რამდენიმე ნივთი, რომლის გარეშეც ვერ გავძლებ

ეს უბრალოდ გამონათქვამია, თორემ ადამიანი რის გარეშე აღარ გაძლებს 🙂 მაგრამ ამ ნივთების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ცხოვრება.

1. მობილური ტელეფონი

ჩემი საყვარელი ნოკია, რომელიც უკვე 2 წელია მაქვს და ჯერ–ჯერობით სხვა ტელეფონის სურვილი არ გამჩენია. ბევრი ტელეფონი გამომიცვლია და ყოფილა შემთხვევებიც, რომ მობილურის გარეშე ერთი კვირა დავრჩენილვარ. ოცდამეერთე საუკუნეში მობილური ტელეფონის გარეშე ძნელია ცხოვრება.

2. ჩემი კომპიუტერი.

აი აქ იქმნება ხოლმე ჩემი გენიალური პოსტები 🙂 მიყვარს ჩემი ძველი და შენელებული კომპიუტერი, ერთ თვეში მომიწევს მისი მიტოვება და გული მწყდება 😦

3. თმის სახვევი

ამაზონიდან გამოწერილი რევლონის თმის სახვევი. ცოტა არ იყოს და ყელში ამომივიდა ჩემი სწორი თმები. გულით რომ გინდოდეს უთოთი და სალონში ვერ გაისწორებ ისე, როგორც მე მაქვს და ამ სახვევს ცოტა მრავალფეროვნება შემოაქვს ჩემს ცხოვრებაში.

4. კონტაქტური ლინზები.

დავისვენე, რასაც ჰქვია, დიდი პრობლემა მომიხსნა ამ ლინზებმა. სათვალეს წლები ვატარებდი, მაგრამ ხან იორთქლებოდა, ხან ტყდებოდა, ხან ისე მტკენდა ცხვირს, აღარც მინდოდა გაკეთება. დაახლოებით 7 წელია რაც ლინზები გავიკეთე და ამოვისუნთქვე შვებით. არანაირი პრობლემა, ვერც ვგრძნობ რომ მხედველობა –6–ით მაკლია.

5. თმაზე გასაკეთებელი

გარეთ უმეტესი დრო გაშლილი თმებით დავდივარ, მაგრამ სახლში ვერასდროს ვერ ვგუობ გაშლილ თმას, აქედან გამომდირე სულ თმის რეზინებს ვეძებდი, ვკარგავდი, მერე ისევ ვპოულობდი და ასე შემდეგ.

რამდენიმე წლის წინ მე და ბადრიმ ერთ–ერთ პატარა მაღაზიაში ვიყიდეთ თმაზე გასაკეთებელი და იმის მერე სხვა არაფერი გამიკეთებია. ზღვაზე, სოფელში, სახლში, გარეთ, სულ ეს მიკეთია, ჩემს თავზე სხვას ვერასდროს ვერ ნახავთ 🙂 თან არც მეკარგება და ერთგულად მემსახურება, ასე ვთქვათ იღბლიანი სამაგრია 🙂

ჰოდა, კიდევ ბევრი რამის გარეშე გამიჭირდებოდა, მაგრამ მეტი არაფერი მახსენდება ახლა.

თქვენ რის გარეშე ვერ გაძლებთ?

ფერადი ქვებით მორთული ტელეფონები

ვაღიარებ – ძალიან მიყვარს ბრჭყვიალა ნივთები, ფერადი ქვები და თვლები, კაჭკაჭის სინდრომი მჭირს.

ამაზონზე თვალი გადავავლე ტელეფონის ბუდეებს ფერადი ქვებით და ლამის გული გამისკდა. ფასები 4 დოლარიდან 20 დოლარამდე მერყეობს, მაგრამ ძირითადად აიფონის და ბლექბერის  ბუდეებია, რატომ გვიჩაგრავენ სხვა ტელეფონებს?

