ინტერნეტ შოპინგი

რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტ მაღაზიები დავლაშქრე და რამდენიმე ნივთი თუ ტანსაცმელი შემომეყიდა. აი ისინიც:

გოლდენ კლასიკის საათი, რომელიც ძალიან მომწონს. საერთოდ საათებს ხშირად არ ვხმარობ, მაგრამ მაინც  🙂

კიდევ კარგად ვხმარობ ფ21–ის შარვლებს, ორი მათგანი მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ, ჰოდა გულმა არ გამიძლო და სამი ცალი შევუკვეთე.

ამის ფერები მომეწონა, საზაფხულო და ლამაზია

კიდევ ერთი ბეჭედი, რომლის სურათიც ვერ ვნახე, მაგრამ დაახლოებით ასეთია:

ბოლოს თმის აქსესუარი, რომელიც მორჩენილ ცენტებში მომივიდა:

უახლოეს მომავალში თვალი ამაზონის ამ საყურეებზე მაქვს დადგმული:

ისევ საღამოს კაბები

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ცხოვრებაში ბოლო დროს სიახლეები შეინიშნება და ნიშნობამდე ორი კვირაც აღარ დარჩა, ბევრი თავსატეხი გამიჩნდა. პირველ რიგში კაბა ნიშნობისთვის. მართალია განსაკუთრებული არაფერი იქნება, მაგრამ ერთი დღეა და მინდა სამახსოვროდ დამრჩეს. მერე ივნისის შუა რიცხვებში კიდევ ერთი თავსატეხი დამემატება.

რამდენიმე კაბას დავადგი თვალი, მაგრამ შეკერვას ვერ ვასწრებ და ისევ უნდა ვიყიდო, სხვა გზა არაა. მიახლოებული ვარიანტი იქნებ მაინც ვნახო.

აი რამდენიმე ჩემი ფავორიტი.

f21-ის ერთი კაბა მომეწონა

ესეც საყვარელია სხვა ფერი რომ იყოს.

მმმ, ეს ზედმეტად სექსუალურია, მაგრამ კარგია 🙂

ჰო, რაც შეეხება საქორწინო კაბას. არც ის იქნება რამე განსაკუთრებული, ძალიან ვიწრო წრეში, მაგრამ სიმართლე ითქვას არასდროს მდომებია გრძელი და ფაშფაშა კაბა. რამე ასეთ შუალედურს შევარჩევ:

გულს რაც შეეხება, რაღაც ამდაგვარი მინდა

შუა კაბის გული

ჯანდაბა, როგორ მომწონს კრისტენის ეს კაბა, თეთრი რომ იყოს.

ანდაბა, წინა პოსტის აფდეითი გავაკეთე, ინტერნეტი გაითიშა და რომ ჩაირთო პოსტი წაშლილი დამხვდა, ტრაშშიც აღარაა 😦 რა უბედურებაააა 😦

ცისარტყელა

ჩემს მიერ გადაღებული ფერადი და ლამაზი სურათები:

ჩემი კოსმეტიკა 🙂

სimply because…

ჩემი ტუჩების სხვადასხვაფეროვანი ვარიაციები

ლიკას ფრჩხილები:

და ბოლოს ბონუსად მე 🙂

მე მიყვარს ჩემი კომპიუტერი

ამ ერთი უწყინარი კომპიუტერის ისტორია 4 წლის წინ დაიწყო.

როცა უკვე აქტიურად დამჭირდა ინტერნეტი და მე და ბადრი უკვე დავიღალეთ ინტერნეტ კაფეებში სიარულით, დედაჩემმა გამომიგზავნა ფული და მე, ბადრიმ და ჩემმა ძმამ დიდი ზარზეიმით ვიყიდეთ. ისე მიხაროდა, ისე, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი თვე ინტერნეტი არ მქონდა ჩართული, ბედნიერად ვიქექებოდი, ჩემი უთვალავი დისკებიდან გადამქონდა სიმღერები და კინოები, მერე ჩემმა ძმამ თამაშები მოიტანა, ინდიანა ჯონსს თამაშობდა ხოლმე, მე და ლიკა ვუყურებდით და ამითაც კარგად ვერთობოდით.

