რეალობა თუ ფანტაზიის ნაყოფი?

მიუხედავად იმისა, რომ ბლოგზე ხშირად ვწერ ზებუნებრივ ისტორიებს და მიყვარს მისტიკა, არასოდეს შევსწრებივად ასეთ ფაქტს, გარდა რამდენიმე ისეთი მოვლენისა, რომელსაც სავარაუდოდ ჰქონდა ლოგიკური ახსნა.

ამას დაერთო ისიც, რომ წუხელ პატრიცია არკეტის “სტიგმატას” ვუყურე და მთელი ღამე უცნაურ სიზმრებში ვიყავი გახვეული. მერე დავფიქრდი – ნუთუ არასდროს არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რაც შეიძლება ზებუნებრივ მოვლენად ჩავთვალო. პრინციპში არც არაფერი.

ყოველთვის მიყვარს ასეთი ისტორიების მოსმენა, ვინ რა შეემთხვა, რა გადახდა თავს, რა დაინახეს ღამე საფლავებთან, მაგრამ მე არ მაქვს ასეთი ისტორია და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვწერ ასეთ თემებზე, გულის სიღრმეში ალბათ არც მჯერა.

დამიწერეთ კომენტარებში, იქნებ თქვენ გადაგხდენიათ  თავს რამე ზებუნებრივი მოვლენა, ან იქნებ ერთ მოჩვენება მაინც გყავთ ნანახი, ან რამე ისეთი, რაც ბუნებრივ კანონებში არ ჯდება.

გოგონა მეზობელ სახლში

რა არის ტკივილი? ყველას სხვადასხვანაირი პასუხი აქვს ამ კითხვაზე, ტკივილი ყველასთვის განსხვავებული მოვლენაა, მაგრამ იშვიათად ადამიანმა იცოდეს რა არის ნამდვილი ტკივილი.

წუხელ ნანახმა ფილმა ისე იმოქმედა ჩემზე, ემოციებით სავსემ და უფრო მეტად კი სიბრაზემ თითქმის მთელი ღამე არ დამაძინა. არ ვიცი რატომ ავირჩიე ღამე საყურებლად რამდენიმე რომანტიული კომედიიდან და მელოდრამებიდან ეს ფილმი, მაგრამ მისი ყურების განმავლობაში ერთმანეთს ცვლიდა გაოცება, გაბრაზება, ფილმის ბოლოს კი ნერვებისგან ვტიროდი, რადგან დასასრულმა შურისძიების წყურვილი არ დამიკმაყოფილა.

ფილმს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი,  რომელიც ინდიანაპოლისში მოხდა 1965 წელს. ჯეკ კეტჩამმა დაწერა რომანი 1989 წელს “გოგონა მეზობელ სახლში”‘, რომლის შესახებაც უკვე 2007 წელს გრეგორი ვილსონმა გადაიღო ფილმი.

მოქმედება ხდება სამოციან წლებში, მაგრამ დასაწყისში ამ ამბის მონაწილე დევიდი წლების მერე იხსენებს მომხდარ მოვლენებს. ის ამბობს, რომ მისი მეორე ცოლი ბავშვობაში ველურმა კატებმა დაკაწრეს. მას მთელი სხეული ჭრილობებით ჰქონდა დაკაწრული და რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურით იწვა.  მისი სიტყვებით სწორედ ეს იყო ტკივილი, მაგრამ… არავინ არ იცოდა რა იყო ტკივილი ისე როგორც დევიდმა.

დევიდი 12-13 წლის იყო, როცა მის მეზობელ ჩენდლერებთან ორი უდედმამოდ დარჩენილი და გადმოვიდა დეიდასთან საცხოვრებლად – მეგი და სუზი. დეიდა – რუთი, უცნაური ქალი იყო, სხვა მშობლებს არ ჰგავდა. ის თავის სამ მცირეწლოვან ბიჭებს უფლებას აძლევდა დაელიათ ლუდი და ესაუბრათ სექსუალურ თემებზე. დევიდი მათთან ხშირი სტუმარი იყო.

მეგი თავიდანვე მოეწონა დევიდს, განსხვავებული გოგო იყო, ლამაზი, სიცოცხლით სავსე. მშობლების დაკარგვას ძალიან განიცდიდა.

რუთი თავიდანვე განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდა მეგს, გარეთ გვიანობამდე არ უშვებდა, აიძლებდა ნაკლები ეჭამა, სულ უმეორებდა რომ მსუქანი იყო, მაგრამ კოშმარი მხოლოდ ახლა იწყებოდა.

