true blood VS პაპსა ვამპირები

ისევ და ისევ ვუბრუნდები ვამპირების თემას. მაშ ასე: მხიარული დიალოგები ვამპირებს და სხვა პერსონაჟებს  შორის.

სასაცილო საძიებო სიტყვები 2

ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაგროვდა ისეთი სიტყვები, რომლებსაც ადამიანები უკიდეგანო ინტერნეტში ეძებენ და ჩემთან ხვდებიან. აი, მაგალითად:

20. დაიღალა დედამიწა

მართალია, დაიღალა, თან ისე დაიღალა, რომ ბრუნვაც ეზარება და სხვა პლანეტები ძაფზე გამობმული ატრიალებენ.

19. ქალია ტუ არა ჯასტინ ბიებერი

რა ვიცი, ძუძუები კი აქვს და…

18. სად ცხოვრობს ლომი

კერძო ბინაში.

17.  ძალიან საშინელებათა ფილმი

აი ამას უყურე, ეს კლასიკაა.

16. მეზიზღებიან ქართველი მამაკაცები

ღმერთო ჩემო, საიდან ამხელა სიძულვილი?

15. მარსის ეშმაკის თავი

მარსზე ეშმაკები აღმოუჩენიათ წყლის მაგივრად.

14.  ირმას შეყვარებული

გუშინ ვნახე, პიკნიკზე იყო, ისე კაი მადა კი ჰქონია, ყოჩაღ ირმა!

13. ლექსები ლუციფერზე

ჩემთვის არ უსწავლებით სკოლაში, თქვენთვის?

12. როგორ მოვიშოროთ თავიდან საშინელი სუნი?

ძალიან მარტივად:  გადავაგდოთ ის მკვდარი ბაყაყი, ჯიბით რომ დავათრევთ.

11.  ქალი გაიცნობს კაცს

ჰმ, ანეგდოტის დასაწყისს ჰგავს არა?

10. სოკო სისხლიანი კბილები

სოკოს სახეობაა ასეთი – რომ შეჭამ კბილები დაგცვივდება. მაზოხისტებში თურმე ძალიან პოპულარულია.

9. ვინ არიან ქართველი ლესბოსელები

ჰა ჰა, ტყუილად გაგიხარდათ, ეხენი ნამდვილად არ არიან.

8.  მაღლივი კოშმარი

მაღლივი იქნება თუ გრძივი რა აზრი აქვს, მაინც კოშმარია.

7.  ჯასტინ ბიბერის ქართული დაბადების დღე

დაახლოებით ასეთი ვარიანტი იქნება ალბათ.

6. სულ ჩხუბობენ ეს გოგო და ბიჭი

რატომღაც მგონია რომ ფილმის შინაარს ეძებდნენ, აი ვინმეს რომ უყვები, ასეთ კინოს ვუყურე, ეს გოგო და ბიჭი სულ ჩხუბობდნენო.

5. ვენების გადაჭრის სურათები

არაა, ეს უფრო საშინელებაა.

4.  სიკვდილი ეს სარკის გაშავებული მხარე

მმმ, რამხელა დრამატიზმია…

3.  ქალიშვილობა რა ასაკშi დაკარგე

აი ასეთი შეცდომა არასდროს არ უნდა მოგივიდეთ, თორემ მერე მამას თვალებში როგორ უნდა შეხედოთ? 🙂

2.  ვამპირი თბილისში გამოჩნდა

კი კაცო, რამდენიც გინდა, იმ დღეს ედვარდი დავინახე, კუთხეში იდგა და ნიკაპი უკანკალებდა.

1.  თოლია ჯონათანი, რომელიც შენში ცხოვრობს

ვაიმეეე… აი ამაზე დავდნი და დავიფერფლე, რამხელა რომანტიზმია ჩადებული ამ ფრაზაში… 🙂 ჯონათან! დაგვანახე შენი იდუმალი თოლია, რომელიც ჩვენში ცხოვრობს (იუ) 🙂
სასაცილო საძიებო სიტყები 1

star-crossed lovers 16+

ჩემი ყველა დროის ფავორიტი წყვილის  ჩემს მიერ ამოჭრილი სცენები მეექვსე სეზონიდან.

კაცი, რომელიც იყო მკვლელი, ბოროტი, უგრძნობი და ცივი,  შეცვალა სიყვარულმა. მტრები, რომლების ზიზღიც სიყვარულში გადაიზარდა – ბაფი და სპაიკი.

ძალიან ბევრი ვიწვალე ამ ვიდეოზე, ნორმალური ჯოინერი ვერ ვნახე, თავისი ტიტრები დამიდო, ზოგგან ორიგინალი ტიტრებია შეყოლილი და რუსული გახმოვანებითაა, მაგრამ ღირს ამათ.

