ჰგავს? ჰგავს :)

მსახიობები, რომლებიც ერთმანეთს ჰგვანან, ჩემი აზრით:

ჯეფრი დინ მორგანი

 

ხავიერ ბარდემი

როცა ზებუნებრივში ჯეფრი გამოჩნდა, ლიკა ღრმად იყო დარწმუნებული და ისე გაიძახოდა ხავიერიაო, რომ მეც დავიჯერე, სანამ არ დაეწერა მისი სახელი და გვარი. მართლა ძალიან გვანან, მაგრამ ჯეფრი უფრო მესიმპათიურება.

ეთან ჰოუკი

მარკ მაკგრანტი

შუგარ რეის სოლისტი მარკი (შეიძლება გახსოვდეთ შანია ტვეინთან დუეტში ფართი ორისთვის)ამბობს რომ ხშირად ეთანის მაგივრად არიგებს ავტოგრაფებს, ის კი პირიქით.

კორტი კოქსი

დემი მური:

ჰოლივუდის ორი ცნობილი მსახიობი, ორივე მათგანი მსახიობ მამაკაცზე გათხოვილი (დევიდ არკეტი, ეშტონ კაჩერი)

ზაკ ეფრონი:

ჩეის კროუფორდი

ახალგაზრდების ორი საყვარელი მსახიობი.

ჯარედ ლეტო

ჯეიკ ჯილენჰაალი

ორი ჩემი საყვარელი არსება ❤ ❤ ❤

კირა ნაითლი

ნატალი პორტმანი

პრინციპში სხვა არავინ მახსენდება, დანარჩენი თქვენ მითხარით.

პლანეტა მელანქოლია – სიკვდილის ცეკვა

რატომღაც ძალიან მიყვარს ფილმები სამყაროს აღსასრულზე. ასეთი ფილმები როგორც წესი  მაღალიუჯეტიანი და საინტერესოა. მაგრამ არა ამ მიზეზით ველოდი ამ ფილმს, ვიცოდი რომ ტიპიური ჰოლივუდური ტრილერი არ იქნებოდა და არც შევცდი.

ლარს ვონ ტრიერის დრამა, რომლის ორი ნამუშევარი მაქვს ნანახი- დოგვილი და ანტიქრისტე. საკმაოდ შთამბეჭდავი ქასტით – კირსტენ დანსტი, კიფერ საზერლენდი, ჩემი ვამპირი ალექსანდრე სკარსგარდი თავისი მამითურთ, სტელან სკარსგარდი, შარლოტა რემპლინგი და შარლოტა გეინსბურგი. ფილმი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირელი ნაწილი ერთ დაზეა – ჯასტინა, რომელსაც ქორწილი აქვს. მეორე ნაწილი მეორე დაზე – კლერი. პატარა პლანეტა, სახელად მელანქოლია დედამიწას უახლოვდება. მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ პლანეტა დედამიწას ძალიან ახლოს ჩაუვლის, ნაწილი კი ამტკიცებს რომ დაეჯახება. პლანეტა მელანქოლია სიკვდილის ცეკვას ასრულებს დედამიწასთან – ხან უახლოვდება, ხან შორდება.

სიუჟეტი განსაკუთრებით მეორე ნაწილში იძაბება, როცა მელანქოლია ძალიან ახლოს მოდის დედამიწასთან. კლერი, ჯასტინა და კლერის პატარა შვილი განცალკევებული რანჩოდან აკვირდებიან მოვლენების განვითარებას მას შემდეგ რაც ჯასტინა ქორწილს ჩაშლის და დასთან გადმოვა.

არასდროს არც ერთ ფილმს სამყაროს აღსასრულზე ასე არ დავუძაბივარ, მუსიკალური გაფორმება არის უძლიერესი, ერთი კინოდ ჯერ მარტო მუსიკა ღირს. ძალიან მძიმე და შთამბეჭდავია.

ამის მეასედი ემოციაც არ გამოუწვევია არც 2012-ს და არც სხვა ამ ტიპის ფილმს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც 7 მილიონი დოლარია. ისე განვიცადე ყველაფერი, თითქოს მეც იქ ვიყავი და მელანქოლია მეც მეჯახებოდა. ფილმი რომ დამთავრდა გული ისე მქონდა დამძიმებული, თითქოს მართლა მთავრებოდა ცხოვრება დედამიწაზე.

