აკრძალულია წაკითხვა!

რამდენიმე დღის წინ ჩემს ძველ სახლში წიგნებს და სხვადასხვა ნივთებს ვარჩევდი აქ წამოსაღებად. ამ დროს აღმოვაჩინე ოთხი ასფურცლიანი რვეული, პირველ გვერდებზე სასტიკი გაფრთხილებით – გადაშლა აკრძალულია.

რა თქმა უნდა, ჩემი დღიურები- გამეცინა. თარიღდება 2002 წლიდან 2004 წლამდე. მერვედან მეათე კლასამდე. არც ერთი არაა ცარიელი, ყველა ბოლომდეა შევსებული. ეს რომ დაბეჭდო გამოვა ალბათ ერთი უზარმაზარი ტომი.

თავი დავანებე სხვა რაღაცეების ძებნას, დავჯექი დაბლა და გადავშალე. ოთხივე გადავიკითხე და უცნაური შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს სხვის ნაწერებს ვკითხულობდი და არა ჩემსას. ნუთუ მე მიყვარდა ასეთი რომანტიული შედარებები და მე ვიწერდი დღიურებში სასიყვარულო ლექსებს? მე ხომ ვერ ვიტან სასიყვარულო ლექსებს და საერთოდ ლექსებს ვერ ვიტან.

საინტერესოა რამდენად იცვლება ადამიანი და ეცვლება გემოვნება.  ვუსმენდი საშინელ მუსიკას და თავგამოდებული ვამტკიცებდი – როკს არასდროს მოვუსმენ-თქო.

ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ჩემი დღიურები იწყება იმ დღით, როცა სრულიად შემთხვევით და გადაკვრით მაქვს ნახსენები, რომ გავიცანი ერთი ბიჭი, ჩემი სკოლელი, თან მიწერილი მქონდა, ცუდი ბიჭი არაა თქო.

ესაა და ეს. ორწლიანი დღიურის ბოლო ფურცელიც ამ ბიჭით მთავრდებბა. მთელი ეს ეპოქა აქვს მიძღვნილი ჩემს ცალმხრივ სიყარულს, ტანჯვას, ცრემლებს, ღამეების თენებას და კიდევ ათას სისულელეს. ყველაფერთან ერთად მისი ნორმალურად გაცნობაც ვერ მოვახერხე, მარტო გამარჯობას ვეუბნებოდით ერთმანეთს, მაგრამ თავში სულელური აზრები ჩამებეჭდა – ამ ბიჭს თავი როგორ ვერ უნდა შევაყვარო-თქო და კი გადავყევი ამ აზრებს ორი წელი, დავიზიანე ნერვული სისტემა და დავწერე უამრავი გვერდი.

ვკითხულობდი ამ ყველაფერს და თან მეღიმებოდა. მაინც რამდენი კარგი და სასიამოვნო დრო მაქვს ნატარები, ყველა დღის ქრონოლოგია შემონახულია, ზუსტად შემიძლია გავიხსენო რას ვაკეთებდი 8 წლის წინ ამა და ამ დღეს.

რამდენიმე დღის წინ ჩემთან სტუმრად ჩემი მეგობარი იყო, ვინც ჩემთან ერთად გამოიარა ეს ყველაფერი და მკითხა, დღიურებს აღარ წერო? რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ როცა ყველაფერი დალაგდა და აღარაფერი მაწუხებდა, აღარც დღიურების წერის სურვილი გამჩენია.

 

ათასჯერ გადადებული ქორწილი, სულელური კითხვები და ურთიერთობები

აპრილის ბოლოს გვქონდა ნიშნობა და იმის მერე უკვე იმდენჯერ გადაიდო ჩვენი ქორწილი, სულ სხვადასხვა მიზეზების გამო – ხან ოჯახის წევრი წავიდა საზღვარგარეთ, ხან მარხვები დაიწყო, ხან რა და ხან რა. გუშინ ვუთხარი ბადრის, ეს იმის ბრალია, რომ კონკრეტულ თარიღს არასდროს არ ვამბობთ. ივნისის დასაწყისში, ივლისის შუაში, ასე არ გამოვა, უნდა მოვიფიქროთ კონკრეტული თარიღი, რომ იმას აღარ გადავცდეთ.

ვინაიდან ისევ მარხვა იწყება, მარხვაში კი ჯვარს ვერ დავიწერთ, სექტემბერი კი იდეალური თვეა ჯვრის დასაწერად, მე თავიდანვე შემოდგომის მომხრე ვიყავი, ზაფხულში უნდა დაისვენო და არა გათხოვდე 🙂 ჰოდა ამ დღეებში ზუსტ თარიღს ვიტყვით.

