ნიჭიერი – ოღონდ არა ქართული

დავიწყე ბრიტანული გოთ ტალენტის მეხუთე სეზონის ყურება, წინა 4 ნანახი მაქვს. უკვე დამთავრებულია, მაგრამ თავს არ ვისპოილერებ და არ ვნახულობ ვინ გახდა გამარჯვებული.

ამერიკული ვარიანტიც ძალიან მომწონს, მაგრამ რატომღაც ბრიტანული მირჩევნია, რაღაც სხვა მუხტი აქვს თითქოს.

ძალიან საინტერესო ქასთინგები იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის აქაც გამოირჩეოდა რამდენიმე მონაწილე.

რუმინელი მონაწილე, რაზი გოგონეა, რომელიც მატრიცას დიდი თაყვანისმცემელია:

მაიკლ კოლინზი, რომელიც მივიდა ნარინჯისფერ სპორტულ ქურთუკში და საშინაო შარვალში, მისგან ბევრ არავინ არ ელოდა, თუმცა მოახერხა ხალხის გაოცება.

მაიკლ მორალი, 21 წლის ფრანგი მოცეკვავე, რომელიც სპეციალურად ამ ქასთინგისთვის ჩამოვიდა საფრანგეთიდან:

12 წლის ბიჭი ძლიერი ხმით, რონან პარკე:

და ჯეი მაკდაუელი, რომელიც რატომღაც ძალიან მესიმპათიურება:

ბონუსად: ბრიტნის ორეული ცეკვავს შიშველი

 

საუკეთესო music video

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ხშირად როცა ჩემს საყვარელ სიმღერას ვუსმენ, გონებაში წარმომიდგენია, როგორი უნდა იყოს კლიპი, მაგრამ კლიპის ყურების შემდეგ იმედები მიცრუვდება. ხან შინაარსია უაზრო, ხან ის ემოციები ვერ მოაქვს რაც საჭიროა, ერთი სიტყვით არ მომწონს. ზოგ სიმღერას კი საერთოდ არ აქვს მუსიკალური ვიდეო.

მაგრამ არის ისეთი კლიპებიც, რომელებიც ზუსტად ემთხვევა ჩემს წარმოდგენებს და გემოვნებას და რომლების ყურებაც არ მბეზრდება არასდროს.

ტოპ ათეული.

9. rob dougan – furious angels

მიყვარს, მიყვარს ეს უცნაური სიმღერა და ეს უცნაური კლიპი, მიყვარს რობ დოუგანი, რომელიც უნიჭიერესი კომპოზიტორია და რომელსაც საოცარი კომპოზიციები აქვს შექმნილი, განსაკუთრებით მატრიცასთვის.

8. sum 41 – pieces

ერთგვარი პროტესტი ყალბი და მინებში ჩასმული ცხოვრებისადმი და იმისთვის, რომ იყო იდეალური. მართლა დამაფიქრებელი და საინტერესო კლიპია, სიმღერაც რა თქმა უნდა.

7. The Fray – You Found Me

კარგი ხარისხის კლიპი, მისტიური ელემენტებით. თანაც ჯგუფის წევრები იდუმალი სახეებით დგანან სახლების სახურავზე და ჩაფიქრებული სახეებით გადაჰყურებენ ქალაქს.

6. within temptation – the howling

ამ ჯგუფის ყველა კლიპი პატარა ფილმია, როგორც შინაარით, ასევე სუპერ–სუპერ ეფექტებით. გოთიკური, მისტიური, გრანდიოზული და მასობრივი. ამ შემთხვევაში სიმღერა ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული და ნაჩვენებია კონტრასტები ომსა და მკვლელობას შორის და ჩვეულებრივ ცხოვრებას.

5. Breaking Benjamin – The Diary of Jane

დიდ, მიტოვებულ სახლში ან სასტუმროში დარბის თეთრპერანგიანი ჯეინი და სარკეებს ეძებს, მაგრამ ის სარკეში თავის თავს ვერ ხედავს და ამით ძალიან სასოწარკვეთილია, ბენჯამინების სიმპათიური სოლისტი კი მის დღიურს უმღერის.

4. papa roach – scars

ჩემი უსაყვარლესი სიმღერა და საყვარელი სოლისტი – ჯეიკობსი, რომელიც თავიდან ფეხებამდე ფერადი ტატუებითაა დაფარული. კლიპში მისი გერლფრენდი ალკოჰოლიზმითაა დაავადებული და თავს ვერაფერს უხერხებს, ერთხელ კი მის სახლს გადაწვავს შემთხვევით, პაპა როაჩი კი ნანგრევებში მღერის.