მერე ჩაირთო ინტერნეტიც და დამეწყო ისტერიული მანია ფილმების და სერიალების, არ ვიცი, ალბათ ვერავინ ვერ მოთვლის რამდენი  კინო მაქვს ნანახი, ალბათ იმაზე მეტი, ვიდრე თავზე თმა მაქვს. ახლაც მოწყენილი ვზივარ და ვეძებ რამე ისეთს, რაც ნანახი არ მაქვს, თუ ასეთი შემხვდა, ბედნიერების წუთები მაქვს ხოლმე.

ჰო… მერე ვინდოუსის გადაყენებაც ვისწავლე და ჩემს ლამაზ იქსპის ვაყენებ რამდენი წელია, ისე მაქვს თვალი მიჩვეული, სხვას ვერაფერს ავიტან. ძალიან ნელია ჩემი მეგობარი, მაგრამ მაგასაც მივეჩვიე.

რამდენჯერმე დისნეის ვინდოუსიც მქონდა დაყენებული, რა თქმა უნდა ლიკას დისკიდან 🙂 ქრაში აქვს დისნეიზე 🙂 მაგრამ მერე ისევ ამას დავუბრუნდი.

ერთხელ ისე საშინლად დაისპამა და დავირუსდა, რომ ყველა ფაილი წამეშალა და ლამის თან გავყევი, მერე ვისწავლე ჭკუა და ვადაგასულ ანტივირუსებს აღარ ვაყენებდი 🙂

ერთადერთხელ გაუფუჭდა მონიტორი, ბლოკი გადაეწვა, სხვა არაფერი მოსვლია, ჯერ–ჯერობით მაგრად დგას 🙂

ესეც ჩემი დესკტოპი:

ცე დისკი გამოვსებული მაქვს ტორენტებიდან გადმოწერილი ფაილებით, სერიალები, შოუები, რამდენიმე სეზონი ამერიკან აიდოლის და იქს ფაქტორის, საშინლად რომ მენანება წაშლა 🙂

ჰოდა… მალე რომ მომიწევს მიტოვება, ძალიან გული მწყდება… ისე მაქვს თვალი მიჩვეული, ყველაზე მეტ დროს ამასთან ვატარებ… ერთი სიტყვით მიყვარს მე ჩემი კომპიუტერი 🙂

ექსპერიმენტების მოლოდინში

როგორც ყოველთვის, როცა რაღაც პერიოდი საინტერესო არაფერი ხდება, საშინელი მოწყენილობა მიპყრობს და ექსპერიმენტების ხასიათზე ვდგები. უმეტეს შემთხვევაში ამის მსხვერპლი ჩემი თმები ხდება ხოლმე, რომელსაც ხან ვიჭრი (მოკლედ არა), ხან ათასფერად ვიღებავ, ერთი სიტყვით კარგ დღეს არ ვაყენებ.

ახლაც ვფიქრობ რა გავაკეთო, დიდი ხანია რაც თმები ჩემს ფერზე დავიბრუნე და ხელი არ მიხლია, ისევ მოწყენილობამ შემომიტია 🙂 ახლა სურვილი მაქვს პირიქით ძალიან გრძელი მქონდეს თმები, ოღონდ ისე არა, ზედმეტად უაზრო სიგრძეში რომ გადადის. აი ეს ზედმეტია ნამდვილად 🙂

უჯრაში მაცდურად არის განლაგებული მუქი ვარდისფერი, იასამნისფერი და ლურჯი საღებავები და თითქოს მეძახიან მოდიო 🙂 (თუ ეს ხმები რომ მესმის სხვა რამის ბრალია?) ჰოდა ჯერ-ჯერობით კი ვუძლებ ცდუნებას, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება ვეღარც გავუძლო.

