ოჯახის კაცი

მიყვარს, მიყვარს, მიყვარს…. ვგიჟდები აბსურდულ კომედიებზე და განსაკუთრებით ამ საოცარ ანიმაციაზე!

დეგრადირებული გრიფინების ოჯახის თავგადასავლები – დედა, სექსუალური და წითელთმიანი ლუისი, მამა- მსუქანი და გონებაჩამორჩენილი პიტერი, შვილები – გარდატეხის ასაკში მყოფი კრისი, რომელიც თავის მუწუკებს ელაპარაკება ხოლმე და ულამაზო და სათვალეებიანი მეგი. კიდევ ბრაიანი, ძაღლი, რომელიც ძალიან ინტელექტუალურია და წიგნებს წერს, თან ლუისზეა შეყვარებული.

ერთი წლის სტიუი განსაკუთრებული ფენომენია, ყველაფერი იცის, დროის მანქანასაც თავისუფლად ააწყობს, ვერ იტანს დედას, ერთადერთი ვისთანაც მეგობრობს ბრაიანია. აქვს მცირე გეი გადახრები და ძალიან მწარე ენა.

პროექტის ავტორი სეტ მაკფარლენია, ასევე თვითონ ახმოვანებს პიტერს/ბრაიანს/სტიუის და სხვა ეპიზოდურ პერსონაჟებს.

კრისს სეტ გრინი ახმოვანებს, მეგს კი მილა კუნისი.

ჩემი ფავორიტი მომენტები:

პიტერის აკვიატება – სიმღერა ლურჯ ფრინველზე

პიტერმა დებილი ცხენი იყიდა და სახლში მოიყვანა:

სტიუი მარტო დარჩა სახლში და სოდიანი წყლის დალევა მოუნდა:

სტიუიმ პირველად დაინახა ვაგინა 🙂

ესეც პიტერის პროსტატის გასინჯვა. ამ ღნავილზე ვგიჟდები:

და ესეც ყველაზე ცნობილი მაამ, მაამ, მამიი, მამიიი:

8.7 აქვს იმდბ-ზე და 4 ემის მფლობელია, პლიუს უამრავი სხვა ნომინაცია, ახლა მეათე სეზონი მიმდინარეობს და ერთი სიტყვით იმდენს მაცინებს, რომ სიცოცხლეს მიხანგრძლივებს.

ესეც მეიქინგი, სადაც სეტი სამი განსხვავებული ხმით ლაპარაკობს. ძალიან ნიჭიერი კაცია.

სუპერ ქასთინგები

ამერიკაში ყველაზე პოპულარული მუსიკალური კონკურსი ნელ-ნელა სტარს იღებს. დამთავრდა შესარჩევი ეტაპები. ჟიურიში პირველად არიან ჯენიფერ ლოპესი და სტივენ ტაილერი, აეროსმიტის სოლისტი. რენდი ჯექსონი უცვლელ წევრად რჩება უკვე მეათე წელია. წელს ძალიან კარგი მონაწილეები ჰყავდათ, მაგრამ ეს სამი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. კეისი აბრამსი ტეხასიდან. 19 წლის კეისის საყვარელი ჟანრი ჯაზი და ბლიუზია. დღის ბოლო მონაწილე იყო, ჟიურის წევრები უკვე დაღლილები იყვნენ და ეძინებოდათ, მაგრამ კეისიმ მოახერხა მათთვის ხასიათის გამოკეთება და ტაილერი და ჯენიფერი ააცეკვა კიდეც.

15 წლის ლოურენ ალაინა, რომელმაც სტივენთან ერთად მისი ცნობილი ჰიტი იმღერა და ჟიურის წევრები მოხიბლა.

და ბოლოს ჩემი ფავორიტი, ადამიანი, ვისაც მერვე სეზონის მერე ველოდებოდი, მეორე ადამ ლამბერტს ძლიერი როკ ხმით, ჯეიმს დურბინი, ხმა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

TV histeria – რომანტიული მელოდრამა

მართალია მისტიკური და ფანტასტიკური სერიალები ძალიან მიყვარს, მაგრამ არის ტელე–შოუები, რომლებიც არაა ამ ჟანრის, მაგრამ ყველა სეზონი მაქვს ნანახი და ძალიან მომწონს. სხვათაშორის ფანტასტიკით უფრო ადვილია ადამიანის ყურადღების მიქცევა და დაინტრიგება, აი ცხოვრებისეული სიუჟეტი უფრო დასამუშავებელი და ძნელი მოსაფიქრებელია, რომ დაგაინტერესოს და არ შეწყვიტო ყურება.

