რა მოხდა ახალ წელს

კარგი ახალი წელი იყო, მხიარული, ფერადი, ნაირ-ნაირი ნიღბებით, ხელოვნური თოვლით და ბევრი სურათებით.

დავიწყოთ იმით, რომ სრულიად მოულოდნელად 30-ში თავზე დამადგა ჩემი 3 წლის უნახავი მეგობარი, დიანა. ახალ წელს ჩვენთან შეხვდა და ძალიან კარგი დრო ვატარეთ. 31-ში საახალწლო შოპინგი მოვაწყეთ და განწყობის შესაქმნელად ესენი ვიყიდეთ:


Continue reading

მე <3 ჩემი დაბადების დღე

ესეც ასე, ჩემი დაბადების დღეც მოვიდა. 23 წელიც შემისრულდა და პირველად ავღნიშნავ დამოუკიდებლად, რაც აგრეთვე ძალიან სასიამოვნოა.

როგორც უკვე ვთქვი, ახალი წელი და დაბადების დღე ერთმანეთთან იგივდება. სახლი საახალწლოდ უკვე მორთულია, ნაძვის ხეც დავდგი და დესკტოპზე საახალწლო თემაც დავაყენე.

თანაც მერე კოკა-კოლის საახალწლო მანქანებმა ჩაიარეს სიმღერ-სიმღერით და ახალი წლის განწყობას ხომ არაფერი მიქმნის ისე, როგორც კოკა-კოლის რეკლამები.

ესეც ასე. წავედი ახლა, სუფრა მაქვს გასაშლელი 🙂

 

All I want for christmas

წელს პირველი ახალი წელია, რომელსაც ახალ სახლში და დამოუკიდებლად შევხვდები. აქამდე თითქმის არასდროს არ მეხებოდა წინასაახალწლო სამზადისი, ჩემი მოვალეობა იყო ნაძვის ხის და სახლის მორთვა.

ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, და სიმართლე ითქვას მომწონს კიდეც ის, რომ ახლა ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული. წინა წელსაც ვწერდი, რომ არ მიყვარს ზედმეტი ფაცი-ფუცი, რამდენიმე დღიანი წვალება, უამრავი კერძს მომზადება და როცა უკვე აღარაფრის თავი აღარ გაქვს და დაღლილი მიეგდები სკამზე, ახალი წელიც მოდის. არც ის არ მიყვარს ახალ წელს სახლის ტანსაცმელში მაგიდასთან შევხვდე, ვჭამო, ვსვა და წავიდე დასაძინებლად.

მიყვარს ახალი წელი, როგორიც არ უნდა იყოს, დღესასწაულია და იყოს დღესასწაული. მინდა გავიპრანჭო, ჩავიცვა ახალი კაბა და წავიდე მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.

 

კაბები, ფეხსაცმელები… ყველაფერი საახალწლო განწყობისთვის

ჯერ ჩემი დაბადების დღე მოდის და მერე 5 დღეში ახალი წელი. ეს პერიოდი ჩემთვის ახალ ნივთებთან და საჩუქრებთან ასოცირდება, ხანდახან მე ვუკეთებ ხოლმე ჩემს თავს საჩუქრებს და საახალწლო შოპინგს ვაწყობ.

არ ვიცი ამ წელს რა და როგორ იქნება, მაგრამ თვალი ხშირად გამირბის ჩემი საყვარელი ონლაინ მაღაზიებისკენ და რამდენიმე რაღაც განსაკუთრებით მომწონს. არც ფასებია მაინცდამაინც მაღალი, მაგრამ ხან ის ზომა იყიდება, მე რომელიც მაქვს, ხან ის ფერი აღარ რჩება და ა.შ

აი მაგალითანდ ფ21, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ უხარისხობაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ფასთან შედარებით კარგი ხარისხია. რამდენიმე კაბა ძალიან მომწონს.