ერთხელ ღამით მეზობლებთან დარჩენილი დევიდი საშინელ სცენას შეესწრო. ოჯახს მეგი სარდაფში ჰყავდათ ჩაყვანილი, ხელებით ჩამოკიდებული და პირახვეული. რუთი სიამოვნებით ეწეოდა სიგარეტს და შვილებს მითითებებს აძლევდა, რა შეურაცხჰყოფა მიეყენებინათ გოგონასთვის. ბიჭებმა ტანზე გახადეს და შიშველი მეგი მთელი ღამე ეკიდა ხელებით სარდაფში.

დევიდს უნდოდა ეს ყველაფერი მშობლებისთვის მოეყოლა, მაგრამ რუთის შიშით ვერ ბედავდა. იმის მერე მეგი სადრაფიდან არ გამოუშვიათ, ნაცემი და სისხლიანი ეგდო იატაკზე. რამდენჯერმე ბიჭებმა რამდენიმე მეზობელი თინეიჯერის თანდასწრებით მეგი გააუპატიურეს, რუთი კი იმეორებდა, რომ ის მხოლოდ ამისთვის იყო გამოსადეგარი.

ბოლო წვეთი იყო ის, რომ რუთმა გადაწყვიტა მომავალში მეგს სექსუალური ლტოლვა რომ არ გასჩენოდა,  მისთვის გარკვეული ორგანოები უნდა მოეშორებინა. ამის მერე მეგმა გონება დაკარგა.

მსახიობები ძალიან კარგად არიან შერჩეულები, განსაკუთრებით მეგი და რუთი. ეს ამბავი ნამდვილ ამბავზე რომ არ ყოფილიყო დაყრდნობილი, ალბათ ჩემზე ასე არ იმოქმედებდა.

download – the girl next door

აკრძალული და საიდუმლო რეცეპტები +16

– კიდევ ორი პორცია საფირმო კერძი – მიმტანმა მზარეულს შეკვეთა მისცა და სხვა მაგიდისკენ გაემართა. ისევე როგორც ყოველთვის მაგიდები სავსე იყო.

მთავარი შეფ–მზარეული, ჩანგ–სანი, ნამდვილი სენსაცია იყო მდიდრული რესტორნისთვის. ჯადოსნური ხელი ჰქონდა, საოცარ კერძებს ამზადებდა, ხალხი რამდენიმე თვით ადრე ეწერებოდა, რომ აქ მოხვედრილიყვნენ და ჩანგის განთქმული საჭმელი გაესინჯათ.

ახალგზარდა, ენერგიით სავსე მზარეული ძალ–ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ თავის საქმეში სრულყოფილებას მიეღწია, ყოველდღე ახალ რეცეპტებს იგონებდა და მუდმივად ახლის ძიებაში იყო.

მიმტანმა ჩანგს მოახსენა, რომ პირველ მაგიდასთან წყვილს მისი ნახვა უნდოდათ. ჩანგმა ხელები შეიწმინდა და გარეთ გავიდა.

ჭაღარაშერეული კაცი და ახალგაზრდა, ლამაზი ქალი დაკვირვებით უყურებდნენ მზარეულს.

– რა გნებავთ? ბევრი დრო არ მაქვს.

– სპეციალური შეკვეთა მინდა მოგცეთ – უთხრა კაცმა და პატარა ყუთი გახსნა. იქ იშვიათი ჯიშის წითელი თევზი იდო, რომელიც აღარ იშოვებოდა ჩინეთში.

–  სანჯინი – აღმოხდა გაკვირვებულ ჩანგს.

– დიახ, ისაა, ეს თევზი მხოლოდ ერთი რეცეპტით მზადდება, დანარჩენ შემთხვევაში სასიკვდილოა.

ჩანგმა ყუთი აიღო.

– 10 წუთში მზად იქნება.

თევზი წვრილ ნაჭრებად დაჭრა, ფქვილში ამოავლო, სპეციალური სანელებლები შეურია, კვერცხის გული ამოავლო და ორთქლში გააჩერა, მერე შეწვა და ბოსტნეულთან ერთად მიართვა წყვილს.

– ძალიან კარგი – თქვა მამაკაცმა. მან და მისმა თანამგზავრმა რესტორანი ისე დატოვა, თევზი არ გაუსინჯავთ.

დღის ბოლოს შანგს მიმტანმა გოგონამ პატარა კონვერტი გადასცა, რომელზეც ეწერა “ჰუგო ლაუერი”, უკან კი მონოგრამა იყო გამოსახული, რომლის დანახვაზეც ჩანგს სუნთქვა შეეკრა.

– შინ–ტანის საიდუმლო წიგნი…

შთამომავლობიდან მოდიოდა ლეგენდები საიდუმლო რეცეპტების წიგნ შინ–ტანზე, რომელშიც ისეთი რეცეპტები იყო შეტანილი, რომელიც ყველა მზარეულს არ შეეძლო ეხილა, არათუ დაემზადებინა.

