Another B-day party

როგორც შეატყობდით ძალიან მიყვარს ბი დეი ფართები, იგივე დაბადების დღის საპატივცემულოდ გამართული დღესასწაულები. ამჯერად სუპერ ექსტრემალურ სიტუაციაში მომიხდა ამ წვეულებაზე წასვლა, სადაც სხვათაშორის წინა წელსაც ვიყავი.

ექსტრემალური იმიტომ რომ, თვის ბოლოს მე და ბადრიმ საცხოვრებელი სახლში შევიცვალეთ, ამაზე უკვე სხვა პოსტში, მაგრამ მთლიანად გამტვერილი და უაზროდ დაღლილი ვალაგებდი ნივთებს, პლიუს სახლში ხელოსანი, რომელიც გვიანობამდე არ გეგმავდა წასვლას, უამრავი და საშინელი ნაკაწრები და დალურჯებები მთელს სხეულზე (რამის მოძებნა რომ მჭირდებოდა, ოთახებში აღმართულ ბარიერებში უნდა მევლო) ასე რომ როცა 7 საათი გახდა, უკვე წასვლის იმედიც აღარ მქონდა.

7ზე ხელოსანმა გამოაცხადა მოვრჩიო, ბადრიც მოვიდა და გადაწყვიტეთ კიდეც წასვლა. დავივიწყე ჩემი დაღლილობა და შევეცადე მაქსიმალურად კარგი დრო მეტარებინა.

გავიხსენე ძველი ჩვეულებანი.

ჰო კიდევ, უკვე მეშვიდე თვეში ვარ, მაგრამ ისეთი პატარა მუცელი მაქვს, რომ ხშირად მავიწყდება კიდეც, საღამოს განმავლობაში ცეკვის დროს  რამდენჯერმე გამაფრთხილეს ნუ ხტუნავო და მეც შეშინებული ვიდებდი მუცელზე ხელს, მაგრამ პროტესტი არ გამოუხატავს ჯერ… 🙂

ვეცდები ამდენი ხნით აღარ დავიკარგო, ინტერნეტი გუშინ გამოიყვანეს.

რა მიშლის ნერვებს

ნელ-ნელა ვატყობ ჩემს თავს, რომ თანდათან მწვავე ნევროზი მიყალიბდება. არის რაღაცეები, რომლებიც ძალიან მიშლის ნერვებს და არის კიდევ სხვა რაღაცეები, რომლებიც არ მაღიზიანებს.

მაღიზიანებს:

  • ტელევიზორის ხმამაღალი ხმა
  • აბაზანიდან წყლის ხმა
  • ფრჩხილების წკაპუნის ხმა
  • ცხელი (ან ცივი) სასმელის ხრუპუნით დალევა
  • ხმამაღალი ჭამა და პირის წკლაპუნი
  • ძილის დროს ოდნავი შუქიც კი
  • ძაღლების ყეფა
  • ზედა სართულებიდან ჩამომავალი მუსიკები, ფეხის ხმა, სირბილი და ავეჯის გადაადგილება.
  • ფანჯრებიდან შემომავალი მანქანების ხმა.
  • საათის წიკწიკი ღამე. რამდენიმე ღამის წინ ავდექი და საათი დავშალე, ხმა რომ არ გამეგო.

არ მაღიზიანებს:

  • მაცივრის ჩართვის ხმა, რომელიც მოულოდნელად ირთვება და ათი წუთი გაუჩერებლად რახრახებს. განსაკუთრებით ღამე.
  • ჭექა-ქუხილის, ქარის, წვიმის ხმა. ამ დროს ყველაზე მშვიდად ვიძინებ.
  • დილით ჩიტების გამაყრუებელი ჭიკჭიკი.

მეტი არაფერი მახსენდება. ფაქტია უფრო მეტი რამე მაღიზიანებს, ვიდრე მამშვიდებს.

ჩემი ახალი ვარცხნილობა

არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ სიცხის და მოწყენილობის, მცირე დოზით ფარული დეპრესიის, მოულოდნელად ავდექი და თმები შევიჭერი. არა, სიგრძე არ დამიმოკლებია და ამქვეყნად ვერანაირი დეპრესია ვერ შემაჭრევინებს, იმიტომ რომ სოფო გრძელ თმებთან იგივდება 🙂 მაგრამ სამაგიეროდ შევიჭერი ე.წ. უსწორმასწორო “ჩოლკა”. თმები მეზრდება კატასტროფულად სწრაფად, რამდენიმე დღეში უკვე “ჩოლკის” სახე აღარ ექნება, ასე რომ სანამ დროა ასე ვატარებ.

ესეც ასე:

მერე ბადრი მოვიდა სამსახურიდან ძალიან დაღლილი, ცოტა გავისეირნეთ, ვჭამეთ, ბადრის მეგობრები ვნახეთ. ჩანთაში ფოტოაპარატიც აღმოვაჩინე და რამდენიმე სურათი გადავიღე.

მომწონს ჩემი საათი, მაგრამ ცოტა დიდი მაქვს და ჩამოდის მაჯამდე.

ეზოში ლიზი დავიჭირე, ბადრის მეგობრის ცოლი, რომელსაც როგორც ყოველთვის კარგი სამკაულები აქვს ხოლმე, ხელნაკეთი.

კვამლის გამოშვების პროცესში 🙂

პატარა ალექსანდრე, რომელზეც ბადრი უბრალოდ აფანატებს.

