Another B-day party

როგორც შეატყობდით ძალიან მიყვარს ბი დეი ფართები, იგივე დაბადების დღის საპატივცემულოდ გამართული დღესასწაულები. ამჯერად სუპერ ექსტრემალურ სიტუაციაში მომიხდა ამ წვეულებაზე წასვლა, სადაც სხვათაშორის წინა წელსაც ვიყავი.

ექსტრემალური იმიტომ რომ, თვის ბოლოს მე და ბადრიმ საცხოვრებელი სახლში შევიცვალეთ, ამაზე უკვე სხვა პოსტში, მაგრამ მთლიანად გამტვერილი და უაზროდ დაღლილი ვალაგებდი ნივთებს, პლიუს სახლში ხელოსანი, რომელიც გვიანობამდე არ გეგმავდა წასვლას, უამრავი და საშინელი ნაკაწრები და დალურჯებები მთელს სხეულზე (რამის მოძებნა რომ მჭირდებოდა, ოთახებში აღმართულ ბარიერებში უნდა მევლო) ასე რომ როცა 7 საათი გახდა, უკვე წასვლის იმედიც აღარ მქონდა.

7ზე ხელოსანმა გამოაცხადა მოვრჩიო, ბადრიც მოვიდა და გადაწყვიტეთ კიდეც წასვლა. დავივიწყე ჩემი დაღლილობა და შევეცადე მაქსიმალურად კარგი დრო მეტარებინა.

გავიხსენე ძველი ჩვეულებანი.

ჰო კიდევ, უკვე მეშვიდე თვეში ვარ, მაგრამ ისეთი პატარა მუცელი მაქვს, რომ ხშირად მავიწყდება კიდეც, საღამოს განმავლობაში ცეკვის დროს  რამდენჯერმე გამაფრთხილეს ნუ ხტუნავო და მეც შეშინებული ვიდებდი მუცელზე ხელს, მაგრამ პროტესტი არ გამოუხატავს ჯერ… 🙂

ვეცდები ამდენი ხნით აღარ დავიკარგო, ინტერნეტი გუშინ გამოიყვანეს.

ახალი სახლი – ახალი სამკაულები

რა თქმა უნდა არ დავარღვიე ტრადიცია და ახალ სახლში ახალი სამკაულები როგორ არ უნდა მქონეს-პრინციპით რამდენიმე ნივთი შევიძინე.

ბეჭდები:

ინდური ყელსაბამი, რომელიც ძალიან მომწონს.

საყურეები:

 

სამაჯურები:

და ბოლოს:

სამკაულების ჩანჩქერები

ნელ–ნელა ვიწყებ მზადებას და ნივთების ჩალაგებას. კიდევ კარგი შორს არსად მივდივარ და ნებისმიერ დროს, ნელ–ნელა შემიძლია გადავიტანო ყველაფერი.

გუშინ მე და ლიკამ სამკაულები გადავარჩიეთ და გადავალაგეთ. ჩემი ფოტოაპარატი ჩაუვარდა ხელში და რა თქმა უნდა ჩემს სამკაულებს ფოტოსესიები მოუწყო. ძალიან ლამაზი სურათები გამოვიდა.


Continue reading

კიდევ ერთი დღე და შეცდომა

საშინელება ჩავიდინე, დიახ, საშინელება.

კიდევ კარგი სარკეში ჩახედვა არ შეუძლია, თორემ მეექვსე სართულიდან გადახტებოდა.

იყო ასეთი:

გახდა ასეთი:

l

l

l

l

l

l

l

V

დღეს გაურკვეველი არსება დარბის ძალიან დიდი თავით და ფუმფულა კუდით, მაგრამ წვრილი ტანით 🙂

რომ ვიგრძენი, უკვე ძალიან ცხელოდა და ვეღარ უძლებდა, ავდექი და შევაჭერი გრძელი ბეწვები. სიამოვნებით იწვა და გვერდებს მიშვერდა მაკრატელზე.

