ნიჭიერი – პირველი გადაცემის მიმოხილვა

დავიწყოთ იმით, რაც ჩემი ბლოგის მკითხველებმა კარგად იციან – ძალიან მიყვარს ყველანაირი ტალანტ და რეალითი შოუ. ბრიტანული და შემდეგ უკვე ამერიკული “got talent”-ის ყველა სეზონის ყველა ეპიზოდი მაქვს ნანახი, აქედან გამომდინარე კარგად ვიცნობ მის სპეციფიკას და ყველა დეტალს.

ქართულიო “ნიჭიერი” როგორც მოგეხსენებათ სწორედ ამ პროექტის ვერსიაა, რომლის ყველა სეზონი დიდი რეიტინგებით მიმდინარეობს და გამონაკლისი არც მესამე იქნება. აქტიურად ვუყურებდი წინა ორ სეზონს, თუმცა არ გამჩენია სურვილი პოსტი დამეწერა მათ შესახებ.

სანამ პირველი გადაცემის მიმოხილვაზე გადავალ, მინდა რამდენიმე საკითხზე ვისაუბრო, რამდენიმე პუნქტი, რომლის გამოსწორებასაც ვისურვებდი და ისიც, რაც ჩემი აზრით უკვე გამოსწორდა.

 

1. ჟიური.

ყველაზე კრიტიკული ჟიურის მიმართ ვარ ხოლმე, ვერ ავიტან სიყალბეს ჟიურის მიერ, ვერ ავიტან ხელოვნურ მოქცევას,  ბევრ რამეს ვერ ავიტან, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ბოლო ორი წელია ჟიურით კმაყოფილი ვარ, სოფო გაცილებით გახნილი მეჩვენება ამ წელს, რაც მთავარია ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შეუძლია “არა”-ს თქმა, ვანოს კომენტარები ყოველთვის თავის ადგილზეა და არ არის ყალბი, რაც შეეხება გეგას, ის ამ სამი ადამიანიდან ყველაზე მკაცრი ჟიურის როლს ითავსებს, თუმცა სულაც არაა ძალიან მკაცრი, ეს უბრალოდ შოუს ნაწილია, ყველა პროექტში ასეა, ერთ-ერთმა ჟიურიმ თავის თავზე უნდა აიღოს სიმკაცრე, როგორც ეს იყო ბრიტანულ  got talent-ში, სანამ  საიმონი წავიდოდა, პირსი არ იყო ძალიან მკაცრი, მაგრამ საიმონის მერე დევიდ ჰესელჰოფი მოვიდა, რომელსაც ყველა და ყველაფერი მოსწონდა, ამიტომ პირსმა თავის თავზე აიღო მკაცრი ჟიურის როლი და ცოტა ზედმეტი მოუვიდა კიდეც 🙂

კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც ვისურვებდი ნახევარ-ფინალებში და ფინალში ესაა ჟიურის გამოსვლა, რომელიც შოუს ნაწილია. ჩვენ მაყურებლებს, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის, ყოველთვის გვაინტერესებს როგორ გამოიყურება ჟიური, რა აცვია, როგორი ვარცხნილობა აქვს. ამ შემთხვევაში ჟიურიში მხოლოდ ერთი ქალია, ამიტომ სოფომ თავის თავზე უნდა აიღოს ყველაფერი. ყოველდღიური ჩაცმულობა მისაღებია ქასთინგებისთვის, მაგრამ როცა  დაიწყება ნახევარ-ფინალები და შოუს უფრო საზეიმო ელფერი მიეცემა, ჩაცმულობა და გამოსვლაც უნდა შეიცვალოს.  Got Talent-ის ერთადერთ მდედრობითი სქესის ჟიურის,ამანდა ჰოლდემს ყოველი გადაცემისთვის ცნობილი დიზაინერები უკერავდენ კაბებს და მის გარეგნობაზე და ვარცხნილობაზე ქვეყნის საუკეთესო სტილისტები ზრუნავდნენ.

დარბაზში შემოსვლა კარგია ქასთინგებზე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ნახევარ-ფინალებზე  ჟიური პირდაპირ სცენაზე გამოსულიყო, როგორც ეს ხდება ყველა Got Talent-ში. არ ვიცი სცენა რამდენად მისცემთ იმის საშუალებას, რომ გაიხსნას, ან აიხადოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ასეთი შემოსვლა უფრო ეფექტურია, შესაძლებლობა გაქვს კარგად შეათვალიერო ჟიურის წევრი, გასაგებია, რომ ეს არაა მთავარი, მაგრამ ესეც შოუს ნაწილია.