აი ლინკიც

მკვლელობა ბენზოხერხებით და მთებს აქვთ თვალები, თუ რაღაც მსგავსი

მარტო საშინელებათა და საშინელება–მისტიკის ჟანრს ბევრი რამე აქვს საერთო, მაგრამ ბევრი რამითაც განსხვავდება. როგორც ყველგან, აქაც გვაქვს კლიშეები, რომელიც ფილმების უმრავლესობაში მეორდება.

უმეტეს შემთხვევაში იქნება:

  • რამდენიმე თინეიჯერი მანქანით მიდიან კონცერტზე.
  • დასაწყისში იქნება გზისპირა პატარა მაღაზია ან სახელოსნო, სადაც ცოტა ხნით შეჩერდებიან და რომელსაც უცნაური პატრონი ეყოლება, რომელიც ბოროტად ჩაიხითხითებს.

დავიწყოთ.

ჯესიკა, ჯონათანი, სამანტა და კობა ჯესიკას ვილაზე შეიკრიბნენ და შეზლონგებზე წამოწვნენ. ჯონათანმა კობას ზურგზე მზის საწინააღმდეგო კრემი დაასხა და მონდომებით შეუდგა ზელვას.

– ჰეი, ნახეთ, მაგარი ბილეთები დავითრიე – კობამ ჯიბიდან ცნობილი როკ–ჯგუფის, ” მწვანე ტარაკანის” ბილეთები ამოიღო და ააფრიალა – არ წავიდეთ?

ჯესიკა ჯონათანს ჩაუჯდა კალთაში, ისინი შეყვარებულები იყვნენ, სამანტა კი კობას სკოლიდან მოყოლებული უყვარდა და სულ ცდილობდა რაიმე მიზეზით ერთად ყოფილიყვნენ.

გადაწყვიტეს წასვლა. ჯონის ძველი ვარდისფერი ფურგონი გამოიყვანეს და დაქოქეს.

– გზად რამდენიმე ძალიან მიტოვებული და საშიში სოფლის გავლა მოგვიწევს, სადაც ამერიკელი სამხედროები ატომურ აფეთქებებს ატარებდნენ და შეიძლება რაღაც ანომალიებს წავაწყდეთ – გამოაცხადა კობამ. გამხიარულებულმა საზოგადოებამ ყიჟინა დასცა.

მართლაც, რამდენიმე საათის მერე ტეხასის ძველ გზაზე გავიდნენ, სადაც საგზაო ნიშნებზე ბენზოხერხიანი კაცები ეხატა და დიდი ასოებით ეწერა “აქ არ წახვიდეთ, დაგხერხავენ”

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დასცა ყიჟინა და გზა გააგრძელეს.

– მოიცადეთ – თვალები მოიჩრდილა სამანტამ – იქ ვიღაცაა, ჩვენი დახმარება სჭირდება.

გზაზე ტანსაცმელჩამოხეული გოგო მოდიოდა, ყველგან სისხლები ეცხო, ჭრილობები დახეთქოდა და საშინლად გამოიყურებოდა.

– ეი, ხომ კარგად ხართ? – თავი გადაყო ჯონიმ – გინდა წაგიყვანოთ? თან გზას მიგვასწავლი.

– იქ არ წახვიდეთ – ჩაიჩურჩულა ხრინწიანი ხმით გოგომ – თორემ საშინელი სიკვდილი გელით…

– რაო? რა თქვა?

– რა ვიცი, მგონი დღეს ძველი ჰამბურგერი შევჭამეო.

ჯონი დაიჭყანა,  მხიარულად დაუქნია ხელი და სიჩქარეს მოუმატა.

შევიდნენ მიტოვებულ სოფელში. ირგვლის სიჩუმე და ნისლი იყო ჩამოწოლილი, კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავდით ვერსად (გადამღები ჯგუფი რამდენიმე მაცხოვრებელს მიერეკებოდა სოფლის ბოლოში, კინოს ვიღებთ და ცოტა ხანი  გვაცადეთო)

სწორედ ამ დროს დაეშვა ოთხივე საბურავი და მანქანა გაჩერდა.

– ახლა რა ვქნათ? – იკითხა ჯესიკამ და საბარგულიდან არაყი ამოიღო.

– მოიცა, სცენარს ჩავხედო.