27.80 $

22.80 $

გადავიდეთ ვიქტორიას კაბებზე:

59 $

59$

98$

ურბანოგი და ერთი ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ზომები აღარ დარჩა

32 $

ვიქტორია სიკრეტის ფეხსაცმელი

118$

და ბოლოს ბონუსად ფ21-ის გემსტოუნი

12.80  $

რა მოხდა ახალ წელს…

ცუდი ნამდვილად არაფერი მომხდარა, პირიქით, საუკეთესო ახალი წელი იყო.

დღე არც ისე კარგად დაიწყო. დილიდან ცუდ ხასიათზე დავდექი. საახალწლო განწყობა მქონდა ნული. მერე დავფიქრდი და ერთ რამეს მივხვდი.

როცა რაიმეს მიმართ დიდი მოლოდინები გაქვს და ეს მოლოდინები არ მართლდება, რჩები ფრუსტრირებული, ამიტომ ჯობია არ შეიქმნა გადამეტებულად კარგი წარმოდგენა და თუ მომხდარმა შენს მოლოდინს გადააჭარბა ძალიან კარგი, თუ არადა არაფერს დაკარგავ.

დღე ასევე არც ისე კარგი განწყობით გაგრძელდა. ვუყურე სმოლვილის რამდენიმე სერიას და “family guy”ს making-ს, ნაძვის ხის ნათურებიც კი არ ჩამირთავს, დამეზარა.

12 საათამდე ბადრის უნდა გამოევლო და თავისთან წავეყვანე, სადაც ჩვენ, ბადრის და ნინი და მისი შეყვარებული ვიქნებოდით. იმდენად ცუდ ხასიათზე ვიყავი, რომ ვიფიქრე კიდეც არ წავალ–თქო, მაგრამ დასაწყისშივე ჩავკალი ეს აზრი 🙂

მერე მე და ლიკამ ტელეფონით სინქრონში ვუყურეთ ჯეოსტარის ფინალს. ცოტ–ცოტა ყველას დავცინეთ როგორც ყოველთვის (ისე არასდროს არ გამოდის, რამდენჯერმე ვცადეთ და არ გამოვიდა), დავტკბით მოქმედი და წინა წლის გამარჯვებულების ბექ–ვოკალებით, რამდენიმე დღის წინ მოგებული მანქანით გახარებული სალომე ბაკურაძით. ლიკამ რატომღაც დაასკვნა, რომ გახარებულმა სალომემ ძალიან ბევრი ჭამა და ამიტომ გამოიყურებოდა ცოტა სრულად, მაგრამ მერე ჩვენც ვაღიარეთ, რომ მოგვეგო, ჩვენც ბევრს შევჭამით.

მერე უემოციოდ შევხვდით ოთოს გამარჯვებას (არც სოფოსას შევხვდებოდით დიდი ემოციით) და წავედით საბანაოდ. (ცალ–ცალკე).

9 საათისკენ ვიბანავე და დავიწყე გამზადება. როგორც ყოველთვის ისევ ჩქარ–ჩქარა მომიწია, ვეღარ ვასწრებდი. ჩავიცვი ჩემი შეკერილი კაბა და ჩავედი დაბლა, სადაც ბადრი მელოდებოდა ტაქსით.

ჩემმა კაბამ მცირე ტრანსფორმაცია განიცადა, თავიდან სახელოები ჰქონდა მაგრამ ბოლოს სახელოების გარეშე დარჩა.

ჩემი სამაჯურები :

სარკეში უკან თუ დააკვირდებით შენიშნავთ თეთრ ლაქას, რომელიც მიძვრება საწოლში დასაძინებლად. ეს ჩემი კატაა.

ახალი საყურეები, რომლებიც ძალიან მომწონს. ბიძაჩემს ის რატომღაც გემრიელ ხილს აგონებს და სულ ნერწყვები ადგება.

და დედაჩემის გამოგზავნილი ყელსაბამი, რომელიც ყველას ინდიელების ასოციაციას უჩენს, მაგრამ ღმერთია მოწმე, არც არავინ შემიწირავს მსხვერპლად და არც ინდიელი წინაპრები მყოლია.