+16 კი იმიტომ, რომ ბევრი სექს სცენაა, მაგრამ ისეთი არაფერია, ნანახი რომ არ გქონდეთ, თანაც ამ სერიალს ასაკის ლიმიტი არ ჰქონია, ასე რომ არაუშავს.

ესეც ასე, star-crossed lovers – buffy sommers & spike (william bloody)

werewolf

ლეგენდა მაქციაზე ძალიან პოპულარულია, ეს ისტორია ყველასთვის კარგადაა ცნობილი – წყევლა, რომელიც სავსე მთვარობისას ადამიანს მგლად აქცევს და რომელიც კბენით ან ნაკაწრით გადაიცემა.

მაქციებს და ვამპირებს სწორედ ეს წყევლა აერთიანებთ. ამბობენ, რომ მაქციებს მთვარის წყევლა აქვთ, ანუ ღამე ისინი იქცევიან მგლად, ვამპირებს კი მზის, ანუ მათ მზეზე გამოსვლა არ შეუძლიათ.  ძალიან ხშირად ფილმებში თუ სერიალებში, სადაც ვამპირები არიან, იქ მაქციებიც ჩნდებიან.

ვნახოთ რამდენიმე დასამახსოვრებელი მაქცია ტელე-შოუებიდან:

buffy the vampire slayer

ძალიან საყვარელი მსახიობი სეტ გრინი. სანამ ბაფის ვუყურებდი, იქამდე სეტი ბევრ კომედიაში მყავდა ნანახი. ფემილი გაიში კრის გრიფინს ახმოვანებს 🙂 ჰოდა ეს ჩვენი სეტი მაქცია ოზ-ად მოგვევლინა.

ძალიან წვალობდა ხოლმე საწყალი ოზი, ბიბლიოთეკაში კეტავდნენ, რომ არავისთვის ზიანი არ მიეყენებინა.  ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სახის მაქცია იყო, რაც მინახავს.

the vampire diaries

მაქციად ახლა ერთ-ერთი მთავარი გმირი ტაილერი იქცა, მაგრამ არ მომწონს მე ეგ ბიჭი, რაღაც გულთან არ მომდის, ჰოდა მაგისი ბიძა, მეისონი მომწონდა ძალიან.

ტაილორ კინი, იგივე მეისონ ლოკვუდი, ტალღოვანი თმით და ლამაზი თვალებით. მაგრამ დეიმონმა თავისთვის ჩვეული უემოციობით მოკლა და გაუხარდა. რა სასტიკია ისე… 🙂

true blood

ამ ბიჭს თუ ამ სერიალში ვნახავდი არ მეგონა. ჯო მანგანიელო, ვანთრიჰილში სექსუალური ბარმენი, უბრალოდ სიმპათიური მამაკაცი:

თითქოს ქართული გარეგნობა აქვს ამ ბიჭს, შავგვრემანი, მოგრძო ცხვრით, მაგრამ კარგია რაა 🙂 ჰო, ეს მაქციები ჩვეულებრივ მგლებად იქცევიან, არანაირი ტანჯვა-წამება და მონსტრად ქცეული ცხოველი.

being human

ამ სერიალმა სასიამოვნოდ გამაოცა. საერთოდ ბრიტანულ შოუებს ახასიათებთ რაღაც უცნაური გადაღება, უფრო მეტად ურთიერთობაზე აგებული, ვიდრე სანახაობაზე, და სწორედ ეს მომეწონა.

ერთ სახლში მოჩვენება, ვამპირი და მაქცია ცხოვრობენ. სამივენი ძალიან სასაცილო და საყვარლები არიან. აი მაქცია ჯორჯიც:

რომ ვუყურებ მინდა პარტყუნა ყურებში ხელი წავავლო და  ვაჯანჯღარო. ემოციური მაქციაა, ხშირად ტირის, აქვს წვრილი ხმა და ხშირად წიკვინებს 🙂 ძალიან უყვარს თავისი მეგობრები. ვამპირ მიტჩელს ისე ხშირად ეხვევა ხოლმე, რომ სურვილი მიჩნდება, უფრო მეტი გააკეთონ ვიდრე მოხვევა 🙂 თან ბრიტანულ აქცენტზე ვგიჟდები. რუსული გახმოვანებით ვუყურებ, მაგრამ მაინც მესმის. ამერიკელები რომ ამბობენ i can’t როგორც აი ქენთ, ბრიტანელები ამბობენ აი ქანთ, თან ქ-ს უფრო ყელში წარმოთქვავენ, ვიდრე ჩვეულებრივად, და ისე საყვარლად ჟღერს, სასაცილოდ, ჭკუა მეკეტება.

ჯორჯსაც ძალიან უჭირს მაქციად გადაქცევა, ამ დროს ისე წივის და კივის. მიუხედავად ასეთი ნაზი პერსონაჟისა, საკმაოდ კარგი ტანი აქვს და ყველა სერიაში თავისი როლის გამო შიშველი ჩანს.