წითელმა, ყვითელმა, ნაცრისფერმა და ლურჯმა საღებავებმა და ხშირმა გაუფერულებამ ცოტა არ იყოს დააზინა ჩემი თმა, სულ ცოტა, მაგრამ ესეც ვერ ამიტანია, ყოველთვის კარგი ხარისხის თმა მქონდა. რაც მთავარია არასდროს არ სჭირდება გასწორება.

აი ახლა ასე გამოიყურება ჩემი თმები:

 

როგორ მშურს ამ სელებრითების, რა ლამაზი და რბილი თმები აქვთ, მგონი რა საშუალებებს აღარ იყენებენ, ეჰ 😦

ვაიმეეე…

ლიკას ენით აუწერელ მრავალრიცხვოვან სურათების ფოლდერში მოიძებნება ერთი ასეთი ფოლდერი სასოწარკვეთილი სახელით “ვაიმე” 🙂

ვნახოთ რა სურათებს მოიცავს ეს ფოლდერი:

მმმ, ამაზე არც მე ვიტყოდი უარს, მიუხედავად იმისა, რომ ქუსლებზე ვერაფრით ვერ ავედი, თან სიმაღლეც ცოტა ისეთი მაქვს, რომ ქუსლებზე თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ, მერე ზედმეტად მაღალი მეჩვენება ჩემი თავი. ამაზე გავიჭირვებდი და სახლში მაინც გავიხარებდი გულს სხვა თუ არაფერი 🙂

ეს ის ცნობილი კაბაა, სიზმარში რომ ნახა და ტრამვირებულს რომ გაეღვიძა 🙂 შერი ჰილის კაბების ფასი დაახლოებით 400 დოლარიდან იწყება და რამდენიმე ათასამდე ადის.

ოქროსფერი არ მიყვარს, მაგრამ ეს რაღაც ლამაზია 🙂

საყვარელი საზაფხულო ფერებია

თანამედროვე კონკიას კაბა 🙂

ეს მომწონს რატომღაც, ფერების ლამაზი თამაშია.

 

საყურეების კოლექცია

მეთერთმეტე კლასამდე არანაირი სურვილი არ მქონია ყური გამეხვრიტა, არც საყურეების მიმართ მქონია განსაკუთრებული ინტერესი, მაგრამ… ერთ დღესაც გადავწყვიტე და მე და დიანა წავედით სალონში.

კარგად მახსოვს, ჩემს წინ ბიჭი იჯდა, იმას თმებს ჭრიდნენ და ისეთი ინტერესით მაკვირდებოდა, როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი, მე რა რეაქცია მექნებოდა, არ ვიცი რა ეგონა ასეთი 🙂

იმის მერე  სადაც არ უნდა დავინახო, როცა არ უნდა დავინახო, ვჩერდები და ვათვალიერებ. ჩემმა მეგობრებმა უკვე იციან, საყურეებთან თუ გავჩერდი, ძალით უნდა გამიყვანონ იქიდან, თორემ  შეიძლება საათობით დავრჩე იქ.

ამჟამად ჩემს მფლობელობაში 60 წყვილამდე მოქმედი საყურე შედის, მაგრამ სურათის გადასაღებად ნერვები მარტო 40 წყვილისთვის მეყო. ამ საყურეებს სამ კატეგორიად ვყოფ:

1. ე.წ. ყუნწიანი საყურეები, რომლებიც ყველაზე მოსახერხებელია, იმის შიში არ გექნება, რომ სადმე დაკარგო. თან ასეთი საყურეებისთვის ძალიან კარგი რამე მოვიფიქრე, ერთმანეთში აღარ ირევა და მათი ძებნა აღარ მიწევს:

დავიწყოთ ამ კატეგორიის საყურეებით 🙂

მარცხენა ჩემი სულ პირველი საყურე, ვარსკვლავებიც საკმაოდ ძველებია, ალბათ 6-7 წლის წინანდელი.

