კაბები, ფეხსაცმელები… ყველაფერი საახალწლო განწყობისთვის

ჯერ ჩემი დაბადების დღე მოდის და მერე 5 დღეში ახალი წელი. ეს პერიოდი ჩემთვის ახალ ნივთებთან და საჩუქრებთან ასოცირდება, ხანდახან მე ვუკეთებ ხოლმე ჩემს თავს საჩუქრებს და საახალწლო შოპინგს ვაწყობ.

არ ვიცი ამ წელს რა და როგორ იქნება, მაგრამ თვალი ხშირად გამირბის ჩემი საყვარელი ონლაინ მაღაზიებისკენ და რამდენიმე რაღაც განსაკუთრებით მომწონს. არც ფასებია მაინცდამაინც მაღალი, მაგრამ ხან ის ზომა იყიდება, მე რომელიც მაქვს, ხან ის ფერი აღარ რჩება და ა.შ

აი მაგალითანდ ფ21, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ უხარისხობაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ფასთან შედარებით კარგი ხარისხია. რამდენიმე კაბა ძალიან მომწონს.

27.80 $

22.80 $

გადავიდეთ ვიქტორიას კაბებზე:

59 $

59$

98$

ურბანოგი და ერთი ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ზომები აღარ დარჩა

32 $

ვიქტორია სიკრეტის ფეხსაცმელი

118$

და ბოლოს ბონუსად ფ21-ის გემსტოუნი

12.80  $

ახალი სახლი – ახალი სამკაულები

რა თქმა უნდა არ დავარღვიე ტრადიცია და ახალ სახლში ახალი სამკაულები როგორ არ უნდა მქონეს-პრინციპით რამდენიმე ნივთი შევიძინე.

ბეჭდები:

ინდური ყელსაბამი, რომელიც ძალიან მომწონს.

საყურეები:

 

სამაჯურები:

და ბოლოს:

სამკაულების ჩანჩქერები

ნელ–ნელა ვიწყებ მზადებას და ნივთების ჩალაგებას. კიდევ კარგი შორს არსად მივდივარ და ნებისმიერ დროს, ნელ–ნელა შემიძლია გადავიტანო ყველაფერი.

გუშინ მე და ლიკამ სამკაულები გადავარჩიეთ და გადავალაგეთ. ჩემი ფოტოაპარატი ჩაუვარდა ხელში და რა თქმა უნდა ჩემს სამკაულებს ფოტოსესიები მოუწყო. ძალიან ლამაზი სურათები გამოვიდა.


Continue reading

glitter things

ჩემს ფოტოაპარატს ქლოუზ აფ შოთები ვუპოვნე და გახარებულმა ვიღე და ვიღე სურათები 🙂

ესეც ბადრის გადაღებული სურათები:

princess pride

როგორც იქნა დაადგა ჩემს ამანათს საშველი და ჩამობრძანდა. ეს იყო საცდელი გამოწერა აუქციონიდან, გვაინტერესებდა რამდენ ხანში მოვიდოდა, როგორი შეფუთვის იქნებოდა და საერთოდ რა აღმოჩნდებოდა.

ჰოდა გავიყოლე ბადრი და წავედით. პლიუს ამას ბიძაჩემის მეგობრის საათი უნდა ჩამოგვეტანა, ფუჯითაიმის.

გზაში ისე დაგვცხა, ისე, ძლივს ვსუნთქავდით. გამოვიტანეთ ორი პატარა ამანათი და გზაშივე გავბრღვენით 🙂 იმას საათი აინტერესებდა, მე ჩემი კულონი.

ჰოდა საათი ნორმალური გამოდგა, მაინცდამაინც არ გადავრეულვარ, მაგრამ ბიძაჩემს ისე მოეწონა, მთელი დღე დადიოდა ოთახებში და იძახდა, რა მაგარი საათიაო. აი ისიც:

რაც შეეხება ჩემს კულონს… ასეთ პატარას არ ველოდი, ზომები კი ეწერა აუქციონზე, მაგრამ არ დავკირვებივარ, ლიკასაც აქვს პრინცეს პრაიდის კულონი და ის ბევრად დიდია. სამაგიეროდ 14 კარატიანი ოქროს ცეპი მოყვა და თვითონ გულიც ოქროშია ამოვლებული.

პატარა სამკაულებს იშვიათად ვხმარობ, თუ უამრავი მძივი და გულსაბამი არ მაქვს დაკიდებული, გარეთ არ გავდივარ, მაგრამ ეს მომეწონა და მაშინვე შევუერთე კოლექციას.