2. წამყვანები.

აი აქ ალბათ ძალიან ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ჩემი მთავარი პრობლემა წამყვანებია. უფრო სწორად ის ქრონომეტრაჟი, რომელიც მათ ეთმობათ. ყველაფერი გასაგებია, აუცილებელია მათი ხშირი ჩვენება, მათი კომენტარები, მათი ცეკვა, მათი ტირილი, მაგრამ ამას გადაცემის ქრონომეტრაჟის იმხელა ნაწილი უკავია, რომ უკვე აღიზიანებს ადამიანს. მონაწილის გასვლის მომენტიდან ყოველ ათ წამში მათ გვიჩვენებენ, გულით რომ გინდოდეს თავიდან ბოლომდე უყურო გამოსვლას, ვერ მოახერხებ.

წამყვანებს ძალიან დიდი როლი ეკისრებათ შოუში, მაგალითად ამერიკის got talent-ი ვერ წარმომიდგენია ნიკ ქენონის გარეშე, მაგრამ იქ არ აჭარბებენ, ყველაფერს თავისი დრო და ზომა აქვს.

სხვა მხრივ კი რამდენიმე ხუმრობაზე გულიანად გამეცინა, თიკა და ვანიკოს წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულები მეჩვენებიან.

ეს რაც შეეხებოდა ტექნიკურ დეტალებს და კრიტიკას, ახლა თვითონ ქასთინგები და მონაწილეები.

მეც ისე, როგორც მაყურებლების უმრავლესობა თითოეული სეზონის განმავლობაში ირჩევს თავის ფავორიტს და გულშემატკივრობს მას პროექტის განმავლობაში, მაგრამ პირველ გადაცემაში ფავორიტი არ მყოლია, დამამახსოვრდა რამდენიმე მონაწილე, მაგალითად ჰარი პოტერი, რომელიც სულაც არ აღმოჩნდა ჯადოქარი და ილოზიონისტი და ცეკვა შეგვისრულა, მეგობრების ტრიო, რომლებმაც პოპური შემოგვთავაზეს საკმაოდ ორიგინალურად გაკეთებული და ნიკ მალფოის თავიდან ჩავარდნილი, მაგრამ ბოლოს “ამოქაჩული” ნომერი.

ასეთი სტილის გადაცემების ქასტინგები როგორც ყოველთვის ერთი განსხვავებული მონაწილით მთავრდება ხოლმე,  ხშირად ამ მონაწილეს საინტერესო ან სევდიანი ისტორია აქვს, ან ისეთი ნიჭის პატრონია, რომ მთელს დარბაზს აოცებს, ერთი სიტყვით უბრალო რიგითი მონაწილით არასდროს ამთავრებენ გადაცემას.

ანა ქაშიბაძე, ლექსის მხატრული წაკითხვის გარდა იმით გამოირჩეოდა, რომ ძალიან თბილად იყო განწყობილი თიკას და სოფოს მიმართ,  ერთი სიტყვით იყო ძალიან საყვარელი და ძალიან ლამაზი ბავშვი. მაყურებლების და ჟიურის რეაქცია იყო ასეთი:

 

ერთი სიტყვით ისევ დაველოდები შემდეგ ორშაბათს და გამოვხატავ ჩემს სიხარულს იმის მიმართ, რომ შევძელით გაგვეკეთებინა უცხოური პროექტის იდენტური გადაცემა, რომელიც ძალიან რეიტინგულია, საინტერესო და გემოვნებიანი.

ქართველი ვარსკვლავები VS უცხოელი ვარსკვლავები

პირველ რიგში შესავალს გავაკეთებ, რომ არავითარ შემთხვევაში შეურაცხყოფას არ ვაყენებ ქართული შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებს. უბრალოდ მინდა კონტრასტი გავავლო ჩვენი და უცხოელი ვარსკვლავების სხვადასხვა ტენდენციებზე და თუნდაც გემოვნებაზე.

გასაგებია, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მისი შედარება შტატებთან და თუნდაც ევროპის დიდ ქვეყნებთან არ შეიძლება, მაგრამ არის რაღაცეები, რომელიც ბევრ ფულს და მოსახლეობის მრავალრიცხვოვნებას არ საჭიროებს. ჩაცმის კულტურა, შოუს გაკეთება, მოსმენის კულტურა, თავის წარმოჩენის მცდელობა – ეს ყველაფერი გვანსხვავებს უცხოელებისგან.