ფერადი საყურეები, მარტო მაშინ, როცა ამის ხასიათზე ვარ 🙂

არ მიყვარს პატარა საყურეები, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად თმები გაშლილი მაქვს, ასეთი საყურეები არ გამოჩნდება, ამიტომ სულ მასიურ და გრძელ საყურეების ვირჩევ.

არჯვენა ლიკას ნაჩუქარია რამდენიმე წლის წინ ჩემს დაბადების დღეზე.

ამ საყურეზე ჩინური ახალი წლის ამსახველი გრავიურაა თუ რაღაც ეგეთი 🙂

ეს ჩემი ორი ძალიან საყვარელი საყურე. მარჯვენა ბადრის დის, ნინის ნაჩუქარია, მარცხენა ჩემს წინ მაღაზიაში ვნახე და ისე მომეწონა, მაგრამ იმ წუთას ფული არ მქონდა, გულში ისე ჩამრჩა, რომ მეორე დღეს წავედი და ვიყიდე.

ასეთი საყურეები  ლიკასაც აქვს, ოღონდ ვარდისფერი ქვით, ერთად ვიყიდეთ ადრე.

ესეც ფ21 ს საყურეები, ვერცხლისფერები ძალიან მოსწონს ბადრის რატომღაც.

დიდი გულები 🙂

არ ვიცი რატომ, მაგრამ ვგიჟდები ამ საყურეებზე, ისეთი ლამაზი ფერებია და ისე ლამაზად ჩანს ყურზეც…

ლიკას ბონუსი დაბადების დღეზე 🙂

2. “ჩამკეტები” რომლებიც ზოგჯერ ყურს მტკენს, მაგრამ ატანა შეიძლება 🙂

ესეც ფ21-ს გემსტონები.

ეს საყურე რამდენიმე წლის წინ დიანა რომ იყო ჩამოსული, იმას ჰქონდა ჩამოტანილი და ძალიან მომწონდა. რომ წავიდა რამდენიმე დღეში ჩემს სარკესთან ნაჭრის გულია ჩამოკიდებული და იმაზე იყო გაკეთებული. ძალიან გამიხარდა.

ბადრის ნაჩუქარი მარგალიტის საყურეები, სამი წლის წინ ჩვენს ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით მაჩუქა.

3. ე.წ. “stud” ანუ უკან მისამაგრებელი საყურეები, რომლებიც ძალიან მოუხერხებელია და ამის გამო ბევრი საყურე დამიკარგავს, ძვრება ყურიდან ისე, რომ შეიძლება ვერც შეამჩნიო.

ეს  მე და დიანამ ვიყიდეთ თბილისში, ძალიან პატარა სვაროვსკის საყურეები

აი ეს კი მართლა ძალიან მომწონს, ოჯახის წევრებმა უნივერსიტეტის დამთავრებასთან დაკავშირებით მაჩუქეს.  სვაროვსკის თვლებით, მაგრამ ზევით ნახსენები მიზეზის გამო თავს ვიკავებ გაკეთებისგან, სუსტი მისამაგრებელი აქვს უკან და ადვილად ძვრება 😦

და ბოლოს, ზოგი ცალი, ზოგი ჩემი გაკეთებული, ნაკლებად გამოყენებადი საყურეები.

საღამოს კაბები და ფეხსაცმელებით სავსე თაროები…

შური ადამიანს ამძიმებსო, კიდევ მატერიალისტი არ უნდა იყო და ყოფით ნივთებზე სული არ უნდა მიგდიოდეს, რადგან ამის გარდა უამრავი სულიერი ღირებულება არსებობს, იგივე შინაგანი სიმდიდრეო – ეს ჩვენი ხალხური სიბრძნეა.

