“ცეკვავენ ვარსკვლავები” – ფინალი

რაღა დასამალია და ამ “მეგა-შოუს” ყველა ეპიზოდს ვუყურე. ვუყურე ცნობისმოყვარეობის და უფრო მეტად იმ უამრავ ხარვეზზე დასაკვირვებლად, რომლითაც სავსეა პროექტი.

არ ვიცი რატომ გამოვიდა ასეთი დაბნეული, გაურკვეველი, არეულ-დარეული და დაბალი დონის შოუ, თუმცა იმედია უკვე დაგეგმილ მეორე სეზონს გააუმჯობესებენ, გუშინ კი პროექტის ფინალი შედგა.

პირველ ნაწილში იცეკვა თითქმის ყველა მონაწილემ თავისი საუკეთესო ცეკვა და ეს ძალიან დამღლელი იყო. ჯერ ერთი უკვე ნანახი გვქონდა და ეფექტი აღარ ჰქონდა, მეორეც ძალიან გაიწელა. საერთოდ ფინალში ორი ან სამი საუკეთესო ნომერი უნდა წარადგინონ და არა ყველა. კიდევ ერთი – უდამღლელესია ამხელა ბონუსების ყურება, ცეკვაზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი ქრონომეტრაჟის ვიდეო გადის ხშირ შემთხვევაში გამოუსადეგარი და უინტერესო კადრებით. სანამ მონაწილეები გამოვლენ, უკვე დაიღლები.

წამყვანები როგორც წესი ყოველ ორ სიტყვაში შეცდომებს უშვებდნენ და იმის მაგივრად რომ არ შეემჩნიათ, რუსკამ “ღმერთო ჩემო, რა მჭირსო” გაიკვირვა გაწელილი ინტონაციით. კაბუ საშინლად ბლუყუნებს და ჩლიფინებს, გასაგებია პრობლემები აქვს, მაგრამ მაშინ დაჯექი სახლში და ნუ წაიყვან ამხელა “მეგა-შოუს”…

მეორე ნაწილში გვეღირსა და ვიხილეთ მონაწილეები ცეკვის ორი ჟანრით “ფოქსტროტი” და “პასო დობლე”. ფოქსტროტი მართლა ძალიან რთული საცეკვია, ტყუილად არ წუწუნებდნენ, მაგრამ იმდენად ნელი იყო ორივე ფოქსტროტი, რომ ის მთავარი სირთულე, რაც ჩქარ ნაბიჯებში და მოძრაობაში დევს, დაიკარგა. მე ისეთი ფოქსტროტები მაქვს ნანახი, ამათზე ნამდვილად ჩამომეძინა.

აი მაგალითად  SYTYCD-ის მეხუთე სეზონი, სადაც ქეითი და თვიჩი ცეკვავენ ფოქსტროტს. განსხვავებით ამ პროექტისა, იქ არც ერთი არაა პროფესიონალი მოცეკვავე, თვიჩი ჰიპ ჰოპს ცეკვავს და არასდროს არ ჰქონია შეხება სამეჯლისო ცეკვებთან. მიუხედავად ამისა ცეკვა ძალიან ლამაზი გამოვიდა.

რაც შეეხება პასო დობლეს, ეს არის ჩემი უსაყვარლესი ცეკვა, რომელსაც ჩვენმა მონაწილეებმა ცოტა ხასიათი შეუცვალეს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ცუდად იცეკვეს. მე უბრალოდ ისეთი შესრულებები მაქვს ნანახი, რომ ამათი ცეკვა აღარ მეჩვენება კარგად და საინტერესოდ. ხაზს გავუსმევ – ცუდი არ იყო, მაგრამ არც გადასარევი.

ჰეიდი და ტრევისი, მეორე სეზონის ფინალისტები, ცეცხლოვანი პასო დობლე.