3. linkin park – shadow of the day

ლინკინ პარკის ყველა სიმღერა ჩემთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათი კლიპები არ მომწონს. ეს კლიპი განსხვავდება სხვა დანარჩენებისაგან, ქუჩის პროტესტების წინააღმდეგაა მიმართული, თანაც ჩესტერი კარგად გამოიყურება 🙂

2.  within temptation – all i need

ჯენიფერ ლოპესის ცნობილი ფილმის “უჯრედის” შთაგონებით გაკეთებული კლიპი – უსაზღვრო ფანტაზიას და რეალობას შორის, ადამიანის გონებაში არსებული მიუდგომელი ადგილები, რომელიც ამ კლიპიშია ასახული.

 1. my chemical romance – the ghost of you

შეიძლება ითქვას, რომ ეს სიმღერა კლიპით შემიყვარდა. ომის პერიოდია. პატარა წვეულება, სადაც ჯარისკაცები არიან შეკრებილები. ისინი გოგონებს საცეკვაოდ იწვევენ. პარალელურად აჩვენებენ მათ ბრძოლის პერიოდში, როგორ ცდილობენ თავის გადარჩენას, როგორ ეღუპებათ თანამებრძოლი, ახლა კი ისინი უბრალოდ ცეკვავენ. ძალიან ემოციური კლიპია და სიმღერაც. ჰო და თან ჯერარდი ამ კლიპში ყველაზე სიმპათიურად გამოიყურება, რაც ოდესმე მინახავს.

სერიალის ქუდები

ყველა სერიალს თავისებური ქუდი აქვს. ძირითადად არსებობს ორი კატეგორიის ქუდები. პირველი – სადაც უბრალოდ რამდენიმე წამი ეწერება სერიალის სახელი, როგორც ვამპირების დღიურებში, დაკარგულებში, გმირებში და კიდევ ბევრი – და მეორე, სადაც სიმღერა ადევს და მსახიობების სახელი და გვარები ეწერება, ხანდახან მათ გამოსახულებაზეც.

5. pretty little liars.

სულ 30 წამიანი წუდი აქვს, მაგრამ ერთხელაც არ გადამიხვევია, რაღაც კარგად არის დამჯდარი სიმღერაც და პატარა შესავალიც.

ჯგუფი the pierces, რომელთაგან ერთ–ერთი წევრი სერიალში ბოროტი გოგოს როლს ასრულებს 🙂

4. the o.c

ასეთი ტიპის სერიალებში უფრო არის კარგი ქუდები, საერთოდაც ხშირად ბევრი ცნობილი ჯგუფი თუ მომღერალი ჰყავდათ სერიალის განმავლობაში, მათ შორის the killers, the perishers.

ჰო, ეს სიმღერა დიდი ხანი მქონდა ამოჩემებული, კალიფორნიაააა, კალიფორნიააააა, ერთხელ თუ აიჩემე, ძნელია მერე შეეშვა.

ნახევარწუთიანი ქუდი:

ძალიან კარგი ჯგუფი the phantom planet.

 3. one tree hill

ასევე მუსიკალურად დატვირთული სერიალი, ერთ–ერთი მთავარი გმირი, ჰეილი, მომღერლობაზე ოცნებობს და აიხდენს კიდეც ამ ოცნებას. ღამის კლუბში, სადაც ისინი ხშირად იკრიბებიან, ბევრი ცნობილი მომღერალი თუ ჯგუფი ჰყოლიათ სტუმრად.

ქუდი 40 წამიანია.

სერიალს გევინ დეგრაუს ძალიან ცნობილი სიმღერა I don’t wanna be ადევს.

2. Smallville

ათი სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე სიმღერა და ალბათ ყველაზე მეტჯერ მოსმენილი. სამბადი სეიიიიიიიიივ მიიიიიიიიიიი

რემი ზიროს სიმღერა, რომელიც დავიზეპირე და მიუხედავად იმისა, რომ კარგი სიმღერაა, არასდროს გამჩენია სურვილი ისე მომესმინა, ამომიყვანა სმოლვილმა ყელში 🙂 მეოთხე სეზონში გამოსაშვებ საღამოზე ჰყავდათ ეს მომღერალი მოწვეული და სხვა სიმღერებთან ერთად ეს ცნობილი ქუდიც შეასრულა.