იმ დღეს რაღაც სტატიას მოვკარი თვალი, კითხვები, რომელსაც ქალები ადრე თუ გვიან უსვამენ საყვარელ მამაკაცს, თანაც სულელური კითხვები. ‘ჰმ” გავიფიქრე მე “მე რა თქმა უნდა არასდროს არ გამიჩნდება ასეთი კითხვები” და ჩავაყოლე სიას თვალი.

ჩემდა სამარცხვინოდ აღმოვაჩინე, რომ არათუ არ დავსვამ ამ კითხვებს, არამედ უკვე დასმული მაქვს 🙂

აი მაგალითად. მე და ბადრი ვზივართ.

მე: – მე რომ მოვკვდე, ცოლს მოიყვან?
 ბადრი – არა, რა თქმა უნდა.
მე: – არ მჯერა, რა თქმა უნდა მოიყვან.
ბადრი (ეცინება) – არ მოვიყვან.

და მეც მივდივარ უსასრულო ფიქრებში, რა მოხდება მე რომ მოვკვდე.

აი კიდევ: არასდროს არ მაქვს წონის პრობლემა. უფრო ხშირად მესმის – რა უბედურებაა, გასუქდი ცოტა, ვიდრე პირიქით. ასევეა ბადრი, ვერ იტანს როცა ძალიან ვხდები, სულ მეჩხუბება ბევრი ჭამეო, მაგრამ მაინც ჩნდება ეს სულელური კითხვა.

მე: როგორ ფიქრობ, გავსუქდი?
ბადრი – არა, ძალიან მაგარ ტანზე ხარ.
მე: არ მჯერა, შენ ასი კილოც რომ გავხდე მაინც მაგას მეტყვი.
ბადრი (ოხრავს)

აი კიდევ ერთი.

მე: ლამაზი ვარ?
ბადრი: ხომ იცი, რომ ლამაზი ხარ.
მე: არა, არ ვარ ლამაზი, შენ რომ გიყვარვარ იმიტომ გეჩვენები.
ბადრი – რა აზრები გაწუხებს? (დაღლილი სახით)

ესეც ასე, მეც იმ ქალების რიცხვს მივეკუთნები, სულელური კითხვებით რომ აბეზრებენ თავს საყვარელ მამაკაცებს.

სამაგიეროდ არასდროს ვლაპარაკობ ბავშებზე, როგორც ფსიქოლოგებმა აღნიშნეს, როცა ქალი მომავალ ბავშვებზე იწყებს ლაპარაკს, კაცი ფრთხება, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქითაა. გიჟდება ბავშვებზე, უნდა ალბათ 10 შვილი, მე კიდევ ჯერჯერობით ამ თემაზე ფიქრსაც ვერ ვბედავ და ხშირად უთანხმოება ამ მიზეზით ხდება ჩვენს შორის.

ჰოდა ასე… რა რთულია ურთიერთობები, არა?…

საუკეთესო TV წყვილები

რაც არ უნდა განსხვავებული ჟანრის იყოს ტელეშოუ, რომანტიული ელემენტები ყველას გასდევს, სასიყვარულო ისტორია აუცილებლად ჩართულია. ათი წყვილი სერიალებიდან, რომლებსაც ფიზიკურის გარდა ემოციონალური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

10. სმოლვილი – კლარკ კენტი და ლანა ლენგი

ყველაზე მრავალტანჯული წყვილი წყვილების ისტორიაში. ჯერ ისედაც სმოლვილი ათი სეზონია და კლარკმა ლანასთვის გრძნობების გამოტეხვას 5–6 სეზონი მოანდომა. ლიკას თქმის არ იყოს კომპლექსი დამიტოვა ამ სერიალმა უზომოდ გაწელილი  სიყვარულის. ყოველი სეზონის ბოლოს ლანა და კლარკი კლარკის სხვენში იდგნენ, სუპერმენი რა თქმა უნდა ვერაფერს ეუბნებოდა და ლანაც მიდიოდა.

სექსი – პირველი სექსი მეექვსე სეზონში ეღირსათ და ორივესთვის პირველი იყო. კლარკს ეშინოდა, რომ თავის ძალებს ვერ მოზომავდა და ლანას რამეს ავნებდა.

9. one tree hill ლუკასი და ბრუკი

სერიალში მთავარი წყვილი ლუკასი და პეიტონი იყვნენ, მაგრამ პირველად ბრუკთან ჰქონდა ლუკასს რომანი, მაგრამ გული მაინც ყოველთვის პეიტონისკენ მიუწევდა. ჰო, მათი რომანი ცხოვრებაშიც გადაიზარდა და ჩად მაიკლი და სოფია დაქორწინდნენ, მაგრამ მათი ქორწინება მცირე ხნიანი გამოდგა.