ერთი სიტყვით აი ისინიც უკომენტაროდ:

 

ამანათი შორეული რუსეთიდან

დღეს ჩამომივიდა დიანას გამოგზავნილი ამანათი ჩემს დაბადების დღესთან დაკავშირებით 🙂 ძალიან საყვარელი რაღაცეები იყო და კარგადაც გავერთე, სტიკერები, ფრჩხილებზე დასაწებებელი ყვავილები და ორი ფერის საღებავი – ვარდსიფერი და იასამნისფერი, ასე რომ ჩემს თმებს ისევ დაერხათ 🙂

აი საღებავები, მე რომ აქ ვეძებე და წითელის გარდა ვერაფერს რომ ვერ ნახავ, ჰა ჰა, თუ ძალიან გაიჭირვე შეიძლება მოლურჯოც ნახო:

ერთი-ორ ღერს ავიჭრელებ გაზაფხულზე. მერე სმაილებით შევუდექი მონიტორის და დინამიკების მორთვას. მგონი ცოტა ზედმეტიც მომივიდა, მაგრამ მიეჩვევა თვალი.

 

მერე ტელეფონზე გადავედი:

ესეც ფრჩხილების მოსართავები:

ეს რა შუაშია, მაგრამ მომიყვა მაინც ობიექტივში:

მადლობა დიანას 🙂

რა აღარ მინახავს ცხოვრებაში !?

ვინაიდან და რადგანაც ბლოგსფეროში სულ რამდენიმე ბლოგერს ვიცნობ და ისიც არა პირადად, ბუნებრივია არავინ მთაგავს ტეგ-თამაშებში, მაგრამ ალუკარდმა დაარღვია ეს ტენდენცია და აი ჩემი პირველი ტეგ-თამაშიც.

სიმართლე ითქვას, თუ თემამ არ დამაინტერესა, ვერ ავყვები ამ თამაშს, მაგრამ ამ შემთხვევაში დამაინტერესა, დაახლოებით მსგავსი პოსტი ადრე მაქვს დაწერილი, ოღონდ იმის შესახებ, რა არ მინახავს და გამიკეთებია არასდროს.

მაშ ასე:

მინახავს:

* ჯიბიდან როგორ მაცლის ტელეფონს სამარშტურო ტაქსში ჩემს გვერდით საეჭვოდ ახლოს მჯდარი სიმპათიური, ქერა ბიჭი.

* როგორ დაიწვა ჩემს ზედა სართულზე ბინა, საიდანაც მთელი ბავშვობა საეჭვო ხმები მესმოდა.

* ბანკის მოლარე-ოპერატორი გოგოს ირონიული ჩაცინება, როცა ელექტრონულ ბარათზე 25 დოლარი ჩავრიცხე.

* როგორ არწმუნებენ ჩემს შეყვარებულს, რომ მე სხვა ბიჭთან ერთად დამინახეს.

* როგორ ცემდა ჩემი მეზობლის კაცი თავის ცოლს, რომელიც გატეხილი თავით ჩვენთან მოვიდა დასამალად.

* სიზმარი, რომლის დასაწყისიც მგონია, რომ ნანახი მაქვს.

* ჩემს ეზოში მცხოვრები ქერა გრძელფეხება გოგო როგორ ჯდება ყოველ ღამე სხვადასხვა მანქანებში.

* ომის დროს გორის გზაზე უამრავი დალეწილი მინის ბოთლი, როცა უზარმაზარ კონტეინერს მანქანა დაეჯახა.

*  მე-5 კორპუსის კედელზე მიწერილი ფრაზა “შეგიყვან და გამოგიყვან, მაგრამ ცოლად არ მოგიყვან”

* გამწარებულმა ხალხმა ქვების სროლის როგორ გააგდო დაგვიანებით მოსული სასწრაფო, როცა ჩემი მეზობელი ბიჭი შუა ტროტუარზე იწვა და სისხლისგან იცლებოდა.

* ჩემი კლასის დამრიგებელმა და დირექტორმა ბანკეტზე როგორ დახოცეს ერთმანეთი, ორი წუთის მერე კი ხელიხელჩაკიდებულები შევიდნენ დარბაზში.

* თვალებში როგორ მიყურებს ადამიანი და თვალისდაუხამხამებლად  მეუბნება ტყუილს.

* ჩემი კატა როგორ ჭამს ცოცხს.

* რუსეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში მდგარი წისქვილი, რომელიც ძალიან ჰგავდა მიტოვებულ სასახლეს საშინელებათა ფილმიდან.

* ზღვაზე პარაშუტით გადმომხტარი კაცი, რომელსაც გული გაუსკდა შიშით და რამდენიმე წუთი ჰაერში მკვდარი ეკიდა.

* სიგარეტის მოკიდებისას შემთხვევით ჩემმა მეგობარმა როგორ მოუკიდა ცეცხლი კუდზე თავის პატარა ტერიერს.

* “ოსტატი და მარგარიტას” მეათედ წაკითხვის მერე როგორ მყვება დილიდანვე ვარდის ზეთის სუნი.

* როგორ უთქვამთ ჩემთვის “მაგ ჯაგა-ჯუგებს როგორ უსმენ” როკის მისამართით.

* ჩემი მარცხენა ფეხი, რომელიც მთლიანად იყო დამწვარი, სისხლიანი და ძვლამდე დასული.

* საქართველო-ბულგარეთის თამაშზე სტადიონზე ჩვენს უკან მჯდარი ბიჭები, რომლებიც ხმამაღლა ყვიროდნენ   “მოგი***ნთ  ბულგარული წიწაკები”

ჯანდაბა, მაინცდამაინც ისინი არ მინახავს, რაც მინდოდა 🙂

ჩემი პირველი ტელეფონი

ჩემი პირველი ტელეფონი მაჩუქეს მეცხრე კლასში. მაშინ მობილური დიდი იშვიათობა იყო.

მაჩუქეს რა, ჩემმა ძმამ წამოიღო ლომბარდიდან და თვითონ როცა უკეთესი იყიდა, ის მე მომცა. ამ ტელეფონის შეხედვა ერთ რამედ ღირდა 🙂

ეს იყო ძველი ალკატელი, გაფუჭებული ღილაკებით. ზედა ორი ღილაკის მაგივრად სილიკონები ჰქონდა ჩამაგრებული, რომლებიც ხშირად ვარდებოდა. პატარა ანტენა ჰქონდა, წინ ჩამოსახსნელი და რა თქმა უნდა შავ-თეთრი. ზუსტად სურათი ვერ ვნახე, ალბათ ათი წელია ასეთი ფენომენი არავის უნახავს, მაგრამ დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

ვუყიდე დიდი გულზე დასაკიდი სამსუნგის ლენტა (მაშინ ყველა გულზე დაკიდებული ტელეფონით დადიოდა) ჯინსის ქურთუკის წინა ჯიბეში ვიდებდი და ანტენა რომ უჩანდა ძალიან მიხაროდა ხოლმე 🙂 პირველი მესიჯიც კარგად მახსოვს, რომელიც მივიღე, ეს იყო ჩემი ძმის გამოგზავნილი “სოფო შე ძველო, ბატივით სქელო”.

რაღაც საშინელი ზარები ჰქონდა, უშნოდ წრიპინებდა, მაგრამ ოღონდ ვინმეს დაერეკა, სიხარულით ჭკუაზე არ ვიყავი.

ალკატელი რომ ვეღარ ასრულებდა ტელეფონის მოვალეობას, ბიძაჩემმა პანასონიკი მიყიდა. მაშინ ეს მობილური ძალიან პოპულარული იყო, ლიკასაც ჰქონდა ასეთი, ოღონდ შავ-თეთრი.

ეს იყო ჩემი პირველი ფერადი მობილური, ძალიან საყვარელი ჟღარუნა ხმები ჰქონდა და ერთი თამაში, რომლითაც კარგად ვერთობოდი. თვითმფრინავის ნაწილები უნდა შემეგროვებინა, მარიოსნაირი თამაში იყო.

ჩემი დაქალები ხშირად დამცინოდნენ, ძალიან პატარა იყო, ჩექმაშიც კი შემეძლო ჩადება. განსაკუთრებით დიანა აქტიურობდა ხოლმე ამ დაცინვაში, ხოდა ერთხელაც გახარებულმა დამირეკა, ჩემებმა ტელეფონი გამომიგზავნესო, მაგრამ მაგისთვისაც ჩემნაირი გამოუგზავნიათ 🙂

მერე მქონდა პირველი კამერიანი ტელეფონი, სამსუნგი.