1. true blood

მმმ, ყველაზე ჭუჭყიანი და უცნაური ქუდი, რაც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ ამავე დროს იდეალურად შეეფერება სერიალის შინაარს. პატარ–პატარა გაწყვეტილი კადრები, რომლებიც თითქოს უშინაარსოდ უკავშირდება ერთმანეთს, მაგრამ არის ამაში რაღაც…

ჯეის ევერეტის სიმღერა – bad things

I wanna do bad things to you…..

manah manah…

დღეს მივედი ბადრისთან და მთელი დღე თავისთვის ბუტბუტებს “მანა მანა”, გაუჩერებლად მღერის და მღერის, რა არის ეს მანა მანა ვინტერესდები. არ იციო? არა მეთქი. ჰოდა მე ვიციო და მღერის ისევ.

როგორც იქნა გამიზიარა მეც ეს მონა მონა და მაჩვენა იუთუბზე და ახლა მე ამეკვიტა. დავდივარ და ვბუტბუტებ ჩემთვის – მანა მანა, ტამ ტა ტააამ 🙂

ჰო, რაც შეეხება ვიდეოს, 1969 წლის შოუს ვერსიაა მარიონეტებით. ორი სავარაუდოდ მდედრი არსება მღერის და მოდის მესამე, ბანჯგვლიანი და სასაცილო, იცის მარტო ერთი სიტყვა – მანა, მანა, არ აცდით ამათ სიმღერას და ეკვეტება თავისი რეპლიკით. შუა ნაწილში იჭედება და საცოდავად ჩერდება. ეს არსებები თავს უქნევენ, არაო, არაო, წადიო და მერე ისევ მანა მანა…

ეს რიმეიქი:

ესეც სულ პირველი, 1969 წლის:

ჰოდა, რას ვამბობდი… მანა მანააა

მანა მანა

მანა მანააა…

 

once – story of the music and love

ფეისბუქზე ჩემი მეგობრის დალინკულ ვიდეოს წავაწყდი და ძალიან კარგი და თბილი ფილმი გამახსენდა. ირლანდიურ- ამერიკული პროექტი “once” (2006)

2006 წელს ფილმმა ოსკარი აიღო საუკეთესო საუნდტრეკისთვის, რომელსაც მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები ასრულებენ.


Glen Hansard – გლენი ძირითადად სიმღერებს წერს, კომპოზიტორია, ამ ფილმის გარდა არსად არ უცდია სამსახიობო ძალები. ძალიან თბილი და სასიამოვნო ხმა აქვს. გლენი ირლანდიაში, დუბლინში დაიბადა. მას ამერიკის კინოააკადემის უმაღლესი ჯილდო აქვს მიღებული თავისი შესრულებული სიმღერისთვის. უკრავს გიტარაზე.
Markéta Irglová – ჩეხეთში დაბადებული 22 წლის მუსიკოსი და კომპოზიტორი. გლენის მსგავსად არც მას აქვს სამსახიობო გამოცდილება. უკრავს ფორტეპიანოზე.

რაც შეეხება ფილმს – მოქმედება დუბლინში მიმდინარეობს.  საინტერესოა, რომ მთავარ პერსონაჟებს სახელები არ აქვთ. გლენი ქუჩის მუსიკოსია, მამამისს პატარა სახელოსნო აქვს გახსნილი, სადაც მტვერსასრუტებს აკეთებს.

ერთ დღესაც გლენი გოგოს შეხვდება, რომელსაც მისი სიმღერები ძალიან მოსწონს. ისინი ერთმანეთს გამოელაპარაკებიან და გოგო ეტყვის, რომ მტვერსასრუტი გაფუჭებული აქვს, ასე რომ მათ კიდევ ერთი შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემათ.

ისიც მუსიკოსია და ფორტეპიანოზე კარგად უკრავს. მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაშია გლენის დაწერილ სიმღერას ერთად იმღერებენ. ეს სიმღერა გახდა სწორედ ოსკარის მფლობელი:

საერთო ბევრი აქვთ, მუსიკა, ცხოვრების სტილი, მაგრამ გოგოს ქმარი და პატარა შვილი ჰყავს, ბიჭს შეყვარებული, რომლის სანახავადაც ლონდონში მიდის.  ისინი რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერს გააკეთებენ და ერთმანეთს შორდებიან. გლენი ლონდონში მიდის, ის კი ქმარს უბრუნდება.

ძალიან ლამაზი, მუსიკალური ჟანრის, სასიამოვნო საუნდტრეკებით, მაღალი რეიტინგით იმდბზე (8.0) და კინოააკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ფილმის საათი და 20 წუთი წინ გელით…

download