მაგრამ აქვე მეორე ფაქტორი – რა ვქნათ თუ ეს ყოფითი ნივთები სიამოვნებას განიჭებს და გინდა ბევრი გქონდეს, იმდენი რომ ჩაწვე შიგნით და სიამოვნებისგან იკრუტუნო. კაბები, ჩანთები,  ფეხსაცმელები, სამკაულები… ეს სუსტი სქესის სუსტი წერტილია.

მინდა, ძალიან მინდა მქონდეს ერთი დიდი ოთახი, რომელიც თაროებით და საკიდებით იქნება სავსე, ალბათ ამ ოთახიდან აღარც გამოვიდოდი.

ნეტავ მერაიას ამ ფეხსაცმელებიდან ნახევარი მაინც თუ აქვს ჩაცმული, თუ ისე, თვალს ახარებს ხოლმე? საინტერესოა. 🙂

არც ევა ლონგორიას აქვს ნაკლები, და არც საერთოდ სხვა ვარსკვლავებს. მეც მათ ადგილზე ასე მოვიქცეოდი, რომც არ ჩამეცვა სახლში დავიწყობდი (აი სიხარბეს სად აქვს ადგილი)

ბადრის ვეხვეწები, შენთან რომ გადმოვალ, ერთი ოთახი დამითმე ტანსაცმლისთვის თქო და თავს კი მიქნევს, მაგრამ ვიცი გულში დამცინის 🙂 ახლა სადაც ვარ, ერთ პატარა კარადაში მაქვს მოთავსებული ყველაფერი, ამიტომ დიდი სივრცე მინდა…

ევას კიბეც კი აქვს მიდგმული, რომ ზედა თაროებს შესწვდეს, სადაც ნაირ-ნაირი ლამაზი ყუთები მოჩანს. 😦

ტანსაცმლის არჩევაში ძალიან  პრეტენზიული არ ვარ, მაგრამ ერთი რამე ვიცი – არასდროს, არასდროს არ ჩავიცმევ წვეტიან (თუნდაც სულ ოდნავ) ფეხსაცმელს და არც ჩამიცვამს არასდროს.

იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს იასამნისფერი ფერი,  კაბებიც ძალიან მომწონს ამ შეფერილობის. აი მაგალითად (violet miss შენ გიძღვნი)

მეგან ფოქსის კაბა ტრანსფორმერების პრემიერაზე:

ჩემი შეკერილი იასამნისფერი კაბა, რომელიც კარგი გამოვიდა რატომღაც (მადლობა ლიკა დახმარებისთვის). თვითონ ნაჭერმა გაამართლა, ლამაზი ნაჭერია, თვალში მოსახვედრი 🙂

ესეც მე და ბადრი სავანეს აივანზე, სადაც რუსთავის ულამაზესი ხედი და მისი მშვენება სასტუმრო მოჩანს (ვინც კი რუსთავში პირველად ჩამოდის, ყველას სასტუმროსთან ხვდებიან)

ასეთია ქამრის გარეშე, ესეც ქამრით:

კიდევ ძალიან მომწონს მარჩესას კაბები და ქორწილისთვის ალბათ დაახლოებით მარჩესას სტილს შევარჩევ.

პირველად მომეწონა რიანას კაბა , ისიც იმიტომ, რომ ამ ბრენდის აცვია.

ვიქტორია სიკრეტის რამდენიმე კაბაც მომწონს, სადა და უბრალო:

შერი ჰილის კაბებს მერე ცალკე პოსტს დავუთმობ, იმიტომ რომ ულამაზესი და ძვირფასი კაბები აქვს. ერთხელ საწყალმა ლიკამ სიზმარში ნახა, ვითომ ჰილის ერთ-ერთი კაბა ეცვა და რომ გაიღვიძა ტრამვირებული იყო 🙂

კიდევ ძალიან მომეწონა რატომღაც კრისტენ სტიუარტის (იგივე ჯეინის, რომელსაც სულ დასაბანი თავი ჰქონდა და ვამპირი რიჩარდი უყვარდა) შავი კაბა.

