მე და სუნამოები

სუნამოებზე ამ ბოლო დროს განსაკუთრებული ქრაში დამემართა. არ მყოფნის, ვერ ვძღები, სულ ახალი სუნის ძებნაში ვარ, ხან გრილი მომწონს, ხან მკვეთრი და მძაფრი, თითქმის ყველანაირი სუნამო შევაგროვე.

ამას დაერთო ისიც, რომ დღეს ამაზონიდან მომივიდა ამანათი ოთხი სუნამოთი.

დავიწყოთ იმით, რაც ყველაფე ძალიან არ მომეწონა. ბრმად ყიდვა რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ მე ყოველთვის მიმართლებს. დაზუსტებით ვკითხულობ რა ელემენტებს შეიცავს, რა ნოტებს, ტკბილია თუ გრილი, აი დანას შავმა მაქმანმა კი გაოცებული დამტოვა.

უნდა იყოს: მაცდური, სექსუალური, იდუმალი, ცოტა მამაკაცური, ლიმნის მცირე ნოტებით, ლავანდით, ქარვით და მუხის ქერქით.

არის: სუფთა სპირტი. სპირტის სუნის მეტი მე ვერაფერი ვიგრძენი, გინდა წყალში არეული სპირტი დაისხა და გინდა ეს სუნამო. საშინლად იმედგაცრუებული დავრჩი.

შემდეგი ისევ დანას რიმეიქი ძალიან ძველ სუნამოზე – ლუტეცია, რომელიც 1984 წლიდან გამოდის. ვისაც გიყვართ ძველებური სუნამოების არომატი, თითქოს პუდრის სუნი რომ ასდის, მაშინ ძალიან კარგია. თბილი, და არა ტკბილი, დახვეწილი, გამოსასვლელ საღამოს ძალიან მოუხდება.

შემდეგი ჩემი გამოწერილი სუნამოებიდან ლიზ კლეიბონის ცნობილი ბორა-ბორაა, რომელიც ვერ გავარკვიე მომწონს თუ არა. თან მომწონს, თან თითქოს არა, გრილი, ტროპიკული სურნელი აქვს.

და ბოლო, მაგრამ ჩემი ფავორიტი, რომელსაც აშკარად კიდევ გამოვიწერ, იმიტომ რომ ძალიან ძალიან მომეწონა, პირველივე სფლაშზე ისეთ საოცარი სურნელი დააყენა, ტროპიკული, ძალიან სასიამოვნო, ხილის, არ ვიცი ვერ ავღწერ, თითქოს გაზაფხული მოიყვანა 🙂 თან დიდხანსაც გაჩერდა, ახლაც ასდის ჩემს მაჯას სურნელი. ნახევარი საათის მერე უფრო დათბა და სტაბილური სუნი მიიღო.

ფრედ ჰეიმანის შეხება სიყვარულით

რაც შეეხება ჩემს სხვა სუნამოებს, აი ისინიც:

რიანას სადებიუტო გამოშვება, რომელიც ცოტა ტკბილია, მაგრამ აქვს რაღაც, რაც მომწონს.

ქოქოსის, ხილის და ვანილის არომატით.

კიდევ ვერსაჩეს ბრაით კრისტალი, რომელზეც უკვე ვისაუბრე ამ პოსტში. ძალიან ნაზია, ვარდების სურნელით.

მარის შარაპოვას სახელობითი სუნამო, გრილი და სპორტული სურნელით.

და კიდევ რამდენიმე.

აი ჩემი სუნამოები:

იყიდეთ იაფად

იყიდეთ იაფად – ეს ახლად შექმნილი საიტია, რომლის ხელმძღვანელობაც ჯერ-ჯერობით მე მაქვს ჩაბარებული. ეს არის ყველაზე პოპულარული და ძვირადღრებული ბრენდების პროდუქცია, რომელიც მოდის ამერიკიდან და ძალიან დაბალ ფასები იყიდება. საიტზე ყველაფერია ახსნილი, შეკვეთის გაფორმება ხდება იმეილით, თანხა კი emoney-ს ანგარიშზე ირიცხება.