აი რამდენი რამე ამძიმებდა ჩემს კატას:

მერე ჩემი სამკაულების ყუთი დავალაგე, ვინაიდან რამდენიმე ახალი შენაძენიც მქონდა და აღარ იტევდა, ახალი დავამატე და იქ გადავიტანე.

ესეც ჩემი ბეჭდები:

ესეც მე თმების ხვევის პერიოდში, როცა ნახევარი მხარე დახვეული მქონდა, ნახევარი სწორი.

ფოტოსესია

უკვე ყველა მიჩვეულია იმას, რომ ყოველთვის ბევრ სამკაულს ვატარებ. სადმე მივალ თუ არა, მაშინვე ვიხსნი ყველაფერს და ერთი დიდი ხროვა დგება ხოლმე.

ესეც ლიკას მიერ უსასრულოდ ნაპოზიორები ჩემი ბეჭედი და სხვა სამკაულები:

აქ ორივე სურათში მხრები და ხელები ერთნაირად მაქვს 🙂

here comes the rings…

გუშინ მე და ბადრი მივდიოდით ქუჩაში და უცებ მეკითხება – ცოლად გამომყვებიო? ამ კითხვამ დამაბნია, ნიშნობა უკვე გვქონდა, თვის ბოლოს ქორწილია და მეთქი რა სჭირს ამ ბიჭს, საიდან ასეთი კითხვები.

მოულოდნელად ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და თითზე გამიკეთა. პირველივე დანახვაზე შემიყვარდა.

იმდენი სურათები გადავუღე, ალბათ გამექცევა მალე.

Continue reading

5 year unniversary

22-ში მე და ბადრის 5 წლისთავი გვქონდა. ყოველ წელს აღვნიშნავთ ხოლმე 
და არც ამ წელს დავარღვიეთ ტრადიცია. 
ოღონდ ამჯერად ბადრის და ნინი და მისი მეუღლე შემოგვიერთდნენ.

ესეც რამდენიმე ფოტო:





გუშინ ბეჭდებზე ვიყავით წასულები ოქრომჭედელთან და მიახლოებითი ვარიანტი
 ავარჩიეთ. ნინის ბეჭედი მომწონს ძალიან (ე.წ. კალიცო)





ჩემი ასეთი იქნება დაახლოებით, ოღონდ ყვითელი ოქროსი და უფრო ბრტყელი.



ბადრიმ სადა აარჩია, ყოველგვარი ზედმეტი მორთულობების გარეშე. შაბათს
ან სამშაბათს მზად იქნება და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ. 
კიდევ ბევრი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, მაგრამ ჯერ ფეხს ვითრევ... 
თავს ვინუგეშებ რომ ჯერ ადრეა :)

princess pride

როგორც იქნა დაადგა ჩემს ამანათს საშველი და ჩამობრძანდა. ეს იყო საცდელი გამოწერა აუქციონიდან, გვაინტერესებდა რამდენ ხანში მოვიდოდა, როგორი შეფუთვის იქნებოდა და საერთოდ რა აღმოჩნდებოდა.

ჰოდა გავიყოლე ბადრი და წავედით. პლიუს ამას ბიძაჩემის მეგობრის საათი უნდა ჩამოგვეტანა, ფუჯითაიმის.

გზაში ისე დაგვცხა, ისე, ძლივს ვსუნთქავდით. გამოვიტანეთ ორი პატარა ამანათი და გზაშივე გავბრღვენით 🙂 იმას საათი აინტერესებდა, მე ჩემი კულონი.

ჰოდა საათი ნორმალური გამოდგა, მაინცდამაინც არ გადავრეულვარ, მაგრამ ბიძაჩემს ისე მოეწონა, მთელი დღე დადიოდა ოთახებში და იძახდა, რა მაგარი საათიაო. აი ისიც:

რაც შეეხება ჩემს კულონს… ასეთ პატარას არ ველოდი, ზომები კი ეწერა აუქციონზე, მაგრამ არ დავკირვებივარ, ლიკასაც აქვს პრინცეს პრაიდის კულონი და ის ბევრად დიდია. სამაგიეროდ 14 კარატიანი ოქროს ცეპი მოყვა და თვითონ გულიც ოქროშია ამოვლებული.