დავიწყოთ სრულიად ელემენტარულით: წითელ ხალიჩაზე ჩაცმის კულტურა. გასაგებია, რომ საქართველოში არასდროს არ იქნება ოსკარების დაჯილდოების ან მტვ–ს ცერემონიალი, მაგრამ გავიხსენოთ georgian fashion week-ი. სტუმრების სურათების დათვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ მათ 90%–ს ეცვათ ჯინსის შარვლები, აუცილებლად ტყავის ქურთუკები, უბრალო მაისურები, ძირითადად ნახატიანი და დიდი ჩანთები და ასე იღებდნენ სურათებს სტუმრების სტატუსში. ისეთ ფორმაში იყვნენ მისულები, როგორც ჩვეულებრივ ქუჩაში დადიან. თუ არქმევ ამ ყველაფერსfashion week–ს, როგორც ოპერაში არ შეიძლება ჯინსით წასვლა, რატომ უნდა მიხვიდე მოდის კვირეულზე ასეთი ჩაცმული? გასაგებია, რომ აქ დონატელა და სტელა ვერ ჩააცმევენ ჩვენს ელიტას, მაგრამ ხომ შეიძლება ჩაიცვა კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და დაიკავო კლაჩი? ასეა მიღებული მთელს მსოფლიოში. აბა პარიზის fashion week–ზე მივა ვინმე ჯინსის შარვლებით და ნაჭრის ჩანთებით?

ვნახოთ რამდენიმე შედარება ჩვენი და უცხოელი fashion show-ს თუ პრემიერის სტუმარი ვარსკვლავების:

ლელა წურწუმია fashion week–ის სტუმარი.

კეიტ ბლანშეტი ერთ–ერთ ჩვენებაზე. ჯერ მარტო სურათების ხარისხი და განათება რად ღირს.

გეფიცებით პირველად ვნახე ფეშენ შოუზე კედებით მისული ადამიანი. კედებზე ჭკუა მეკეტება ისე მიყვარს, მაგრამ ხომ უნდა იცოდე, სად იწყება მაღალი მოდა და სად მთავრდება ყოველდღიური ჩაცმულობა. აი ასე უნდა გეცვას ასეთ ადგილზე:

ვნახოთ შემდეგი:

ნუ ეს კიდე ჯობია ჯინსებს, მაგრამ რატომ, როცა შეგიძლია ასე ჩაიცვა? ნუ დახარჯავ ამაზე მილიონებს, შეგიძლია შეწვდე ნორმალურ კაბას ნორმალურ ფასად.

უბრალოდ, მაგრამ ძალიან ლამაზად აცვია ჯესიკას ბოსის პრეზენტაციაზე.

შავი რა თქმა უნდა დომინირებს, მაგრამ თუ გინდა შავის ჩაცმა, ჩაიცვი ასეთი: (ჩრდილებში რომ ფოტოგრაფი ჩანს, მაგაზე აღარ მაქვს ლაპარაკი)

ან ასეთი:

შედარებისთვის:  🙂

მოვრჩეთ ფეშენ შოუებზე ლაპარაკს, სურათები თვითონ ამბობენ ყველაფერს.

გადავიდეთ მუსიკალურ შოუებზე. დავიწყოთ ჟიურით.

არ აქვს მნიშვნელობა ამერიკაა თუ დიდი ბრიტანეთი, ყველგან უყვართ ჟიური, თვით “american idol”  და  “X factor”–ს უცვლელი და მრისხანე წევრი საიმონი. შოუს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჟიურის აბარია. მათ უნდა გახადონ შეფასებები საინტერესო, თუნდაც მათი კამათი, ხუმრობები, ენამოსწრებულობა, რომელზეც შეიძლება ბევრი იცინო. ჯეოსტარის ჟიურის წევრებისგან რა სარგებელი? ან რა სიამოვნება უნდა მიიღო მათი ყურებით? 

ჭოლა ერთი ორს დალოცავს მონაწილეს “გაგიმარჯოს გენაცვალეთი”, ლანაც ერთი ორ სიტყვას დაამატებს და მერე ყველა მარინას რეაქციას ელოდება. ისიც ან მოიწონებს ან ჩაქოლავს კონკურსანტს, მერე ხალხი სტვენას ატეხს და ესაა მთელი ჟიურის ბრწყინვალება.