1. glee

ნანახი მაქვს ერთი სეზონი, ვუყურებ მიმდინარე მეორე სეზონს.

ფოქსის მუსიკალური პროექტი, რომელიც ოჰაიოს შტატის ერთ–ერთი სკოლის ცხოვრებას შეეხება. ბავშვების მასწავლებელი, უილიამ შუსტერი ხსნის  glee club-ს, სადაც ამ სკოლის არაპოპულარული ბავშვები ეწერებიან. შემდეგ კი სხვებიც უერთდებიან. მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ კონკურსში, რომელიც სკოლებს შორის გაიმართება. ძალიან ლამაზი ფერების სახალისო, მაღალი ხარისხის სერიალი, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს.

2. one tree hill

ნანახი მაქვს 7 სეზონი.

თავიდან იწყება თინეიჯერული ცხოვრებით, მაგრამ ბოლო სეზონებში უფრო ღრმა შინაარსი აქვს. რამდენიმე მეგობრის ისტორია, რომლებიც თავისი გზის მონახვას ცდილობენ. ძმები, რომლებსაც საერთო მამა ჰყავთ, მაგრამ ერთმანეთს ვერ იტანენ საუკეთესო მეგობრები გახდებიან.

მსახიობთა ჯგუფი ძალიან კარგად არის შერჩეული. სასიამოვნო ფერების და რაც მთავარია, არ არის მოსაწყენი.

3. Ugly Betty

ნანახი მაქვს 4 სეზონი.

ჩემი უსაყვარლესი სერიალი. ბეტის ისტორია, რომელიც შეუხედავი და უგემოვნო გოგოდან ლამაზ და წარმატებულ ქალად გადაიქცა.

ძალიან სასაცილო, დამახასიათებელი პერსონაჟებით, ლამაზი ფერებით, ცნობილი სახეებით, ჰოლივუდის ვარსკვლავებით მოწვეულ როლებში და მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებით.

4. gossip girl

ნანახი მაქვს 3 სეზონი, ვუყურებ მიმდინარე მეოთხეს.

მანჰეტენზე მცხოვრები მდიდარი მეგობრების ცხოვრება, რომელიც ინტრიგებითაა სავსე. უნდა ვაღარო ამ სერიალს ვუყურებ გარდერობის გულისთვის. მსახიობებს ყოველ სერიაში ცნობილი დიზაინერები აცმევენ, ამიტომ მათი ჩაცმულობა ყოველთვის თვალისმომჭრელია. შინაარსი ძირითადად ვის ვინ უყვარს, ვის ვინ დააშორონ და შეარიგონ, მაგრამ გასართობად კარგია.

5. the o.c (orange country)

ნანახი მაქვს 4 სეზონი.

ეს პირველი ტელეშოუ იყო, რასაც ვუყურე და მაშინ ძალიან განცდებში ვიყავი ხოლმე 🙂  არა, ნამდვილად კარგი სერიალია, კარგი მსახიობებით და შინაარსით. ისტორია რაიანზე, რომელიც დაბალი ფენიდანაა და ცუდ წრეშია ჩავარდნილი. მისი ადვოკატი მას თავის სახლში წაიყვანს და შვილად აღიარებს.

6. queer as folk

ნანახი მაქვს 5 სეზონი

ამ სერიალზე უკვე ვისაუბრე ამ პოსტში

7. house m.d

ნანახი მაქვს 6 სეზონი. ვუყურებ მიმდინარე მეშვიდეს.

ჰაუსს ბევრი ახსნა არ ჭირდება, ყველამ იცით რა არის.

8. desperate housewives

ნანახი მაქვს 6 სეზონი, ვუყურებ მიმდინარე მეშვიდეს.

მისტერია ლეინში მცხოვრები 4 დიასახლისის ისტორია, სადაც უამრავი საიდუმლო, მკვლელობა და ჩახლართული ამბავია გარეული.

უსაყვარლესი მუსიკით (რაღაცით თითქოს დისნეის ზღაპარს ვამსგავსებ), ლამაზი ფერებით და ჰოლივუდის ვარსკვლავი მსახიობებით (განსაკუთრებით ევა ლონგორიაზე ვგიჟდები ამ როლში, შეუდარებელია)

9. 90210

ნანახი მაქვს 2 სეზონი

ბევერლი ჰილზის ძველი ვერსიის რიმეიქი, თინეიჯერების ცხოვრება და მათი ინტრიგები. საინტერესო სერიალია, უბრალოდ გასართობად.

