ორსულობის მეცხრე თვე

გადავედი ბოლო თვეში და ჩემმა მუცელმაც საგრძნობლად იმატა, თუმცა ისე არა, როგორც ველოდი, დაახლოებით 5-6 თვის მუცელი მაქვს ახლა. ჯერ-ჯერობით 5-6 კილო მაქვს მომატებული და გარდა ხანდახან მუცელიდან გამომავალი ხტუნვა-კუნტრუშისა, არაფერი არ მაწუხებს.

ქალაქიდან არ გავსულვარ, დიდხანს მგზავრობას ვერიდები, მაგრამ არც სახლში ვარ. ვხუმრობ ხოლმე, რათ მინდა სოფელში წასვლა, როცა ჩემი ახალი უბანი პატარა და მყუდრო სოფელს ჰგავს თავისი მწვანე ხეივნებით, კოტეჯის ტიპის ორსართულიანი ბინებით და უამრავი ხილით.

მეც არ ვიცვლები, ძველებურად ვაგრძელებ ნარცისული ფოტოების გადაღებას, ძალიან ბევრს ვსეირნობ, მით უმეტეს ძველ რუსთავში, სადაც საღამოობით ძალიან ბევრი ხალხია გარეთ. ვუღებ ყველაფერს, შენობებს, სამკაულებს, კატას, და ათას სისულელეს.

თეატრის განახლებული შენობა ღამით:

ესეც მე

ჯერ-ჯერობით სულ ესაა

სადაც მინდა იქ მძინავს

9გაგზე ვნახე პოსტი, სადაც კატებს უცნაურ ადგილებზე სძინავთ. უნდა გითხრათ, რომ არც ჩემი კატაა გამონაკლისი და იძინებს იქ, სადაც გაუხარდება.

 

 

 

 

 

 

 

ჩემი ქორწილი

როგორც იქნა მოვიცალე და დავჯექი ლეპტოპთან, რომელსაც უზარმაზარი ინტერნეტის კაბელი აქვს გამობმული, ჯერჯერობით ვაიფაი არ არის.

ახლა მოვრჩი ტანსაცმლის შელაგებას, თორემ სამი დღე თავზე მეყარა ყველაფერი. ძლივს სიწყნარე ჩამოვარდა ჩენს სახლში, თორემ სულ ვიღაც იყო, სულ სტუმრები და ნათესავები.

ისევე როგორც ნიშნობაზე, ახლაც გავცივდი წინა დღეს, დილით ისეც ცხვირში ჩასაწვეთებლებით ვიყავი მომარაგებული. ავდექი, ნელ-ნელა გავემზადე, ლიკაც მოვიდა და დაიწყო სურათების გადაღება.

რამდენიმე მიმაგრებული წამწამი, რომელიც ახლაც ვერ მომიშორებია.

ლიკას გემრიელი სამაჯური

 

სეც ჩვენ ეკლესიაში

 



 

ყველაფერმა კარგად ჩაიარა, წყნარად მოვაწერეთ ხელი, დავიწერეთ ჯვარი და გადმოვედი ამ სახლში, ნელ-ნელა ვეჩვევი, მაგრამ კიწი გაგიჟებულია, ყველა წერტილს სუნავს და გაოცებული იყურება აქეთ-იქით.

სხვა არაფერი მახსენდება, ესეც ნაჩქარევად დაწერილი პოსტი გამომივიდა.

ჰოდა ასე, გავთხოვდი 🙂

 

პირველი პანიკა

აქამდე ოლიმპიურ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და ყველას უკვირდა ჩემი. როგორ არ გეშინია, რატომ არ ნერვიულობ, ღამეები როგორ გძინავს, ჰოდა იმდენი ქნეს, რომ წუხელ პანიკის პირველი შეტევა დამემართა.

ათასმა აზრმა გამიელვა თავში, რა იქნება, როგორ იქნება, ახალ ბინას როგორ შევეგუები, ამ ბინაში ვარ გაზრდილი და ეს საწოლი ისე მიყვარს, სხვაგან როგორ უნდა დავიძინო, ვერ წარმომიდგენია. ან ჩვენ როგორ შევეგუებით ერთმანეთს.

ზუსტად ვიცი ჩემი კატა რა სერიოზულ დეპრესიაში ჩავარდება ახალ გარემოში. ორი დღე არც შეჭამს, არც წყალს დალევს და არც ადგილიდან  გაიძრევა.

ერთი სიტყვით ვიგრძენი, რომ სამი–ოთხი დღე მქონდა დარჩენილი თავისუფალის სტატუსით და ავნერვიულდი.

საბედნიეროდ ამ შეტევამ როგორც მომიარა, ისევე გამიარა და ახლა ისევ სიმშვიდეს ვინარჩუნებ.

ვიზიტი კახეთში – მესამე და ბოლო დღე

გავეხვიე თბილ საბანში და ისე ვიყავი დაღლილი, რომ ღრმად ჩამეძინა რამდენიმე საათი. 9–ზე გამეღვიძა, მაგრამ არ ავდექი, მაიამ ბავშები გარეთ გაიყვანა და ვნებივრობდი 11–მდე საწოლში.

ნათია, მაიას და, და თიკო გვერდზე სოფელში ნათლობაზე იყვნენ წასულები, ასე რომ ცოტა არ იყოს და მოვიწყინეთ, თან ძალიან ჩამოცხა. ცოტა ხანი გარეთ ვიჯექით, ცოტა ხანი სახლში.

გარედან მომესმა “სოფო, სოფო” ყვირის მაიას ძმა განწირული ხმით. გავვარდი გარეთ, მეთქი რა ხდება და ის და თავისი ძმაკაცი ამ საოცრებას მოათრევდნენ გაჭირვებით

იმდენი ვეფერე საწყალ კატას, კიწის მონატრებები ჩავიხშე, უკმაყოფილო ხმებს უშვებდა მართალია, მაგრამ ვინ აქცევდა ყურადღებას.

გული რომ ვიჯერე, გავუშვი და გაძუნძულდა შეწუხებული.

ჰო კიდევ, სულ ტყუილად წავიღე სამი წყვილი ფეხსაცმელი, რაც იქ ვიყავი, მაიას ძმის ბარსელონას შლოპანცების მეტი არაფერი მცმია 🙂

ამასობაში დაღამდა კიდეც, მოვიდნენ დაღლილები, თიკო წავიდა დასაძინებლად, ჩვენც შესვლას ვაპირებდით უკვე, რომ მაიას ერთმა ნათელმა აზრმა გაურბინა თავში, ხვალ მაინც მიდიხარ და ამაღამ დავლიოთო.

გავაღვიძეთ თიკო, გამოვიდა ნამძინარევი სახით, დასალევი არ გვაქვს, მერე გაგვახსენდა, თემო ამბობდა, ჩაციებული არაყი მაქვსო, ხოდა ბევრი აღარც გვიფიქრია. ღამის 3 საათია.

გავედით გარეთ. მაია ბოხი ხმით იძახის “თემოო”. გადმოიხედა შეშინებულმა ბიჭმა. “ჩამოდი დაბლა” ეძახის თავის ბიძაშვილს. აუ, ეხლა სანამ ეს გაემზადება და ჩამოვა, ვიძახით ჩვენ, დღეში ასჯერ ბანაობს და სანამ გარეთ გამოვა კაი ხანი ემზადება ხოლმე.

ჩამოვიდა დაბლა, ჩვენ ვკვდებით სიცილით. მოგვცა არაყი და დაიწყო წუწუნი, ასე მალე რატომ მიდიხარო. გამოვედით ჩვენ ოთახში და დავიწყეთ დალევა.

სულ 4–5 ჭიქა შეგვხვდა, მეტი არა, ბოლომდე არც გვეყო, მაგრამ სხვა არსად აღარ გვეშოვებოდა დასალევი და გავჩერდით. მაიას ძას იქვე ეძინა. გამოვიტანეთ ფანქრები და პომადები და შუბლზე რაღაცეები დავაწერეთ. ბავშვს გაეღვიძა და შეშინებული გვიყურებდა, მაგრამ შთავაგონეთ, რომ ეს ბოროტი კოშმარი იყო და დილით აღარაფერი ეხსომებოდა.

დავაყენე მაღვიძარა 8 საათზე და დავემხე ლოგინზე.

მეორე დილით წამოვედი.

კიდევ ერთი დღე და შეცდომა

საშინელება ჩავიდინე, დიახ, საშინელება.

კიდევ კარგი სარკეში ჩახედვა არ შეუძლია, თორემ მეექვსე სართულიდან გადახტებოდა.

იყო ასეთი:

გახდა ასეთი:

l

l

l

l

l

l

l

V

დღეს გაურკვეველი არსება დარბის ძალიან დიდი თავით და ფუმფულა კუდით, მაგრამ წვრილი ტანით 🙂

რომ ვიგრძენი, უკვე ძალიან ცხელოდა და ვეღარ უძლებდა, ავდექი და შევაჭერი გრძელი ბეწვები. სიამოვნებით იწვა და გვერდებს მიშვერდა მაკრატელზე.

აი რამდენი რამე ამძიმებდა ჩემს კატას:

მერე ჩემი სამკაულების ყუთი დავალაგე, ვინაიდან რამდენიმე ახალი შენაძენიც მქონდა და აღარ იტევდა, ახალი დავამატე და იქ გადავიტანე.