კიდევ ერთი პასო დობლე, სეზონის გამარჯვებული საბრას და ნილის მონაწილეობით, რომელიც ყველაზე სექსუალური ბიჭია ყველა სეზონში და ძალიან, ძალიან ნიჭიერი მოცეკვავე.

მოძრაობას, რომელსაც ნილი აკეთებს ამ ცეკვაში, ძალიან იშვიათად ასრულებენ მოცეკვავეები.

კარგი, შევეშვათ იმათ, დავუბრუნდეთ ქართულ “მეგა-შოუს” (რამდენჯერმე ვიფიქრე ყური ხომ არ მატყუებს-თქო, მაგრამ მართლა ასე აცხადებენ იმედზე). მეორე ნაწილიც გაიწელა, ჟიურის კომენტარები, უჩანეიშვილის ახალი ჩვევა სათითაოდ ჩამოფურცლოს ქულები სანამ აჩვენებს და ა.შ.

რეკლამებზე აღარაფერს ვამბობ, რეკლამების დროს შეგიძლია წახვიდე პარიზში სამოგზაუროდ, გზად შეიარო ლუვრში, აცოცდე ეიფელის კოშკზე და ჩამოცოცდე და მერე მშვიდად უკან დაბრუნდე.

მესამე ნაწილმა ჩემდა გასაკვირად მალე გაიარა. გამოაცხადეს გამარჯვებული, რომელიც ისედაც ყველამ იცოდა ვინც იქნებოდა, დაარიგეს ვაუჩერები და სილამაზის სალონების აბონიმეტები და ანრის უკვდავი ვოკალის ფონზე ეს დიდებული პროექტიც დამთავრდა…

მეორე სეზონამდე შეგვიძლია ვუყუროთ იმედის სერიალებს, ქალურ ლოგიკას და სხვა მეგა-პროექტებს.

ბლოგების მიმოხილვა – l ჯგუფი

ძალიან ხშირად იწერება ვის რომელი ბლოგი და ბლოგერი უყვარს, ტოპ ბლოგები, მაგრამ ბლოგის საფუძვლიანად განხილვა დიდი ხანია არ შემხვედრია. თავისი პლიუსებით და მინუსებით, თემატიკით, დიზაინით და ასე შემდეგ.

მე განვიხილავ ჩემთვის საინტერესო ორ ბლოგს და ძალიან კარგი იქნება ეს ბლოგერებიც თუ დაწერენ მათთვის საინტერესო ორი ბლოგი განხილვას და ა.შ. ამით საშუალება გვექნება მიმოვიხილოთ ბევრი ქართული ბლოგი.

1. dissolved girl

დიზაინი

ა) ჰედერი 

როგორც ვიცი ბევრი არჩია ახალი თემისთვის და ეს ჰედერი ჩემი ფავორიტია.

ძალიან ორგანულადაა შერწყმული თემასთან, იდეალურად ჯდება ფერებში და ხასიათში და ძალიან ორიგინალურია 🙂

ბ) თემა

ვორდპრესის თემა ბუენო, საკმაოდ პოპულარული, სასიამოვნო შრიფტით.  თვალს სიამოვნებს პოსტის კითხვა. გვერდითა სურათებიც ძალიან კარგადაა შერჩეული, განსაკუთრებით ეს მომწონს:

ერთი სიტყვით დიზაინი ძალიან მომწონს და სიმყუდროვის შეგრძნებას მიჩენს.

ბლოგის სახელი და თაგლაინი

როცა ამ ბლოგზე მინდა შესვლა ავტომატურად ვიწყებ dissolved-ის აკრეფვას, მერე მახსენდება რომ მისამართი სხვაა, არადა კარგი იქნებოდა საიტის სახელიც ამასთან იყოს დაკავშირებული.

როგორც მივხვდი Dissolved Girl – ჩემი საყვარელი ჯგუფის,Massive Attack–ის სიმღერის მსგავსად ჰქვია.