სექსი – ჰქონდათ პირველივე დღიდან, ყველგან და ყოველთვის.

8.  The O.C. სეტი და სამერი

სერიალში მთავარი წყვილი მარისა და რაიანი არიან, მაგრამ სეტის და სამერის  ურთიერთობა მაინც გამორჩეულია. დაბნეული და უიღბლო სეტი და სკოლის პოპულარული გოგო სამერი თავიდან ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ მალე ეს ყველაფერი სიყვარულში გადაეზრდებათ. ჰოდა ადამი და რეიჩელი სინამდვილეშიც 2 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს (ვერ უძლებს ეს ხალხი  ეკრანულ რომანებს)

სექსი – თავიდან ცოტა ყოყმანობენ, მაგრამ მერე სეტის ოთახში საათობით არიან ჩაკეტილები 🙂

7.  Chuck ჩაკი და სარა

ყველაზე ჯაშუშური წყვილი. სარა ნაციონალური უსაფრთხოების აგენტია, ჩაკი კი ძალიან დაბნეული და ლუზერი ბიჭი, რომელიც თავისი ყოფილი კოლეჯის მეგობრის იმეილს გახსნის და მის ტვინში ინტერსექტი, ანუ სახელმწიფოს ყველა საიდუმლო ჩაიტვირთება. სარას მისი დაცვა აქვს დავალებული და დაფარვის მიზნით მისი შეყვარებულის როლს ასრულებს, მაგრამ ჩაკს ის მართლა უყვარდება.

სექსი – ეღირდებათ მესამე სეზონში დიდი ტანჯვის და თავშეკავების მერე 🙂

6. legend of the seeker რიჩარდი და კეილინი

აქ სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიასთან გვაქვს საქმე. რიჩარდი მაძიებელია და უდიდესი მისია აკისრია, კეილინი კი confessor-ი (ამას ვერ ვთარგმნი) ანუ მას სექსი საყვარელ ადამიანთან არ შეუძლია, რადგან ამ დროს თავის დაფარულ ძალებს მისკენ მიმართავს და თავის მონად აქცევს ცხოვრების ბოლომდე. ისინი ჯადოქართან ერთად მოგზაურობენ, მაგრამ კოცნის იქით საქმე არ მიდის.

სექსი – არ აქვთ.

5.  gossip girl დენი და სერენა

რაღაც ვერ აღვიქვამ ამათ წყვილად, პრინციპში ახლა არც არიან ერთად, მეოთხე სეზონში, მაგრამ მთელს სერიალს მათი სიყვარულის ისტორია გასდევს 🙂 ჰოდა ისინი სინამდვილეშიც ხვდებიან ერთმანეთს. დენი – ღარიბი ბიჭი და სერენა – მდიდარი არისტოკრატი მანჰეტენიდან.

სექსი – გაცნობის დღიდან, უპრობლემოდ 🙂

4.  heroes საილერი და ელლე

ესეც საბედისწერო სიყვარულის ისტორია. საილერი, იგივე გაბრიელი ჯერ არ არის ბოლომდე გარკვეული თავის შესაძლებლობებში, როცა ნოა ბენეტი მასთან ელლეს შეგზავნის ფარული კამერით. გაბრიელი ენდობა მას და ყველა საიდუმლოს გაუმხელს, მაგრამ მოგვიანებით როცა ყველაფერს გაიგებს, ელლეს კლავს.

სექსი – აქვთ ხან სახლში, ხან სანაპიროზე 🙂

3.  true blood სუკი და ბილი

ვამპირის და ფერიას სიყვარულის ისტორია, არც ისე რომანტიული და შელამაზებული, მაგრამ საინტერესო. დღეს ანა და სტივენი ცოლ–ქმარი არიან.

სექსი – ბებიის სიკვდილის დამწუხრებული და განადგურებული სუკი თეთრი ღამის პერანგით სახლიდან გარბის და ბილთან მიდის. ბილი ამას გრძნობს და გარეთ გამოვარდება, მერე ხელში აჰყავს სუკი და სახლში ბუხართან მიეცემიან სიყვარულს 🙂 ჰო, სუკისთვის ეს პირველია.

2.  buffy the vampire slayer ბაფი და ენჯელი

ვამპირი ენჯელი და ვამპირებთან მებრძოლი ბაფი, თითქოს შეუთავსებელი წყვილია, მაგრამ ენჯელს სული აქვს სხვა ვამპირებისგან განსხვავებით და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. მართალია ენჯელი მესამე სეზონის მერე მიდის სერიალიდან, მაგრამ მეშვიდე სეზონამდე ბაფი იტანჯება მისი სიყვარულით 🙂

სექსი – ჰქონდათ ერთადერთხელ, რომლის შემდეგაც ანჯელმა სული დაკარგა და ბოროტ ვამპირად იქცა.