ვინაიდან საიტი ახალია და ალბათ არსებობს უნდობლობი ფაქტორი, მაგალითად ფულის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, “რომ ჩავრიცხო და არაფერიც არ მომივიდეს”, პასუხისმგებლობას მე ვიღებ თავზე, ბლოგის მკითხველებმა იცით ვინ ვარ, არსად არ ვიმალები და ფეისბუქის პეიჯიც აგერ მაქვს გამოჭიმული 🙂

ერთი სიტყვით ვინც დაინტერესდით შებრძანდით საიტზე, დაათვალიერეთ პროდუქცია, რომელიც ყოველდღიურად უფრო გაიზრდება და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში ყოველგვარი შიპინგების ხდის და გადამზიდ კომპანიებთან სირბილის გარეშე თქვენთან იქნება.

need help, bloggers!!! და არა მარტო!

როგორც უკვე ვთქვი, ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და აქედან გამომდინარე მინდა ეს დრო რამე სასარგებლოთი შევავსო. ჩემი წიგნების მარაგი ამაზონიდან უკვე ამოვწურე, გუშინ სამი საათი ვეძებდი ჩემთვის საინტერესო წიგნს და როცა თვალები ამეწვა მერე მივხვდი, რომ ბლოგი მაქვს და შემიძლია დახმარება უამრავ საინტერესო ადამიანს ვთხოვო, რომლებიც საინტერესო წიგნებს მირჩევენ.

ერთი წიგნი რასაც გამოვიწერ სტივენ კინგის ინსომნიაა. ჩემი საყვარელი ჟანრი იცით რა არის, აქედან გამომდინარე მიყვარს სტივენ კინგი და მისი წიგნების ეკრანიზაციები, რომელთა უმრავლესობაც ძალიან კარგი გამოდის.

და მერე დარქ თაუერის ნაკრებზე ვფიქრობ, მაგრამ ჯერ სტივენის ერთ წიგნს ვიკმარებ.

 

ახლა კი მინდა გთხოვოთ – მისტიკურ–ფანტასტიკური ჟანრის, შეიძლება სამეცნიერო–ფანტასტიკა, საინტერესო, არამოსაწყენი, ექშენით, მირჩიეთ კარგი წიგნები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიწერ და მერე ჩემს შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებთ.

sex in the city

ამ ბოლო დროს სუნამოებს გადავეკიდე, ვათვალიერებ და ვათვალიერებ ამაზონზე და წავაწყდი ამ სერიას, რომელიც მხოლოდ სუნამოს წყალი გამოდის და მისი ფასი 2 დოლარიდან 20 დოლარამდე მერყეობს.

Sex In The City Kiss

გრილი და სასიამოვნო სურნელი, ძირითადად ზაფხულის მოხმარებისთვის.

Lust Perfume by Sex In The City

 Love by Sex In The City

 DESIRE by Sex In The City

Sex in the City Passion

 Fantasy by Sex In The City

Sex in the City Crush

Sex in the City Dream

Sex In The City Sexy

Sex in the City Midnight

Naked By Sex In The City

Sex in the City Cosmo


მაღაზიის ლინკი

რა ვიყიდე 20 დოლარად

მე როგორც ყოველთვის ვაგრძელებ ამაზონზე ინტერნეტ მაღაზიების ქექვას და დიდი წვალების და სერჩვის შედეგად მივაგენი ძალიან იაფ სუნამოების მაღაზიას.

სუნამოების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ძალიან მიყვარს და იშვიათად სახლიდან მის გარეშე გავიდე. ამ ბოლოს დროს მთელი მარაგი ამომეწურა, ივ სენ ლორანის ნუ–ს მერე თითქმის არაფერი მიყიდია, თანაც ახლა ბევრ თანხასაც ვერ დავხარჯავდი, ამიტომ ძალიან კარგი საშუალება მოვნახე. თანაც მთლიანობაში 20 დოლარი დამეხარჯა თავისი შიპინგიანად.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ გადამზიდი კომპანიების დიდი ნაწილი არ ახდენს სუნამოების ტრანსპორტირებას, ამიტომ ამ შემთხვევაში იუესათუჯეორჯიაზე უარის თქმა მომიხდა და ლინონს მივმართე.