ჩავჯექი ტაქსში, 11ის 15 წუთი იყო. რამდენიმე წუთში უკვე ბადრის სახლთან ვიყავით.

ავედით როგორც იქნა ჩემს მომავალ სახლში 🙂 ნინის უკვე ყველაფერი გამზადებული ჰქონდა, დაახლოებით ათი სახეობის ძალიან გემრიელი კერძები (თავი რომ მომეკლა ამას ვერ მოვახერხებდი).

ბოსტნეულის ტორტი, რომელიც ისეთი ლამაზი იყო, რომ გაჭრა ყველას ენანებოდა 🙂

12 რომ მოახლოვდა ჩვენი აქსესუარები გავიკეთეთ სრული განწყობისთვის 🙂

ნინიმ მაგიდის ქვეშ უნდა შევძვრეთ, ბედნიერებას მოგვტანსო 🙂 იმედია ასე იქნება 🙂

აი ასეთი ხედი იშლება აივნიდან:

ნელ–ნელა ახლოვდებოდა 12 საათი და დაიწყო კიდეც ფეიერვერკები, მაგრამ ჩემმა აპარატმა გაჭირვებით დააფიქსირა რამდენიმე.

და ამ დროს გახდა კიდეც 12 საათი… შამპანიური რა თქმა უნდა:

და უცებ ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი. ისეთი თბილი და კარგი გარემო იყო, კიდევ კარგი წამოვედი, თორემ საუკეთესო ახალ წელს გამოვტოვებდი. რაც მთავარია ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი იყო ჩემს გვერდით… უკვე მეხუთე ახალი წელი შეგვისრულდა ერთად.

სადღაც პირველისკენ ბადრის მეგობრები შემოგვიერთდნენ, რამდენიმე ჭიქა შამპანიური დავლიე და უკვე კარგად ვიყავი.

ნინის საყვარელი თეთრი ნაძვის ხე:

პირველად მრავალი წლის მანძილზე სახლში არ შევხვედრილვარ ახალ წელს, მაგრამ არ ვნანობ, ძალიან კარგი იყო.

მე და კილერა 🙂 იმედია არ ნახავს, თორემ ხმას აღარ გამცემს 🙂

ამასობაში გახდა ხუთი საათი, მე და ნინის ისე გვეძინებოდა, თვალებს ძლივს ვახელდით.

დაბლა რომ ჩავედით, მერე შევამჩნიე რომ წვიმდა:

ჩავჯექით ისევ ტაქსში და მოვედი სახლში. რა თქმა უნდა ყველას ეძინა. ჩუმად შევედი ძალიან კმაყოფილი და ტკბილად დავიძინე 🙂 ესეც ასე 🙂 happy new year!!!

საახალწლო ისტერია

რატომ ხდება, რომ წელიწადში ერთი დღე ეს ხალხი ისე გამოცოცხლდება და დაფუსფუსებენ ყველგან, როგორც არასდროს?

ჩემი ქუჩა ყოველთვის ცარიელია, ერთი ორი კაცი თუ დადის და ერთი–ორი მანქანა თუ დგას. არადა ზუსტად ქუჩის იქით უზარმაზარი ბაზარია.

დღეს რომ გადავიხედე გული გამისკდა, ათასი კაცი ირეოდა ერთმანეთში და მანქანების ტევა აღარ იყო. მოჰქონდათ ქათმები, ტორტები, ცოცხები, სათამაშოები.

აქედან დასკვნა:

ქართველებს ახალი წელი ძალიან გვიყვარს!

თან რაც მთავარია ახალი წლის სახლში შეხვედრა. უამრავი კერძის გამზადება, წელის მოწყვეტა 12 საათამდე და მერე დაქანცული ჯდები სუფრასთან და მუცელს ათასი საჭმელით იტენი.

რა თქმა უნდა ჩვენთანაც ასეთი სიტუაცია სუფევდა დღეს.

საწყალი ქათმები, რომლისგანაც ბებიაჩემი რამდენიმე კერძის მომზადებას გეგმავს.