რაც შეეხება ფილმებს, მაქციაზე ბევრი ფილმია გადაღებული, უმეტესობა ძველი ფილმები. შედარებით ახლებიდან ჰიუ ჯეკმანი მახსენდება ვან ჰელსინგში.

აირ აც შეეხება ბინდს და მის მაქციებს, მომკალით და ამ ფილმში არც მაქციები მომწონს, არც ვამპირები და არც ჩვეულებრივი ადამიანები. ერთადერთი ვინც მომწონდა  კემი, ბოროტი ქერა ვამპირი პირველ ნაწილში და იმასაც თავი მოჭრეს 🙂

რა ვქნა, ამათ დანახვაზე სულ ის მახსენდება, მაქციები რეინინგ მენზე რომ ცეკვავენ 🙂

საღამოს კაბები და ფეხსაცმელებით სავსე თაროები…

შური ადამიანს ამძიმებსო, კიდევ მატერიალისტი არ უნდა იყო და ყოფით ნივთებზე სული არ უნდა მიგდიოდეს, რადგან ამის გარდა უამრავი სულიერი ღირებულება არსებობს, იგივე შინაგანი სიმდიდრეო – ეს ჩვენი ხალხური სიბრძნეა.

მაგრამ აქვე მეორე ფაქტორი – რა ვქნათ თუ ეს ყოფითი ნივთები სიამოვნებას განიჭებს და გინდა ბევრი გქონდეს, იმდენი რომ ჩაწვე შიგნით და სიამოვნებისგან იკრუტუნო. კაბები, ჩანთები,  ფეხსაცმელები, სამკაულები… ეს სუსტი სქესის სუსტი წერტილია.

მინდა, ძალიან მინდა მქონდეს ერთი დიდი ოთახი, რომელიც თაროებით და საკიდებით იქნება სავსე, ალბათ ამ ოთახიდან აღარც გამოვიდოდი.

ნეტავ მერაიას ამ ფეხსაცმელებიდან ნახევარი მაინც თუ აქვს ჩაცმული, თუ ისე, თვალს ახარებს ხოლმე? საინტერესოა. 🙂

არც ევა ლონგორიას აქვს ნაკლები, და არც საერთოდ სხვა ვარსკვლავებს. მეც მათ ადგილზე ასე მოვიქცეოდი, რომც არ ჩამეცვა სახლში დავიწყობდი (აი სიხარბეს სად აქვს ადგილი)

ბადრის ვეხვეწები, შენთან რომ გადმოვალ, ერთი ოთახი დამითმე ტანსაცმლისთვის თქო და თავს კი მიქნევს, მაგრამ ვიცი გულში დამცინის 🙂 ახლა სადაც ვარ, ერთ პატარა კარადაში მაქვს მოთავსებული ყველაფერი, ამიტომ დიდი სივრცე მინდა…

ევას კიბეც კი აქვს მიდგმული, რომ ზედა თაროებს შესწვდეს, სადაც ნაირ-ნაირი ლამაზი ყუთები მოჩანს. 😦

ტანსაცმლის არჩევაში ძალიან  პრეტენზიული არ ვარ, მაგრამ ერთი რამე ვიცი – არასდროს, არასდროს არ ჩავიცმევ წვეტიან (თუნდაც სულ ოდნავ) ფეხსაცმელს და არც ჩამიცვამს არასდროს.

იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს იასამნისფერი ფერი,  კაბებიც ძალიან მომწონს ამ შეფერილობის. აი მაგალითად (violet miss შენ გიძღვნი)

მეგან ფოქსის კაბა ტრანსფორმერების პრემიერაზე:

ჩემი შეკერილი იასამნისფერი კაბა, რომელიც კარგი გამოვიდა რატომღაც (მადლობა ლიკა დახმარებისთვის). თვითონ ნაჭერმა გაამართლა, ლამაზი ნაჭერია, თვალში მოსახვედრი 🙂

ესეც მე და ბადრი სავანეს აივანზე, სადაც რუსთავის ულამაზესი ხედი და მისი მშვენება სასტუმრო მოჩანს (ვინც კი რუსთავში პირველად ჩამოდის, ყველას სასტუმროსთან ხვდებიან)

ასეთია ქამრის გარეშე, ესეც ქამრით:

კიდევ ძალიან მომწონს მარჩესას კაბები და ქორწილისთვის ალბათ დაახლოებით მარჩესას სტილს შევარჩევ.

პირველად მომეწონა რიანას კაბა , ისიც იმიტომ, რომ ამ ბრენდის აცვია.