 ესეც ჟიზელის ცნობილი წყლის კაბა

და ბოლოს ფეხსაცმელი:

ესეც დიანას მოსკოვში გადაღებული სურათი, რაზეც ნერწყვები მადენინა:

that’s it…

ვარსკვლავები დიდი ცხვირებით

მართალია მათმა უმრავლესობამ ოპერაცია გაიკეთეს, მაგრამ ვერც ახლა დაიკვეხნიან პატარა ცხვირებით. ზოგს ეს დიდი ცხვირი იმდენად ინდივიდუალურს ხდის, რომ ალბათ არც უფიქრიათ მის მოშორებაზე.

ქალბატონმა პარის ჰილტონმა რამდენჯერმე გაიკეთა ოპერაცია, მაგრამ დიდი ვერაფერი შედეგი მიიღო. ჩამტვრეული კბილიც ძალიან სექსუალურად უჩანს და ზარმაცი თვალიც. არა მგონია ამას მდიდარი მემკვიდრე დაეკომპლექსებინა.

ის ნარცისიზმითაა შეპყრობილი, უღებს თავის თავს უამრავ სურათს, არასდროს ეუბნება პაპარაცებს პოზიორობაზე უარს, ყოველთვის და ყველგან მზადაა, რომ დააფიქსიროს თავისი თვალისმომჭრელი სილამაზე.

არა მარტო სურათები, პარისს ვიდეოს გადაღებაც ძალიან უყვარს და არც ისე ხელსაყრელ მომენტებში, ამიტომაცაა, რომ მისი ინტიმური ვიდეოები ყველგანაა მოდებული

იდი ცხვირის გარდა პარისს ასევე აწუხებს დიდი ფეხის ქონა, უფრო სწორად დიდი ფეხის ტერფის, რომელიც 41 თუ 42 ორი ზომა აქვს, თუ მეტი არა… ამიტომ მას ყოველთვის სპეციალური შეკვეთით უკერავენ ფეხსაცმელებს.

აი მისი ცხვირის ცვლილებები წლების მანძილზე:

იდი ცხვირის პრობლემა ჰქონდა დისნეის ვარსკვლავს, “high school musical”ის მსახიობს, ეშლი ტისდეილს, მაგრამ ეშლიმ ადვილად შეძლო პრობლემის გადაჭრა და ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ჩემი აზრით ძველ ცხვირში უფრო ჰგავდა თავის თავს.

ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავს ძალიან არ უყვარს თავისი ცხვირი და ყოველთვის ერიდება პროფილში სურათის გადაღებას, მაგრამ ოპერაციის გაკეთებას არ აპირებს. ვინ არის ეს მსახიობი?

ეს ალმადოვარის მუზა და აღმოჩენა, პენელოპა კრუზია. სიმართლე ითქვას ეს ქალი ვერაფრით ვერ წარმომიდგენია პატარა და აპრეხილ ცხვირში, არაფრით არ მოუხდება დარწმუნებული ვარ. პენელოპას თავისი დამახასიათებელი გარეგნობა აქვს, ევროპული გარეგნობა, მის ცხვირს კი არც ტომ კრუზი შეუშინებია და არც ახლა თავის ქმარს, ხავიერ ბარდემს არ აშინებს 🙂

sex and the city – კერი, იგივე სარა ჯესიკა პარკერი ხშირად ხვდება შეუხედავი სელებრითების სიაში. მიუხედავად ამისა, ძალიან წარმატებული კარიერა და ოჯახი აქვს, გემოვნებიან მსახიობად ითვლება და ცხენს ჰგავს თუ სახედარს, არავის საქმე არ არის 🙂

gossip girl-ის მსახიობი, ბლეიკ ლაივლი, რომელსაც ასევე დიდი და გრძელი ცხვირი აქვს, ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ქალების რიცხვში ხშირად სახელდება. ბლეიქს თავისი გრძელი ცხვირი სულაც არ აწუხებს და არც ოპერაცის გაკეთებას არ აპირებს, ძალიან ბედნიერია და ხვდება თავის პარტნიორს ზემოთნახსენები სერიალიდან.