ს ტელეფონი დღემდე ძალიან მიყვარს. ახლა დედაჩემს აქვს საბერძნეთში. უსაყვარლესი ფერების და ხმების მობილური იყო. თან იმდენი სურათები და მესიჯები მაქვს შენახული… ზევით პატარა ციმციმა ნათურა აქვს და მესიჯი რომ მოდიოდა ეს ნათურა ციმციმებდა ხოლმე. ეს პროცესი ძალიან მიყვარდა.

შემდეგი ჩემი პირველი მესამე თაობა: ნოკია 6290

ეს მობილური ორ წლამდე მქონდა და კარგი სამსახური გამიწია ნამდვილად. მერე საზეიმო ვითარებაში გადაეცა ჩემს ძმას.

და ბოლოს, გაგიჟებული ვიყავი აიფონებზე და სენსორულ ტელეფონებზე.  ნოკია 5800 ახალი გამოსული იყო და ძალიან მომწონდა, მაგრამ ძვირი ღირდა. თან იმ პერიოდში საერთოდ უმობილუროდ დავრჩი.

ერთხელაც ბადრი მოვიდა ჩემთან, დაჯდა, და მეუბნება, აბა ზარი გამოუშვი ჩემთან, რაღაც მაინტერესებსო. ჯიბიდან  უცხო ხმები მოისმა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, სანამ არ დავინახე:

ალიან კმაყოფილი ვარ, ჯერ-ჯერობით არ გამჩენია ახლის ყიდვის სურვილი.

ნახევრად ეროტიული სიტუაცია ლიფტში

საგანგებოდ გამოწყობილი და ანერვიულებული უზარმაზარ, მინის კართან ვიდექი და გამბედაობას ვიკრებდი. ქალაქში ყველაზე დიდმა და მსხვილმა კომპანიამ გასაუბრებაზე დამიბარა. შიგნით უამრავი ხალხი დაფუსფუსებდა, ეს იყო უზარმაზარი მექანიზი, რომლის შემადგენელი ნაწილიც მე უნდა გავმხდარიყავი.

როგორც იქნა შევაღე კარი და შევედი. მაგიდასთან მჯდარ ოპერატორთან მივედი.

– გასაუბრებაზე ვარ – ჩემი სახელი და გვარი ვუთხარი.

– ერთი წუთით- მითხრა სასიამოვნო ხმით და ყურმილი აიღო.

– 54 სართულზე, მარცხნივ და მერე ლიფტით – ხელით მანიშნა.

– გმადლობთ – ღრმად ამოვისუნთქე და ლიფტისკენ გავემართე.

ვიწრო ქვედაბოლო მეხამუშებოდა, ფეხებს ძლივს ვადგავდი, არც 12 სანტიმეტრიან ქუსლებზე ვიყავი მიჩვეული სიარულს.

ლიფტთან გავჩერდი და ღილაკს თითი მივაჭირე. გვერდით ვიღაც ამომიდგა.

– ლიფტს ელოდებით? –  მკითხა. რას შეიძლება კიდევ აქ ველოდებოდე? ავტობუსს?

– დიახ- ვუთხარი და შევხედე.

მაღალი და ძალიან სიმპათიური, ასე 25 წლამდე ბიჭი იდგა ჩემს გვერდით. თაფლისფერი თვალებით თბილად მიყურებდა.

დავიბენი და მოუთმენლად დავუწყე ლიფტს ლოდინი. როგორც იქნა.

თავაზიანად შემატარა. ლიფტი დაიძრა.

ასეთი ლიფტი ჯერ არ მინახავს, ძოწისფერი ხალიჩით და დდი სარკეებით. გამოსვლა აღარ მოგინდება. თითქოს ჩემს ფიქრს მიუხვდაო, ლიფტი საეჭვოდ  შეირყა და გაჩერდა. შუქები ჩაქრა.

– რა ხდება? – ვიკითხე ანერვიულებულმა.

