ბლოგის სტატისტიკას როცა ვამოწმებ, ჩემი საყვარელი მომენტია სერჩ ითემების ნახვა, რომელზეც კარგად ვხალისობ ხოლმე. ხანდახან ისეთი სასწაული სიტყვები მხვდება, რომ მიკვირს.
ყველაზე მეტჯერ ჩემთან queer as folk ით არიან მოხვედრილები – დაახლოებით 150-ჯერ. მერე მოდის შერილ კოული და მისი ტატუები ასამდე ნახვით.
ოცი სიტყვა, რომელსაც ეძებდნენ და ალბათ იპოვნეს კიდეც, მაგრამ მე კარგად გავერთე:
1. ყველაზე გრძელი ყურები
რამდენად გრძელ ყურებს ეძებდით არ ვიცი, მაგრამ აგერ ჩემს ზაქარის შესანიშნავი წვეტიანი ყურები აქვს სტარ ტრეკში.
2. როგორ მოვუშალოთ ნერვები
დედას, მეზობელს, კატას, ბებიას, ქმარს, ცოლს ან მთელს მსოფლიოს.
3. chichilaks ra uyo
სხვისი არ ვიცი და ჩემმა კატამ ის უბრალოდ დაღეჭა.
4. ყველაზე უხეში მამაკაცები
მმ, ვიღაცას მადა გაეხსნა… 🙂 აი კელვინ კლეინს ჰყავს რეკლამებში კაი უხეში მამაკაცები.
5. i love sofo
ღმერთო ჩემო… ეს თაყვანისმცემლები მაწუხებენ რა უკვე, აღარ შემიძლია… 🙂
6. რა შეუძლია ქამელეონის სისხლს
მე გეტყვით რა შეუძლია, თუ მის სისხლს სათვალეზე წაუსმევთ, გოგოებს შიშვლებს დაინახავთ… ხომ გაგიხარდათ?
7. გვშია
უკვე ინტერნეტში ვეძებთ საჭმელსაც და სასმელსაც. გვშია და რა ვქნათ 😦
8. დაკრეჭილი
დაახლოებით ის ვარიანტია, თავში რომ ჩაგარტყავენ და დაკრეჭილი რომ რჩები.
9. გასაპარსი
სიტყვა გასაპარსზე მაშინვე მისტერ ბორატი მახსენდება ხოლმე თავისი მწვანე საცურაო კოსტიუმებით.
10. პირველყოფილი კომედია
სანამ კამერები და ფირები იქნებოდა, პირველყოფილი ადამიანები თვითონ დგავდნენ კომედიებს და კარგადაც ერთობოდნენ.
11. ღიპიანი კაცი
გემოვნებაზე არ დაობენ, ზოგს უხეში მამაკაცები მოსწონს, ზოგს კიდევ ღიპიანი.
12. ორსარტულიანი ტყე
ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მას ზღაპარიც კი მივუძღვენი.
13. ტრაკი
აუ უზრდელურ სიტყვებს არ ვიყოთ რაა, ჩემი ბლოგი ზე-კორექტულია.
და აი ისიც:
14. არ წახვიდე
იგივე don’t go, stay with me, just stay, stop.
15. გასაკვირი სურათები
ფრიად გასაკვირი და საოცარი სურათები, მაგალითად როგორ იჭრის კაცი ბოსტნეულთან ერთად თითებს, ან როგორ აქვს თავი შეყოფილი თავისივე უკანალში (ხედავთ კორექტულობას?)
16. რომელ ვარსკვლავს ვგავარ?
მე მგონია რომ ძალიან ვგავარ ბრედ პიტს, მაგრამ მინდა ვგავდე რობი პატინსონს – თინეიჯერი ბიჭის ოცნება.
17. სექსუალური ნიშნები
ეს საგზაო ნიშნები ისეთი სექსუალურია, ისეთი სექსუალური, რომ მანქანის გადაყენება მოგინდება გზიდან და ცოტა ხანი საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.
18. ბეწვები
ბეწვები… რა საინტერესოა… უბრალოდ ბეწვები… ბეწვები წვიმაში… სევდიანი ბეწვები…
19. ცისფერი კაცები
ნწ ნწ ნწ… ეგ უზრდელები… ცისფერი კაცები.
აი თქვენ ცისფერი კაცები, და არ თქვათ რომ ეს კოცნა ცუდი შესახედავია.
20. ცნობილი ვარსკვლავების იღლიები
მშვენიერი და გლუვი იღლიები, სასიამოვნო არომატით. ისინი რომ ცნობილი ვარსკვლავები არიან…