ესეც ჩემი ბეჭდები:

ესეც მე თმების ხვევის პერიოდში, როცა ნახევარი მხარე დახვეული მქონდა, ნახევარი სწორი.

to do list before wedding

როგორც უკვე ვახსენე, ამ დღეებში ბევრი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, სულ უფრო და უფრო მცირე დრო მრჩება სხვა სახლში გადასასვლელად, თან ჩემს გარდა იქ კიდევ ერთი სულიერი მომყვება.

ამ სულიერის პრობლემა დღის წესრიგში დგას. ბადრი არ გიჟდება კატებზე, განსაკუთრებით ბეწვზე ჭედავს. არადა კიწის უზარმაზარი თეთრი ბეწვები ხშირად იშლება აქეთ–იქით. ერთადერთი ის მაქვს სათქმელი, რომ თუ არ გინდოდა რატომ მჩუქნიდი–თქო. ჰოდა ამაყად მიმყავს.

ბეწვი უნდა შევჭრა, ზაფხულში ძალიან სცხება ხოლმე და სძინავს ასე:

მჭირდება სატარებელი ჩანთა, თორემ გარეთ გაყვანის დროს საშინელ ისტერიკაში ვარდება, ზედ მეკრობა და მკაწრავს, ყველაფრის ეშინია. ამაზონზე მოვიძიე შინაური ცხოველების სატარებელი ჩანთები და ეს ვარიანტი იდეალურია, თან 12 კილომდე ცხოველს იტევს, ეს კიდევ 4 კილოა.

გვერდებზე ბადეები აქვს დატანებული და შეუძლია თავისუფლად ისუნთქოს.

კიდევ აუცილებლად, უსიკვდილოდ მჭირდება ლეპტოპი, თორემ ეჭვი მაქვს ერთი კომპიუტერის გულისთვის დავხოცავთ ერთმანეთს. დიდ კომპიუტერზე იმ თამაშებს დავაყენებ, რასაც ჩემი ვერ ქაჩავს, მაგალითად need for speed-ის რამდენიმე ნაწილს და dreamfall–ს. ამ კომპიუტერს ბიძაჩემს ვუტოვებ, თანაც აქ რომ მოვალ ხოლმე და ეჭვი მაქვს თითქმის ყოველდღე, დამჭირდება.

საშუალო დონის ლეპტოპი სავსებით დამაკმაყოფილებს.

დანარჩენი პრინციპში ყველაფერი რიგზეა, კაბას, ფეხსაცმელს და სხვა წვრილმანებს ამ დღეებში ვიყიდი.

სხვადასხვა ეპოქები

ტელეფონით სურათების გადაღება არ მიყვარს, იმიტომ რომ სულ რაღაც 2 მეგაპიქსელი აქვს და საშინელ სურათებს იღებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, იმდენი და სხვადასხვა ეპოქის გამომხატველი სურათები აღმოვაჩინე, რომ გამიკვირდა.

აქედან რა თქმა უნდა ერთი ეპოქა ცხოველებს და კერძოდ კატებს ეძღვნებათ. ჰო, ხარისხი საშინელია, მაგრამ ყველა სურათს თავისი ისტორია აქვს.

კიწი საშინელებათა ფილმში – ყველა სურათში თვალები ომენის დამიენივით უნათებს.

დაძინებისას თავს ატრიალებს ისე, რომ თვალი ეჩაჩება და თვალგახელილს სძინავს.

ესეც ქობულეთში, პირველ სახლში სადაც მივედით, წვრილშვილიანი კატა იწვა კნუტებით:

ესეც უნივერსიტეტში ჩემს კურსელს ჰყავდა ფსიქოლოგიის ლექციაზე პატარა კნუტი მოყვანილი, რომელიც მთელი ლექცია ჩემს უკანა მერხზე დახტოდა და თმებს მწიწკნიდა.

კარგი, ამით კატების ეპოქას დახურულად ვაცხადებ. ჩემს ძმიშვილს ძალიან უყვარს ჩემი ტელეფონით სურათების გადაღებები. უღებს ჭერს, იატაკს, კედელს, ან თავის თავს.

ეს ზღვაზე, ფიფქია და შვიდ ჯუჯაში რომ არის, პატარა ჯუჯას რომ უფუმფულებს მეორე ტრაკს, რომ დაიძინოს, ისე წევს 🙂

მე და ჩემი მეგობრის რამდენიმე დღის პატარა:

ბადრის წითელი ბოტასი, რომელიც საიდან მოხვდა ჩემს ტელეფონში, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ არ ვშლი:

მე და დიანა (მე მარცხნივ, დიანა მარჯვნივ)

და ბოლოს, როცა ბადრი სადმე მელოდება და ეს საკმაოდ ხშირად უწევს ხოლმე, ჩემი ტელეფონით ერთობა, ხან თამაშობს, ხან  ჩემს ტელეფონში ჩაწერილი ვირტუალური ხატვით ერთობა და შექმნა ჩემი პორტრეტი.