რამდენიმე წუთიანი დუმილის მერე ფეიდ აუთი გაკეთდა, როგორ სვამენ მეგობრები, როგორ ცეკვავს ტოპლესს ჯესიკა ჯონის მუხლებზე, როგორ უყურებს კობა სამანტას გამჭვირვალე მაიკას და როგორ უთვალთვალებთ ვიღაც სახლებიდან უზარმაზარი ლინზებით.

დაღამდა, ახლა კი შეშფოთდნენ და შერიფს დაუწყეს ძებნა, სწორედ ახლა შეამჩნიეს მთელი სოფელი ცარიელი რომ იყო, მართალია რამდენჯერმე შიშველმა კაცებმა გადაურბინეს კამერას, მაგრამ მაინც.

ახლა ხვდებიან, რომ მათზე ნადირობა დაიწყო, ისმის უცნაური ხმები, ხვნეშის, სირბილის, რამდენჯერმე მწარე ამოოხვრის ხმაც გაიგონეს და დაინახეს კოჭლობით როგორ წავიდა ვიღაც.

– უნდა შევიარაღდეთ – განაცხადა კობამ და ჯონის წყლის რევოლვერი მისცა.

მშვიდად იძინებენ. პირველი მსხვერპლი ჯესიკაა. მისთვის საშინელი მანიაკი მოდის – მეტსახელად ტყავის სახე. ის საშინელი სახის დეფექტით დაიბადა და იმის მერე სულ სახეს იჭიმავს სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებებით. ქოქავს თავის ბენზოხერხს და ჯესიკას ხერხავს.

კოშმარი იწყება. ჯესიკას ხელს გარეთ პოულობენ. მასზე ჯერ კიდევ დაფიქსირებულია შუა თითი.

ირგვლივ მთებზე საშინელი არსებები ირევიან, ისინი ატომურმა აფეთქებამ დაამახინჯათ და ახლა ადამიანებზე უნდათ შურისძიება.

ცოტა ხანში ჯონათანს ბრმა ნაწლავი შეტევას აძლევს და ისიც კვდება. კობა სამანტას გადასარჩენად იბრძვის, რომელსაც რამდენიმე დამუწუკებული არსება ბოროტი ხითხითით მიათრევს.

– კობაა… – ყვირის სამანტა და ირგვლივ ყველაფერს ხმა ეკარგება. შორიდან ისმის გულისცემის ხმა.  კობა შენელებული კადრებით იხედება სისხლიან ხელებზე. გულიცემა ძლიერდება და გმირული მუსიკა ედება.

– ე ბიჭო, დროზე, გათავდა ფირი – ყვირის რეჟისორი.

კობა იღებს ბენზოხერხს, რომელიც ტყავისსახას კედელზე მიუყუდებია და თვითონ ტუალეტში წასულა ღიღინით  და რამდენჯერმე ამოქოქავს ეფექტებით, მერე დაერევა ყველას და სამანტას იხსნის.

კობა და სამანტა შემაღლებულ ადგილზე დგანან და ერთმანეთს ეხვევიან. მოდის სამაშველო რაზმი და თბილ ადიელებში ახვევენ წყვილს.

კადრი ბნელდება.

6 თვის მერე…

სოფელში დიდი ფურგონი შემოდის. იქაც თინეიჯერები სხედან და “მწვანე ტარაკნის” მაისურები აცვიათ.

– ჯანდაბა, კიდევ? – ოხრავს რეჟისორი და აპარატურას მოათრევს.

 

insbired by – the texas chainsaw massacre 1-2, the hills have eyes 1-2 და მრავალი სხვა

მსგავსი პოსტი:

სასაფლაოს წყევლა – საშინელებათა ფილმის შედევრი

ბოლოს ნანახი სამი საშინელებათა ფილმი

თუ ჩემსავით მოიწყინეთ და გიყვართ ეს ჟანრი, მაშინ წარმოგიდგენთ რამდენიმე საშინელებათა ფილმს, რომელსაც ბოლოს ვუყურე და რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილები და დიდი შანსია ნანახი არ გქონდეთ.