ვიქტორია სიკრეტის რამდენიმე კაბაც მომწონს, სადა და უბრალო:

შერი ჰილის კაბებს მერე ცალკე პოსტს დავუთმობ, იმიტომ რომ ულამაზესი და ძვირფასი კაბები აქვს. ერთხელ საწყალმა ლიკამ სიზმარში ნახა, ვითომ ჰილის ერთ-ერთი კაბა ეცვა და რომ გაიღვიძა ტრამვირებული იყო 🙂

კიდევ ძალიან მომეწონა რატომღაც კრისტენ სტიუარტის (იგივე ჯეინის, რომელსაც სულ დასაბანი თავი ჰქონდა და ვამპირი რიჩარდი უყვარდა) შავი კაბა.

 ესეც ჟიზელის ცნობილი წყლის კაბა

და ბოლოს ფეხსაცმელი:

ესეც დიანას მოსკოვში გადაღებული სურათი, რაზეც ნერწყვები მადენინა:

that’s it…

როგორები იქნებოდნენ ქართველი ვამპირები

დამაინტერესა ქართველი ცნობილი სახეები ვამპირები რომ ყოფილიყვნენ როგორები იქნებოდნენ და ცოტა ფოტოშოპს, ცოტას კი ფანტაზიას მოვუხმე.

რომელს უხდება თქვენი აზრის ვამპირობა? 🙂  🙂  🙂

ნოდიკო ტატიშვილი

ბორის ბედია

ანრი ჯოხაძე

ჯაბა ქარსელაძე

თემო საჯაია

თორნიკე გოგრიჭიანი

თუ მაინც უცხოელი ვამპირები გვირჩევნია? მგონი კი 🙂

best villains ever !!! hot top ten!

როგორც წესი ასეთი ტენდენცია მაქვს, რომ ბოროტ პერსონაჟების მიმართ უფრო დიდი სიმპათიით ვიმსჭვალები, ვიდრე კეთილების.

ტოპ ათეული ყველაზე ბოროტი, ყველაზე დაუნდობელი, მაგრამ მაინც ადამიანური გრძნობების მქონე პერსონაჟების ფანტასტიკური და მისტიკური ტელეშოუებიდან.

ქვემოთ ჩამოთვლილი სერიალებიდან ყველას  ყველა სეზონი მაქვს ნანახი (მათ შორის სმოლვილის 9–ვე)

10. Reaper – the satan

შოუდან Reaper, სადაც სემი თავისი 21 წლის თავზე აღმოაჩენს, რომ მისი სული სატანას აქვს ნაყიდი და ახლა მის ბრძანებებს უნდა დაემორჩილოს. სატანა ყოველდღე ეცხადება მას და დავალებებს აძლევს. მან უკან უნდა დააბრუნოს ჯოჯოხეთიდან გამოქცეული ბოროტი სულები. სემს და მის მეგობრებს უამრავი თავგადასავალი გადახდებათ.

სერიალი არის კომედიური ჟანრის ფანტასტიკა, ამიტომ  ეშმაკიც ძალიან სასაცილოდ ბოროტია. მის როლს ასრულებს Ray Wise.

 

 

9. FlashForward – Simon Campos

ძალიან მაღალი ხარისხის და ბიუჯეტის ფანტასტიკური სერიალი, რომელიც სამწუხაროდ ერთ სეზონზე გაჩერდა. ერთ დღეს მთელი მსოფლიო 2 წუთით და 17 წამით გაითიშება და ისინი ნახავენ მომავალს. გონზე მოსვლის მერე ფედერალური ბიურო იწყებს გამოძიებას. უამრავი მსხვერპლია. ისინი კამერაზე ნახავენ, რომ დეტროიტში, სტადიონზე, სადაც ყველა გაითიშა, ერთი ადამიანი შავ პალტოში დგება და სტადიონიდან გადის. მთავარი გმირი, FBI-ს აგენტი იძიებს ამ საქმეს, რადგან მან მომავალში ნახა, რომ მას თავის ოფისში, ამ საქმის გამოძიების დროს კლავენ, და უნდა თავიდან აიცილოს.

დომინიკ მონეჰენის პერსონაჟი სწორედ ის მამაკაცია სტადიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის ბოროტი არ არის, სწორედ მან მოაწყო ექსპერიმენტი, რომელმაც მსოფლიო კატასტროფამდე მიიყვანა.

8.  Supernatural – Lucifer

სერიალიდან ზებუნებრივი, ძმებ ვინჩესტერებზე, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს ებრძვიან. სერიალში ბევრი ბოროტი პერსონაჟია, მაგრამ ლუციფერი, რომელსაც სემი სხეული უნდა, განსაკუთრებით გამორჩეულია.მაღალი, ქერა, დაღლილი გამომეტყველებით და შემპარავი თვალებით.

მარკ პელეგრინოს პერსონაჟი, მთავარი ბოროტი ძალა ლუციფერი სამყაროს განადგურებას უპირებს, მაგრამ ძმები მის შეჩერებას მოახერხებენ.