აი ჩემს მიერ შეკვეთილი სუნამოების ჩამონათვალიც:

Tribu by Benetton for Women

ბენეტონის 100 მილიგრამიანი ტრიბუ, რომელიც შეიცავს შავი მოცხარის, იის და ვარდის ზედა ნოტებს, ილანგ–ილანგის და სანდალის ხის ქვედა ნოტებს. რეკომენდირებულია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

ფასი 54 $

ჩემს მიერ გადახდილი ფასი – 1.29 $ (არ გეჩვენებათ, ნამდვილად ასეა)

Delicious Feelings By Gale Hayman For Women

50 მილიგრამი, ქალური სურნელი, ყვავილების არომატი და ციტრუსის სუნით. გეილ ჰეიმენის სახლი ცნობილია თავისი უნიკალური სურნელით, რომელიც ყველასგან განსხვავდება.

რეკომენდირებულია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

მომხმარებლები წერენ, რომ it lasts forever… არადა ტუალეტის წყალია.

ფასი 57 $

ჩემს მიერ გადახდილი ფასი 3.79$

Angel La Rose Perfume by Thierry Mugler

25 მილიგრამი სუნამოს წყალი, რომანტიული და სექსუალური სურნელით, თაფლის, შოკოლადის, ვანილის, ბერგამოტის, წითელი მოცვის არომატით.

რეკომენდირებულია საღამოს მოხმარებისთვის.

ფასი 67 $

ჩემს მიერ გადახდილი თანხა 2, 49 $

JESSICA MC CLINTOCK BRILLIANCE by Jessica McClintock Gift Set for WOMEN

ჯესიკას სასაჩუქრე შეფუთვა, 30 მილიგრამიანი სუნამოს წყალი და 100 მილიგრამიანი ტანის კრემი. ბერგამოტი, ია, მუშკი და ჟასმინი. ქალური და დახვეწილი სურნელი.

რეკომენდირებულია საღამოს მოხმარებისთვის.

ფასი 60$.

ჩემს მიერ გადახდილი თანხა 2.29$.

ესეც ბადრისთვის

Agua de Loewe El by Loewe for Him

150 მილიგრამი, ცნობილი სახლისგან ახალი სუნამო მამაკაცისთვის, ტუალეტის წყალი. გაზაფხული–ზაფხულის მოხმარებისთვის, სასიამოვნო და  გრილი სურნელი.

ფასი 80$

ჩემს მიერ გადახდილი თანხა 2.79$

INCOGNITO by Dana

10 მილიგრამი სუნამოს წყალი, ეგზოტიკური ხილის და ვანილის სურნელი, ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ფასი 15$

ჩემს მიერ გადახდილი თანხა 0,49$

და ყველაფერთან ერთად გესის, დოლჩე და გაბანას, პუმას ისეთი სუნამოები გამეყიდა თვალსადახელშუა ისეთ მიზერულ ფასებში, ლამის ცუდად გავხდი.

ძალიან სწრაფად იყიდება, უნდა მიუსწროთ სუნამოს, თორემ ძვირადღირებულ ბრენდებს ასეთ სასაცილო ფასებში დიდი ხანი არ აჩერებენ.

და რაც მთავარია შიპინგი, თუ მარტო ამ მაღაზიის სუნამოებს დაამატებთ ჩანთაში, მარტო 5.99 ცენტი ემატება ყველაზე ერთად, თუნდაც ათი სუნამო დაამატოთ, შიპინგი 5.99 იქნება.

აქედან გამომდინარე ზევით ჩამოთვლილ ნივთებში მხოლოდ და მხოლოდ 20 დოლარი და რაღაც ცენტები გადავიხადეთ, თანაც ბენეტონი და დანა ორ–ორია, მე და ლიკა ერთად ვარჩევდით 🙂 კარგად დააკვირდით რომ ამ მაღაზიიდან იყოს ყველა, თორემ აირევით შიპინგშიც და ტრანსპორტირებაშიც ცალკე მივა.

საწყისი ფასები არ გამიბერია, არამარტო ცნობილ ონლაინ მაღაზიებში, ამოზენზევე სხვა მაღაზიებს ამ ფასებში აქვთ.

უნდა იცოდეთ :

  • 0.17 oz არის 5 მილიგრამი
  • 0.33 oz  არის 10 მილიგრამი
  • 1 ოზ არის 30 მილიგრამი
  • 1.7 ოზ არის 50 მილიგრამი
  • 2.3 ოზ არის 70 მილიგრამი
  • 3.4 ოზ არის 100 მილიგრამი
  • 5.1 ოზ არის 150 მილიგრამი

კითხვებით მომმართეთ, აუცილებლად გიპასუხებთ.