ჰო, 3 დოლარად მოვიგეთ აუქციონზე, თავის ლამაზ ყუთში ჩამოვიდა ორიგინალი ფასის მარკით:

რა შუაშია და ჩემი საყვარელი სამაჯურები:

ჰოდა აწი დაერხა აუქციონს, რადგან უვნებლად და დაუზიანებლად ჩამოვიდა ეს კულონი, რამდენიმე ბეჭედზე და სამაჯურზე მაქვს თვალი დადგმული 🙂

ვამპირის დღიურები და ალუბლის შეიქი

გუშინ გიჟური დღე მქონდა, დილით გასული საღამოს შემოვედი, შესაბამისად ისეთი დაღლილი, რომ პოსტიც კი ვერ დავწერე.

ამაზონზე შემთხვევით შემომეკვეთა წიგნი, რომელიც ღირდა 40 ცენტი. ანგარიშზე დარჩენილი მქონდა 4 დოლარამდე და მაინტერესებდა შეუკვეთავდა თუ არა. ჰოდა შეუკვეთა კიდეც და ჩამოვიდა. ბადრის ვთხოვე წამომყევი–თქო.

თბილისში ბადრის სიძე დაგხვდა მანქანით და ამის მერე დაიწყო რამდენიმე საათიანი მოგზაურობა თბილისის ქუჩებში. ჯერ დიდი გაჭირვებით მივაგენით usa2gergia- ს ოფისს, ქავთარაძეზე გადაუტანიათ, მერე დიდი შემართებით გამოვიტანე ეს ჩემი წიგნი ოფისიდან. აი ასე გამოიყურება :

თვალი სტივენ კინგზე მეჭირა, მაგრამ არც ამის წაკითხვაზე ვიტყვი უარს.

ჰო, მერე ბადრის გლდანის შაურმა მოუნდა, თურმე არსად აკეთებენ ისეთ შაურმას, როგორც გლანდში. დიდი რიგები იყო. შუკვეთა და წამოვედით უკან. ახლა მაკდრაივში მოუნდათ შევლა და მაკგემრიელობების აღება. მართალია მერე ფანტა გაფუჭებული მოეჩვენათ და გადააგდეს, მაგრამ ალუბლის შეიკი მართლა გემრიელი იყო.

ამასობაში დავბრუნდით ისევ გლანდში, მაგრამ არა შაურმაზე, ბადრის დასთან ავედით. ბიჭები შაურმის მოსატანად წავიდნენ. ცოტა ხანში ბადრი ნახევარმეტრიანი შაურმით და კმაყოფილი სახით დაბრუნდა. რა თქმა უნდა ბოლომდე შეჭამა.

მერე ცოტა ხანი ტელევიზორს ვუყურეთ, სადაც კამერონ დიასი და ტომ კრუზი აქეთ–იქით დაქროდნენ და უხაროდათ. ბადრის სიძეს ჩემი სამაჯურები მოეწონა და ხან თავზე დაიმხო, ხან ყურებზე ჩამოიკიდა, მაგრამ მე მაინც არ დავთმე 🙂

ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც და წამოვედით. ბადრი ისეთი დაღლილი იყო, სამარშრუტოში ჩემს მხარზე ჩაეძინა 🙂

ჰო, მართლა, ერთი რჩევა, რუსთავში თუ მოხვდებით, სამარშრუტოს მძღოლს ათლარიანი არ მიაწოდოთ, თორემ შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. გუშინ ორჯერ მოგვივიდა ამის გამო უსიამოვნება. მე ოცლარიანი მქონდა, ბადრის ათლარიანი, მძღოლმა უკმაყოფილების ისეთი ხმები უშვა ათლარიანის დახურდავების დროს, რომ ნერვები მომეშალა, ხომ არ შეიძლება ყოველთვის ხურდები მქონდეს, რა მოხდა მერე?

სახლში მოსულს კიწი მშიერი და ყურმტკივანი დამიხვდა 🙂 აი ასე ჰქონდა ცალი ყური:

ძალიან ვიყავი დაღლილი, მაგრამ სამკაულების ყუთი ისეთი არეული იყო, რამდენიმე დღეა ერთი სამაჯურის ამოღება მინდა, და ისეა ერთმანეთში ახლართული ვერ ვიღებ, ხოდა ამოვაყირავე ეს ყუთი და ოჯახის წევრებისგანაც რა თქმა უნდა მივიღე დაცინვები.

მერე ვამპირის დღიურების ერთი თავი წავიკითხე ძილის წინ. მართალია იქ ელენა ქერაა და ძალიან “ფეშენი”, მაგრამ ცუდად არ იკითხება.

ესეც გუშინდელი დღე.