The Reaping (2007)

ჰილაკი სვონკის გმირი იძებს რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებულ უცნაურ მოვლენებს და ყველაფერს თავის ახსნას უძებნის. ერთ დღეს მას მოაკითხავს ახალგაზრდა მამაკაცი და ეტყვის, რომ მათ პატარა სოფელში მდინარე სისხლად იქცა და მალე ღვთის რისხვა დაატყდებათ თავს, ამაში ბრალს კი პატარა გოგოს სდებენ და მოკვლას უპირებენ.

download

Creep 2004

ბრიტანული ფილმი, რომლის მოქმედებაც ლონდონში მიმდინარეობს. კეიტი წვეულებიდან მიდის და მეტროში ხვდება. მატარებლის ლოდინში რამდენიმე წუთი ჩაეძინება და როცა გაიღვიძებს, მთელი მეტრო ცარიელია, გასასვლელი კი ჩაკეტილი. კეიტი აღმოაჩენს, რომ მეტროს ბნელ გვირაბებში საშინელი არსება დადის, შორეულ კუთხეებში კი ქირურგიული ოთახებია განლაგებული, სადაც ადრე ექსპერიმენტებს ატარებდნენ.

download

The Hole 2001

ლიზი კოლეჯის მოსწავლეა, რომელიც ძალიან არის შეყვარებული თავის კლასელ მაიკზე, მაგრამ ის პოპულარული ბიჭია სკოლაში და ყურადღებას არ აქცევს. დასვენებებზე ის და თავისი მეგობარი გადაწყვეტენ წავიდნენ ტყეში ომისდროინდელ ბუნკერში, სადაც წვეულების მოწყობას შეძლებენ და მშობლებიც ვერ მიაგნებენ. ლიზს რა თქმა უნდა ეს იდეა მოსწონს.

კოშმარი მაშინ იწყება, როცა კარები იკეტება და მის გაღებას ვერ ახერხებენ, ბუნკერში კი საჭმელიც მთავრდება და წყალიც…

ტორა ბირჩი, კირა ნაითლი და დესმონდ ჰარინგტონი (დექსტერში დეტექტივი ქვინი)

გადმოწერა

ზღაპარი ტერორზე

ჩემი წინა პოსტი პრინცებს და პრინცესებს ეხებოდა, დისნეის ზღაპრები, სადაც ყველაფერი კარგად მთავრდება, სადაც პრინცესები ჩიტებთან და ცხოველებთან ერთად მღერიან და ცეკვავენ და თავის ოცნების პრინცთან ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.

Snow White: A Tale of Terror – ეს ფიფქიას ეკრანიზაციაა, ძმები გრიმების ზღაპარის მიხედვით, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ეს გერმანელმა ძმებმა დაწერეს – ეს არის ისტორია ტერორზე.

შინაარსი თითქმის უცვლელია. ლორდ ჰოფმანს ორსული ცოლი გარდაეცვლება და მისგან პატარა ლილიანა დარჩება. წლების მერე ლორდს ახალი ცოლი მოჰყავს, რომელიც მარადიული სილამაზის სურვილითაა შეპყრობილი და თავისი გერი თვალში არ მოსდის.

შავი, ძალიან შავი და სისხლიანი ზღაპარი, ბნელი ფერებით და ეროტიული დეტალებით – ეს არაა ზღაპარი ბავშვებისთვის, უფრო მეტიც, მოქცეულია R კატეგორიაში, რადგან შეიცავს სექსს, სიშიშვლეს, ძალადობის და სისასტიკის სცენებს.

დედინაცვალის როლს სიგურნი  უივერი ასრულებს და ძალიან წარმატებითაც. მას უზარმაზარი და მაგიური სარკე მოაქვს ახალ სასახლეში, სადაც თავის ორეულს ხედავს, ახალგაზრდას და ლამაზს. ის ჩააგონებს, რომ მოკლას თავისი გერი, რადგან მისი გული და სისხლი მას სილამაზეს შეუნარჩუნებს. ამ ყველაფერს თითქოს უფრო ფსიქოლოგიური ელფერი აქვს, ვიდრე ფანტასტიკური.

ლორდი ჰოფმანის როლს სემ ნეილი ასრულებს. მას ძალიან უყვარს თავისი შვილი, მაგრამ ცოლის ცდუნებას ვერ უძლებს, მით უმეტეს, რომ ის სექსით ცდილობს მის მანიპულირებას.