SkinCareRx

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზიებიდან

მიუხედავად იმისა, რომ ახლა დავბრუნდი დაბადების დღიდან და ცოტა გრადუსშიც ვარ, ერთ ადამიანს შევპირდი, რომ ტუტორიალს გავაკეთებდი ინტერნეტ შოპინგზე. ხშირად მეკითხებიან როგორ ვიწერ და აქ ავხსნი კარგად და დალაგებულად რა და როგორ.

პირველ რიგში რაც შეეხება ელექტრონულ ბარათს. მე პირადად საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონით ვსარგებლობ, რომელიც 10 ლარად მზადდება.  სხვა ბანკებს თუ არ ვცდები ვიზა კლასიკი სჭირდებათ, ზუსტად არ ვიცი.

მეორე ნაბიჯი გადამზიდი კომპანიის არჩევაა, თუ არ გინდათ, რომ ბევრი იხადოთ შიპინგში. მე პირადად  usa2georgia–თი ვსარგებლობ და კმაყოფილი ვარ.

ვრეგისტრირდებით usa2georgia.com–ზე და გვეძლევა უნიკალური მისამართი ამერიკაში, რომელიც იმეილზეც მოგივათ.

SAXELI GVARI
2440 Enterprise Drive, Suite U****(თქვენი ინდივიდუალური ოთახის ნომრით, მაგ: U121212)
Mendota Heights, MN 55120, USA

იქნება ამის მსგავსი. ამ მისამართს ვიმახსოვრებთ და ვიყენებთ უცხოურ საიტზე მისამართის ჩაწერის დროს.

შემდეგ ვრეგისტრირდებით სასურველ საიტზე, მაგალითად http://www.forever21.com–ზე, ვამატებთ სასურველ პროდუქციას ჩანთაში, ხოლო შეკვეთის დროს მივყვებით შემდეგ ინსტრუქციას.

აი მაგალითად ჩემი ამჟამინდელი ჩანთა და როგორ მოვიქცეოდი შეკვეთა რომ მდომოდა:

გადავდივართ შემდეგ გვერდზე და ვავსებთ გადამზიდი კომპანიის მიერ მოცემულ მისამართს, ისე როგორც მე მაქვს მითითებული, ოღონდ თქვენი ინდივიდუალური მონაცემებით.

მე უკვე შევსებული მაქვს და პირველ გრაფაში ჩაწერა აღარ მჭირდებათ, თქვენ პირველ გრაფაში  ნიშნავთ  choose address name  და მის დაბლა ვწერთ usa2georgia–ს. მერე ეს დამახსოვრდება და მხოლოდ პირველი გრაფის ჩამოშლა და გადამზიდი კომპანიის სახელის მითითება დაგჭირდებათ, დანარჩენს თვითონ ჩაწერს ყველაფერს.

გადავდივართ შემდეგ გვერდზე:

მე ჩანთაში 50 დოლარზე მეტი მაქვს, ამიტომ შიფინგი უფასოა. 50 დოლარზე ნაკლებს 6 დოლარამდე ემატება. ნიშნავთ პირველ გრაფას ყველა შემთხვევაში (თუ 20 დოლარიანი სწრაფი შიპინგი არ გინდათ რა თქმა უნდა)

შემდეგ ვავსებთ ელექტრონული ბარათის მონაცემებს:

1. ვირჩევთ ბარათის სახეობას

2. ვწერთ ბარათის წინა მხარეს არსებულ ციფრებს

3. ვწერთ ბარათის უკან მდებარი სამ ბოლო ციფრს.

ვირჩევთ ბარათის ამოწურვის თარიღს, რომელიც ასევე ზედ აწერია ბარათს, სახელი და გვარი თვითონ უნდა ჩაჯდეს, როგორც სურათზეა, თუ არადა თვითონ ჩასვით, ოღონდ წინ  GGT c/o  უნდა ეწეროს.

და მერე უნდა დაეწეროს your order has been placed ან რამე მსგავსი 🙂 ანუ შეკვეთა მიღებულია.

რამდენიმე დღეში შეკვეთა გამოიგზავნება ამერიკის მისამართზე. იმეილზე მოგივათ შეტყობინება. დაახლოებით 5 დღეში მივა გადამზიდ კომპანიაში და კიდევ მოგივათ იმეილი ამის შესახებ.

usa2georgia.com-ზე ნახავთ მიღებულ ამანათებში თქვენს ამანათს და როცა გამოიგზავნება გადავა გამოგზავნილ ამანათებში. ჩამოსვლისას ისევ მოგივათ იმეილი და ინვოისი. ინვოისი იმის შესახებ, თუ რამდენია წონა და გადასახდელი. 8$ ერთი კილო. შეგიძლიათ გადაიხადოთ ფეიბოქსებში ან სხვა აპარატებში.

მიხვალთ ოფისში, მიაწვდით პირადობას და თქვენი ამანათები ნარნარად გამოცურდებიან, მოაწერთ ხელს და წამოიღებთ.

თუ რამე ვერ გაიგეთ, დამისვით კითხვები, აუცილებლად გიპასუხებთ.

ვამპირის დღიურები და ალუბლის შეიქი

გუშინ გიჟური დღე მქონდა, დილით გასული საღამოს შემოვედი, შესაბამისად ისეთი დაღლილი, რომ პოსტიც კი ვერ დავწერე.

ამაზონზე შემთხვევით შემომეკვეთა წიგნი, რომელიც ღირდა 40 ცენტი. ანგარიშზე დარჩენილი მქონდა 4 დოლარამდე და მაინტერესებდა შეუკვეთავდა თუ არა. ჰოდა შეუკვეთა კიდეც და ჩამოვიდა. ბადრის ვთხოვე წამომყევი–თქო.

თბილისში ბადრის სიძე დაგხვდა მანქანით და ამის მერე დაიწყო რამდენიმე საათიანი მოგზაურობა თბილისის ქუჩებში. ჯერ დიდი გაჭირვებით მივაგენით usa2gergia- ს ოფისს, ქავთარაძეზე გადაუტანიათ, მერე დიდი შემართებით გამოვიტანე ეს ჩემი წიგნი ოფისიდან. აი ასე გამოიყურება :

თვალი სტივენ კინგზე მეჭირა, მაგრამ არც ამის წაკითხვაზე ვიტყვი უარს.

ჰო, მერე ბადრის გლდანის შაურმა მოუნდა, თურმე არსად აკეთებენ ისეთ შაურმას, როგორც გლანდში. დიდი რიგები იყო. შუკვეთა და წამოვედით უკან. ახლა მაკდრაივში მოუნდათ შევლა და მაკგემრიელობების აღება. მართალია მერე ფანტა გაფუჭებული მოეჩვენათ და გადააგდეს, მაგრამ ალუბლის შეიკი მართლა გემრიელი იყო.

ამასობაში დავბრუნდით ისევ გლანდში, მაგრამ არა შაურმაზე, ბადრის დასთან ავედით. ბიჭები შაურმის მოსატანად წავიდნენ. ცოტა ხანში ბადრი ნახევარმეტრიანი შაურმით და კმაყოფილი სახით დაბრუნდა. რა თქმა უნდა ბოლომდე შეჭამა.

მერე ცოტა ხანი ტელევიზორს ვუყურეთ, სადაც კამერონ დიასი და ტომ კრუზი აქეთ–იქით დაქროდნენ და უხაროდათ. ბადრის სიძეს ჩემი სამაჯურები მოეწონა და ხან თავზე დაიმხო, ხან ყურებზე ჩამოიკიდა, მაგრამ მე მაინც არ დავთმე 🙂

ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც და წამოვედით. ბადრი ისეთი დაღლილი იყო, სამარშრუტოში ჩემს მხარზე ჩაეძინა 🙂

ჰო, მართლა, ერთი რჩევა, რუსთავში თუ მოხვდებით, სამარშრუტოს მძღოლს ათლარიანი არ მიაწოდოთ, თორემ შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. გუშინ ორჯერ მოგვივიდა ამის გამო უსიამოვნება. მე ოცლარიანი მქონდა, ბადრის ათლარიანი, მძღოლმა უკმაყოფილების ისეთი ხმები უშვა ათლარიანის დახურდავების დროს, რომ ნერვები მომეშალა, ხომ არ შეიძლება ყოველთვის ხურდები მქონდეს, რა მოხდა მერე?