1.  buffy the vampire slayer ბაფი და სპაიკი

მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასდროს ყოფილან ნამდვილი წყვილი, მაინც ჩემი ფავორიტები არიან. ერთმანეთის მოსისხლე მტრები, რომლებიც მთელი სამი სეზონი ერთმანეთს მოსაკლავად დასდევდნენ, რატომღაც ეს სიძულვილი სიყავრულად გადაიზარდა. ბოროტი და მკვლელი ვამპირი სპაიკი მთლიანად იცვლება და ბაფის ეხმარება.

სექსი – პირველად ერთმანეთს სცემდნენ დანგრეულ სახლში, როცა ბაფიმ მოულოდნელად აკოცა და მერე ის სახლი უარესად დაანგრიეს 🙂 მეექვსე სეზონში ფაქტიურად სულ ამათი სექსი იყო და ბლუფერებში ყური მოვკარი სარა წუწუნებდა, რა ამბავია ამდენი სექსი ამ მეექვსე სეზონშიო 🙂 მაგრამ ბაფის სპაიკი არასდროს ჰყვარებია ისე, როგორც ანჯელი და მიუხედავად იმისა, რომ სერიალის ბოლოს სპაიკს ეუბნება მიყვარხარო, სპაიკი პასუხობს, რომ იცის ეს ასე არაა, მაგრამ მაინც მადლობელია ეს რომ უთხრა.

will you marry me?

ჩვენი გაცნობიდან ერთი კვირის მერე მითხრა ჩემი გრძნობა უფრო მეტია, ვიდრე მოწონებაო. სამი კვირის მერე მითხრა მიყვარხარო. ერთი თვის მერე კი უკვე ოჯახის შექმნაზე წავიდა ლაპარაკი.

იმის მერე ხუთი წელი გავიდა. ჯერ სკოლა უნდა დამემთავრებინა, მერე უნივერსიტეტი, ისიც მოთმინებით მელოდებოდა. უნივერსიტეტიც დავამთავრე უკვე ერთი წელია და გაზაფხულიც მოვიდა.

ცვლილებებს ძალიან რთულად ვეგუები. თითქოს მირჩევნია ერთ დინებას მივყვე, მაგრამ ახლა ნამდვილად ვიცი – ცვლილებების დრო დადგა.

რამდენიმე დღის წინ დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვუთხარი დედაჩემს, არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა. ბადრის არც იცნობს, ის რომ წავიდა, მაშინ გავიცანი, მარტო სურათებზე ჰყავს ნანახი. ჩემდა გასაოცრად ძალიან მშვიდად მიიღო და ყველაფერში დამეთანხმა. არადა როგორია, 6 წლის უნახავი შვილი გათხოვებას აპირებს, თანაც შენს გარეშე.

ეს ხუთი წელი საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში და რომ შემეძლოს კიდევ რამდენიმე თვეს დავამატებდი, მაგრამ დამღალა უკვე ხალხის რეაქციამ და გამუდმებულმა “არ თხოვდები? რა ამბავია ამდენი წელი” და ერთი უზარმაზარი მარაზმი, რასაც ხშირად იმეორებენ: “და–ძმურ სიყვარულში არ გადაგეზარდოთ” ჰა ჰა ჰა.

სიმართლე ითქვას ცოტა არ იყოს და მეშინია. როგორც უკვე ვთქვი სიახლეებს ძნელად ვეგუები, თანაც მთლიანად გარემოს შეცვლას, მაგრამ ბადრიც მეცოდება, უკვე ორი თვეა მარტო ცხოვრობს.

მიუხედავად ამისა, ყველაფერი გადაწყვეტილია, აპრილის ბოლოს ნიშნობა იქნება.

სიყვარული და სხვა კატასტროფები

სიყვარული რა შუაშია, უბრალოდ ერთი კინო გამახსენდა 🙂 ჰოდა რაც შეეხება ავადმყოფობებს 🙂 რომ დავფიქრდი, ბევრი ვერაფერი გავიხსენე საინტერესო. როგორც ჩანს არ ვიყავი ძალიან ცელქი ბავშვი. არასდროს არ მქონია სხეულის მოტეხილობა. (ხვალ რომ გავალ სახლიდან თუ მოვიტეხე კისერი მერე ნახეთ) 🙂 არასდროს ვწოლილვარ საავადმყოფოში.