7. lost – Ben Linus

ცნობილი სერიალიდან დაკარგულები, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდება და 48 გადარჩენილი ცდილობს თავი დააღწიოს დაწყევლილ კუნძულს.

მაიკლს ემერსონის პერსონაჟი ძალიან, ძალიან დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. მესამე სეზონიდან ის მთავარი ბოროტი ხდება კუნძულზე მყოფთათვის.

მაიკლს ამ როლისთვის სამგზის ემის ნომინანტი და ერთი ჯილდოს მფლობელია. ასევე ინტერნეტ გამოკითხვებში სახელდება, როგორც საუკეთესო villain–ი ტელე შოუებში.

თუმცა არც ის არის მთლად ბოროტი და სერიალში, მის ფლეშ ბექებში ჩანს ბენის ნამდვილი ცხოვრება და ხასიათი.

6. smallville – lex luthor

სერიალი სმოლვილი და მისი ცნობილი პერონაჟი, ლექს ლუთერი. ახალგაზრდა სუპერმენი, კლარკ კენტი შემთხვევით გადაარჩენს მდიდარ ბიზნესმენ, ლექს ლუთერს და სწორედ აქედან იწყება მთელი ისტორია. კლარკი და ლექსი მეგობრდებიან, თუმცა მათ ერთ ქალის სიყვარული ხელს უშლით. ლექსი თავისი მამის, ლიონელის ზემოქმედების ქვეშაა მოქცეული და მის შავ გეგმებში იღებს მონაწილობას.

კლარკი ერიდება მას გააგებინოს თავისი საიდუმლო, რადგან არ იცის როგორ მოიქცევა იმპულსური ლექსი.

მაიკლ როსენბაუმი გადახოტრილი თავით საინტერესო სახეს ქმნის სერიალისთვის.

5. legend of the seeker – Darken Rahl

სერიალიდან ლეგენდა მაძიებელზე, სადაც მაძიებელი, ჯადოქარი და confessor-ი მოგზაურობენ დარკენ რაალის დასამარცხებლად. დარკენი სამყაროს განაგებს, მას ლორდის ტიტული აქვს და სურს ყველა და ყველაფერი მას ემორჩილებოდეს. კრეიგ პარკერი ბოროტი და ძლიერი პერსონაჟის სახეს ქმნის, რომელსაც ადამიანური სისუსტეები არ ახასიათებს და დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს ცდილობს.

დარკენი განაგებს დეჰარის მიწებს. დიქტატორია, რომელიც არავის იბრალებს. არ იცის რა არის სიყვარული, ქალებს მარტო ვნებების დასაკმაყოფილებლად იყენებს.

დარკენს მაძიებლის მოკვლა სურს, რადგან წინასწარმეტყველებაში წერია, რომ რიჩარდ საიფერი მას მოკლავს.

4.   The Vampire Diaries – Damon Salvatore

სერიალიდან ვამპირის დღიურები. ძმებ სალავტორებზე, რომლებიც ვამპირები არიან და საცხოვრებლად მისტიკფოლში ბრუნდებიან. იქ ისინი შეხვდებიან ელენას, რომელიც მათი ძველი ნაცნობის, კეტრინის სრული ასლია. სასიყვარულო სამკუთხედი და უამრავი თავგადასავალი.

იან ზომერჰელდერი – ყველაზე სექსუალური ვამპირი. დამცინავი, მწარე ენის მქონდე და ირონიული. მისთვის სენტიმენტები უცხოა. იანი ძირითადად პირველ სეზონში იყო ბოროტი გმირი, მეორე სეზონში ეხმარება თავის ძმას ელენას დაცვაში. ძალიან სახასიათო და სასაცილო პერსონაჟია ბოროტი იუმორით.

3. true blood – Eric Northman

სერიალიდან ნამდვილი სისხლი. ერიკი არის დაახლოებით 1000 წლის ვამპირი, ლუიზიანას შტატის შერიფი. პირველ სეზონში ერიკი მთავარი გმირის, სუკის შესაძლებლობების შესახებ იგებს, რომ მას ადამიანის აზრების წაკითხვა შეუძლია და ცდილობს ეს თავის სასიკეთოდ გამოყენოს. მას სუკის შეყვარებული, ვამპირი ბილი უშლის ხელს.

მეორე სეზონში აღმოჩნდება, რომ ერიკი სუკიზეა შეყვარებული, მაგრამ ამას თავის თავსაც არ უმხელს. ალექსანდრე სკარსგარდის პერსონაჟი ძალიან დამცინავი, ირონიული და უგრძნობია, მაგრამ ეს მხოლო ზედაპირულად. მეორე სეზონში ბილთან ერთად ცდილობს სუკის თაცვას და ამისთვის თავის 1000 წლიან სიცოცხლესაც აყენებს საფრთხეში.

