ცნობილები, პოპულარულები და… ჰომოსექსუალები

ათი მსახიობი, რომელიც თავის სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს:

10. რუპერტ ევერეტი:

ბრიტანელი მსახიობი, მისი ორიენტაციის შესახებ ჰოლივუდში უკვე კარგა ხანია ცნობილია.

9. ჯესი ტაილერ ფერგიუსონი

მოდერნ ფემილის ვარსკვლავი ჯესი, რომელიც სერიალშიც გეის როლს ასრულებს.

8. ჯონ გლოვერი

სმოლვილის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ლაიონელ ლუთერი და “გმირებში” საილერის მამის როლის შემსრულებელი.

7.   იან მაკკელენი

ბეჭდების მბრძანებლის და იქს ადამიანების მსახიობი.

6. ტი ერ რაითი

გრეის ანატომიის ექიმი, სადაც ქალებს მასზე წყვეტა ჰქონდათ, ის კი სინამდვილეში გეია.

5. ტომ ლენკი

ტრანსფორმერების და ბაფის მსახიობი, ტომ ლენკი

4. ჯიმ პარსონსი

ბიგ ბენგ თეორიის ვარსკვლავი.

3. ნეილ პატრიკ ჰარისი

ჰიმიმ-ის ვარსკვლავი ნეილი, რომელიცს სერიალში ვუმენაიზერის როლს ასრულებს, სინამდვილეში გეია.

2. ჯონ ბაროუმენი

ჩემი ჩემი ჩემი ❤ ❤ ❤ კაპიტანი ჰარკნესი, რომელზეც უზომოდ ვარ შეყვარებული, ტორჩვუდშიც არატრადიციული ორიენტაცია აქვს და სექს სცენებიცაა უხვად მამაკაცებთან 🙂

1. ზაქარი კინტო (სამწუხაროდ)

ამ კაცზე ცხოვრებისეული ქრაში მაქვს და მოულოდნელად ადგა და განაცხადა, რომ გეია და გული დამწყვიტა 😦 იმიტომ არასდროს არ გამიგია მისი რომანების შესახებ.

ესეც ასე.

something very, very hot…

ისევ და ისევ ვამჟღავნებ ჩემს მიჯაჭვულობას ამ მოვლენის მიმართ და რამდენიმე სურათი ფილმიდან თუ რეალური ცხოვრებიდან ცნობილი მსახიობების მონაწილეობით.

ამ სურათების ძებნაში რამდენიმე სურპრიზიც შემხვდა 🙂

ჰოდა დავიწყოთ.

ჯიმ კერის და ევან მაკგრეგორს რაღაც ძალიან გაუტკბათ ფილიპ მორისზე მუშაობა და როლებშიც შევიდნენ.

და საერთოდაც ევანს მგონი კაცები უფრო მოსწონს ვიდრე ქალები, უკვე იმდენ გეი კოცნაში გამოვიჭირე 🙂 აჰა, ესეც ჯონათან რეიესთან ერთად, მართალია ფილმში, მაგრამ მაინც 🙂

და აჰააააა… ესეც ჰეიდენ კრისტენსენი მანქანაში კოცნის ევანს, არანაირი ფილმი და გადაღება, რა ხდება? ჰა? ჰეიდენი მაგიტომ დაშორდა რეიჩელს? ჰმ 🙂

ევანის მერე კოლინ ფარელი ცუღლუტობს ხოლმე ხშირად, ხან მარადონას კოცნის და ხან ჯარედ ლეტოს. აქვს ალბათ ბისექსუალის რაღაც ნიშნები.

ახლა ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური გეის როლის შემსრულებელი – ჯეიკ ჯილენჰაალი. გარდა ჰიტ ლეჯერისა, ჯეიკი მარკ რუფალოსკენაც იწევდა.

ბატონი რაიან რეინოლდსი მაიმუნობის პროცესში:

ჯონათანის გეი კოცნა არაგადასაღებ მოედანზე:

ჯეიმს ფრანკო მილკის გადასაღებ მოედანზე შონთან ერთად:

ძალიან საყვარელი ბიჭი – გაელ გარსია ბერნალი და ასევე არანაკლებ საყვარელი დიეგო ლუნა:

ჰარი პოტერს სცენარისტი პირდაპირ სცენაზე კოცნის უმოწყალოდ. დანიელ რედკლიფი: (ნეტავ დენიელს ოდესმე ექნება ისეთი როლი, რომ ჰარის პერსონაჟი გადაფაროს?)

ჯეიმს ბონდი და ქალების მოყვარული აგენტი კაცს კოცნის. დენიელ კრეიგი:

გრინ დეის სოლისტი ბილი ჯო დაფიქსირებულია გეი კოცნის მდგომარეობაში 🙂

gossip girl-ში ყველა პერსონაჟს შორის შესაძლო რომანების რაოდენობა ამოიწურა და სცენარისტებმა ახალი რაღაც მოიფიქრეს: ტადააააამ!!!