მაგრამ ყოფილა რამდენიმე უბედური შემთხვევა 🙂

მაგალითად მთელი ბავშვობა რატომღაც სულ გრიპი და სიცხე მქონდა, იმუნიტეტი- 0. ისეთი საცოდავი ვიყავი, სულ ვიწექი მიკნავებული.

მერე დაიწყო ჩემი ახლანდელი პრობლემაც და ნაღველმა შემომიტია 🙂 ჩემი ნორმალური სიცხე 37 გახდა ყოველდღიურად. მწარეზე, მჟავეზე, სასმელზე მიღიზიანდება და სიგნალს მაძლევს. მართალია მკიდია, მაგრამ ხანდახან მახსენებს ხოლმე თავს.

ორი წლის წინ მე და ლიკა არხეინად ვადუღებდით წყალს ჩემს გაზთან, რაღაცაზე ვიცინოდით როგორც ყოველთვის და ეს წყალი მოულოდნელად გადმომესხა ფეხზე. არასდროს არ ვვარდები პანიკაში, არც ყვირილი მახასიათებს ამ დროს, მაგრამ ისეთი ტკივილი ვიგრძენი, რომ ჩემი კივილის ხმა შორიდან ჩამესმოდა.

მთლიანი მარცხენა ფეხი საშინელ დღეში ჩავარდა. მეორე დღეს სახვევები რომ მოვიხსენი უზარმაზარი წყლის ბუშტები მეკიდა. ისევ მე მოვუარე ჩემს თავს, სხვებს გული მისდიოდათ.

კანის გადაძრომის მერე ფეხი გაწითლდა და მთლიანად სისხლიანი იყო. მეორე ხარისხის დამწვრობა იყო, საშინელებათა ფილმებში ბოლოს მთავარ გმირს რომ გადაუტყავდება ხოლმე ფეხები და მაინც მირბის, ეგეთი შეხედულება ჰქონდა 🙂

ჩემდა გასაოცრად კვალიც არ დაუტოვებია ისე გამიარა.

აი ერთი წლის წინ წინა ზაფხულს კი ლამის მოვკვდი, ისეთ დღეში ჩავვარდი. რაღაც ნაწლავების ინფექცია თუ დებილობა შემეყარა. ასე ცუდად არასდროს არ ვყოფილვარ. 40-მდე სიცხე, საშინელი ტკივილი მუცელში,  თან ზუსტად გამოცდების პერიოდს დაემთხვა. ყველაზე რთულ გამოცდაზე ისეთი წავედი, უფრო სწორად ბადრიმ წამიღო, ვერ ვაზროვნებდი. კიდევ კარგი, იქ ცოტა მოვედი აზრზე და დავწერე. მთელი ერთი თვე სიკვდილს ვნატრობდი.

პრინციპში სხვა ისეთი არაფერი მომსვლია, ექიმების არ მეშინია, არც კბილის ექიმის 🙂

ჩემი crush-ი

ვიცი ტვინი მო****ი ამ კაცზე ლაპარაკით, მაგრამ ისე როგორ უნდა გამიძლოს გულმა, რომ ერთი განსხვავებული პოსტი არ მივუძღვნა, უბრალოდ არ შემიძლია.

მაშ ასე:

ზაქარი კინტო დაიბადა 1977 წელს პიტსბურგში, დაამთავრა კათოლიკური სკოლა და მელონის უნივერსიტეტი, პირველი როლი კი 2000 წელს მიიღო სერიალში “სხვები”, რა თქმა უნდა ეპიზოდური როლი. ამის მერე სხვადასხვა თინეიჯერულ და გასართობ სერიალებში იღებდა ეპიზოდურ როლებს, მაგრამ მისი კარიერა წინ ვერ მიიწევდა.

პირველი სერიოზული როლი, რომელიც მიიღო ძალიან ცნობილ სერიალში, ეს იყო “24”, სადაც ზაქარი პროგრამისტის როლს ასრულებდა.

აი მერე დაიწყო რაც დაიწყო, ზაქარიმ სულ ცოტა ხანში იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ ათასობით საიტები და ფან-კლუბები მიუძღვნეს, თაყვანისმცემლების უზარმაზარი არმია გამოუჩნდა ჩემი ჩათვლით 🙂

NBS- ის ჰიტად ქცეული სერიალი, გმირები, რომელმაც სულ მალე მთელი მსოფლიო მოიცვა ზაქარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩნიათ, ცდილობენ ერთმანეთთან დაკავშირებას და გაერთიანებას, რადგან გამოჩნდა მკვლელი, რომელიც სწორედ ასეთ ადამიანებს კლავს და მათ შესაძლებლობებს ითვისებს.