რაც შეეხება ფიფქიას… აბა მითხარით ვის არ გინატრიათ ასეთი ფიფქია:

მაგრამ უნდა ვაღიარო ფილმში ძალიან ჰგავს დისნეის ანიმაციურ პერსონაჟს. ლილიანა დაახლოებით 13 წლისაა, როცა დედინაცვლის ძმა მის მოკვლას აპირებს სახლიდან გარბის და ტყეში პატარა ქოხს შეაფარებს თავს.

ლილიანას ჰყავს თავისი მშვენიერი პრინცი – პიტერ გუტენბერგი, რომელიც ექიმია და პარიზში სწავლობს. ის მიღებული კაცია ლორდის სასახლეში და ლილიანა მზადაა მას ცოლად გაყვეს.

მაგრამ აქ იცვლება ტრადიციული მითი მშვენიერ პრინცებზე. ლილიანა ქოხს აფარებს თავს და იძინებს. სახლში დაბრუნებულ 7 მამაკაცს ის მძინარე ხვდება.

ისინი არ არიან ჯუჯები, უფრო მეტიც, არც კეთილი და მოსიყვარულე ხალხია. ისინი ბინძური და უხეში კაცები არიან, რომლებიც მაღაროში მუშაობენ და საჭმლის ფულს ძლივს შოულობენ. არც მისი დანახვა გაუხარდებათ მაინცდამაინც და როცა გაიგებენ რომ ლორდის შვილია, გამოსასყიდი მოუნდებათ. ერთ–ერთი მათგანი გაუპატიურებასაც კი დაუპირებს.

მაგრამ საქმე არც ასე ცუდადაა და აი ისიც გამოჩნდება. ერთ–ერთი ამ შვიდი მამაკაციდან – უხეში, წვერებიანი, სახეზე დიდი შრამით, მაგრამ….. მაგრამ აი ისიც:

ამასობაში არც მისი პრინცი არის უსაქმოდ

ერთი სიტყვით ფიფქიას ქერათმიანი პრინცის მაგივრად ღარიბი მუშა უყვარდება და აპირებს ბოლომდე იბრძოლოს სასახლეში დასაბრუნებლად. ესეც რამდენიმე ჰოთი სცენა.

ფილმის ტაგლაინია – The fairy tale is over ანუ ზღაპარი დასრულდა

ესეც ლინკი თუ ვინმეს დაგაინტერესათ:
snow white – a tale of terror

გული არ ბერდებაო და ამათ შემთხვევაში არც სხეული

არ ვიცი რანაირად ახერხებენ ფორმის ასე შენარჩუნებას, მაგრამ ჩვეულებრივი ამ ასაკის მამაკაცები სტატისტიკის მიხედვით უკვე ოდნავ შემელოტებულები, ოდნავ ღიპმოშვებულები და ერთი სიტყვით შუა ხნის მამაკაცები არიან, ამ დროს კი ისინი თინეიჯერულად გამოიყურებიან.

ჯარედ ლეტო.

ჯარედს ჩემს დაბადების დღეს აქვს დაბადების დღე, 26 დეკემბერს და 40 წლის ხდება.

პოლ უოკერი

ასევე 40 წლამდე, მაგრამ ფანტასტიურად გამოიყურება.

ჯოშ დუჰამელი, ასევე 40 წელს მიღწეული მამაკაცი.

თან ჰოუკი – 41 წლის, ძალიან, ძალიან სიმპათიური კაცი.

ერიკ ბანა – 43 წლის.

ჯერარდ ბატლერი – 43 წლის.

პატრიკ დემპსი – 45 წლის.

ჯუდ ლოუ – 42 წლის.

აბა ვნახოთ 50 წლის ასაკში ისევ ასეთ ფორმებს შეინარჩუნებენ თუ არა 🙂

dance movies

რაღა დაგიმალოთ და ძალიან მიყვარს ცეკვაზე გადაღებული ფილმები. დინამიურია, კარგი საყურებელი და გასართობი, თან გარდაუვალი სიყვარულის ისტორიაც ლამაზად ერთვის ხოლმე. მით უმეტეს თუ ბიჭიც მოცეკვავეა, მაშინ საერთოდ.