ბიჭმა მობილური ამოიღო ჯიბიდან და გადარეკა.

– თორნიკე, მე ვარ, რა ხდება?

თიშავს და მეუბნება: – სისტემაში რაღაც გაუმართაობაა, ცოტა ხანში მოვა შუქი, თქვენ არ ინერვიულოთ.

ცოტა ხანი გადის. არაფერი იცვლება. დაბლა ვჯდები და ფეხსაცმელს ვიხდი, უკვე ფიზიკურად აღარ შემიძლია დგომა. ისიც ჯდება. თვალი სიბნელეს ეჩვევა, ზევიდან მკრთალი ლურჯი შუქი ანათებს. ერთმანეთს ვხედავთ.

– ალბათ ყველას ჰქონია სექსუალური ფანტაზია ლიფტში გაჭედილიყო გოგოსთან ერთად, თან თქვენნაირთან – მეუბნება ხმადაბლა. სხვა სიტუაციაში ალბათ საშინლად გამაღიზიანებდა მისი ასეთი პირდაპირობა, მაგრამ ახლა ხმას არ ვიღებ. წასასვლელი არსად მაქვს.

თვალმოშორებლად მიყურებს. ძალიან ლამაზი თვალები აქვს. ლიფტში საშინლად ცხება, ძლივს ვსუნთქავთ. პიჯაკს იხდის.  მკრთალი სუნამოს სუნი ყნოსვას მიღიზიანებს. მსიამოვნებს. თითქოს სხვაგან ვართ, სულ სხვა პლანეტაზე, სადაც სიჩუმე და სიბნელეა ჩამოწოლილი. ეს სიჩუმე ორ უცნობ ადამიანს ერთმანეთთან გვაახლოებს.

გადის კიდევ 15 წუთი. ისევ ცდილობს დარეკვას, მაგრამ სიგნალი არაა. თანაც ამ ლიფტს ხელით ვერ გააღებ.

– ძალიან ლამაზი ხარ – მეუბნება და ხელს ხელზე მადებს. ვკრთები. ნეტავ ჩემს ადგილზე ნებისმიერს ასე ეტყოდა? ალბათ კი.

ლიფტი ისევ საეჭვოდ იწყებს ჯაყჯაყს. შეშინებული ვეხუტები. იქნებ ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებია, რატომ არ უნდა გავატარო ასეთი მამაკაცის მკლავებში?

– ნუ გეშინია – მამშვიდებს და თავზე მეფერება . ტუჩებით შუბლზე მეხება. ცხელი ტუჩები აქვს.

შუბლიდან ტუჩებზე ჩამოდის. ერთმანეთს ვკოცნით. ტანზე მხდის. წინააღმდეგობას არ ვუწევ.

ძლიერი შუქი თვალებს გვიბრმავებს.  კარები იხსნება. სასწრაფოდ მომყავს თავი წესრიგში. კაბას ვისწორებ. 25 სართულზე ვართ. 54-ს ვაჭერ და ვცდილობ არ შევხედო აღგზნებულ და დაბნეულ მამაკაცს ჩემს გვერდით. უკან მიუხედავად გამოვდივარ.

– დაელოდეთ – მეუბნება მდივანი – უფროსი მალე მიგიღებთ.

როგორ იქნა მოდის ჩემი ჯერი. თმებს ვისწორებ და გაუბედავად შევდივარ.

– დაბრძანდით – მეუბნება ნაცნობი ხმა – თქვენ ალბათ გასაუბრებაზე ხართ.

ლამისაა ვიკივლო. ჩემი თანამელიფტე სავარძელში ზის და ღიმილით მიყურებს.

სავარძელში ვჯდები და ვიცი, რომ მიმიღოს, მე აქ მეორედ მომსვლელი არ ვარ. ლიფტში გამოჩენილი სისუსტე ჩემს საუბედუროდ მომიბრუნდება. მისთვის მნიშვნელობა არ ექნება, ჭკვიანი ვარ, ნაკითხი თუ საჭირო უნარ- ჩვევები მაქვს, ის ყოველთვის ეცდება ისევ ლიფტში  მომიმწყვდიოს.