ვერაფრით ვერ გავაგებინე, რატომ უნდა გააკეთოს ამდენი საჭმელი, როცა შეიძლება ახალ წელს არც არავინ მოვიდეს. სამაგიეროდ ისე დაიღალა, ფეხზე ძლივს დგება. ვეხმარები რაც შემიძლია, მაგრამ ბევრი რომ არაფერი შემიძლია?

ერთადერთი ვინც  ამ საახალწლო სამზადისს არ იზიარებს, ჩემი ოჯახის ყველაზე პატარა წევრია. ის მშვიდობიანად მოგზაურობს პიანინოზე, კარადებზე, წიგნების თაროებში და ხანდახან აქაც სძინავს:

სულ ერთია, მთავარია დაეტიოს, ყველგან იძინებს.

მე დავდივარ ჩემი ფოტოაპარატით და ვერთობი.

ამ ნაძვის ხის ბურთებს ძალიან გადავეკიდე 🙂

დაბადების დღის ტორტის ნარჩენები და მავნე ბიძაჩემი.

სვაროვსკის თვლებით მორთული ფრჩხილების ქლიბი, რომელიც დაბადების დღეზე მივიღე საჩუქრად 🙂

უსაქმურობისგან კომპიუტერის მონიტორს დავუწყე სურათების გადაღება და სმოლვილის მაიორი ზოდი მომყვა ობიექტივში 🙂 ეს კაცი ხომ ყველგან ეჩხირება 😉

არ მიყვარს წინა საახალწლო ისტერია და სახლში თევზის სუნი რომ დგას. არ შეიძლება ყოველგვარი პომპეზური კერძების და სუფრაზე თეფშის თეფზე ჩადგმის გარეშე, შენთვის წყნარად აღნიშნო ახალი წელი?

!!!

რა არ უნდა ჩავიცვათ ახალ წელს

არ აქვს მნიშვნელობა სად შეხვდები ახალ წელს, სახლში, რესტორანში, კლუბში, წვეულებაზე თუ ქუჩაში. ერთი დღეა წელიწადში, როცა თავი განსაკუთრებულად უნდა იგრძნო.

ამას ჩემი გამოცდილებით ვიძახი, იმიტომ რომ  სახლის ხალათითაც შევხვედრივარ ახალ წელს და მერე თავი ცუდად მიგრძვნია.

ყველანაირი დეპრესია, ცუდი ფიქრები, პრობლემები გვერდზე უნდა გადადოთ და ფეხებზე დაიკიდოთ. ბოლოს და ბოლოს!

არანაირი ჯინსები.

ჯინსის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ახალ წელს ისევ კარადაში დარჩეს ჯობია.

ჭრელი მაისურები და ჯემპრები:

არ გვინდა მაისურები და თბილი ჯემპრები, ყოველდღიურობაშიც ყელშია ამოსული.

ბოტასები და კეტებიც გამოვრიცხოთ.

შავი ტანსაცმელი – დავივიწყოთ შავი ფერი ახალ წელს.

 

ბა რა ვქნათ?

თუ ახალი წელია იყოს ახალი წელი.

ოქროსფერი კაბა:

 

 

ზედმეტად თამამია? სულაც არა 🙂

ფეხსაცმელი:

 

ევრი, ბევრი აქსესუარები:

არ მოერიდოთ მკვეთრ ფერებს.

და რა თქმა უნდა ბევრი ბრჭყვიალები:

წარმატებებს გისურვებთ.

ოპერაცია “მოვრთოთ ნაძვის ხე”

ვინაიდან და რადგანაც ჩემი ძველი ნაძვის ხე აღარ აკმაყოფილებდა ელემენტარულ ესთეტიურ თუ უსაფრთხოების წესებს, გადავწყვიტე ოპერატიული სამუშაოები ჩამეტარებინა და ახალი ნაძვის ხით შევხვედროდი ახალ წელს.