დავაკვირდი, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა ასეთი ტიპის ფილმებს ძირითადად ერთი ფორმულა აქვს – ბალეტის მოცეკვავე, რომელიც იცეკვებს ჰიპ–ჰოპს და ქუჩის მოცეკვავე, რომელიც იცეკვებს ბალეტს. ეს ორი ჟანრი რატომღაც განუყრელია ასეთ ფილმებში. და მეორე ფორმულა – ლათინური ცეკვები, მდიდარი გოგო, ღარიბი ბიჭი, რომლებმაც შეჯიბრში უნდა მიიღონ მონაწილეობა. აი სიაც.

9. love’n’dancing

ემი სმარტის და ტომ მალოის დუეტი. ჯეიკი ცნობილი მოცეკვავეა, მაგრამ არაფერი არ ესმის – სმენადაქვეითებულია. ის მუსიკას გრძნობს. ჯეისკას ცხოვრება მოსაწყენია, ინგლისურს ასწავლის სკოლაში, უნდა ცხოვრება გაიხალისოს და მიდის ცეკვის კურსებზე, სადაც ჯეიკთან ერთად გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში.

ფილმში ასევე მონაწილეობენ  ჩემი საყვარელი შოუს – so you think you can dance – მეორე სეზონის გამარჯვებული ბენჯი და მისი დეიდაშვილი ჰეიდი, მესამე ადგილის მფლობელი.

8. Make It Happen

ახალგაზრდა გოგო ჩადის დიდ ქალაქში კასტინგზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც არ უმართლებს. კაფეში გაიცნობს მიმტანს, რომელიც დროებით მასთან ცხოვრებას შესთავაზებს. ლორენი მივა კლუბში, სადაც ბუღალტერის თანამდებობას შესთავაზებენ, მაგრამ მას ცეკვა უფრო უნდა. რა თქმა უნდა ლორენი ყველას დაანახებს, რომ ცეკვა არაჩვეულებრივად გამოსდის, გაიცნობს საყვარელ ბიჭს და ასე შემდეგ.

7. save the last dance 2

ამ ფილმს პირველი ნაწილიც აქვს, მაგრამ რატომღაც ჯულია სტაილზი ძალიან არ მიყვარს და ფილმიც დიდი ვერაფერი, მეორე უფრო სანახაობრივია. მთავარი პერსონაჟი არჩევანს ვერ აკეთებს კლასიკურ ცეკვებსა და ჰიპ ჰოპს შორის. ბიჭი, რომელიც მოსწონს ქუჩის მოცეკვავეა, მაგრამ თვითონ პრესტიჟულ სასწავლებელში ბალეტს სწავლობს.

6. burlesque

ამ ფილმზე ადრეც დავწერე, ძალიან მაღალი ხარისხის კინოა, საინტერესოდ საყურებელი და რაც მთავარია აღმოვაჩნე რომ მძიმე მაკიაჟის გარეშე აგილერა ბევრად ლამაზად გამოიყურება.

5. Dirty Dancing 2

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნაწილი ისეთივე შედევრი არაა, როგორც პირველი, ამ ფილმზეც კარგად გავერთე. ძალიან მომწონს ერთი შეხედვით შეუხედავი დიეგო ლუნა და მისმა მოქნილობამ გამაოცა 🙂 რასაც გოგოზე ვერ ვიტყვით. კარგი საუნდტრეკები და ლათინური ცეკვები.

4. Honey

უსაყვარლესი ჯესიკა ალბა და უსაყვარლესი კინო. ჯესიკა ქუჩის მოცეკვავეა, რომელიც თავისი უბნის ბავშვებს ასწავლის. მას ცნობილი პროდიუსერები შეამჩნევენ და ნელ–ნელა კარიერის მწვერვალისკენ მიდის 🙂

3. step up 3

რა ვქნა, ამ ფილმების მიმართ გულგრილი ვერ ვრჩები, შინაარს რომ შევეშვათ, კინოს აკეთებენ ნომერ პირველი ქორეოგრაფები და პროდიუსერები ამ ჟანრში, ადამ შეკმანი, რომელიც ზევით ნახსენები შოუს ჟიურიში ზის,  საუკეთესო პროდიუსერია ასეთი ტიპის ფილმებში. მესამე ნაწილში უნიჭიერესი მოცეკვავეები გამოიყენეს “so you think you can dance”დან, ისეთები, ვინც კვირიდან კვირამდე შეუძლებელს აკეთებდნენ, ასე რომ მე step up-ის დიდი თაყვანისმცემელი ვარ 🙂

2. step up 2 the streets

ფილმი ბევრად უკეთესი იქნებოა უნიჭო  ბრიანა რომ არ ჩაეტენათ. რობერტ ჰოფმანი ძალიან ნიჭიერი მოცეკვავეა, უფრო კარგი მოცეკვავე, ვიდრე მსახიობი და ამ გოგომ არც ცეკვა იცის, არც კარგად გამოიყურება, ჩემთვის უცნობია როგორ მიიღო როლი. კინო ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით ფინალური ცნობილი ცეკვა წვიმაში.