პატარა სამკაულებს იშვიათად ვხმარობ, თუ უამრავი მძივი და გულსაბამი არ მაქვს დაკიდებული, გარეთ არ გავდივარ, მაგრამ ეს მომეწონა და მაშინვე შევუერთე კოლექციას.

ჰო, 3 დოლარად მოვიგეთ აუქციონზე, თავის ლამაზ ყუთში ჩამოვიდა ორიგინალი ფასის მარკით:

რა შუაშია და ჩემი საყვარელი სამაჯურები:

ჰოდა აწი დაერხა აუქციონს, რადგან უვნებლად და დაუზიანებლად ჩამოვიდა ეს კულონი, რამდენიმე ბეჭედზე და სამაჯურზე მაქვს თვალი დადგმული 🙂

საქორწილო ბეჭდები

ვინაიდან ეს ჩემთვის აქტუალური თემაა, დიდი ინტერესით ვათვალიერებ ბეჭდებს. სასტიკად არ მომწონს ე.წ. ბუბლიკი კალიცოები და ვერასდროს ვერ გავიკეთებ, აქედან გამომდინარე მომწონს ასეთი ტიპის ბეჭდები:

ათ კარატიანი ყვითელი ოქრო, 3’2 გრამი, 9 ბრილიანტით, 0, 25 კარატით. საწყისი ფასი 1,055 დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 104 დოლარად.

14 კარატიანი თეთრი ოქრო, 1’8 გრამი, ერთი ბრილიანტი, 0, 20 კარატი. საწყისი ფასი – 1668 დოლარი

18 კარატიანი თეთრი ოქრო, 4.30 გრამი, დიდი ბრილიანტი – 1 და 32 კარატი, ოთხი პატარა ბრილიანტით. საწყისი ფასი – 20 759 დოლარი.

14 კარატიანი ორფერი ოქრო, 5 გრამი, 0’36 კარატით. პატარა ბრილიანტები 24 ცალი. საწყისი ფასი 2 659 დოლარი. ეს ჩემი ფავორიტია.

14 კარატიანი ორფერი ოქრო, 3’1 გრამი, 3 ბრილიანტი 0, 25 კარატიანი. საწყისი ფასი 1 986 დოლარი.

14 კარატიანი ყვითელი ოქრო, 5’3 გრამი, დიდი ბრილიანტი 0, 68 კარატი, პატარა ბრილიანტები 24 ცალი. ფასი – 13 550 დოლარი

14 კარატიანი თეთრი ოქრო, 3’5 გრამი, 70 პატარა ბრილიანტი და ერთი 0, 9 კარატიანი. ფასი– 17 000 დოლარი.

14 კარატიანი თეთრი ოქრო, 6’8 გრამი, 2.70 კარატით, 210 პატარა ბრილიანტით. ფასი – 22 000 დოლარი.

14 კარატიანი ოქრო, 8 გრამი, 1’55 კარატით. ფასი – 17 000 დოლარი.

18 კარატიანი თეთრი ოქრო, 5’6 გრამი, 1’90 კარატი ბრილიანტი, 24 ცალი პატარა ბრილიანტი. ფასი – 29 000 დოლარი

18 კარატიანი 5’30 გრამი 2’55 კარატი ბრილიანტი, 40 პატარა ბრილიანტით. ეს ყველაზე ძვირია – 90 000 დოლარი. ამჟამად 6 ათასს აძლევენ და ჯერ ერთი დღეა დარჩენილი.

ხვალ ჩემი ნიშნობაა, მაგრამ ჯერ ბეჭდები არ გვაქვს 🙂 მგონი ღირს აუქციონის გადახედვა 🙂

ლინკი აუქციონი