“american idol” –ს უსაყვარლესი ჟიური, რომელიც ამ წელს საიმონის გარეშე იქნება, მოწყენის საშალებას არ მოგცემდათ, არც კასტინგებზე და არც კონცერტებზე. საიმონის და პოლას სასაცილო ჩხუბები, რენდის ერთი და იგივე ფრაზები, კარას გულთბილი მიმართვები…

იქს ფაქტორში დიდი ბრიტანეთის ორი ულამაზესი ქალი ზის ჟიურიში. სხვა თუ არაფერი მათი კაბების ყურებით დატკბები. ვარსკვლავების აკადემიაში კი აღარც მახსოვს ვინ იყო ჟიური, იმდენად არ დაუმახსოვრებით თავი ჩემთვის.

კარგი, შევეშვათ ჟიურის, ბოლოს და ბოლოს ჟიური ხომ არაა ყველაფერი, ეს უბრალოდ შოუს ელემენტია, რომელიც საქართველოში არ გაგვაჩნია.

წამყვანები: აი კიდევ ერთი პრობლემა.

როგორი უნდა იყოს კარგი წამყვანი:

1. არ უნდა იყოს ყალბი და გამაღიზიანებელი.

2. არ უნდა ჰქონდეს სახეზე ძალით მიკრული ღიმილი.

3. უნდა შეეხედებოდეს.

4. არ არის ლამაზი ორი წამყვანის არსებობის შემთხვევაში გოგო ათჯერ მაღალი იყოს ბიჭზე.

5. უნდა შეეძლოს საზოგადოების აყოლიება და გაცინება.

მაგალითად “american idol”ის უცვლელი წამყვანი რაიან სიკრესტი.

რაიანი უკვე ათი წელია ამ საქმეს ეწევა და ამის წყალობით მილიონერიც კი გახდა. ის ბევრჯერ იყო დასახელებული ამერიკის ყველაზე სასურველი სასიძოს და სექსუალური მამაკაცის ტიტულზე. კასტინგზე მისული გოგოები კისერზე ეკიდებიან.

რა თქმა უნდა ეს არაა მთავარი, რაიანი ძალიან უშუალო და თბილი ადამიანია. აქვს ძალიან სასაცილო ენა და ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებს აუდიტორიას. მას შეუძლია მონაწილესთან ერთად იცეკვოს, ან მასთან ერთად წამოწვეს  სცენაზე. მისი და საიმონის სასაცილო დაპირისპირებები და ჩხუბები შოუს უფრო საინტერესოს ხდის.

ესეც ჩვენი წამყვანები, რომლებისგანაც ვერც იუმორი ვიგრძენი, ვერც ხალხის აყოლიება და საერთოდ ვერც ვერაფერი გარდა იმისა, რომ საშინლად მაღიზიანებენ.

ისევე როგორც ჟიურის, წამყვანს დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანად პროექტისთვის. მაგალითად ავიღოთ ამერიკული so you think you can dance წამყვანი გოგო, კეტ დილი.

გარდა იმისა რომ ქერაა, მაღალი და გრძელფეხება, ამ გოგოს აქვს ყველაფერი, რაც წამყვანს სჭირდება. იუმორი, ლაპარაკის მანერა, კონკურსანტებთან დამოკიდებულება. როცა ცეკვის მერე მონაწილეს ფეხსაცმელის თასმა გახსნია, ვიწრო კაბით კეტი მუხლებზე დამდგარა და გაჭირვებით შეუკრავს  პირდაპირ ეთერში. რომ შეხედავ სიცოცხლეს აფრქვევს 🙂

კარგი. ამასაც შევეშვათ. ახლა შოუს გამარჯვებულები. რას წარმოადგენენ ისინი დღეს?

ჯეოსტარის გამარჯვებული, ძალიან ნიჭიერი ანი კეკუა:

არც ალბომი, არც კლიპები, მაქსიმუმი ბრავოს ფინალში გადასვლა.

დაახლოებით ანი წლოვანების იყო ჯორდინ სპარკსი იგივე ფორმატის პროექტი american idol რომ მოიგო. რას წარმოადგენს დღეს? ერთ–ერთ ყველაზე გაყიდვად და ჯილდოების მფლობელ ახალგაზრდა და წარმატებულ მომღერალს.

ან თუნდაც რას მიაღწეს სხვებმა? რომ მერე ჯეოსტარზე ბექებში ემღერათ?

ან პროფილის ხშირი სტუმრები გამხდარიყვნენ?

მგონი ძალიან დიდი პოსტი გამომდის და ამ შედარებებს ალბათ ათასი გვერდი დასჭირდება, ასე რომ შევამოკლებ 🙂

და ბოლოს, მის საქართველო, რომელიც ყველა წელს პატიოსნად ტარდება და ერთმანეთზე უკეთესი  მზეთუნახავები იგებენ. პირდაპირ საოცრებაა.

მის საქართველო და მის ამერიკა 2010: