ექსპერიმენტების მოლოდინში

როგორც ყოველთვის, როცა რაღაც პერიოდი საინტერესო არაფერი ხდება, საშინელი მოწყენილობა მიპყრობს და ექსპერიმენტების ხასიათზე ვდგები. უმეტეს შემთხვევაში ამის მსხვერპლი ჩემი თმები ხდება ხოლმე, რომელსაც ხან ვიჭრი (მოკლედ არა), ხან ათასფერად ვიღებავ, ერთი სიტყვით კარგ დღეს არ ვაყენებ.

ახლაც ვფიქრობ რა გავაკეთო, დიდი ხანია რაც თმები ჩემს ფერზე დავიბრუნე და ხელი არ მიხლია, ისევ მოწყენილობამ შემომიტია 🙂 ახლა სურვილი მაქვს პირიქით ძალიან გრძელი მქონდეს თმები, ოღონდ ისე არა, ზედმეტად უაზრო სიგრძეში რომ გადადის. აი ეს ზედმეტია ნამდვილად 🙂

უჯრაში მაცდურად არის განლაგებული მუქი ვარდისფერი, იასამნისფერი და ლურჯი საღებავები და თითქოს მეძახიან მოდიო 🙂 (თუ ეს ხმები რომ მესმის სხვა რამის ბრალია?) ჰოდა ჯერ-ჯერობით კი ვუძლებ ცდუნებას, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება ვეღარც გავუძლო.

წითელმა, ყვითელმა, ნაცრისფერმა და ლურჯმა საღებავებმა და ხშირმა გაუფერულებამ ცოტა არ იყოს დააზინა ჩემი თმა, სულ ცოტა, მაგრამ ესეც ვერ ამიტანია, ყოველთვის კარგი ხარისხის თმა მქონდა. რაც მთავარია არასდროს არ სჭირდება გასწორება.

აი ახლა ასე გამოიყურება ჩემი თმები:

 

როგორ მშურს ამ სელებრითების, რა ლამაზი და რბილი თმები აქვთ, მგონი რა საშუალებებს აღარ იყენებენ, ეჰ 😦