არავინ იცოდა, მართლა არსებობდა ეს წიგნი თუ  გამოგონილი იყო, მაგრამ ყველა მზარეულის ოცნება სწორედ ამ წიგნს უკავშრდებოდა.

მეორე დღეს გარეთ ჰუგოს მანქანა დახვდა. არც დაფიქრებულა, ისე ჩაჯდა. ჰუგომ ძველი და ფურცლებგაყვითლებული წიგნი მიაწოდა.

– შინ–ტანის საიდუმლო რეცეპტები, ყველა კულინარის ოცნება – უთხრა ჰუგომ – ერთი საღამოთი მინდა დაგიქირავო,  რომ ამ წიგნიდან  მოამზადო ერთი კერძი, რომელსაც მე და ჩემ მეგობრებს მოგვართმევ ჩვენს ვილაში. თანახმა ხართ?

როგორ შეეძლო ამაზე უარი ეთქვა?

მეორე დღეს უკვე ჰუგოს სახლში იყო და წიგნს დაჩერებოდა. როგორც იქნა ხელის კანკალით გადაშალა და დაიწყო კითხვა.

შუბლზე ოფლი მოასკდა, გვერდებს შლიდა და თვალებს არ უჯერებდა – ერთი მეორეზე საშინელი სურათები ცვლიდა ერთმანეთს.

შინ–ტანის რეცეპტების საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ მისი ყველა კერძი ადამიანის ხორცით მზადდებოდა.

ჰუგოს მიერ არჩეული კერძი კი მთლიანი ადამიანის მოხარშულ, გამოშიგნულ და სუნელებით შეზავებულ სხეულს წარმოადგენდა.

ჩანგმა გაქცევა სცადა, მაგრამ ჰუგოს ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა. ან ეს კერძი უნდა დაემზადებინა, ან მოკვდებოდა.

სარეცეპტე მასალად კი ახალგაზრდა გოგო იყო დამწყვდეული სარდაფში, რომლისგანაც გემრიელი და ნოყიერი კერძი დამზადდებოდა.

– დროა – უთხრა ჰუგომ და ჩანგი სარდაფში ჩაიყვანა, სადაც ყველანაირი საჭირო მასალა იყო გამზადებული, მათ შორის უზარმაზარი ქვაბიც, რომელშიც გოგო უნდა მოეხარშა ცოცხლად.

ზევით ათ კაციანი კომპანია იყო შეკრებილი, რომლებიც ამ უცნაურ სადილს დიდი ინტერესით ელოდებოდნენ.

– ჯერ არასასურველი ორგანოებისგან უნდა გაასუფთავო – უთხრა ჰუგომ – დაიწყე ინტიმური ადგილებით.

– რეცეპტი უკვე წაკითხული მაქვს – უპასუხა მზარეულმა და დანა აიღო.

*    *   *

ჩანგი უზარმაზარი დანით ასუფთავებდა სხეულს შინაგანი ორგანოებისგან და თავს ძლივს იკავებდა გული არ არეოდა. ხახვი დაჭრა,  ნიორი დანაყა, გულ–ღვიძლის სოუსი გაამზადა.

ცოტა ხანში სასადილო ოთახში უზარმაზარი ლანგარი შეაგორა. შეკრებილი საზოგადოება ტაშით შეხვდა შეფ–მზარეულს.

– მინდა მოგახსენოთ, რომ ბატონმა ჰუგომ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა ამ კერძის შექმნაში, რათა თქვენთვის ესიამოვნებინა – განაცხადა ჩანგმა და ლანგარს თავი მოხადა, სადაც გემრიელად შემწვარი და მოხრაკული ჰუგო იწვა გემრიელი სოუსებით და დელიკატესებით.

სანამ დაინტერესებული საზოგადოება თეფშებით და ჩანგლებით გაინაწილებდა ჰუგოს სხეულს, ჩანგმა წიგნთან ერთად დატოვა სახლი.

*   *   *

ბუხარში ერთმანეთის მიყოლებით იწვოდა უძველესი წიგნის გაყვითლებული ფურცლები. ის საშინელი საიდუმლო, რომელსაც ინახავდა, მასთან ერთად ქრებოდა.

რიდლი სკოტის და შოუ თაიმის ერთობლივი ნამუშევარი, ტელე სერიები “შიმშილი” მეოთხე ეპიზოდი – შინ–ტანის საიდუმლო

უყურეთ:

პარფიუმერი – ერთი მკვლელის ისტორია

ფილმის გამოსვლისთანავე ხალხის რეაქცია ორ ნაწილად გაიყო. ზუსკინდის ცნობილი ბესტსელერის ეკრანიზაცია დიდი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, თუმცა კრიტიკოსების ნაწილმა ის მოიწონა.

