვა, მწვანე ჩაის ფოთლები, ატმის ფოთლები, სიცილიური ლიმნის ფოთლები და ხილის ექსტრაქტი.

ამის მერე გადავედი ვერსაჩეს  კრისტალ ნოირზე. ინტერნეტში წავაწყდი შემთხვევით. დიზაინი და რეკლამა ძალიან მომეწონა.  ბედზე სურნელმაც გაამართლა. ძალიან სპეციფიური სუნი აქვს, თითქოს შოკოლადის, თითქოს ლიქიორის, მაგრამ ამავე დროს გრილი.

დონატელა ვერსაჩეს შექმნილი ნაღების და მუშკის იშვიათი მიქსი, რომ უფრო იდუმალი, მკაფიო და ბნელი სურნელი ჰქონდეს (ოოოოო  🙂   )

შემდეგია ივ სენ ლორანის “ნუ”. ბადრის დას ჰქონდა და თავიდან სასტიკად არ მომეწონა რატომღაც, მაგრამ მერე და მერე დავამუღამე და მეც მომინდა 🙂

რაღაც ძალიან უცნაური სუნამოა, ბადრი გირჩების სუნს ამსგავსებს, მაგრამ მე არ ვიცი გირჩების სუნი როგორია 🙂

აღმოსავლური ყვავილების სურნელი, ბერგამოტის და კარდამომის ნოტებით, ჟასმინით, ვანილით და მუშკით.

მერე მქონდა ნაომი კემპბელის at night, რომელიც ბადრიმ მაჩუქა ორჯერ. თითქოს ტკბილი სუნი ჰქონდა, მაგრამ არა გამაღიზიანებელი. თითქოს თვითონ კოსმეტიკის სუნი დაყვებოდა.

ატმის, შავი მოცხარის და მსხლის, ქარვის და ყვავილების არომატი. ძირითადად საღამოს მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.

და ეს ბოლო ხანებია ეივონის სუნამოებზე გადავედი რატომღაც. მქონდა percieve, INCANDESSENCE, eternal magic.

და ბოლოს, ჩემი ძველი მეგობრისგან შემომრჩა მამაკაცის სუნამო, რომელიც ძალიან ძალიან მომწონს, საკმარისია ერთხელ დავსუნო რომ მთელი დღე თან დამყვება სურნელი 🙂

ermenegildo zegna-ს ბიჭი

დაახლოებით ერთი წლის წინ რაღაც ჟურნალს ვათვალიერებდი ათასი სარეკლამო ფურცლით და წავაწყდი ერთ სურათს:

ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით? არ ვიცი, მაგრამ თვალები რომ დამიბნელდა ფაქტია 🙂 ერთი სიტყვით შემიყვარდა და არაფერი არ მაქვს გარდა ჟურნალის ერთი გვერდისა.

დავიწყე ჩემი შერლოკისეული ძიება ინტერნეტში და  zegna– ათასი რეკლამიდან და პოსტერიდან როგორც იქნა მივაგენი ჩემს ბიჭს! მაგრამ რათ გინდა, ვერც სახელი გავიგე ვერც გვარი (თითქოს რამეში მიშველიდა)

ამ ბიჭს ყველაფერი აქვს ისეთი, როგორიც მომწონს, სახის მოყვანილობა, თვალები, თმები, სხეული, ერთი სიტყვით ყველაფერი. ეს ყველაფერი სურათში, თორემ შეიძლება ლაივში სულ სხვანაირია.

მიყვარს ბაიკერი ბიჭები 🙂 🙂 🙂

პერფიუმი

სუნამოების სახალისო და ლამაზი  სარეკლამო სურათები.

აქედან მარტო D&G-ს crystal noir-ი მქონია, დანარჩენი არ ვიცი ისეთივე კარგები თუა, როგორიც ეს სურათები.