10. greek

ნანახი მაქვს 3 სეზონი

უნივერსიტეტის ცხოვრება, სადაც სხვადასხვა “სახლები” უპირისპირდებიან ერთმანეთს.

queer as folk

სანამ ამ სერიალზე გავაკეთებდი პატარა რივიუს, ერთი გაფრთხილება: ძალიან გთხოვთ, ჰომოფობებო, ან თავი შეიკავეთ წაკითხვისგან, ან თუ წაიკითხავთ კომენტარებს ნუ დატოვებთ.

ეს სერიალი ძალიან ჰგავს “სექსი დიდ ქალაქში”–ს იმ განსხვავებით, რომ მისი მთავარი ოთხი მოქმედი გმირი ჰომოსექსუალები არიან, ამიტომ რუსებმა ასეც თარგმნეს მისი სახელი “სექსი სხვა ქალაქში”. მოქმედება ვითარდება პიტსბურგში. ქალაქში, სადაც მრავლად არიან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები.

ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო პერსონაჟი გეილ ჰაროლდის შექმნილი სახე ბრაიან კინია. ბრაიანი სარეკლამო სააგენტოში სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობს, აქვს დიდი და თანამედროვე სახლი, ჰყავს მეგობრები, მაგრამ არასდროს არ ჰყავს მუდმივი პარტნიორი. სიყვარულს არ აღიარებს, ყოველთვის დასცინის შეყვარებულ მეგობრებს. აქვს ძალიან მწარე ენა და იუმორი. სინამდვილეში გეილი ბისექსუალია, თორემ ამდენ ეროტიკულ სცენაში გადაღება გაუჭირდებოდა ალბათ, თან ასე ბუნებრივად.

ერთ დღესაც ბრაიანი შეხვდება ჯასტინს, ქერა, სკოლის მოსწავლე ბიჭს, რომელიც მთლიანად შეცვლის მის ცხოვრებას. ჯასტინი მხატვარია, მას ერთი ნახვით შეუყვარდება ბრაიანი. იმის გამო, რომ ჰომოფობი მშობლები არ იღებენ მის ორიენტაციას, ის ბრაიანთან გადავა საცხოვრებლად.

მეორე პერსონაჟი ემეტია, რომელიც გახსნილი გეია, მანერული, მაგრამ ძალიან საყვარელი. ემეტი ყოველთვის სიყვარულს და რომანტიულ გრძნობებს ეძებს, მაგრამ ხან უმართლებს და ხან არა.

თედ შმიტი ბუღალტერია, მისი ორიენტაციის ამბავი სამსახურში არავინ იცის. კეთილი და საყვარელი ადამიანია. მასაც პრობლემები აქვს ადამიანებთან ურთიერთობაში. მოგვიანებით კი ნარკოტიკებისადმი გახდება დამოკიდებული.

და ბოლოს მაიკლი, რომელიც კომიქსებზეა გადარეული, უსაყვარლესი ღიმილი აქვს და მას და ბრაიანს შორის ყოველთვის იგრძნობა მცირე ინტერესი. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, სკოლიდან მოყოლებული და მაიკლი მასზეა შეყვარებული, მაგრამ ამას არასდროს არ აღიარებს.

ამ ოთხ მეგობარს ჰყავთ კიდევ საერთო მეგობრები, ლინდსი და მელანი, რომლებიც ლესბოსელები არიან და უკვე 8 წელია ერთად ცხოვრობენ. ლინდსის ბრაიანისგან ჰყავს შვილი (ხელოვნური განაყოფიერებით)

სერიალი ძალიან უხვად არის დატვირთული ეროტიკით, ხანდახან ძალიან ზედმეტადაც, ფაქტიურად დღე ვერ ვუყურებდი იმის შიშით, ვინმე არ შემოსულიყო ოთახში. არის ძალიან ემოციური, ურთიერთობებზე, სიყვარულზე, ღალატზე, იმაზე, როგორ უჭირთ ამ ადამიანებს თავისი თავის დამკვიდრება, მაგრამ იბრძვიან ამისთვის. მთლიანად შეცვლის თქვენს ხედვას ჰომოსექსუალებზე, დამიჯერეთ.

კიდევ ერთი, სერიალს ვუყურებდი რუსული გახმოვანებით, რომელსაც ერთი ადამიანი, დანილა ივინი იხმოვანებდა. ბოლო, მეხუთე სეზონის დასასრულს ამ კაცმა სანამ ტიტრები ამოვიდოდა, პატარა კომენტარი გააკეთა, რომ ამ სერიალმა ბევრი ადამიანი გადაარჩინა და მათი ცხოვრება შეცვალა.

IMDB რეიტინგი:  8.4