დილით წავედით მე და qameleoni555 ნაძვის ხის საყიდლად. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ავარჩიე საშუალო სიმაღლის, სიმპათიური ნაძვი და გამარჯვებული სახით მოვიტანე სახლში. თან ლამაზი ნათურებიც ვიყიდე.

გაშლამდე ასე გამოიყურებოდა ჩემი ნაძვის ხე, ეს კი ბადრისთვის განკუთვნილი საჩუქარია უზარმაზარი ოქროსფერი ბანტით.

როგორც იქნა, დიდი წვალებით ამოვიღე პარკიდან და გავშალე. ისეთი საყვარელი გამოვიდა, მე თვითონ აღვფრთოვანდი.

შევუდექი ოპერაციას და გზადაგზა ფოტომასალებს ვიღებდი:

ეს პირველი ეტაპი. მერე შევუდექი სათამაშების დაკიდებას.

ჩემი საყვარელი სათამაშოები, სულ ფერად–ფერადი. მერე გადავედი დიდ ბურთებზე:

მთელ ამ პროცესს ჩემი კატა დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს.

ჩემმა ნაძვის ხემ გადაინაცვლა სკამზე და ოთახის კუთხეში დაიდო ბინა:

კმაყოფილი დავრჩი ჩატარებული ოპერაციით და ბედნიერად შევყურებ ჩემს ფერად ნაძვის ხეს 🙂

ეს ჩემი საახალწლო განწყობისთვის, ერთადერთი საახალწლო განათება, რომელიც ჩემი მეექვსე სართულის ფანჯრებიდან ჩანს ძალიან დიდ რადიუსზე.

😉

რატომ მიყვარს ახალი წელი

დღესასწაულები ძალიან მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა. ხშირად ვაწყდები აზრს, რომ ახალი წელის ატანა არ აქვთ და არ უყვართ.  ყოველთვის მიკვირს.

რამდენიმე მიზეზი, რატომაც მიყვარს ახალი წელი :

1. უამრავი გემრიელი საჭმელი

2. ლამაზად მორთული სახლი და ფერადი ნათურები ნაძვის ხეზე.

3. ლამაზად შეფუთული საჩუქრები

4. ბევრი შოკოლადის კანფეტები

5. ლამაზი ვოლფეიფერი დესკტოპზე და ვირტუალური თოვლი

6. ფეიერვერკები

თუმცა ეს ყველაფერი ყოველთვის ასე არ იყო.

იყო დრო, როცა ახალ წელს არც ერთი ზევით ჩამოთვლილი პუნქტიდან არც ერთი არ მქონდა, მაგრამ ახალ წელს მაინც დიდი სიხარულით ველოდებოდი.

ძალიან მშურს ერთ დიდ ოჯახად შეკრებილი დღესასწაულის, ნაძვის ხესთან უამრავი საჩუქრებით, თბილი და საყვარელი გარემო ბუხართან, აი დაახლოებით ასეთი:

2008 წელი ყველაზე მოსაწყენი იყო ჩემთვის, არსად არ წავსულვარ, ბადრიც ცუდად იყო, 12 ს რომ გადასცდა შევედი ტუალეტში და ბევრი ვიტირე, მერე ჩემს თავს შევპირდი, რომ ასეთი ახალი წელი აღარ მექნებოდა. მერე 4 საათამდე ვუყურე “ჩემს მშვენიერ ლედის” და დავწექი.

ჩემი პირობა შევასრულე და 2009 წელი უკეთესი იყო, ვიდრე წინა.

ჩემი წინა წლის ნაძვის ხე, რომელიც ალბათ 20 წლისაა, თუ მეტის არა, ჩემი კატა კი მისი კომპანიით ტკბება:

ბავშვობაში ანთებული ასანთის ღერი ჩამივარდა ნაძვის ხის ფეხთან დალაგებულ ბამბებში (ნეტავ როგორ მოვახერხე) და ცალი მხარე შეეტრუსა, ამიტომ გამოიყურება ასე საწყლად. 🙂

რაც შეეხება წლევანდელ ახალ წელს… გულმა არ გამიძლო და მცირე საახალწლო შოპინგი მოვაწყვე. ვგიჟდები საახალწლო სათამაშოებზე და ნათურებზე. მთელი სახლი უნდა მოვრთო წვიმებით.