და კიდევ ერთი, ცოტა ძველი თაობის მსახიობი, რომელსაც ძალიან შესამჩნევი დიდი და კეხიანი ცხვირი აქვს, ბარბრა სტრეიზანდი.

ველა ამბობს, ბარბრამ რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთოს, ის აღარ იქნება ბარბრა, ანუ დიდი ცხვირი მისი სავიზიტო ბარათია, მისი ინდივიდუალობის გამომხატველი ელემენტი. ამას სულაც არ შეუშლია ხელი ჰქონოდა რომანი იმ დროს ყველაზე სასურველ და სიმპათიურ მამაკაცებთან.

ესეც საიტ http://www.freakingnews.com მიერ გაკეთებული სურათები.

owen wilson

Robert Downey Jr

haylie duff

Johnny Depp

pamela anderson

britnose spears 🙂

paris hilton

holly berry

the beckhams

michael emerson

kim kardashian

brad pitt

robert pattinson

cheryl cole

search term-ებში ძალიან ხშირად მხვდება ამ ქალის სახელი და გვარი, როგორც ჩანს მისით ძალიან ბევრია დაინტერესებული, განსაკუთრებით მამრობითი სქესის წარმომადგენლები. ასევე ხშირად მის ტატუებს ეძებენ.

ვაღიარებ – ძალიან ლამაზი ქალია, ლამაზი და საყვარელი, ანუ აგრესიას არ გაგიჩენს, არც ზედმეტად ამაყია. საიდან ვიცი ეს ყველაფერი? იქს ფაქტორიდან, სადაც შერილი უკვე 2008 წლიდან ჟიურის წევრია, მან შერონ ოზბორნი ჩაანაცვლა.

როგორც მომღერალი, შერილი ერთი საშუალო დონის შემსრულებელს წარმოადგენს. მისი ლაივები ვერავის აღაფრთოვანებს. არც ძლიერი ხმა აქვს. უბრალოდ კარგი საყურებელია. რადგან ასე გაინტერესებთ შერილის ვინაობა, მის მცირე ბიოგრაფიას წარმოგიდგენთ.

შერილი დაიბადა ინგლისში, ნიუ კასტლში, მისი სრული სახელი და გვარია შერილ ენ ტვიდი. მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როცა ის  11 წლის იყო. 4 წლიდან ცეკვითაა დაინტერესებული. მოიგო რამდენიმე კონკურსი, მაგრამ ორჯერ იყო დაჯარიმებული თავისი ცუდი საქციელის გამო. ერთხელ იჩხუბა თავის კლასელთან და მეორედ ავტობუსში გინების გამო (!) 🙂

ამ ეტაპების გადალახვის შემდეგ შერილმა მიმტანად დაიწყო მუშაობა.

2002 წელს მიიღო მონაწილეობა პოპ შოუში, სადაც შეხვდა თავისი მომავალი ჯგუფის “girls aloud”-ის წევრებს. მათი დებიუტ სინგლი ნომერ პირველი გახდა დიდ ბრიტანეთში.

შერილი ცოლად გაყვა ფეხბურთელ ეშლი კოულს, მაგრამ ამჟამად ისინი განქორწინებულები არიან და შერილი თავისი გვარის დაბრუნებას აპირებს.

მისი სოლო სინგლი “fight for this life” ჰიტი გახდა.

მისი შემოქმედებიდან მარტო ეს სიმღერა მაქვს მოსმენილი, შერილის სიმღერები ჩემი მუსიკალური გემოვნებიდან 100% განსხვავდება.

დანარჩენს პირადად რომ გავიცნობ მერე გეტყვით 🙂 და ვინც კარგად მოიქცევა იმასაც გავაცნობ 🙂