მათთვის, ვისაც წიგნი წაკითხული აქვს, ფილმი ზედმეტად ჰოლივუდური და მშრალი აღმოჩნდა. ხოლო ვისაც არ ჰქონდა წაკითხული, იმათ უფრო დადებითი შეფასებები მისცეს. მე მეორე ჯგუფში აღმოვჩნდი, თავი შევიკავე წიგნის წაკითხვისგან და ვუყურე ფილმს. (მართალია 5 წლით დავიგვიანე, ფილმი 2006–ში გამოვიდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს)

ტომ ტიკვერის ნამუშევარი, რომლის ფილმზე ადრეც ვისაუბრე, გადაღებული ოთხ ქვეყანაში – გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები.

მეთვრამეტე საუკუნის პარიზი, ბინძურ, საშინელ გარემოში, თევზით მოვაჭრე ქალი პირდაპირ დახლის ქვეშ, ტალახში და თევზების შიგნეულობაში აჩენს ბავშვს, რომელიც როგორც წინაზე გაჩენილი ბავშები მკვდარი ჰგონია, მაგრამ ბავშვი თვალს ახელს და ტირილს იწყებს.

ჟანს მაშინვე ეტყობა თანდაყოლილი უცნაური უნარი – ყნოსვა. შეუძლია მისგან მოშორებით ჭაობში ჩამალული ბაყაყის სუნიც კი ამოიცნოს. რამდენიმე მძიმე სამუშაოს შეცვლის მერე ჟანი პერფიუმერთან იწყებს მუშაობას, რომელსაც წარუმატებელი პერიოდი უდგას.

ახალგაზრდა პერფიუმერი ცოტა ხანში შეპყრობილი აღმოჩნდება იდეალური სუნამოს შექმნის მანიით, ყველგან უნიკალურ არომატს ეძებს და მიხვდება, რომ ახალგაზრდა და ლამაზ ქალიშვილებს ყველაზე სასიამოვნო სურნელი აქვთ, თანდაყოლილი, რომელიც მათი კანიდან უნდა აიღოს და შექმნას ისეთი სუნამო, რომელიც ხალხის სიყვარულს მოუპოვებს, რადგან მათგან სიძულვილის მეტს არაფერს გრძნობს.

ფილმი თითქმის ერთ ტემპში მიდის, ვერ ვიტყვით, რომ სუპერ–დაძაბულია ან ტრილერისთვის დამახასიათებელი ექშენი მიდის, მაგრამ ინერციით მიყვები და 2 საათი მალე გადის.

მთავარი როლის შემსრულებელმა ბენ ვიშოუმ ძალიან მომხიბლა. ბენი კრიტიკამ თავისი თაობის ერთ–ერთ უნიჭიერეს მსახიობად დაასახელა. ეს ფილმი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან საშუალება მიეცა გამოეჩინა თავისი სამსახიობო ოსტატობა სულ სხვა კუთხით. შექმნა ჟან–ბატისტ გრენოუს სახე, თავისი ბინძური და ჭუჭყიანი რეალობით.

ფილმში წითური გოგონები ჭარბობენ. განსაკუთრებით მომხიბლავია რეიჩელ ჰართ–ვუდი:

და კიდევ ეს:

დასტინ ჰოფმანი და ალან რიკმანიც არიან ქასთში, თუმცა არა მთავარ როლებზე.

მომეწონა ფერები, ლამაზი ფერების ფილმია. დასასრულმა ხომ საერთოდ, ცუდად გამხადა.

ახლა აუცილებლად წავიკითხავ წიგნს და პარალელებს გავავლებ 🙂

ვისაც დაგაინტერესათ ლინკი – Perfume. The Story of a Murderer

ტრაილერი:

 

მსოფლიოს ათი ყველაზე უცნაური ისტორია

10. შვედმა პაციენტმა დანტისტის ბურღი გადაყლაპა

პროცედურის დროს პაციენტმა შემთხვევით გადაყლაპა  ბურღი. ის მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმებმა თქვეს, რომ ის ბუნებრივი გზით უნდა გამოსულიყო.

9. 29 წლის მამაკაცი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა ბაბუა გახდა

მისმა 14 წლის შვილმა რეკორდი დაამყარებინა და ყველაზე ახალგაზრდა ბაბუა გახდა დიდ ბრიტანეთში.

8. მკვდარ მამას იაპონელი 5 წელი კარადაში ინახავდა

იმისთვის, რომ მამის პენსია არ დაეკარგა, მას კარადაში ხუთი წელი ინახავდა, მიუხედავად იმისა, რომ სუნი ძალიან შემაწუხებელი იყო.

