სუნამოებზე ამ ბოლო დროს განსაკუთრებული ქრაში დამემართა. არ მყოფნის, ვერ ვძღები, სულ ახალი სუნის ძებნაში ვარ, ხან გრილი მომწონს, ხან მკვეთრი და მძაფრი, თითქმის ყველანაირი სუნამო შევაგროვე.
ამას დაერთო ისიც, რომ დღეს ამაზონიდან მომივიდა ამანათი ოთხი სუნამოთი.
![DSCN0888 [1024x768]](https://qameleoni.files.wordpress.com/2012/02/dscn0888-1024x768.jpg?w=920)
დავიწყოთ იმით, რაც ყველაფე ძალიან არ მომეწონა. ბრმად ყიდვა რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ მე ყოველთვის მიმართლებს. დაზუსტებით ვკითხულობ რა ელემენტებს შეიცავს, რა ნოტებს, ტკბილია თუ გრილი, აი დანას შავმა მაქმანმა კი გაოცებული დამტოვა.

![DSCN0902 [1024x768]](https://qameleoni.files.wordpress.com/2012/02/dscn0902-1024x768.jpg?w=920)
![DSCN0903 [1024x768]](https://qameleoni.files.wordpress.com/2012/02/dscn0903-1024x768.jpg?w=920)
უნდა იყოს: მაცდური, სექსუალური, იდუმალი, ცოტა მამაკაცური, ლიმნის მცირე ნოტებით, ლავანდით, ქარვით და მუხის ქერქით.
არის: სუფთა სპირტი. სპირტის სუნის მეტი მე ვერაფერი ვიგრძენი, გინდა წყალში არეული სპირტი დაისხა და გინდა ეს სუნამო. საშინლად იმედგაცრუებული დავრჩი.
შემდეგი ისევ დანას რიმეიქი ძალიან ძველ სუნამოზე – ლუტეცია, რომელიც 1984 წლიდან გამოდის. ვისაც გიყვართ ძველებური სუნამოების არომატი, თითქოს პუდრის სუნი რომ ასდის, მაშინ ძალიან კარგია. თბილი, და არა ტკბილი, დახვეწილი, გამოსასვლელ საღამოს ძალიან მოუხდება.

![DSCN0908 [1024x768]](https://qameleoni.files.wordpress.com/2012/02/dscn0908-1024x768.jpg?w=920)
![DSCN0909 [1024x768]](https://qameleoni.files.wordpress.com/2012/02/dscn0909-1024x768.jpg?w=920)
შემდეგი ჩემი გამოწერილი სუნამოებიდან ლიზ კლეიბონის ცნობილი ბორა-ბორაა, რომელიც ვერ გავარკვიე მომწონს თუ არა. თან მომწონს, თან თითქოს არა, გრილი, ტროპიკული სურნელი აქვს.

![DSCN0905 [1024x768]](https://qameleoni.files.wordpress.com/2012/02/dscn0905-1024x768.jpg?w=920)
და ბოლო, მაგრამ ჩემი ფავორიტი, რომელსაც აშკარად კიდევ გამოვიწერ, იმიტომ რომ ძალიან ძალიან მომეწონა, პირველივე სფლაშზე ისეთ საოცარი სურნელი დააყენა, ტროპიკული, ძალიან სასიამოვნო, ხილის, არ ვიცი ვერ ავღწერ, თითქოს გაზაფხული მოიყვანა 🙂 თან დიდხანსაც გაჩერდა, ახლაც ასდის ჩემს მაჯას სურნელი. ნახევარი საათის მერე უფრო დათბა და სტაბილური სუნი მიიღო.
ფრედ ჰეიმანის შეხება სიყვარულით

![DSCN0914 [1024x768]](https://qameleoni.files.wordpress.com/2012/02/dscn0914-1024x768.jpg?w=920)
რაც შეეხება ჩემს სხვა სუნამოებს, აი ისინიც:
რიანას სადებიუტო გამოშვება, რომელიც ცოტა ტკბილია, მაგრამ აქვს რაღაც, რაც მომწონს.

![DSCN0890 [1024x768]](https://qameleoni.files.wordpress.com/2012/02/dscn0890-1024x768.jpg?w=920)
ქოქოსის, ხილის და ვანილის არომატით.
კიდევ ვერსაჩეს ბრაით კრისტალი, რომელზეც უკვე ვისაუბრე ამ პოსტში. ძალიან ნაზია, ვარდების სურნელით.
![DSCN0896 [1024x768]](https://qameleoni.files.wordpress.com/2012/02/dscn0896-1024x768.jpg?w=920)
მარის შარაპოვას სახელობითი სუნამო, გრილი და სპორტული სურნელით.

და კიდევ რამდენიმე.
აი ჩემი სუნამოები:
![DSCN0915 [1024x768]](https://qameleoni.files.wordpress.com/2012/02/dscn0915-1024x768.jpg?w=920)