1. step up

მიუხედავად მეორე და მესამე ნაწილის მოდერნიზაციის და მაშტაბურობის, პირველი ნაწილი მაინც ჩემს ფავორიტად რჩება. ჩანინგი, ერთ–ერთი ჩემს საყვარელ მსახიობთა შორის და ჯენა, ძალიან ლამაზ წყვილს ქმნიან, რომელიც რეალურადაც გაგრძელდა და დღეს ისინი ცოლ ქმარი არიან.

ღარიბი ბიჭი, რომელსაც სამუშაო საათები მიუსაჯეს  საცეკვაო სკოლაში, შეხვდება ჯენას, რომელსაც პარტნიორი სჭირდება ნომრის დასადგმელად. აღმოჩნდება, რომ ჩანინგი ძალიან კარგად ცეკვავს და კლასიკურ ნომერს ქუჩის სტილს იდეალურად შეუხამებენ. ფინალური ცეკვაც ძალიან კარგი გამოვა.

გამომრჩა რამე კარგი კინო? მირჩიეთ 🙂

მე მიყვარს ჩემი კომპიუტერი

ამ ერთი უწყინარი კომპიუტერის ისტორია 4 წლის წინ დაიწყო.

როცა უკვე აქტიურად დამჭირდა ინტერნეტი და მე და ბადრი უკვე დავიღალეთ ინტერნეტ კაფეებში სიარულით, დედაჩემმა გამომიგზავნა ფული და მე, ბადრიმ და ჩემმა ძმამ დიდი ზარზეიმით ვიყიდეთ. ისე მიხაროდა, ისე, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი თვე ინტერნეტი არ მქონდა ჩართული, ბედნიერად ვიქექებოდი, ჩემი უთვალავი დისკებიდან გადამქონდა სიმღერები და კინოები, მერე ჩემმა ძმამ თამაშები მოიტანა, ინდიანა ჯონსს თამაშობდა ხოლმე, მე და ლიკა ვუყურებდით და ამითაც კარგად ვერთობოდით.

მერე ჩაირთო ინტერნეტიც და დამეწყო ისტერიული მანია ფილმების და სერიალების, არ ვიცი, ალბათ ვერავინ ვერ მოთვლის რამდენი  კინო მაქვს ნანახი, ალბათ იმაზე მეტი, ვიდრე თავზე თმა მაქვს. ახლაც მოწყენილი ვზივარ და ვეძებ რამე ისეთს, რაც ნანახი არ მაქვს, თუ ასეთი შემხვდა, ბედნიერების წუთები მაქვს ხოლმე.

ჰო… მერე ვინდოუსის გადაყენებაც ვისწავლე და ჩემს ლამაზ იქსპის ვაყენებ რამდენი წელია, ისე მაქვს თვალი მიჩვეული, სხვას ვერაფერს ავიტან. ძალიან ნელია ჩემი მეგობარი, მაგრამ მაგასაც მივეჩვიე.

რამდენჯერმე დისნეის ვინდოუსიც მქონდა დაყენებული, რა თქმა უნდა ლიკას დისკიდან 🙂 ქრაში აქვს დისნეიზე 🙂 მაგრამ მერე ისევ ამას დავუბრუნდი.