გაFეშენებული

ძალიან პოპულარულია ე.გ. მოდური, ფეშენ ბლოგები. ბლოგზე არაფერი იდება იმის გარდა, თუ რა იყიდეს, რა ჩაიცვეს, სად იყვნენ, რა ჭამეს და რომელი ბრენდი რომელს შეუთავსეს, რა თქმა უნდა უამრავი სურათებით. სიმართლე ითქვას გასართობად ასეთ ბლოგები კარგია, კითხვით ძირითადად არ ვკითხულობ, მარტო სურათებს ვათვალიერებ ხოლმე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ბლოგები წარმატებულია და ბევრი ვიზიტორები ჰყავთ.

ჰოდა… ჩემი ბლოგი რომ ასეთი იყოს, ყოველდღე დღევანდელი პოსტის მსგავს სიახლეებს დავდებდი ხოლმე 🙂 მაშ ასე ექსპერიმენტი (სოფო გაfეშენდა, საfეშენეში ჩაfეშენდა) უი ჰო კიდევ ერთი ტექსტი ვარდისფერი ან იასამნისფერი უნდა იყოს.

გუშინ ჩემს ფრჩხილებზე და თმებზე ექსპერიმენტები ჩავატარე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი სხვათაშორის. ჩემი მეგობრის გამოგზავნილი ტელეფონის მოსართავი თვლები ფრჩხილებზე დავიკარი და ძალიან ლამაზი გამოვიდა.

თმებზე როგორც იქნა დავადგი საშველი და დიანას გამოგზავნილი იასამნისფერი საღებავი გამოვიყენე.

მერე დაბადების დღეზე ვიყავი წასასვლელი და დავიწყე გამზადება. ჩემი გამზადების დროს სარკესთან ასეთი არეულობა სუფევს ხოლმე:

ესეც ჩემი განსაკუთრებული პარკი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

ლორეალის ტონალური და მბზინავი პუდრი, რომელიც ერთი შეხებისთანავე კანს აბრჭყვიალებს.

ესეც კაჭკაჭიზმის მტკიცებულება. არ ვხმარობ, მაგრამ მიხარია რომ მაქვს.

ჩემი საყვარელი ჩრდილები:

ამ ბოლო დროს ყავისფერს გადავეკიდა. შედეგი ასეთია:

და რა თქმა უნდა ჩემი განუყრელი სამკაულები:

საშინელი ქარი იყო, როგორც იქნა გავეტიე სახლიდან და ტაქსით წავედი. ბევრი ძველი ნაცნობი ვნახე და გამიხარდა. ესეც ჩემი მეგობრის ბავშვები. ჩემზე პატარაა და უკვე ორი შვილის დედაა 🙂

ეს დიანას ნათლული:

ესეც პატარა, გუშინ მონათლული:

და ბოლოს თვით მე :   🙂

უი ჰო ის უნდა მივაწერო კიდე წესია ასეთი, what i m wearing, მართალია არ ჩანს მაგრამ მე ხომ ვიცი 🙂

shirt : made by me

jacket – f21

denim – f21

shoes – ღმერთმა უწყის 🙂

ასე რომ მე პასს 🙂

მე და სამკაულები 2

ერთი პოსტი უკვე მივუძღვენი ჩემს სამკაულებს, მაგრამ გუშინ ყუთის დალაგება მომიხდა და სურათებს მაინც ვერ ავცდი. სახლი რომ იწვებოდეს პირველ რიგში კატას, მერე მობილურს, მერე კი სამკაულების ყუთს გადავარჩენდი 🙂 რა ვქნა, ძალიან მიყვარს.

ეს ერთმანეთში არეული და გადახლართული, სანამ დალაგებას დავიწყებდი:

ჩემი საყვარელი მძივები : მწვანე ბადრის ნაჩუქარი, უფრო სწორად მაღაზიაში რომ დავინახე ისე ავჭყლოპინდი, რომ უარი ვეღარ თქვა 🙂 მეორე ჩემი შემოქმედებაა:

აქედან სამივე დედაჩემის გამოგზავნილია საბერძნეთიდან:

თეთრი ზღვაზე მაჩუქა ჩემმა ძველმა მეგობარმა, შუა ჩემი აწყობილია, მარგალიტის მძივი დედაჩემის გამოგზავნილია.

სამივე ჩემი ნაყიდია, კიდევ რამდენიმე ფერი მინდოდა, მაგრამ თავი შევიკავე 🙂

ესეც ჩემი საყვარელი სამაჯურები:

ბეჭდების უმრავლესობა ბადრის ნაჩუქარია.