სახლში მოსულს კიწი მშიერი და ყურმტკივანი დამიხვდა 🙂 აი ასე ჰქონდა ცალი ყური:

ძალიან ვიყავი დაღლილი, მაგრამ სამკაულების ყუთი ისეთი არეული იყო, რამდენიმე დღეა ერთი სამაჯურის ამოღება მინდა, და ისეა ერთმანეთში ახლართული ვერ ვიღებ, ხოდა ამოვაყირავე ეს ყუთი და ოჯახის წევრებისგანაც რა თქმა უნდა მივიღე დაცინვები.

მერე ვამპირის დღიურების ერთი თავი წავიკითხე ძილის წინ. მართალია იქ ელენა ქერაა და ძალიან “ფეშენი”, მაგრამ ცუდად არ იკითხება.

ესეც გუშინდელი დღე.

10 ყველაზე კარგი შენაძენი

ხშირად ყოფილა შემთხვევა მიყიდია რამე ნივთი, რომელიც ძალიან მომწონებია, მაგრამ აღარ გამომიყენებია და სახლში დამიდია, მაგრამ პირიქითაც, რამდენიმე შენაძენი იღბლიანი გამოდგა.

1. revlon-ის თმის დასახვევი, რომელიც ამაზონიდან გამოვიწერე, ძალიან მსუბუქი და კარგად მოსახმარია, პრობლემებს არ მიქმნის, სწრაფად ახვევს. უბრალოდ მე მაქვს ძალიან სწორი თმა, რაც არ უნდა გავაკეთო, ბოლოს მაინც თავისით ჩამოსწორდება ხოლმე. ერთი წუთი გაიჩერებ და ლამაზი კულულები მზადაა.

ყველა მეკითხება როგორ ვისწორებ თმას ყოველდღე და არ სჯერათ, როცა ვეუბნები, არათუ ვისწორებ, დავარცხნაც კი მეზარება. აპარატის ფასი 9$

2. clean and clear-ის სახის გამწმენდი აპარატი, ასევე ამაზონიდან. მუშაობს ელემენტებზე, თავზე უმაგრდება პატარა ბალიშები, რომელიც გაჟღენთილია სპეციალური სითხით, ჩართავ აპარატს და შავი წერტილებისგან წმინდავს სახეს.

ბალიშეები მოყვება 25 ცალი, ფასი 5 $ (თუ სწორად მახსოვს)

3. ძალიან პატარა და უსაყვარლესი საკერავი მანქანა, რომელიც დედაჩემმა გამომიგზავნა, ისეთი პატარაა, სათამაშოს ჰგავს, მაგრამ უამრავი ზედა და კაბა მაქვს შეკერილი ამ მანქანით. ერთი ეგაა სქელ ქსოვილებს ვერ კერავს.

ფასი 20 ევრო.

4. ჩემი უსაყვარლესი სუნამო ივ სენ ლორანისგან, რომელსაც დიდი ხანი ვუტრიალე და როგორც იქნა გავბედე ყიდვა. დღესაც მაქვს ცოტა შენახული და განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიყენებ. ძალიან დახვეწილი და განსხვავებული სურნელი აქვს.

ფასი 90 ლარი.

5. ჩემი საყვარელი ჩანთა–კლაჩი, რომელიც დღეს არაა იშვიათობა 🙂 მაგრამ მე მაინც ძალიან მომწონს :p

6. სახლის sleepers–ები, რომელთა გარეშეც ერთი ზამთარიც ვერ ვძლებ, ჩემს წლევანდელ მეგობრებს კურდღლის თავები აქვთ 🙂

7. ჩემი  ტყავის ქურთუკი ფ21–გან, რომელსაც უკვე ერთი თვეა არ ვიხდი. თითქოს თხელია და სარჩული არ აქვს, მაგრამ საერთოდ არ შემცივნია ამ ზამთარს.

8.  ნოკიას ტელეფონის ჩასადები სილიკონის ბუდით და მორთული ამაზონიდან

ფასი 15 $

9.  საყურეები gemstone-ით ფ21სგან, ძალიან მომწონს 🙂

10. ჩემი სასაცილო და საყვარელი ყულაბა, აჩეჩილი თმებით და დაბნეული გამოხედვით 🙂