2. buffy the vampire slayer – spike

ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი სერიალი. ამ სერიალზე უკვე ვილაპარაკე ამ პოსტში. სამ სეზონში სპაიკი წარმოადგენს მთავარ ბოროტ ძალას, რომელსაც ბაფი და ანჯელი ებრძვიან. სპაიკი დიდი წლოვანების და ძლიერი ვამპირია. ის და ანჯელი ადრე მეგობრები იყვნენ, მაგრამ დღეს ისინი მტრები არიან. სპაიკი სისხლის მოყვარული დაუნდობელი მკვლელია, განსაკუთრებით კი slayer-ებს ვერ იტანს და უვკე რამდენიმე თაობის დახოცილი ჰყავს. როცა შეხვდება ბაფის, მის მიმართ სიძულვილი გაუორმაგდება.

სპაიკი ყველაფერზე წავა იმისთვის, რომ ბაფი თავიდან მოიშოროს, ჯიუტი და სასაცილო სლეიერი ყოველთვის ხელს უშლის. იმდენად დიდი ზიზღი და სიძულვილი აქვს მის მიმართ, რომ ეს ყველაფერი სიყვარულში გადაეზრდება.

შეუყვარდება იმდენად, რომ სულ სხვა ადამიანი გახდება. ბაფის გულისთვის სიცოცხლესაც დათმობს. მეოთხე სეზონიდან სპაიკი მათ ეხმარებათ.

ჯეიმს მასტერსმა დაუვიწყარი სახე შექმნა. ამერიკელები დღემდე გიჟდებიან სპაიკზე. ბრიტანული აქცენტი, დიდი იუმორი და მწარე ენა. თვითონ მსახიობი საუბრობდა, რომ ეს როლი მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესოა, რადგან საშუალება მიეცა სპაიკის რამდენიმე სახე გამოეჩინა – ბოროტი, დაუნდობელი მკვლელიდან ტრანსფორმაცია შეყვარებულ კაცამდე.

1. heroes – syler

და რა თქმა უნდა პირველ ადგილზე ჩემი უსაყვარლესი, უბოროტესი და უvillain-ესი საილერი. ვინც კითხულობს ჩემს ბლოგს, იცის, რომ ამ კაცზე ჭკუა მეკეტება.

სერიალიდან გმირები, სადაც საილერი, იგივე გაბრიელ გრეი, ოთხივე სეზონში მთავარი ბოროტი პერსონაჟია, რომელსაც უამრავი შესაძლებლობა აქვს. ამ შესაძლებლობებს ადამიანების მკვლელობით იღებს და მათ თავის ქალას უჭრის.

შესაძლებლობები : ტელეკინეზი,  ნივთების მოძრაობა, ხელებიდან ცეცხლების გამოშვება 🙂 ტელეპორტაცია, გაყინვა, უნიკალური მეხსიერება, სმენა დიდ მანძილზე და კიდევ მრავალი.

სამი სეზონი საილერი მთავარ გმირებს დასდევს მოსაკლავად, რადგან მათი თვისებები თვითონ მიითვისოს, მეოთხე სეზონში კი მის სხეულში სხვის გონებას და აზრებს მოათავსებენ და იდენტიფიკაციის კრიზისით იტანჯება.

ერთადერთი მსახიობია ზაქარი კინტო, რომელზეც ასე ვარ შეყვარებული და თან უიმედოდ 😦

ჩემი და ოქროსქოჩორა ვამპირის ისტორია

შეიძლება ბანალური თემა ავირჩიე და ჩვენს ბლოგშიც იყო ამაზე ერთი ორი პოსტი, მაგრამ რომ არ დავწერო რაც გადამხდა თავს, შეუძლებელია გავძლო.

მაშ ასე მოუსმინეთ ჩემს მოკრძალებულ ისტორიას.

ჩემთვის ვიჯექი ტყეში და ვღიღინებდი. რა თქმა უნდა იკითხავთ, რა მინდოდა ტყეში, რა თქმა უნდა ჩემი ოცნების პრინცს ველოდებოდი, ან მხეცს, რომლისგანაც უეცრად გამოჩენილი პრინცი დამიცავდა.

რა თქმა უნდა ისიც გამიკვირდა, რატომ დამიძახეს დაქალებმა, დაქნეულიაო ჩემი საოცარი იდეა რომ გავანდე.

– საწყალი ამდენი კინოს ყურებისგან მგონი გამოლაყდა სულ – გადახედა ერთმა მეორეს.

– ნწუ ნწუ ნწუ – გააქნიეს თავები და სინანულით გაიკრიფნენ სახლებში.

ჰოდა ვიჯექი ტყეში და ველოდებოდი მას, იმ ერთს…

და აი მგონი ჩემი ოცნება ასრულებას იწყებს, საიდანგაც ყმუილის ხმა მესმის, მგლები მიახლოვდებიან… სიამოვნებისგან ვიბადრები და უკვე გაფაციცებული ველი ჩემი ოცნების პრინცს.