თემატიკა

შინაარსობრივად ეს ბლოგი პირადი ხასიათისაა, და როგორც უკვე ვთქვი პირადი ბლოგები მომწონს. საინტერესო ადამიანი ჩანს, პოსტებიდან პოზიტივი მოდის, უყვარს დღის ფოტოები და ამერიკული ტელე–შოუები.

 მინუსები

რამდენიმე დეტალი რომელიც არ მომწონს არის არეული კატეგორიები ცოტა გაურკვეველი სახელებით. მიყვარს როცა კატეგორიები ზუსტად ასახავენ პოსტების შინაარს და ზედმეტად კონკრეტულები არ არიან.

და კიდევ კარგი იქნებოდა მთვლელი დაეყენებინა. პრინციპში მეტი არაფერი პრეტენზია არ მაქვს.

ერთი სიტყვით წარმატებებს ვუსურვებ ნატას და იღბლიან ბლოგინგს 🙂

 

სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

დიზაინი

ა) ჰედერი 

ისეთი ჰედერი, როგორიც ამ ბლოგს შეეფერება 🙂

განსაკუთრებით სახრჩობელა და საფლავები მხვდება თვალში ^^ მიყვარს ასეთი სურათები და დიდი კოლექციაც მაქვს შეგროვებული.

ბ) თემა

ახლა მგონი შეცვლილი აქვს კეიტს თემა, ადრე  უფრო ვიწრო თემა ეყენა და ცოტა წვრილი ასოებით, კითხვა მიჭირდა ხოლმე.  ახლა შრიფტი კარგია და კარგად იკითხება. თავისი ფან პეიჯებით, სხვა ბლოგების რეკლამებით, მთვლელებით და მრავალი ვიჯეტებით კარგად გამოიყურება.

ჰო, უყვარს ბუები

 თემატიკა

ქართველ ბლოგერებს შორის ყველაზე მეტი საერთო მე და მას გვაქვს, მისტიკა, ფანტასტიკა, ზებუნებრივი ისტორიები, ფილმები, ტელეშოუები, ფეისბუქის დახურულ ჯგუფში კარგად ვიფხანთ ხოლმე ენებს, აქედან გამომდინარე ბლოგის შინაარსიც ძალიან საინტერესოა ჩემთვის, ზოგი პირადი, ზოგიც მისტიკური და სუპერნატურალი 🙂

მინუსები:

პირველი ის, რომ მაინცდამაინც ხშირად არ წერს და წასაკითხი პოსტები არ მიგროვდება ხოლმე 🙂

წერის დროს ხშირად გამოყენებული სმაილები, ნიშნები და ჟარგონები შეიძლება მინუსად მიიღოს კაცმა და მე არ მიყვარს ასეთი ნაწერები, მაგრამ აქ თითქოს მსიამოვნებს კიდეც, თითქოს ძალიან  შინაურული სიტუაციაა და  უფრო აადვილებს ტექტის წაკითხვას.

სხვა არც აქ არაფერი მახსენდება პრინციპში, ძალიან წარმატებული ბლოგია და უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ ^^

ჰოდა ნუ დაიზარებთ, დაწერეთ ორ ბლოგზე მიმოხილვა და ვინ იცის, იქნება მეც მოვხვდე რომელიმე ჯგუფში 🙂

აგვისტოს 5 დღე – ამერიკული პრემიერა და კრიტიკა

19 აგვისტოს გაიმართა ომის 5 დღის ამერიკული პრემიერა და კინოთეატრებში დაიწყო ფილმის ჩვენება.

როგორც ჩვენმა ტელევიზიამ გვაუწყა, ხალხი აღფრთოვანებული დარჩა ფილმით, ცრემლმორეულები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ეს ყველაფერი ხომ რეალობა იყო, სწორედ ამიტომ გამოიწვია ამხელა ემოციაო. რენე კი სხვადასხვა ტოქშოუებში საუბრობდა საქართველოს შესახებ და იმაზე, რომ ამერიკას სურდა ეს ქვეყანა წარმოეჩინა მსოფლიო ასპარეზზე.