ეს ის სამკაულებია, რასაც ყოველდღე აქტიურად ვიყენებ. საყურეებს რაც შეეხება, ეს ცალკე ფენომენია ჩემთვის 🙂 მერე მივუძღვნი პოსტს.

ამაზონზე ვნახე ძალიან კარგი მაღაზია GirlPROPS, სადაც სამკაულების ღირებულება 0.99 ცენტიდან იწყება და კარგი სამკაულებია, ასე რომ გაზაფხულისკენ ვგეგმავ მცირე შოპინგს. აი მაგალითად ძალიან მომწონს ეს ყელსაბამი ($7.99)

და კიდევ, ოჯახის წევრებმა მითხრეს რამე სამკაული აარჩიე, რომ გათხოვდები უნდა გაჩუქოთო და ვინაიდან და რადგანაც ეს დრო არც ისე შორია, დავიწყე ძებნა და ეს ძალიან მომეწონა:

მარკიზებით და ამეთვისტოს თვლებით მორთული ვერცხლი:

მე და სამკაულები

რადგან წინა პოსტში ჩემს სისუსტეებზე დავიწყე ლაპარაკი, ბარემ საქმეს ბოლომდე მივიყვან და სამკაულებსაც შევეხები, აი რა არის ჩემი ნამდვილი სისუსტე! 🙂

ფერადი თვლები, მასიური ნაკეთობები, ყველაფერი ოქროს გარდა (ოქრო დიდად არ მიყვარს). თვალს რომ გადავავლებ ხოლმე ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის 🙂

ხშირად ვიცი აჩემება, ანუ შეიძლება ერთი და იგივე სამკაულით ერთი კვირა ვიარო და არ მომბეზრდეს.

ონლაინ შოპინგის დროს პირველად სამკაულებს ვათვალიერებ, მერე ყველა დანარჩენს. სახლში ამის გამო ხშირად დამცინიან 🙂

რამდენიმე სამკაული, რომელიც თითქმის სულ მიკეთია:

ყელსაბამი, რომელიც უკვე 4 წელია მაქვს და ძალიან მიყვარს. უკვე ორჯერ მოტყდა საკიდი, მაგრამ ორჯერვე მეგობრის შეყვარებულმა გააკეთა და ეჭვი მაქვს კიდევ რამდენიჯერმე მოუწევს 🙂 ვერ ველევი ვერაფრით

სამაჯურები ფ21–სგან, რომლებიც ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ფერადი ქვებით:

სამაჯურები ეივონისგან, რომელიც ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც კატალოგში ეხატა, მაგრამ არც ცუდია.

საყურეები სვაროვსკის თვლებით, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავად მაჩუქეს ოჯახის წევრებმა 🙂

რამდენიმე ოქროს სამკაული, რომლებსაც უიშვიათესად ვხმარობ, მაგრამ მომწონს:

ბადრის ნაჩუქარი ოქროს ვერსაჩე წინა ახალ წელს 🙂

წინა წლის 14 თებერვლის საჩუქარი ჩემი შეყვარებულისგან, ინდური ვერცხლის სამეული მარგალიტებით (სამწუხაროდ ჯერ არ მქონია შესაძებლობა გამეკეთებინა) ძალიან მომწონს, მაგრამ რაც არ უნდა ძვირფასი საჩუქარი მაჩუქოს, ჩემს კატაზე ძვირფას საჩუქარს აწი მაინც ვერ გამიკეთებს.

აი ასე გამოიყურებიან ჩემი სამაჯურები (მიყვარხართ) 🙂

სასაცილო ყელსაბამი 🙂 ინდიელების მძივებს ჰგავს 🙂

ახლა რაც შეეხება საყურეებს… დიდი შურით და სასოწარკვეთილებით შევცქეროდი ამაზონზე საყურეების საკიდებს, რომლებიც 100 $მდე ღირდა და აქ თავში გენიალური იდეა მომივიდა:

პატარა ტუტორიალი მათთვის, ვინც ჩემსავით საყურეების მიმართ  გულგრილები არ ხართ 🙂

1. ავიღოთ ქაღალდის ყუთი, დაახლოებით ასეთი:

2. ავიღოთ ნებისმიერი სახის საღებავი (მე სკოლის დროინდელი საღებავები გამოვიყენე) და სასურველ ფერზე შევღებოთ ყუთი.

3. მოვრთოთ ყუთი სხვადასხვა სტიკერებით (თუ სურვილი გაქვთ)

4.გავხვრიტოთ ყუთი ნემსით ისე, რომ საყურეები ჩამოვკიდოთ. აი ჩემი საკიდი ასე გამოიყურება:

ჩემი ბეჭდები:

და ბოლოს, შემთხვევითი სურათი: