ნიღბების ქალაქი და ქამელეონი

სამ წელზე მეტია რაც ეს ბლოგი მაქვს, მაგრამ აქამდე არასდროს მიხსენებია ჩემი სამი, დასრულებული რომანის შესახებ. აქედან ერთი დაბეჭდილია, მეორეს დღის სინათლე არ უნახავს, მესამე კი სულ რაღაც ერთი კვირის წინ დავამთავრეთ და ელექტრონული ვერსია დავდეთ საბას ელექტრონული წიგნების სახლში.

მიზეზი იმისა, რატომ არასდროს მიხსენებია, რამდენიმეა. ჯერ ერთი ის, რომ თავს შეუმდგარ და წარუმატებელ მწერლად მივიჩნევდი. მეორეც ცოტა არ იყოს და უხერხულია საკუთარ შემოქმედებაზე ლაპარაკი. კიდევ ცოტ–ცოტა შიში იმისა, ხალხი როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს.

ზოგს სიმღერის ნიჭი აქვს, ზოგს ცეკვის, ზოგს ხატვის. ერთადერთი რაც მეხერხება ეს წერაა. მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ჩემი თანაავტორია პირველ კლასში შევხვდით ერთმანეთს. სულ მალე აღმოვაჩნეთ, რომ თურმე ორივეს მოგვწონს ფანტასტიკა, მისტიკა და ჩვენი თავგადასავალიც დაიწყო. პირველი ჩვენი მოთხრობა იყო “მოჩვენება მიტოვებულ სარდაფში” (სადღაც უნდა მქონდეს შენახული) , მეხუთე – მეექვსე კლასელების დაწერილი, მერე რომ წავიკითხეთ, ვკვდებოდით სიცილით. ყველაფერმა სერიოზული სახე მეათე კლასში მიიღო, როცა “ჰელიქსის” იდეა გაგვიჩნდა. ჰელიქსში ჩვენი პირველი ფენტეზი რომანია, 400 გვერდამდე, რომელსაც ჯერ დღის სინათლე არ უნახავს, მაგრამ აუცილებლად ნახავს.

hellx poster copy

იყო ბევრი იმედგაცრუება და გამომცემლობიდან გამობრუნებები, ისე რომ რომანი არც კი გადაუშლიათ.

მერე დავწერეთ ქამელეონი.

yda 3

ეს არის ფსიქოლოგიური დრამა, ადამიანის გაორებაზე. დავბეჭდეთ ჩვენი სახსრებით, მაგრამ რედაქტორმა ძალიან შეცვალა წერის სტილი, ცოტა ძველმოდური ქალი იყო, გვაგიჟებდა, ხან “პეწენიკად” გადადებულ კაბას წერდა და ხან ძაღლი “თოხარიკით” მიდიოდაო.

მესამე რომანი “ნიღბების ქალაქი” მისტიკური ჟანრის ნაწარმოებია. მოქმედება ხდება ერთ პატარა, პროვინციულ დაბაში, სადაც, როგორც აღმოჩნდება, მოსახლეობა დიდ საიდუმლოს ინახავს. მთავარი მოქმედი გმირი ახალგაზრდა პათანატომი მამაკაცია, რომელიც ნელ–ნელა არკვევს რა მოხდა სინამდვილეში წლების წინ. დაბაში ერთი უცნაური ოჯახი ჩამოდის საცხოვრებლად, რომლებიც ყველაფერს შეცვლიან.

სამწუხაროდ ყდის გაკეთებაში არავინ დაგვეხმარა და მე მომიწია სამოყვარულო ქოვერის გაკეთება.

25

ის, რომ რომანი ორი სხვადასხვა ადამიანის დაწერილია, ვერაფრით ვერ მიხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ თავები გაყოფილი გვქონდა და ისე ვწერით. იმდენად ერთნაირად ვვაზროვნებთ მე და ლიკა, რომ რომანიც ერთიანი გამოვიდა.

თუ დაინტერესდებით მოინახულეთ საბას საიტზე ჩვენი წიგნი და წაიკითხეთ უფასო ნაწილი.

ნიღბების ქალაქი

მე და ლამაზი პრესის საიდუმლო

ზედმეტ წონას არასდროს შევუწუხებივარ, პირიქით, ხშირად რამდენიმე კილოც მომატებაც მჭირდება ხოლმე, მაგრამ ვარჯიშის მიმართ გულგრილი არასდროს ვყოფილვარ, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რაღაც პერიოდები ყოველთვის ვვარჯიშობდი. მქონდა ჩავარდნები, ხანდახან ერთ წლიანიც კი, მაგრამ მერე ისევ ვუბრუნდებოდი. სახლის პირობებში, სტანდარტული ვარჯიშები, პრესი და ა.შ

შთამომავლობით გადმომეცა ცოტა არ იყოს და ფუმფულა მუცელი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვებრძვი და შეძლებისდაგვარად ვაკონტროლებ. ორსულობაზე დიდი მუცელი არ მქონია, საკეისროდან ათი დღის მერე სურათიც კი დავდე ფეისბუქზე,

საკეისროდან ათ დღეში

საკეისროდან ათ დღეში

მაგრამ ვისაც საკეისრო აქვს გაკეთებული, იცის, რომ ნაკერის გამო მაინც რჩება ე.გ “კიბე” მუცელი. კანი ქვემოთ იჭიმება, კიბეც ძალაუნებურად რჩება.

საკეისროდან 4 თვის მერე დავიწყე ვარჯიში, მაგრამ მალევე შევწყვიტე. ერთი თვის წინ კი მკაცრი გადაწყვეტილებით ამოვბეჭდე პროგრამა, გავაკარი ლილეს საწოლთან და დავიწყე. არ დამირღვევია.

1239928_718907384802079_787499117_n

მინდა ვთქვა, რომ სქუათების (ბუქნი) შედეგს ერთ თვეში ნამდვილად მიიღებთ ამ პროგრამას თუ მიყვებით, მაგრამ აი პრესი ცოტა რთული რამეა, მარტო ვარჯიშით ვერაფერს გახდებით სწორი კვება და სხვა საშუალებებიც არ მიამატეთ, მე ასე ვარ ყოველ შემთხვევაში.

რა უნდა მივიღოთ, რომ ცხიმების წვა გაგვიადვილდეს (ჩვენს პირობებში ადვილად მოსაპოვებელი ნივთიერებები)

1. მწვანე ჩაი

2. ზეთისხილი, უმჯობესია მწვანე

3. ზეითუნის ზეთი.

4. ორაგულის ფილე

5. ქათმის ხორცი

სწორ კვებას თუ დავუმატებთ ვარჯიშს, მივიღებთ სასურველ შედეგს. კიდევ ერთი ქალური ეშმაკობა – vichy-s ანტი ცელულიტის კრემი, რომელიც ძალიან ეფექტურია, მაგრამ მარტო მისი წასმა არაფერს უშველის, თუ ვარჯიშიც არ დაახმარეთ.

71h-UV3FXML._SL1500_

ასე გამოვიყურები ახლა, ერთი თვის ვარჯიშის მერე.

Fotor01021203838

სამუშაო კიდევ ძალიან ბევრი მაქვს, რაც მთავარია დიდი შემართებით ვაგრძელებ ვარჯიშს და გაზაფხულზე ცურვაზეც მინდა მისვლა, მით უმეტეს, რომ საცურაო აუზი პირდაპირ სახლთან მაქვს, ასე რომ keep it calm and work out!!!

7 კაბა

გუშინ კარადას ვალაგებდი და ჩამოკიდებულ კაბებს რომ შევხედე, ფილმი “27 კაბა” გამახსენდა, სადაც კეტრინ ჰეილის გმირი მეჯვარის 27 კაბას აგროვებს თავისი ცხოვრების მანძილზე. ყველა კაბას თავისი ისტორია და თავისი მოგონებები აქვს, მით უმეტეს, თუ ის მხოლოდ ერთხელ გეცვა და განსაკუთრებულ დღეს. 27 კაბა ნამდვილად არ მაქვს, ჩემს კარადაში მხოლოდ 7 განსაკუთრებული კაბა დავთვალე.

1. ჩემი ქორწილის კაბა.

323517_293040404055448_1733752307_o

არასდროს არ მიოცნებია დიდ და ფუშფუშა კაბაზე, ყოველთვის მინდოდა მოკლე თეთრი კაბა მცმოდა ამ დღეს და შევასრულე კიდეც. ვიცი, რომ ამ კაბას მეტჯერ აღარ ჩავიცმევ, მაგრამ მაინც ჩამოკიდებული მაქვს კარადაში, რამდენი დავინახავ, იმდენი მახსენდება და მეღიმება. მართლა კარგი დღე იყო, უაზრო ქართული ტრადიციებისგან განსხვავებული და განსაკუთრებული.

2. ნიშნობის კაბა.

210446_218732861486203_1191054_o

ამ კაბაზე პირველი ის მახსენდება რამდენი ვიარეთ მე და ლიკამ ასარჩევად და როცა არაფერი არ მომეწონა, ჯანდაბას იყოს – პრინციპით ვიყიდე. ესეც ძალიან კარგი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცარიელ რესტორანში ვიყავით, მაინც კარგი დრო გავატარეთ. იასამნისფერი ჩემი ფერია, თმაზეც დამდევს ეს ფერი. არც ამ კაბას ჩავიცმევ როდესმე, იმიტომ რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემს ნიშნობას მახსენებს და ამითაა განსაკუთრებული.

3. მეჯვარის კაბა.

417562_507308065962013_2089177995_n

კეტრინის გმირისგან განსხვავებით მე მხოლოდ ერთხელ ვიყავი მეჯვარე, ისიც 9 თვის ორსული. ყველაფერი სპონტანურად დაიგეგმა, ჩემმა მეზობლებმა ქორწინების ათი წლის თავზე დაიწერეს ჯვარი და სწორედ აქ შევასრულე მეჯვარის მოვალეობა. კაბის ძებნა დავიწყე დილით, ვინაიდან მუცელზე არაფერი არ მეტეოდა. ეს კაბა რაც მაცვია არ მომწონდა, თითქოს რაღაც დეტალი აკლდა. დილიდან წავედით მე და ბადრი კაბის საყიდლად, მაგრამ არაფერი არ მომერგო, ამიტომ ვიყიდეთ თეთრი ქამარი, რომელიც ამ კაბას მოვარგე. მართლა განსაკუთრებული და კარგი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვერ ვმოძრაობდი, ეს კაბაც კარგ მოგონებებს მიღვიძებს 🙂

4. ახალი წლის კაბა.

392334_357843774241777_38413977_n

ჩემი პირველი ახალი წელი ახალ სახლში – ეს ახალი წელი არასდროს არ დამავიწყდება. ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩამოვიდა რუსეთიდან და ყველანი ერთად შევხვდით. ბევრი დავლიეთ, ვიცინეთ,  ვიმხიარულეთ, კარნავალიც კი მოვაწყეთ, ერთი სიტყვით საუკეთესო ახალი წელი იყო.

5. ბანკეტის კაბა

38773_142764122416411_5464049_n

უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავად მოწყობილი საღამო ჩვენი, პოლიტიკური მეცნიერების კურსდამთავრებულთათვის. ესეც სუპერ–დღე იყო, ძალიან გავერთეთ, ლექტორები, სტუდენტები, იმ საღამოს მერე ჩემი კურსელების უმრავლესობა აღარც მინახავს.

6. ქორწილის კაბა #1

56193_165956113430545_692430_o

ჩემი უსაყვარლესი კაბა, ალბათ იმიტომ რომ ჩემი ხელით მაქვს შეკერილი, ძალიან ძალიან მიყვარდა, ფერიც ჩემია, სტილიც, ნაჭრის სტრუქტურაც. დღეც არაჩვეულებრივი იყო,

7. ქორწილის კაბა #2

792229_700452476647570_1933808132_o

ეს ყველაზე ბოლო საღამო იყო სადაც ვიყავი. კაბის გაფორმება და მხრების დიზაინი მე მეკუთვნის, უბრალო შავი სადა კაბა ჩემი გემოვნებით მოვრთე. ვერ ვიტყვი დაუვიწყარი დრო ვატარე თქო, ამ დროს უკვე მყავდა ლილე და ეკლებზე ვიჯექი (აი დედობის ტვირთი) ხშირად ვრეკავდი დედაჩემთან ამბის გასაგებად, თუმცა რამდენიმე ცეკვა ჩემს ქმართან და ცოტა ხნით განტვირთვა ნამდვილად ღირდა ამად.

ეს არის ის 7 კაბა, რომელიც ჩემთვის მარტო ნაჭერი არ არის და სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. ისინი არ არიან ძვირადღირებულები და ცნობილი დიზაინერების შექმნილები, თუმცა მე ისინი ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძვირფასს და ღირებულ მოგონებებს ინახავენ.

რატომ არ ამართლებს ინტერნეტ მაღაზიები საქართველოში

ცოტა ხნის წინ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ინტერნეტ მაღაზიის პლატფორმაზე.  ჩავატარე მცირე ექსპერიმენტი, რადგან უცხოური ინტერნეტ მაღაზიები სულ უფრო და უფრო პოპლარული ხდებიან და მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება, მაინტერესებდა, საქართველოში როგორ იმუშავებდა მსგავსი ტიპის მაღაზია. ავიღე 15 დღიანი ბეტა ვერსია ინტერნეტ მაღაზიის, ვიყიდე დომეინი: geoshop.be, გამოვიწერე მცირე რაოდენობა სამკაულების და ტანსაცმლის და საიტი გავუშვი.

თავიდან ყველაფერი კარგად წავიდა. ვიზიტორების რაოდენობამ პირველ დღეს 1000 გადააჭარბა. ყველაფერი დეტალებში ავხსენი, როგორ უნდა მომხდარიყო შეკვეთა, ნაბიჯ–ნაბიჯ, პლიუს, არც დარეგისტრირება არ იყო საჭირო, მხოლოდ იმეილი, მისამართი, სახელი გვარი და შიპინგის მეთოდი.

აი აქ დაიწყო სირთულეები. მირეკავდნენ, ფეისბუქზე მეკონტაქტებოდნენ, როგორ ხდება შეკვეთაო. მე ისევ და ისევ ვუხსნიდი მაგრამ მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ ახერხებდა შეკვეთის განხორცილებას და მთხოვდნენ ფეისბუქით მიმეღო შეკვეთა.

ვინც ხშირად იწერთ ინტერნეტ–მაღაზიებიდან, ალბათ დამეთანხმებით, როგორ აბსურდული იქნება, რომ მე დავუკავშირდე ფ21–ის, ან ამაზონის ადმინისტრაციას და ვუთხრა – მე მოვალ, მოვისინჯავ, ვნახავ პროდუქციას, და თუ მომეწონა მერე ვიყიდი. თავს არც ფ21ს ვადარებ და არც ამაზონს, მაგრამ ინტერნეტ მაღაზიის პრინციპი ხომ ერთი და იგივეა? ნახავ სურათზე, იწერ, იღებ შეფუთულს. ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი მაღაზია, სადაც მიხვალ და მოიზომავ. ეს არის ინტერნეტ მაღაზია. გარკვეული რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ აქ ფასი ჩვეულებრივ მაღაზიაზე ბევრად იაფია, თანაც დეფექტის შემთხვევაში უკან დაბრუნებაც შეგიძლია.