6 სერიის განმავლობაში მხოლოდ ამ ადამიანის სახელს ახსენებენ – საილერი. მეექვსე სერიაში ჩნდება ეს ცნობილი საილერი, ზის კაფეში კეპკით და შემდეგ მსხვერპლს უთვალთვალებს. რამდენიმე სერია სახე ნორმალურად არც კი უჩანს.

როგორც სხვადასხვა საიტებზე და ფორუმებზე წერენ, ამ სერიალმა იცის დამოკიდებულება და მიჩვევა (addict) ანუ მარტო მე არ მომსვლია დაზომბება, ვეღარაფერზე ვერ ვფიქრობდი, სულ მინდოდა მეტი და მეტი მეყურებინა, დღეში 10 სერიაზე ავდიოდი.

საილერის ისტორია კი ასეთი იყო – გაბრიელ გრეი, რომელიც მესაათის ოჯახში გაჩნდა, ყოველთვის იყო დარწმუნებული, რომ რაღაც უნარი გააჩნდა და არ იყო ჩვეულებრივი და სხვების მსგავსი. მან მიაგნო პროფესორ სურეშს, რომელიც ასეთ ფენომენს იკვლევდა და არწმუნებდა თავის შესაძლებლობებში, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამის მერე ის შეხვდა ადამიანს, რომელსაც ნივთების გადაადგილება მზერით შეეძლო და მოკლა. ეს ძალა მას გადაეცა.

როცა დაინახა, რომ შეეძლო ასე ძალიან ბევრი უნარი შეეძინა, მოიშორა პროფესორი სურეში, რომლის შვილი მოჰინდერი (საყვარელი ინდუსი) მთავარ როლშია სერიალში და მამის სიკვდილს იძიებს, და ახლა ყველა განსხვავებულ ადამიანზე დაიწყო ნადირობა. ერთ ბარში როცა ჰკითხეს რა ერქვა, დახედა საათს, სადაც დაინახა წარწერა საილერი და ასე შეიქმნა ერთ-ერთი villain-ი ტელე-შოუების ისტორიაში.

ერთადერთი რომანი, რომელიც საილერსა და ასევე უნარის მქონე ელეს შორის იყო, ცუდად დამთავრდა. ელეს როლს კრისტენ ბელი ასრულებდა.

ეს წყვილი ბევრჯერ შენიშნეს რესტორნებში და ბარებში ძალიან მხიარულად რომ ატარებდნენ დროს, მაგრამ რეალური რომანი მაინც არ შედგა.

საილერის მთავარი მოწინააღმდეგე პიტერ პეტრელია, რომლის როლსაც მილო ვენტიმიგლია ასრულებს. ესეც მათი ძალიან შთამბეჭდავი ბრძოლები:

ჩემი უუუუსაყვარლესი სიმღერით:

ესეც გმირების ძალიან ნიჭიერი და კარგად შერჩეული ქასთი:

ისე მომენატრა, ლამისაა დავჯდე და თავიდან ვუყურო, მიყვარს 😦

პირველი სექსი

დამაინტერესა რა ასაკში და როგორ დაკარგეს ქალიშვილობა-ვაჟიშვილობა ჰოლივუდის ვარსკვლავებმა. ამაზე ლაპარაკი ჩვენგან განსხვავებით სულაც არ ერიდებათ და იხსენებენ ყველა წვრილმანს.

მაგალითად დენიელ რედკლიფმა ვაჟიშვილობა 16 წლის ასაკში დაკარგა თავისზე დიდ ქალთან. პრესა ფიქრობს, რომ აქ მის ყოფილ მეგობარ გოგოზეა ლაპარაკი, რომელიც მაშინ 23 წლის იყო და აშკარად არ იქნებოდა ქალიშვილი.

ჰარი პოტერის მერე ალბათ ბევრს უნდოდა დენიელისთვის პირველი ყოფილიყო, მაგრამ ჰარიმ გამოცდილი და მასზე დიდი ქალი არჩია. მაინც პირველი იყო და…

ბლექ აიდ ფისის სოლისტმა ფერჯიმ ქალიშვილობა 18 წლის ასაკში დაკარგა.

ფერჯი ამბობს, რომ თავის თავს ყოველთვის ძალიან სექსუალურ პერსონად თვლიდა და ხშირად იმეორებდა ამას. არ ასახელებს იმას, ვისთან ჰქონდა პირველი სექსი, მაგრამ  ამას რა მნიშვნელობა აქვს – დღეს ჯოშ დუჰამელის ცოლია. damn.