ვერ ავცდი ფერად ფერად მბზინავ ჩრდილებს, განუყოფელია ახალ წელთან.

🙂  ამაზე არ დამცინოთ 🙂 საყვარელია 🙂 ვიცი ვიცი, ბავშვი ვარ ისევ 🙂

წვიმები, ბურთები და ნათურები:

წელიწადში ერთი დღეა ისეთი, რომ თავი ბავშვად ვიგრძნო, რატომაც არა, ვიქნები ახალ წელს ბავშვი და გამიხარდება ყველაფერი ის, რაც ბავშვებს უხარიათ. თქვენც იგივეს გირჩევთ.

საშობაო ფილმების ხუთეული

1. How the Grinch Stole Christmas! (2000)

ძალიან ლამაზი და საყვარელი ისტორია ჰუვილში მაცხოვრებელ უცნაურს ხალხზე და “ბოროტ” მწვანე არსებაზე, გრინჩზე, რომელმაც შობის მოპარვა გადაწყვიტა. მთავარ როლებში ჯიმ კერი და ტეილორ მომსენი. ტეილორი მაშინ პატარა და საყვარელი ბავშვი იყო, ახლა კი ტყავის მაღალი ჩექმებით, ბიუსჰალტერით და მძიმე მაკიაჟით დადის წვულებებზე, მისი საყვარელი ჟანრი კი ეროტიკაა.

2. Surviving Christmas (2004)

ძალიან, ძალიან სასაცილო კომედია, სადაც ბენ აფლეკის პერსონაჟი არის განებივრებული, მდიდარი ბიჭი, რომელსაც თავის თავის გარდა არავინ უყვარს. როდესმაც მისი ჭირვეული შეყვარებულიც კი თავის ოჯახთან მოინდომებს შობის შეხვედრას, მაშინ დაფიქრდება და მიხვდება, რომ არავინ ჰყავს, ვისთანაც ერთად შეიძლება შობა აღნიშნოს.

ბენი ჩადის თავის ძველ სახლში, სადაც ახლა სხვა ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის უფროსს, რომელსაც ჯეიმს გარდოლფინი ასრულებს (სოპრანოს კლანი) შესთავაზებს ფულს, რათა მისმა ოჯახმა ცოტა ხანი მისი ოჯახის მოვალეობა შეასრულონ.

ალბათ მიხვდით, შობა ძალიან სასაცილო გამოუვათ. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ მათი ქალიშვილი ჩამოდის შობის შესახვედრად. მას ძალიან არ მოსწონს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა  ერთმანეთი  შეუყვარდებათ.

3. Home Alone (1990)

ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ყველამ იცით ეს ფილმი 🙂

4. Deck the Halls (2006)

ორი ჯიუტი მეზობელი, დენი დევიტო და მეთიუ ბროდერიკი ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო კარგად მორთავს სახლს საშობაო გაფორმებებით, ისე რომ მათი სახლი კოსმოსიდან გამოჩნდეს. საბოლოო ჯამში ორივეს ძალიან ზედმეტი მოუვა და მთლიანად გადაწვავენ ელექტროობას 🙂 მაგრამ ბოლოს რა თქმა უნდა ტრადიციული ჰეფი ენდი.

5. The Holiday (2006)

რომანტიული და თბილი მელოდრამა ჰოლივუდის ვარსკვლავებით. კამერონ დიასი და კეიტ უინსლეტის პერსონაჟები ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ ორივეს ერთი პრობლემა აწუხებთ – უიღბლობა სიყვარულში. ისინი ინტერნეტით გაცვლიან სახლებს, სადაც შეხვდებიან თავის სიყვარულს. ფილმი შობის პირას მიმდინარეობს, თავისი თოვლით, განათებებით და მუსიკით.