ამ კაცზე იდუმალი ქრაში მაქვს 🙂 ჯეიმს მარსდენი:

ჰოდა… ბევრი ვიარე თუ ცოტა, მივადექი ჩემს ტოპ სამეულს . გაგიკვირდებათ და სამივეს გეი კოცნა ვნახე. სამივე ფილმიდან ან შოუდან, მაგრამ ხომ მაინც ვნახე? 🙂

3. ჯეიმს მარსტერსი

ჰეჰე სად დაგიჭირე ჯეიმს, ვიცი მე ბაფი რომ გიყვარდა ვითომ, ჩუმად ენჯელზე ოცნებობდი 🙂

.

..

….

…..

……

……..

………..

………….

……………

……………..

……………….

…………………

…………………..

2. ალექსანდერ სკარსგარდი.

ალექსი თრუ ბლადის ქასთზეა გადაკიდებული.  ეს ტალბეტის და ერიკის “ჰოთი” მომენტი, მე ამის ყურების დროს სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი, მაგრამ ვინ დაგაცადა, მაშინვე მოკლა 😦

ეს თუ გახსოვთ მეორე სეზონიდან:

1. ზაქარი კინტო

გუშინ ბადრიმ დაინახა ტელეფონში ფლეილისტზე მაგისი სახელი რომ მეწერა და გაბრაზდა 🙂

ჰო, ეს ტორი სპელინგის ძალიან სასაცილო ტელე შოუდან ” so notorious”, სადაც ზაქარი ბისექსუალის როლს ასრულებს. ისეთი სხვანაირია, მე რომ საილერს ვიყავი შეჩვეული და ვიწრო შარვლებში ჩაცმული და მანერებით მოლაპარაკე დავინახე, მოვკვდი სიცილით 🙂

ბიჭი რომ ვიყო…

რამდენიმე დღის წინ გრეის ანატომიას ვუყურებდი, სადაც ასეთი შემთხვევა ჰქონდათ: 13-14 წლის მოზარდი, რომელიც ძალიან არასოციალური იყო და იტანჯებოდა მარტოობით, ჰქონდა თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობა და იღებდა ჰორმონებს, რადგან ფიზიკურად გოგოს არ ჰგავდა, მაგრამ ფიზიკურად გოგო იყო.

დაკვირვებების და გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას შეეძლო არჩევნის გაკეთება – ყოფილიყო ბიჭი ან დარჩენილიყო გოგო. მას ბევრი არ უფიქრია და სქესი შეიცვალა.

დაახლოებით მაგ ასაკში მე რომ მქონოდა არჩევანის საშუალება, ალბათ დავფიქრდებოდი. ძალიან, ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რა მოხდებოდა ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ან როგორი ვიქნებოდი, რადიკალურად შემეცვლებოდა თუ არა ხასიათი.

ბევრჯერ მინატრია, ნეტავ ბიჭი ვყოფილიყავი-თქო, ალბათ უფრო საინტერესო ცხოვრება მექნებოდა, ვიდრე ახლა მაქვს.

აი რა პრივილეგიები მექნებოდა საპირისპირო სქესის  შემთხვევაში:

1. სახლში 10 საათის გადაცილების შემთხვევაში არ ატყდებოდა პანიკა და განუწყვეტელი რეკვები “სად ხარ, არ მოდიხარ, დროზე მოდი” მიუხედავად იმისა, რომ ბადრის უკვე 5 წელია იცნობენ და იციან, სადაც ვარ.

2. კითხვაზე “სად ხარ?” ჩემი პასუხი ვერ იქნება “გოგოებთან ერთად ვსვამ, არ დამელოდოთ, დაწექით, გვიან მოვალ, ან საერთოდ არ მოვალ” ასეთი რამე რომ მოხდეს, ამას მოყვება დედაჩემის საბერძნეთიდან ფეხით წამოსვლა და ჩემი ოჯახის წევრების წნევის აწევა.

ვიქნებოდი ძალიან აქტიური, თავისუფალი, მეყოლებოდა ძალიან ბევრი მეგობრები, მექნებოდა ძალიან საინტერესო ცხოვრება და რაც მთავარია – ვიქნებოდი დამოუკიდებელი, რასაც ჩემს შემთხვევაში ვერ ვახერხებ.

და კიდევ ერთი ფაქტორი – ბიჭი რომ ვიყო სავარაუდოდ ვერ შევიყვარებდი გოგოს. 90% დარწმუნებული ვარ ვიქნებოდი გეი ან ბისექსუალი. არ ვიცი ქამინგ აუთს რამდენად გავაკეთებდი, მაგრამ ყველანაირად ვეცდებოდი.

ცუდად არ გაიგოთ, ძალიან გამიჭირდებოდა ქალური სისუსტეების დათმობა, თუნდაც ელემენტარული : კოსმეტიკა, სამკაულები, მაგრამ იმდენად ვარ შეყვარებული საპირისპირო სქესზე, რომ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ბიჭი – ოღონდ ისევ იმიტომ, რომ ბიჭი მყვარებოდა.

ამით ვხსნი იმას, რომ ვგიჟდები გეი ფილმებზე, და საერთოდ ჰომოსექსუალებზე. (ეს ალბათ ჩემი ბლოგიდანაც ჩანს) მაგრამ მაღიზიანებს ყველაფერი ლესბოსური.

ასეთმა აზრებმა შეაწუხა ბიონსე და დაწერა ასეთი სიმღერა “if a were a boy” რომლის მისამღერიც ასე ჟღერს

” If I were a boy
I think I could understand
How it feels to love a girl
I swear I’d be a better man”