კარგი, ჯანდაბას, რამდენიმე გამონაკლისი დავუშვი და მყიდველს ვანახე პროდუქცია. ეს არ უნდა გამეკეთებინა. ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ თავი ძალიან დამცირებულად ვიგძენი.

კაბა, რომელიც ღირს 35 ლარი, რომელიც ისე გამოიყურება როგორც სურათზე, მაგრამ მაინც ხდება ხანგრძლივი ბჭობის, თვალიერების, დაწუნების, ვაჭრობის და სხვა ათასი მაქინაციის მიზეზი. ერთხელ მამა–შვილი მოვიდნენ, ათვალიერეს ამრეზილი სახეებით კაბა, ყოველი ძაფი და დეტალი შეამოწმეს, მერე ამ კაცმა მითხრა, ბოლო ფასი რა არისო. ფასს რომ ფეხი არ მოვუცვალე (35 ლარი საღამოს კაბა), ჩამიგდო პარკში კაბა და ისე გაბრუნდნენ უკან, არც მადლობა უთქვამთ და არც ნახვამდის. თავს როგორ ვიგრძნობდი ხომ წარმოგიდგენიათ. ჩემი აზრით ინტერნეტ მაღაზიას ვხნიდი და ეს ძალიან მაგარი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი გამოვიდა, რომ ხელზე ვყიდიდი ვაჭრობის პერსპექტივით და ისიც უტაქტო და უზრდელ კლიენტებთან.

geoshop.be დავხურე ტრიალ ვერსიის დასრულებამდე, აზრი არ ჰქონდა, ორი თუ სამი შეკვეთა მივიღე, დანარჩენი ყველამ გააუქმა ან აბსურდული მონაცემები ჰქონდათ შეყვანილი, გადავედი ჩემს მუდმივ დომეინზე iyidet.com, მაგრამ ერთი რამე ვიცი, ჩემი ფეხი ამ კოლექციის გაყიდვის მერე ამ ბიზნესში არ იქნება, რადგან კიდევ დიდ ხანს, სანამ ქართველი მყიდველი კულტურას არ ისწავლის, ინტერნეტ მაღაზია ამ ქვეყანაში არ გაამართლებს.

რატომ არ არიან ქართველი ბიჭები სექსუალურები

მოდით თავიდანვე ვთქვათ, სანამ გაბრაზებული მამრების რისხვა დამატყდება თავს – ეს ჩემი მოსაზრება აბსოლუტურ უმრავლესობას არ ეხება. გამონაკლისია ალბათ 20%. დანარჩენებმა კი თუ თავი იმ 80%ში ამოიცანით, მაშინ დროა იმოქმედოთ და რამე შეცვალოთ.

ქართველი ბიჭების ეს პროცენტი რამდენიმე ნაწილად იყოფა.

1.  “ღიპიანი” და “გამხდარი” სეგმენტი.

ქართველ ბიჭებს მაგრად კიდიათ ვარჯიში. მერე რა რომ ლუდის სმით ღიპები დაიდეს, მერე რა რომ ერთი კუნთიც არ აღენიშნებათ მთელს სხეულზე. სექსუალურობა შიგნიდან უნდა მოდიოდეს, და არა გარედან. მიუხედავად ამისა კარგ ტანზე მყოფი გოგოები უნდათ ლამაზი პრესებით. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ლაივში (ზღვაზე, აუზზე, თუნდაც ქალაქში) კარგ ტანზე მყოფი ქართველი ბიჭი არ მინახავს.  ან მოხდენილად გამობზეკილი ღიპები ადევთ, ან წელში მოხრილი, გამხდრები და ამით ძალიან კმაყოფილები არიან. ცხოვრებაში არ ურბენიათ და პრესის ვარჯიშები არ უკეთებიათ. რატომ? იმიტომ რომ მოსწონთ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან. სულაც არ არის საკუთარ თავზე შრომა საჭირო შედეგის მისაღწევად. ან უბრალოდ ეზარებათ და ამ მოსაზრებით ნიღბავენ.