ერთხელ ისე საშინლად დაისპამა და დავირუსდა, რომ ყველა ფაილი წამეშალა და ლამის თან გავყევი, მერე ვისწავლე ჭკუა და ვადაგასულ ანტივირუსებს აღარ ვაყენებდი 🙂

ერთადერთხელ გაუფუჭდა მონიტორი, ბლოკი გადაეწვა, სხვა არაფერი მოსვლია, ჯერ–ჯერობით მაგრად დგას 🙂

ესეც ჩემი დესკტოპი:

ცე დისკი გამოვსებული მაქვს ტორენტებიდან გადმოწერილი ფაილებით, სერიალები, შოუები, რამდენიმე სეზონი ამერიკან აიდოლის და იქს ფაქტორის, საშინლად რომ მენანება წაშლა 🙂

ჰოდა… მალე რომ მომიწევს მიტოვება, ძალიან გული მწყდება… ისე მაქვს თვალი მიჩვეული, ყველაზე მეტ დროს ამასთან ვატარებ… ერთი სიტყვით მიყვარს მე ჩემი კომპიუტერი 🙂

true blood VS პაპსა ვამპირები

ისევ და ისევ ვუბრუნდები ვამპირების თემას. მაშ ასე: მხიარული დიალოგები ვამპირებს და სხვა პერსონაჟებს  შორის.

სიყვარული და სხვა კატასტროფები

სიყვარული რა შუაშია, უბრალოდ ერთი კინო გამახსენდა 🙂 ჰოდა რაც შეეხება ავადმყოფობებს 🙂 რომ დავფიქრდი, ბევრი ვერაფერი გავიხსენე საინტერესო. როგორც ჩანს არ ვიყავი ძალიან ცელქი ბავშვი. არასდროს არ მქონია სხეულის მოტეხილობა. (ხვალ რომ გავალ სახლიდან თუ მოვიტეხე კისერი მერე ნახეთ) 🙂 არასდროს ვწოლილვარ საავადმყოფოში.

მაგრამ ყოფილა რამდენიმე უბედური შემთხვევა 🙂

მაგალითად მთელი ბავშვობა რატომღაც სულ გრიპი და სიცხე მქონდა, იმუნიტეტი- 0. ისეთი საცოდავი ვიყავი, სულ ვიწექი მიკნავებული.

მერე დაიწყო ჩემი ახლანდელი პრობლემაც და ნაღველმა შემომიტია 🙂 ჩემი ნორმალური სიცხე 37 გახდა ყოველდღიურად. მწარეზე, მჟავეზე, სასმელზე მიღიზიანდება და სიგნალს მაძლევს. მართალია მკიდია, მაგრამ ხანდახან მახსენებს ხოლმე თავს.

ორი წლის წინ მე და ლიკა არხეინად ვადუღებდით წყალს ჩემს გაზთან, რაღაცაზე ვიცინოდით როგორც ყოველთვის და ეს წყალი მოულოდნელად გადმომესხა ფეხზე. არასდროს არ ვვარდები პანიკაში, არც ყვირილი მახასიათებს ამ დროს, მაგრამ ისეთი ტკივილი ვიგრძენი, რომ ჩემი კივილის ხმა შორიდან ჩამესმოდა.

მთლიანი მარცხენა ფეხი საშინელ დღეში ჩავარდა. მეორე დღეს სახვევები რომ მოვიხსენი უზარმაზარი წყლის ბუშტები მეკიდა. ისევ მე მოვუარე ჩემს თავს, სხვებს გული მისდიოდათ.

კანის გადაძრომის მერე ფეხი გაწითლდა და მთლიანად სისხლიანი იყო. მეორე ხარისხის დამწვრობა იყო, საშინელებათა ფილმებში ბოლოს მთავარ გმირს რომ გადაუტყავდება ხოლმე ფეხები და მაინც მირბის, ეგეთი შეხედულება ჰქონდა 🙂

ჩემდა გასაოცრად კვალიც არ დაუტოვებია ისე გამიარა.

აი ერთი წლის წინ წინა ზაფხულს კი ლამის მოვკვდი, ისეთ დღეში ჩავვარდი. რაღაც ნაწლავების ინფექცია თუ დებილობა შემეყარა. ასე ცუდად არასდროს არ ვყოფილვარ. 40-მდე სიცხე, საშინელი ტკივილი მუცელში,  თან ზუსტად გამოცდების პერიოდს დაემთხვა. ყველაზე რთულ გამოცდაზე ისეთი წავედი, უფრო სწორად ბადრიმ წამიღო, ვერ ვაზროვნებდი. კიდევ კარგი, იქ ცოტა მოვედი აზრზე და დავწერე. მთელი ერთი თვე სიკვდილს ვნატრობდი.

პრინციპში სხვა ისეთი არაფერი მომსვლია, ექიმების არ მეშინია, არც კბილის ექიმის 🙂