7. კოლუმბიის ციხეში მტრედს კოკაინი და მარიხუანა გადაჰქონდა

ადრე მტრედებს წერილები მიჰქონდათ, ახლა კი კოლუმბიის ციხეში ნარკოტიკების გადამტანად გამოიყენეს. მას ფეხზე უმაგრებდნენ პატარა პარკს, მაგრამ ბოლოს ზედმეტი მოუვიდათ და მტრედმა ფრენა ვერ შეძლო მძიმე ტვირთით, სწორედ ამიტომ შეამჩნიეს.

6. ფილიპინელმა ვიცე–მერმა სიკვდილის წინ გადაღებულ ფოტოზე თავისი მკვლელი დააფიქსირა.

რეინალდომ სურათი ახალ წლის ღამეს გადაუღო თავის ოჯახს. უცნაური იმის გარდა, რომ ეს მის მიერ გადაღებული უკანასკნელი ფოტო იყო, კიდევ ის აღმოჩნდა, რომ მან დააფიქსირა კაცი, რომელმაც ესროლა. პოლიციამ ამ ფოტოს მეშვეობით მოახერხა მისი დაჭერა.

5. მელიამ მასზე მონადირე დაჭრა

როგორც წესი, მონადირეები ჭრიან ხოლმე მელიებს, მაგრამ ბელარუსში პირიქით მოხდა. მელია გაქცევის დროს დაახტა მაგიდას, სადაც დატენილი სანადირო თოფი იდო და მონადირეს ტყვია მოხვდა. მელიის მიერ დაჭრილი კაცი საავადმყოფოში თავისმა მეგობარმა გადაიყვანა.

4. ბრაზილიელი კაცი თავის ცოლს 16 წელი მალავდა სარდაფში

მას ცოლი 16 წელი დამწყვდეული ჰყავდა სარდაფში, თვითონ კი სხვა ქალთან ერთად ცხოვრობდა იმავე სახლში.

64 წლის ქალს ტანსაცმელი არ ეცვა, მხოლოდ გადასაფარებელი ჰქონდა შემოხვეული.

3. ქალი გარდაიცვალა გული შეტევით, როცა საკუთარ დაკრძალვაზე გამოეღვიძა.

ქალს შეცდომით დაუდგინეს სიკვდილი, დაუნიშნეს პანაშვიდი და უკვე კრემაციისთვის ამზადებდნენ, როცა გამოეღვიძა და დაინახა, რაც ხდებოდა, დაიწყო კივილი და შიშით გული გაუსკდა.

2. 26 წლის გოგომ უკვე 90–ჯერ ჩააგდო მართვის მოწმობის თეორიული ტესტი

ამით მან მოხსნა რეკორდი, 2010 წელს იყო მისი 90–ე მცდელობა, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა. ამდენ ცდაში გოგონამ დაახლოებით 3000 ევრო დახარჯა.

1. პოპკორნის ხმაურიანი ჭამისთვის კინოეთეატრში კაცი მოკლეს.

რიგაში, “შავი გედის” სეანსის დროს 27 წლის მამაკაცმა მოკლა 42 წლის კაცი იმიტომ, რომ ის პოპკორნს ხმაურიანად ჭამდა და ხელს უშლიდა ფილმის ყურებაში.

ჭადრის ხეების საიდუმლო

” იმ ღამით უჩვეულო სიზმარმა გამომაღვიძა, შინაარსი არ მახსოვდა, მაგრამ ცუდმა წინათგრძნობამ შემიპყრო. სუნთქვა მიჭირდა და პირი მიშრებოდა. გადავწყვიტე სამზარეულოში ჩავსულიყავი და წყალი დამელია. მშობლებს უკვე ეძინათ. ფეხაკრეფით ჩავიარე კიბეები და პირველ სართულზე ჩავედი. სამზარეულოს სკამზე ჩამოვჯექი და წყალი მოვსვი.

გარეთ ბნელოდა, თუმცა შემინული კარებიდან გასული შუქი ოდნავ ანათებდა ეზოს. ნისლი იყო ჩამოწოლილი და  ღრუბლებში გახვეული მთვარის შუქი ვერ აღწევდა მიწამდე.

ჭადრის ხეები, რომლებიც ეზოში იდგა, კარგად ჩანდნენ. ეს ხეები აქ ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული იდგა, მე და ჩემს დას ხშირად გვითამაშია მის ჩრდილში.

გარეთ ნიავიც არ იძროდა, თუმცა მომეჩვენა, რომ ჭადრის ხეები შეირხა და თითქოს ჩემამდე ჩურჩულის ხმა მოვიდა.  ჭიქა დავდგი და ხეებს მივაჩერდი. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, ძლიერი წარმოსახვის უნარი გაქვსო, ჰოდა ახლა მომეჩვენა, თითქოს ჭადარის ტოტებმა ადამიანის სახის ფორმა მიიღო და მე მომშტერებოდა. ჩამეცინა და ყურება გავაგრძელე. ჭადარი ისე დაჟინებით მომშტერებოდა, რომ სიცილის ხასიათი გამიქრა, შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად დავბრუნდი ჩემს ოთახში.