კიდევ… განადგურებული ვარ სიცხით და სახლიდან ცხვირს არ ვყოფ სანამ მზე არ ჩავა, თან არც შეიძლება ჩემთვის, ჰოდა ვაცხადებ სრულ უსაქმურობის დღეებს, შემომიერთდით 🙂

booorin

here comes the rings…

გუშინ მე და ბადრი მივდიოდით ქუჩაში და უცებ მეკითხება – ცოლად გამომყვებიო? ამ კითხვამ დამაბნია, ნიშნობა უკვე გვქონდა, თვის ბოლოს ქორწილია და მეთქი რა სჭირს ამ ბიჭს, საიდან ასეთი კითხვები.

მოულოდნელად ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და თითზე გამიკეთა. პირველივე დანახვაზე შემიყვარდა.

იმდენი სურათები გადავუღე, ალბათ გამექცევა მალე.

Continue reading

ტიკ–ტაკ

ამაზონზე საათების ძალიან დიდი არჩევანია, მათი ღირებულება ძალიან ბევრი 0–ებით იწყება და მინიმუმამდე ჩამოდის.

მაქსიმალურად იაფი და ლამაზი საათები, რომლებიც შეგიძლიათ თქვენთვის გამოიწეროთ ან ვინმეს საჩუქარი გაუკეთოთ, მისაღებ ფასებში.

Geneva Womens Platinum Rhinestone Watch სილიკონის სამაჯურით.

$8.99

Geneva Platinum Women’s Watch

$12.94

Geneva Women’s Platinum Round Cuff Watch

$12.99

New Ladies Womens White Dial Stainless Steel Band Silvered Color Elegant Bracelet Quartz Watch

$13.49

Geneva Platinum CZ Accented Link Watch

$18.99

Golden Classic Women’s 2250-pink “Whimsy Flair” Rectangular Rhinestone Accented Leather Watch

$18.15

Geneva Womens Platinum Translucent Watch

18.99

18.99

18.99

Golden Classic Women’s white “Cosmic” Round Modern Crocodile Leather Watch

$19.80

Geneva Platinum Women’s Heart Charms Toggle Watch

$23.99

და ასე დაუსრულებლად, უამრავი სხვადასხვა ფორმის და ფერის, სხვადასხვა ზომის და დიზაინის.

ჰო, ეს ყველაზე ძვირი საათია ამაზონზე ქალების კატეგორიაში.

Chopard Women’s 277480-1001 Happy Sport Diamond Gold Watch

$35,416.00

ვისაც დაგაინტერესათ შეგიძლიათ იხილოთ ბმული, სადაც ზრდადი ფასის მიხედვით იწყება საათები.

ლინკი

ინტერნეტ შოპინგი

რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტ მაღაზიები დავლაშქრე და რამდენიმე ნივთი თუ ტანსაცმელი შემომეყიდა. აი ისინიც:

გოლდენ კლასიკის საათი, რომელიც ძალიან მომწონს. საერთოდ საათებს ხშირად არ ვხმარობ, მაგრამ მაინც  🙂

კიდევ კარგად ვხმარობ ფ21–ის შარვლებს, ორი მათგანი მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ, ჰოდა გულმა არ გამიძლო და სამი ცალი შევუკვეთე.

ამის ფერები მომეწონა, საზაფხულო და ლამაზია

კიდევ ერთი ბეჭედი, რომლის სურათიც ვერ ვნახე, მაგრამ დაახლოებით ასეთია:

ბოლოს თმის აქსესუარი, რომელიც მორჩენილ ცენტებში მომივიდა:

უახლოეს მომავალში თვალი ამაზონის ამ საყურეებზე მაქვს დადგმული:

princess pride

როგორც იქნა დაადგა ჩემს ამანათს საშველი და ჩამობრძანდა. ეს იყო საცდელი გამოწერა აუქციონიდან, გვაინტერესებდა რამდენ ხანში მოვიდოდა, როგორი შეფუთვის იქნებოდა და საერთოდ რა აღმოჩნდებოდა.

ჰოდა გავიყოლე ბადრი და წავედით. პლიუს ამას ბიძაჩემის მეგობრის საათი უნდა ჩამოგვეტანა, ფუჯითაიმის.

გზაში ისე დაგვცხა, ისე, ძლივს ვსუნთქავდით. გამოვიტანეთ ორი პატარა ამანათი და გზაშივე გავბრღვენით 🙂 იმას საათი აინტერესებდა, მე ჩემი კულონი.

ჰოდა საათი ნორმალური გამოდგა, მაინცდამაინც არ გადავრეულვარ, მაგრამ ბიძაჩემს ისე მოეწონა, მთელი დღე დადიოდა ოთახებში და იძახდა, რა მაგარი საათიაო. აი ისიც:

რაც შეეხება ჩემს კულონს… ასეთ პატარას არ ველოდი, ზომები კი ეწერა აუქციონზე, მაგრამ არ დავკირვებივარ, ლიკასაც აქვს პრინცეს პრაიდის კულონი და ის ბევრად დიდია. სამაგიეროდ 14 კარატიანი ოქროს ცეპი მოყვა და თვითონ გულიც ოქროშია ამოვლებული.

პატარა სამკაულებს იშვიათად ვხმარობ, თუ უამრავი მძივი და გულსაბამი არ მაქვს დაკიდებული, გარეთ არ გავდივარ, მაგრამ ეს მომეწონა და მაშინვე შევუერთე კოლექციას.

ჰო, 3 დოლარად მოვიგეთ აუქციონზე, თავის ლამაზ ყუთში ჩამოვიდა ორიგინალი ფასის მარკით:

რა შუაშია და ჩემი საყვარელი სამაჯურები:

ჰოდა აწი დაერხა აუქციონს, რადგან უვნებლად და დაუზიანებლად ჩამოვიდა ეს კულონი, რამდენიმე ბეჭედზე და სამაჯურზე მაქვს თვალი დადგმული 🙂