ფერჯი ბევრჯერ დაასახელეს, როგორც ყველაზე სექსუალური ფეხების მფლობელი. ალბათ სექსის დროსაც წარმატებით იყენებს ამ თავის ღირსებას 🙂

აი ჯონიმ კი ნამდვილად გამაკვირვა. გასაგებია, რომ კაცებს უფრო ადრეულ ასაკში აქვთ პირველი სექსუალური ურთიერთობა, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელებულმა ჯონი დეპმა ვაჟიშვილობა 13 წლის ასაკში დაკარგა, როგორც ეს ცნობილ ჟურნალს გაუმხილა.

აი ჯერ სად იგრნობოდა ამ კაცის ტემპერამენტი 🙂

მეგან ფოქსმა მისი თქმით ქალიშვილობა 17 წლის ასაკში დაკარგა. არ ვიცი ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ცოტა არ იყოს და გამიკვირდა 🙂

თან კიდევ ერთი – მეგანმა განაცხადა, რომ ეს “პირველი” არ იყო უხერხული, რადგან ის ვისთანაც სექსი ჰქონდა, მასზე შეყვარებული იყო. სიტყვა ის ინგლისურად her, ანუ პირველი სექსი ქალთან ჰქონდა. მეგანის ბისექსუალობის ამბავი ყველამ იცის ჰოლივუდში.

ცნობილი whore  პარის ჰილტონი, რომლიც პორნო ვიდეოებით არის სავსე ინტერნეტი, აცხადებს, რომ ქალიშვილობა 15 წლის ასაკში დაკარგა. მიკვირს, რომ იქამდე გაუძლო გულმა 🙂

ტორი სპელინგის ძმა რენდი ირწმუნება, რომ სწორედ ის იყო პირველი პარისისთვის. ფაქტი სახეზეა – რა აზრი აქვს პირველი თუ იყო, უკანასკნელი ნამდვილად არ ყოფილა, იმის მერე პარისმა უამრავი შემთხვევითი თუ მუდმივი პარტნიორი გამოიცვლა.

ჯესიკა სიმპსონი კატეგორიულად აცხადებს, რომ ქორწინებამდე სექსი არ ჰქონია. მისი პირველი მამაკაცი ნიკი, მისი ქმარი იყო.

ისე, ეს ტრადიცია იქაც პოპულარული იყო ერთი პერიოდი, ბრიტნი სპირსიც თავს იკლავდა ქალიშვილი ვარო, მაგრამ მერე იკადრა და აღიარა, რომ პირველი სექსი 14 წლის ასაკში ჰქონდა

კიდევ… ჰილარი დაფი – 20 წელი, კელი ოსბორნი – 16, სიენა მილერი – 16, მეთიუ მაკჰონაკი – 15, ოზი ოსბორნი – 14,  ადრიანა ლიმა 27 წლამდე, სანამ არ გათხოვდა, კეიტ მოსი – 14.

და თქვენ რამდენი წლის იყავით ? 🙂 😉 🙂

არ მიყვარს…

მმმ… რა არ მიყვარს? რომ დავფიქრდი ბევრი რამე არ მიყვარს.

არ მიყვარს წერის დროს ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც ლაპარაკის დროს იყლაპება, მაგალითად “რო” “რატო” “რავი” “იმიტო” “ხო” (ხომ-ის მაგივრად). ლაპარაკის დროს ეს ბგერები შეიძლება ჩაიყლაპოს, მაგრამ წერის დროს ძალიან ცუდად მხვდება თვალში და შესაბამისად არც ვიყენებ.

არ მიყვარს ბადრიჯანი, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე ჭამა.

არ მიყვარს საზამთრო, არც არასდროს მყვარებია და არც არასდროს შევიყვარებ. უბრალოდ ვერ ვიტან.

არ მიყვარს ისტორიული ფილმები და წიგნები რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

არ მიყვარს კი არა მთელს ნერვულ სისტემას ფეხზე მიყენებს ხვრინვის ხმა, განსაკუთრებით თუ ღამე მესმის. სმენა მაქვს იდეალური, ღამე ქალაქის ბოლოს მანქანამ რომ გაიაროს, იმას გავიგებ. ბიძაჩემი მეორე ოთახში წევს და იქიდან მომდის ხოლმე ხმა, ჭკუიდან ვიშლები, შეიძლება ამ დროს დავახრჩო ადამიანი აფექტურ მდგომარეობაში.

არ მიყვარს შუქში ძილი, ვერაფრით ვერ ვიძინებ.

არ მიყვარს საწოლში საბანი და ე.წ. “ჩიხოლი” ცალ-ცალკე რომ მიდიან.

არ მიყვარს წვეტიანი ფეხსაცმელები.

არ მიყვარს ყავისფერი და ნაცრისფერი. განსაკუთრებით ყავისფერი.

არ მიყვარს მარტოს ფეხით სიარული.

არ მიყვარს ზურგზე ძილი.

არ მიყვარს მწერები, მეზიზღება და მეშინია.