მეორე დილით დაბლა რომ ჩამოვედი, დედა სადილს ამზადებდა. გამახსენდა წუხანდელი შემთხვევა და დედას მოვუყევი.

მეგონა გაიცინებდა და ისევ ჩემს ფანტაზიას დააბრალებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მოულოდნელად ცუდ ხასიათზე დადგა და ხმა არ ამოუღია.

ღამე, ძილის წინ ჩემს ოთახში შემოვიდა და ყველაფერი მომიყვა.

“არ მინდოდა ეს ყველაფერი გაგეგო” – მითხრა დედამ –  ” ის, რაც შენს დაბადებამდე მოხდა და რამაც დაღი დაასვა ჩვენს ოჯახს, მაგრამ როცა ამ ხეებზე მომიყევი, თავი ვეღარ შევიკავე, მგონია დროა ყველაფერი იცოდე”

ლოგინზე წამოვჯექი და ინტერესით მივაჩერდი.

“სანამ მამაშენს გავყვებოდი ცოლად, მყავდა და. ორივენი მასზე ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ ჩემს დას ეს უკვე ავადმყოფობაში გადაეზარდა. როცა მან მე მთხოვა ხელი, საერთოდ გადავიდა ჭკუიდან. მეგონა დროთა განმავლოაბში გადაუვლიდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, პირიქით, ბევრ სისულელეს აკეთებდა, რომ არ დავქორწინებულიყავით, მაგრამ ხელი ვერ შეგვიშალა.

როცა ამ სახლში გადმოვედით, ჩემი და ცოტა ხნით გაქრა, ვიფიქრეთ რომ თავი დაგვანება, მაგრამ მეორე დილით საშინელი სანახაობა დაგხვდა. ეზოში, ჭადრის ხეების ქვეშ ვიპოვნეთ მისი გვამი. დიდი ნაჯახით საკუთარი ფეხები მოეჭრა და სისხლისგან დაცლილიყო.

დაბლა პატარა ფურცელი ეგდო, სადაც ეწერა ” მახსოვს, როდესაც ჭადრების ხეების ქვეშ წამიყვანე, შავი ქარი არხევდა მათ ტოტებს. შენ გაგახსენდები, როცა დაინახავ ამ ხეებს. მე ყოველთვის აქ ვიქნები და აქედან გიყურებ”

საშინელმა ისტორიამ  ჩემი ოჯახის სისხლიან საიდუმლოზე ძალიან შემაშფოთა.

“მგონი დროა ის ხეები მოვჭრათ” ვუთხარი დედაჩემს და  ფანჯრები ჩავკეტე.

 

ამიტვილის მოჩვენება

ისტორია, რომელზეც ორი ფილმია გადაღებული, ნამდვილად მოხდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1974 წლის 14 ნოემბერს ნიუ იორკის პოლიციის განყოფილებაში ტელეფონის ზარი გაისმა.

  • ოპერატორი:გისმენთ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
  • უცნობი:სასწრაფოდ გამოგზავნეთ დახმარება, აქ… ექვსი გვამია, ყველანი დაიღუპნენ… სროლა იყო.
  • ოპერატორი: სერ, დამშვიდდით და ისე მითხარით რა ხდება, სად ხართ?
  • უცნობი: ბარში ვიყავით, როცა ბავშები შემოვარდნენ და გვითხრეს, რომ დეფოების სახლში სროლაა… ჩვენც უკან გავყევით და … ყველაფერი სისხლითაა მოსვრილი.
  • ოპერატორი:თუ შეიძლება ზუსტად ჩამაწერინეთ მისამართი, სად ხართ?
  • უცნობი: ამიტვილი, მარჯვნივ მერიკის გზიდან, 1–12.
  • ოპერატორი: დაწყნარდით სერ, დახმარება მალე მოვა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს დეფოების 7 კაციანი ოჯახიდან 6 გვამი დახვდათ, მხოლოდ უმცროსი დეფო გადაურჩა სისხლიან სასაკლაოს და სწორედ ის დააპატიმრეს ამ დანაშაულის ჩადენისთვის.

რონალდ დეფომ აისრულა თავისი ამერიკული ოცნება, როცა იყიდა ეს სახლი ლონგ აილენდზე, ის თავდაუზოგავად მუშაობდა წლების განმავლობაში იმისთვის, რომ საკმარისი შემოსავალი ჰქონოდა და თავისი ოჯახი შეენახა. რონალდი ძალიან მკაცრი და უხეში კაცი იყო, მას მის ცოლს ლუისს ხშირად ჰქონდათ უთანხმოება და ხმაურიანი ჩხუბები. თავის შვილთან, რონალდ ჯუნიორთან, იგივე ბატჩთან ყოველთვის მკაცრი და მომთხოვნი იყო.

მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერავინ ვერ წარმოიდგენა, უმცროსმა დეფომ მთელი თავისი ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვანი და–ძმა ძილში გამოასალმა სიცოცხლეს და არც დედ–მამა დაინდო. ხმები დადიოდა მისი სულიერი ავადმყოფობის შესახებ. ხალხს უბრალოდ არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ბიჭმა ეს საღ გონებაზე მყოფმა გააკეთა.

ერთი წლის მერე ჯორჯ და კეით ლატსები თავისი სამი შვილით გადავიდნენ ამ დაწყევლილ სახლში, თუმცა მათ არაფერი იცოდნენ. უცნაურმა მოვლენებმაც მაშინ დაიწყო განვითარება. ჯორჯი ძალიან შეიცვალა, დაიწყო სმა, ხშირად ესმოდა დემონური ხმები და ხედავდა მოჩვენებებს, მაგრამ ამას სასმელს აბრალებდა. სახლში თავისით იღებოდა და იკეტებოდა კარები, ქრებოდა შუქები და ისმოდა უცნაური ხმები.

ამას დაემატა ისიც, რომ უცროსმა შვილმა აიჩემა ერთი სიტყვა, რომელსაც ხშირად იმეორებდა და ყველგან წერდა, სადაც შეეძლო, ეს იყო redrum, ერთხელაც შეძრწუნებულმა კეიტმა უკუღმა წაიკითხა ეს სიტყვა და მიხვდა, რასაც ნიშნავდა.

ჯორჯი ირწმუნებოდა, რომ ამ სახლში საშინელი ენერგია იყო გამეფებული, რომელიც ადამიანს მკვლელობების ჩადენისკენ უბიძგებდა, ის აღარ იძინებდა სახლში და ყველგან იარაღს ატარებდა.

როგორც ჰყვებიან, ამ ამბავმა ტრაგიკული დასასრული მიიღო, როცა ჯორჯმა ნაჯახით დახოცა თავისი ოჯახის წევრები ბაღში და თვითონაც თავი მოიკლა.

თუმცა ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი უკვე ლეგენდაა, მოგონილი, რადგან ლატსებმა მალევე დატოვეს ეს დაწყევლილი სახლი და წავიდნენ.

ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს სახლი, რომელიც კარგად ჩანს ორიგინალ ფილმში, ძალიან საშიში და ბნელი შენობა უცნაური ნაგებობით, თითქოს ორი დიდი თვალი იყურება იქიდან.

ამის შესახებ ორი ფილმია გადაღებული, ერთი ორიგინალი და ერთიც რიმეიქი, მე რიმეიქი მაქვს ნანახი. სიმართლე ითქვას რიმეიქში ბატონი რაიანი საკმაოდ კარგად გამოიყურება:

ამეტვილის მოჩვენება 1979

ამეტვილის მოჩვენება 2005

როცა უცნობი რეკავს…

– ჯენიფერ, ძიძა მოვიდა, წასვლის დროა – გასძახა ქმარმა მეუღლეს და პირველ სართულზე ჩავიდა.

ამანდა მორცხვად იდგა კარებთან, სულ რამდენიმე დღეა რაც პიტერსონებთან დაეწყო მუშაობდა. თან სწავლობდა და თან ბავშვების მოვლით დამატებით შემოსავალს იღებდა.

ჯენიფერი და ტომი უკვე 15 წელია ცოლ–ქმარი იყვნენ, შვილები გვიან შეეძინათ, ახლა ორი პატარა ჰყავდათ და ერთმანეთს ისეთ ყურადღებას ვეღარ უთმობდნენ, როგორსაც ადრე, ამიტომ გადაწყვიტეს ერთი საღამო კინოში წასულიყვნენ მარტო ისინი და ბავშვები გვიანობამდე ძიძასთან დაეტოვებინათ.

– თუ რამე მოხდა, მაშინვე დაგვირეკე – ჯენიფერმა ჩანთა აიღო და ამანდას მიუბრუნდა – კარები კარგად ჩაკეტე.

პიტერსონების სახლი პატარა სასახლეს ჰგავდა, მაგრამ ძალიან ძველი და ბნელი შენობა იყო,  უამრავი ოთახებით, რომელსაც არავინ იყენებდა. პიტერსონები დიდი ხანია ამ სახლის გაყიდვას აპირებდნენ.

ამანდამ კარები ჩაკეტა და ბავშვების ოთახში ავიდა. პატარებს უკვე ეძინათ. შუქი ჩააქრო და პირველ სართულზე ჩამოვიდა, ტელევიზორი ჩართო და დივანზე მოიკალათა.