ყმუილს თან ფეხის ხმაურიც ერთვის, ვიღაც გამწარებული მორბის ჩემსკენ.

კიდევ უფრო ვიბადრები და დაღებული პირით ვუყურებ ლამაზ ბიჭს, რომელსაც თმა ყალყზე უდგას. პრინციპში რას ვუყურებ, თვალიც ძლივს მოვკარი. ღრიალით ჩამიქროლა ხელების ქნევით ორ წამში თვალს მიეფარა, უკან მგლების მთელი ხროვა მისდევდა.

გაკვირვებული ვუყურებ ამ უცნაურ სანახაობას. ცოტა ხანში სიტუაცია წყნარდება, მგლები აშკარად ჩამოშორდნენ. ხმაც მესმის, ოღონდ სადღაც შორიდან, შორიდან კი არადა შორიახლო ხიდან. ჩამოკონწიალებულა ვაჟბატონი და ოფლს იწმენდავს. მზის სხივები კენწერომდე აღწევს და მისი თმაც გასაოცრად ბზინავს…

ოხვრა ოხვრით  ჩამოდის ხიდან, ჩამოდის კი არა იხლიწება და ვაი-ვიშით მოფოფხავს.

– მოგეხმარო? – ვეკითხები გაუბედავად.

– ამხელა ვამპირ კაცს მოხმარება მინდა? – ბრაზდება და საჯდომზე გადახეულ შარვალს საკუთარი ღირსების შეგრძნებით ისწორებს. მერე თმას უკან იყრის და ხელს მართმევს.

– მე ოქროსქოჩორა ვამპირი ვარ.

ხმას არ ვიღებ, იმედგაცრუებული ვათვალიერებ ცრუ რაინდს.

– რატომ არ აღფრთოვანდი? – უკვირს და პერანგს ოდნავ იხსნის, მერე შემპარავი თვალებით მიყურებს.

– მოვედი შენი პრინცი…

ხმას ისევ არ ვიღებ.

– ანუ არა? – მეკითხება გამომცდელი მზერით.

უარის ნიშნად თავს ვიქნევ.

– აუ ასი წელი რააა. სხვა კინოში წავალ, გოგოები კალთებს მახევენ და ჩემს ქოჩორზე ხომ ვენებს იჭრიან, შენნაირი ჭირიანი რაში მჭირდება? – თმას ისევ უკან იყრის და  გამოხეული შარვლით ნაზად მირბის.

დაძმარებული ვბრუნდები სახლში და კარებს ვიკეტავ. ესეც შენი პრინციიი…

by qameleoni555

some vampires don’t suck

ჩემი წინა პოსტებიდან გამომდინარე დამდეს ბრალი, რომ ვამპირებს პატივს არ ვცემდი 🙂  (!) მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არსებობს რამდენიმე TV-show ვამპირებზე, რომლებიც მომწონს, ან უფრო მეტიც, ძალიან მომწონს. რამდენიმე რა, ზუსტად 5. აქედან გამომდინარე შემიძლია ჩამოვთვალო 5 ვამპირის როლის შემსრულებელი, რომლებიც არ არიან ზე–რომანტიულები, არ აქვთ თეთრი კანის ფერი და “სექსუალურად” აჩეჩილი თმა, მაგრამ არიან საუკეთესოები.

5.  Angel 1999-2004

ს არის ბაფის გაგრძელება, რომელსაც ქვევით იხილავთ. ენჯელი არის უძველესი ვამპირი, რომელსაც წყევლა აქვს დადებული. თუ როდესმე განიცდის სრულყოფილ ბედნიერებას, სულს დაკარგავს ( საწყალს, საყვარელ ადამიანთან სექსი არ შეუძლია). ბაფიდან ის გადმოდის ლოს ანჯელესში და ხსნის საკუთარ სააგენტოს, სადაც ეხმარება ხალხს ზებუნებრივი მოვლენების გადაჭრაში. ამაში ეხმარება ულამაზესი კორდელია  (charisma carpenter)

რაც შეეხება თვითონ ენჯელის პერსონაჯს: David Boreanaz–ი ყველაზე ხშირად სახელდებოდა ამერიკის ყველაზე სექსუალური მამაკაცების რიცხვში. ენჯელი ცოტა დაბნეული,  ხანდახან სასაცილო,  ძალიან მამაცი და სამართლიანობისთვის მებრძოლი ვამპირია (რა სექსუალურია). შეიძლება გეცნოთ ცნობილი სერიალიდან the bones

მოკლედ ვისაც გიყვართ საინტერესო, გონებამახვილური სერიალები ვამპირებზე, ეს ნამდვილად ისაა, რასაც ეძებთ.