უზარმაზარი ტერფები დამიხატა, სულ დამცინის ფეხის ზომაზე (39 მაქვს რა მოხდა)

ჰოდა დღეს ჩვენი 5 წლის თავია, 5 წლის წინ 22 მაისს გავიცანით ერთმანეთი. :გულები:

დღეში 30 ორგაზმი და მშობლების სექსი +16

ათი სასაცილო და სულელური კითხვა Yahoo Answers–დან, რომლებზეც პასუხი ამ კითხვის ავტორებს მართლა აინტერესებდათ.

10. როცა ჩემი მშობლების ხმა მესმის სექსის დროს, მასტურბაციას ვიწყებ, არის თუ არა ეს მიუღებელი?

და მერე აგრძელებს “ვიცი ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ისინი ახალგაზრდები არიან და ხმამაღალი სექსი უყვართ, მე კი თავს ვერაფერს ვუხერხებ”

და ერთი მონათესავე სული პასუხობს.

” ამაში არაფერია მიუღებელი, მე და ჩემი ძმა კარადაში ვიმალებოდით, რომ ეს დაგვენახა”

მდააა.

9. როგორ გადავაქციო კომპიუტერის მონიტორი სარკედ?

“გამარჯობათ, მაინტერესებთ ვინმემ იცით თუ არა, რა უნდა დავუდგა მონიტორს უკან, რომ ის სარკედ იქცეს, ანუ მისი ფუნქცია შეასრულოს? სარკის სკანირებამ არ უშველა”

გიცდიათ ვინმეს სარკის სკანირება? საინტერესოა.

8. ჩემს მეგობარ გოგონას ციკლი შეუწყდა მას მერე რაც დაორსულდა, რატომ?

“ძალიან ვნერვიულობ ეს რატომ ხდება, არის რამე შანსი, რომ ბავშვი სვამდეს ამ სისხლს? მიპასუხეთ გთხოვთ”

პატარა დრაკულა ეზრდებათ მუცელში და ვერ ხვდებიან.

7. რატომ არის ნახვრეტები კატის ბეწვში ზუსტად იმ ადგილზე, სადაც მათი თვალებია?

მოიცადე აბა, კიწის ვკითხავ.

კიწიმ მე სხვა ადგილზეც მაქვს, არა მარტო თვალების, ასე რომ კითხვის არეალი გააფართოვეთო.

6. ჩემს მეგობარ ბიჭს კანის კიბო აქვს, უნდა დავშორდე?

გოგო იაჰუში ეძებს ამაზე პასუხს, თანაც ამატებს, რომ ის მისთვის ყველაფერია, მაგრამ ეს რომ გაიგო გული გაუტყდა და უნდა დაშორდეს თუ არა აინტერესებს. what a bitch.

5. ჩემი ხშირი მასტურბაციის ჩვევა ცუდია?

” დღეში 15–20–მდე ორგაზმი მაქვს, ხანდახან 30–მდეც ავდივარ, როგორ ფიქრობთ, ეს ცუდია?”

ვიღაც გაკვირვებით პასუხობს.

” ღმერთო ჩემო, მე მხოლოდ 2–3 ორგაზმს ვაღწევ დღეში”

ყოჩაღ, ასე განაგრძეთ!

4. გამოვაცხვე ქრისტეს ფორმის ნამცხვრები, მაგრამ დამეწვა, ჯოჯოხეთში მოვხვდები?

უკომენტაროდ. გლის ერთი სერია გამახსენდა, სადაც ფინმა ტოსტზე ქრისტეს სახე აღმოაჩინე და იმ კვირაში მომხდარ მოვლენებს ამას უკავშირებდა.

3. მე შტატ ჯორჯიაში ვცხოვრობ, მაგრამ აქედან რუსეთი არ ჩანს და არც მათი ხმა ისმის, რატომ?

“აქ ამბობენ, რომ რუსეთის ტანკები georgia-ში დგას, მაგრამ მე მათი ხმები არ მესმის, უნდა ვინერვიულო?”

შენ მგონი სხვა ხმები გესმის თავში და ამაზე უნდა ინერვიულო.

2. თქვენ სადაც ცხოვრობთ, იქაც ღამდება ხოლმე?

რა საინტერესოა, იქნებ პოლარულ ღამეებს შევესწარით?

1. გოგოებს ვაგინა იქ აქვთ, სადაც ბიჭებს პენისი? თუ უფრო უკან?

პასუხი – “კი, ქალებს პენისი შიგნით აქვთ შეწეული. მათი ორგანო გარეთ არაა გადმოკიდებული, როგორც კაცების”

აი დატკბით ამ კითხვის ლინკით. მე კარგად ვიცინე.

კითხვა