ტელეფონის ზარი გაისმა. დარწმუნებულმა იმით, რომ ჯენიფერი რეკავდა, ყურმილი აიღო.

– დიახ მისის პიტერსონ.

– …

ხმას არავინ იღებდა, მარტო მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა.

– გისმენთ…– გაიმეორა ამანდამ.

– შენს ადგილზე ბავშვებს ვნახავდი – გაისმა კაცის ხმა და მას უცნაური შრიალი მოყვა. კაცმა ყურმილი დაკიდა.

გაოცებულმა ამანდამ აქეთ–იქით მიმოიხედა, ვიღაცა ბოროტად ეხუმრებოდა. სასწრაფოდ აირბინა მეორე სართულზე და ოთახის კარი შეაღო. ბავშვებს ეძინათ.

თავი გაიქნია და დაბლა ჩამობრუნდა. იფიქრა ალბათ ვინმე ნაცნობმა გაიგო ძიძად რომ ვრჩები და ჩემი შეშინება გადაწყვიტაო.

ისევ ტელეფონის ხმა გაისმა.

– ეს სულაც არაა სასაცილო – გაბრაზებული ხმით უპასუხა ტელეფონს. ისევ უცნაური შრიალი ისმოდა.

– ბავშვები შეამოწმე – გაიგო ისევ ის საშინელი ხმა შორიდან და ტანში გააჟრჟოლა. ეს ამბავი არ მოსწონდა.

– ვინ ხარ, რა გინდა?

უცნობმა ჩუმად ჩაიცინა ნაწყვეტ–ნაწყვეტ და გათიშა.

ახლა უკვე ნამდვილად შეეშინდა, ეს ყველაფერი ნაცნობის ხუმრობას არ ჰგავდა. სასწრაფოდ 911–ზე დარეკა და ოპერატორს ამ ზარების შესახებ მოუყვა.

– როცა კიდევ დარეკავს ეცადეთ ცოტა ხანი შეაყოვნოთ მისს, ასე მის ადგილმდებარეობას დავადგენთ – უთხრა ოპერატორმა.

აკანკალებული დაჯდა დივანზე და ტელევიზორი გამორთო. სახლის ირგვლივ არავინ ჩანდა, კარები საიმედოდ იყო ჩაკეტილი,  ვერავინ შემოვიდოდა. ისევ თავს იმშვიდებდა, რომ ვიღაც უბრალოდ ბოროტად ხუმრობდა.

ისევ საძულველი ზარის ხმა მოისმა. უცნობი ნომერი.

– არაფერს აკეთებ იმისთვის რომ ბავშვები გადაარჩინო – ჩასჩურჩულა უცნობმა.

– მოიცადე, არ გათიშო, მითხარი რა გინდა.

– მინდა რომ ბავშვების ოთახში ახვიდე და შეამოწმო, იქ არიან თუ არა…

– ბავშვები კარგად არიან და სძინავთ. მათ ვერაფერს დაუშავებ.

ისტერიული სიცილი გაისმა. უცნობი საშინელი ხმით იცინოდა.

– ძალიან მალე – უთხრა კაცმა და გათიშა.

ის იყო ამანდა მეორე სართულზე აპირებდა ასვლას, რომ ოპერატორმა დაურეკა.

– მისს, გადავამოწმეთ ნომერი, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ადამიანი, რომელიც გირეკავთ იმავე სახლში იმყოფება, სადაც თქვენ ხართ, გიმეორებთ, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ჯგუფი უკვე გამოვგზავნეთ.

სისხლი ძარღვებში გაეყინა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. მეორე სართულიდან მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა.

“ძალიან მალე” ჩაესმა უცნობის ხმა და კარებს მივარდა.

უკნიდან ძლიერი ხელი სწვდა და ყელში მოუჭირა.

– ხომ გითხარი ბავშვები შეამოწმე–თქო – ჩაესმა ნაცნობი ხმა და ყელიდან გაურკვეველი ბგერები ამოუვიდა.

გარეთ პოლიციის მანქანების სიგნალების ხმა მოისმა. კაცმა ხელი გაუშვა. პანიკაში მყოფი ამანდა კარებს ეცა და გარეთ გავარდა.

პოლიციელებმა ბავშვების ოთახში დიდი სისხლიანი ცული იპოვნეს, ბავშვები კი კარადაში იყვნენ დამალულები და ისტერიულად ტიროდნენ. ფანჯარა გატეხილი იყო, ყველგან მინის ნამსხვრევები ეყარა. მანიაკის კვალს ვერსად მიაგნეს.

ლეგენდა, რომლის მიხედვითაც საკმაოდ საინტერესო ფილმია გადაღებული

when a stranger calls