არ მიყვარს საინფორმაციო გამოშვებების ყურება.

არ მიყვარს ჯაზი.

არ მიყვარს მოკლე თმები და 5-6 წლის ასაკის მერე არც მქონია. ასე მგონია გრძელი თმა ყველა გოგოს უხდება.

არ მიყვარს ტელევიზორს ხმამაღლა რომ აქვს ხმა აწეული (მგონი ნერვოზი მაქვს)

კიდევ ბევრი რამე არ მიყვარს, მაგრამ ვერ გავიხსენე. 😉

star-crossed lovers 16+

ჩემი ყველა დროის ფავორიტი წყვილის  ჩემს მიერ ამოჭრილი სცენები მეექვსე სეზონიდან.

კაცი, რომელიც იყო მკვლელი, ბოროტი, უგრძნობი და ცივი,  შეცვალა სიყვარულმა. მტრები, რომლების ზიზღიც სიყვარულში გადაიზარდა – ბაფი და სპაიკი.

ძალიან ბევრი ვიწვალე ამ ვიდეოზე, ნორმალური ჯოინერი ვერ ვნახე, თავისი ტიტრები დამიდო, ზოგგან ორიგინალი ტიტრებია შეყოლილი და რუსული გახმოვანებითაა, მაგრამ ღირს ამათ.

+16 კი იმიტომ, რომ ბევრი სექს სცენაა, მაგრამ ისეთი არაფერია, ნანახი რომ არ გქონდეთ, თანაც ამ სერიალს ასაკის ლიმიტი არ ჰქონია, ასე რომ არაუშავს.

ესეც ასე, star-crossed lovers – buffy sommers & spike (william bloody)

სამი ფილმი ვალენტინობაზე

სანამ სახლში ვზივარ და ბადრის ველოდები, რომელიც საღამომდე მუშაობს, თავს ხან ფანჯრიდან ყურებით ვირთობ და ხან ინტერნეტით. გარეთ წყვილები დადიან ყვავილებით,  ყვავილებით რა, ძირითადად ერთი წითელი ვარდით. ხან ბიჭები დარბიან აქეთ-იქით პარკებით და სათამაშოებით ხელში, ერთი სიტყვით უხარიათ ცხოვრება და მეც რომ მბეზრდება რეალითი შოუს ყურება ფანჯრიდან, კომპიუტერს ვუბრუნდები.

ვალენტინობის თემაზე ბევრი ფილმია გადაღებული, მათ შორის უმრავლესობა რომანტიულ და სასიყვარულო თემაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა ჟანრის ფილმებმა დამაინტერესა და სამი ფილმი ვნახე, სადაც ვალენტინობის დღე ფიგურირებს. დავიწყოთ:

1. valentine (2001)

ჩემი დევიდი მთავარ როლში, ასევე კეტრინ ჰეილი და დენის რიჩარდსი. ჟანრი : საშინელებათა, ტრილერი. რამდენიმე მეგობარი გოგო მისალოცი ბარათების მაგივრად მუქარის წერილებს იღებენ, ამას სერიოზულად არ აღიქვამენ, მაგრამ როცა ერთ-ერთ მათგანს კლავენ, ისინი ხვდებიან, რომ საქმე სერიოზულადაა.

გადმოწერა

2.  Blue Valentine 2010

ერთი წყვილის ისტორია, რომლებიც ცდილობენ გადაარჩინონ ოჯახი დანგრევისგან. ჟანრი : ცხოვრებისეული დრამა.

მთავარ როლებში რაიან გოსლინგი და მიშელ უილიამსი. რაიანი მთელმა მსოფლიომ ცნობილი როლით ” the notebook”  შეიყვარა, ამ ფილმის გარდა ბევრგან მყავს ნანახი, ძალიან ნიჭიერი მსახიობია. მიშელი სერიალიდან “downson’s greek” მახსოვს, სადაც ძალიან ახალგაზრდაა, იმის მერე ბევრი სერიოზული როლები ჰქონდა. როგორც ხედავთ ფილმის პოსტერს აწერია ” თუ სამართალი არსებობს რაიანი და მიშელი ოსკარზე უნდა წარადგინონ”


გადმოწერა

3. My Bloody Valentine 2009

საშინელებათა ჟანრის სამგანზომილებაში გაკეთებული ფილმი. ტონი, რომელიც დიდი ხნის შემდეგ ჩადის მშობლიურ ქალაქში, მთავარი ეჭვმიტანილი აღმოჩნდება მკვლელობებში და ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ ის არაა მკვლელი. მთავარ როლში ჯენსენ ეკლსი.

გადმოწერა

რა ვქნათ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვერთობით ვალენტინობას 🙂