4. The Vampire Diaries

ამ სერიალის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, მაგრამ ნამდვილად სასიამოვნო საყურებელია. ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ, ისედაც ყველამ იცის და ყველა უყურებს.

სტეფანი არ მომწონს, აქვს რაღაც პატინსონისეული, ნინა ძალიან ნიჭიერი მსახიობია, აი დეიმონი კი ჩემი ფავორიტია. იანი განსაკუთრებით არასდროს მომწონდა, მაგრამ ამ როლში კარგად ჩაჯდა.

განსაკუთრებულად მწარე ენის პატრონი, სასაცილო, ცოტათი ბოროტი, ძალიან საინტერესო პერსონაჟია.

3.    Moonlight 2007

ეს სერიალი ბევრმა არ იცის, მაგრამ ერთ–ერთი საუკეთესოა, რაც მინახავს. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი სეზონია, მაგრამ  ამ ერთ სეზონს ორ დღეში ვუყურე. ძალიან საინტერესო, დაძაბული და ერთი სიტყვით კარგი სერიალია.

მთავარ როლში Alex O’Loughlin

აიკ სენტ ჯონი კერძო გამომძიებელია (ეს გამომძიებელი პოპულარულია ვამპირებში) და შეუყვარდება ჟურნალისტი გოგო. ხოდა ერთად იძიებენ ხოლმე რაღაცეებს 🙂  უყურეთ არ ინანებთ.

2. True Blood

HBO სულ უფრო და უფრო მაკვირვებს. ასეთი უცნაური, ჭუჭყიანი, უცენზურო, შეუზღუდავი ეროტიკით, შავი იუმორით – მაგრამ ფანტასტიური სერიალი, ჩემი ფავორიტი. არის რაღაც ისეთი, რომ თუ დაიწყე ყურება ვერ შეეშვები. რაც მთავარია განსხვავებულია და უბრალოდ ვამპირი ბიჭის და გოგოს ყვავილურ სიყვარულზე არ გვიამბობს. ეს არის რეალისტური მისტიკა (თუ არსებობს ამგვარი რამ)

ბილის პერსონაჟი ძალიან მომწონს, მაგრამ უფრო ერიკი უნდა გამოვყო (Alexander Skarsgård). ვგიჟდები ამ კაცზე. ასეთი ბოროტი, უგულო, ცივი, მაგრამ ამავე დროს დადებითი პერსონაჟი, რომელსაც უბრალოდ შეუყვარდა.

1. Buffy the Vampire Slayer

და ბოლოს, ჩემი ყველა დროის ფავორიტი, ყველაზე სასაცილო, ყველაზე საინტერესო, ყველაზე დრამატული. ყველაზე ყველაზე…

ბაფის როლს სერიალში სარა მიშელ გელარი ასრულებს. ყოველ თაობაში იბადება ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ვამპირებზე გამარჯვება. ბაფი სკოლის მოსწაველეა, როცა აღმოაჩენს ამ ნიჭს. მისი მოვალეობაა დაიცვას ხალხი და გაანადგუროს ვამპირები, მაგრამ ეს მისი საიდუმლოა, რომელიც არავინ არ იცის. ახალ ქალაქში, სანაც ის დედასთან ერთად გადავა, ბევრი ვამპირი ცხოვრობს. ერთ დღესაც სარა შეხვდება ენჯელს, რომელიც მას იცავს.

სარა ამ როლში არის უსაყვარლესი.

მთავარი ბოროტი ძალა სერიალში არის ენჯელის ყოფილი მეგობარი, ვამპირი სპაიკი. სპაიკს სული არ აქვს და ყველანაირად ცდილობს ბაფის და ენჯელის განადგურებას. ეს პერსონაჟი სერიალში ყევლაზე გამორჩეულია. ამერიკელებმა მას მილიონობით საიტი და ფან-კლუბი მიუძღვნეს. სპაიკს ინგლისური აქცენტი და დიდი იუმორის გრძნობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სული არ აქვს, მაინც შეუძლია სიყვარული და მის გამო ყველაფერს გაწირავს, სულსაც კი დაიბრუნებს. სპაიკის როლს ჯეიმს მასტერსი ასრულებს (James Marsters) (სმოლვილის ფანებს გეხსომებათ მილტონ ფაინის როლში)

ამ კაცზე უკვე ვილაპარაკე წინა პოსტში. კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან მიყვარს. საოცარი სახე შექმნა. ბოროტი, სისხლისმსმელი ვამპირიდან შეყვარებულ კაცად გარდაიქმნა.

როგორც ვიცი, საქართველოში ბევრს არ აქვს ნანახი და მინდა გითხრათ ამ ჟანრის მოყვარულებს: ბევრს კარგავთ ხალხო… ძალიან დიდი სიამოვნების 7 სეზონი გელით წინ…

პ.ს  რა გინდათ არ ვყოფილვარ მთლად ვამპირმოძულე  🙂 🙂