ჩემი დამოკიდებულება ამ ფილმის მიმართ იცით, არც აღფრთოვანებული დავრჩენილვარ და არც ძალიან იმედგაცრუებული, მაგრამ ქართულ არხებზე რა თქმა უნდა კარგის მეტი არაფერი ახსენეს, ამიტომ ვნახოთ ცნობილ გაზეთებში როგორი მიმოხილვა გაუკეთეს ამერიკელმა ჟურნალისტებმა.

Lou Lumenick ნიუ–იორკ პოსტიდან წერს:

რენე ჰარლინის ფილმი ტანკებით, თვითმფრინავებით და სამხედროებით 12 მილიონიანი პროპაგანდაა რუსეთის წინააღმდეგ. ფილმში გაუგებარია რატომ უერთდება რუსეთი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს.

ჰარლინი მიმართავს ბანალურ სიუჟეტს, სადაც ამერიკელ ჟურნალისტს, რომლის როლსაც ბრიტანელი რუპერტ ფრენდი თამაშობს და მის ოპერატორს ხელში უვარდებათ მასალა რუსების წინააღმდეგ.

ფილმი მოეწონებათ იმათ, ვისაც უშინაარსო ექშენის ყურება უყვარს, და არა იმათ, ვისაც ძირითადი შინაარსი დააინტერესებთ.

New York Daily News
Joe Neumaier

რენე ჰარლინი დამარცხდა როგორც დრამის (ჟურნალისტი, რომელიც მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება და მრავალ სისასტიკეს ხედავს) ასევე ომის თემაში (საქართველო–რუსეთს შორის). ემანუელა შრიკი საერთოდ ამოვარდნილია როლიდან, რენემ საწყალ კილმერსაც კი აიძულა იმაზე უარესი ყოფილიყო, რაც არის.

The New York Times
Stephen Holden

რენე ჰარლინმა საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ საომარი ფილმების შინაარსს მიმართა. აქ არ არის არაფერი ახალი. გადმოგვცემს საქართველო–რუსეთს ხანმოკლე ომს.

სცენარი გასული საუკუნეების საომარი ფილმის სცენარს მოგვაგონებს. ამ ფილმში შენ ან გმირი ხარ (ჯონათან შაეხი) ან ცუდი ბიჭი (მიკო ნოსიაენი).
NPR
Mark Jenkins

რენე ჰარლინის დაბალბიუჯტიანი ფილმი არც ინოვაციური და არც გულში ჩამწვდომი, მაგრამ ინტუიციური და მოძრავია.

ფილმის ყურებისას შეუძლებელია გააკეთო ბალანსი ან რომანტიულ ხაზზე, ან ბრძოლაზე, ყველაფერი ზედმეტადაა არეული ერთმანეთზე. ფილმის შემქმნელების სიმპათია რომ საქართველოს მხარესაა, ესეც აშკარად იგრძნობა.

ამათ გარდა გადავიკითხე ბევრი მიმოხილვები და კომენტარები. ბევრი კრიტიკის თუ დაწუნების გარდა თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ camera work-ი ძალიან კარგია, მუდმივად მოვლენების ცენტში გამყოფებს და ძალიან რეალურად გადმოსცემს გადაღებულ მასალას.

ასე რომ, ქართულო ტელევიზიებო, უფრო კონკრეტულად კი რუსთავი 2–ო, გარდა ქებისა და აცრემლებული ხალხისა, ცოტა კრიტიკაც მოგვაწოდე ამ ფილმის შესახებ, კრიტიკა სულაც არაა ცუდი, თანაც ვიცით, რომ ეს არ არის იდეალური და ძალიან კარგი ფილმი.

მსგავსი თემები:
აგვისტოს 5 დღე – მიმოხილვა + ფოტოები
აგვისტოს 5 დღე