ბიჭებო, დამიჯერეთ, მართალია მარტო დაკუნთული სხეული არაფერს ნიშნავს, თუ თავში არაფერი გიყრია, მაგრამ ჯობია ცოტა ამოძრავდეთ, ივარჯიშოთ, ეს უმოძრაობა უკვე მასიური გახდა, ჯანმრთელ სხეულში კი მოგეხსენებათ ჯანმრთელი სულია.

ნუ თვლით, რომ ადამიანმა არაფერი არ უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სექსუალური და სასურველი გახდეს. მე ვიცნობდი ერთ ბიჭს, რომელსაც დიდი ფუმფულა ღიპი ჰქონდა და ხშირად ირტყამდა ზედ ხელს ტექსტით “იფ, ცოლი რომ მეყოლება ზედ გადაგორდება და გადმოგორდება”–ო. აი ეს არ არის სექსუალური.

როგორია?

2. “ადნაკლასნიკების თაობა”

მოდი ყველა შევთანმხდეთ, რომ ადნაკლასნიკები საიტი კი არა, რაღაც ფენომენია. განა იმიტომ, რომ მოდური გახდა იქიდან ფეისბუქზე გადმობარგება და მერე იმათი ლანძღვა, არა, მართლა, თავისი პროფილის სურათებით, სტატუსებით, სახელებით, გაცნობის ტექსტებით. როგორ შეიძლება გაგიჩნდეს იმ ბიჭის გაცნობის სურვილი, ვიღაც სტატუსად უწერია “იფ რუსის ქალებს რა ჯობია” პროფილზე ძერსკი სახით გადაღებული სურათი უყენია, სადაც ან მანქანაზე მიყრდნობილი გადაჯვარედინებული ფეხებით, ან რამე მსგავსი, და გწერს “პრივეტ კრასავიცა გავიცნოოოთ?” .  არანაირი კრეატივი, არანაირი ფანტაზია, მხოლოდ ადნაკლასნიკები. It sucks.

ერთი სიტყვით, არავის დამცირება არ მინდა, ვიცი, რომ ბიჭებსაც ბევრი პრეტეზია აქვთ ქართველი გოგოების მიმართ, და ეს პრეტენზიები ბიჭმა ბლოგერებმა შეგიძლიათ პოსტად ჩამოაყალიბოთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, უნდა შეიცვალოთ, თუ გინდათ, რომ სექსუალურებათ ჩაგთვალოთ 🙂

როგორ გავიკეთოთ ombre თმის სტილი სახლის პირობებში

გასულ სეზონზე ომბრე ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ძირითადად ცუდი ომბრე მხვდებოდა – მთლიანად გაუფერულებული თმის ბოლოები, მათ შორის უმრავლესობა უკვე დაცოცხებული. ვინც არ იცით ომბრე რა არის იხილეთ სურათები.

ombre-hair-ombre-hairstyles-celebrity-ombre-hair-celebrity-ombre-hairstyles-6 khloe_kardashian_black_dress_o

ადრე მეც მქონდა მცდელობა, მაგრამ ძალიან ცუდი ომბრე გამომივიდა, საშინელი.

mcphoto_20121219_162639 mcphoto_20121219_162701 mcphoto_20121219_170047იმის მერე შევიჭერი თმები, შევიღებე წითლად, მერე წითურად, მერე წაბლისფრად და ახლა ისევ მომინდა ომბრე, ოღონდ კარგი ომბრე.

წინა შეღებვაზე პროფესიონალმა სტილისტმა გამიკეთა, სოლიდური თანხაც გადავიხადე, მაგრამ თმის დაზიანების მეტი არაფერი მომსვლია.

ამიტომ გადავწყვიტე ვიდეო ტუტორიალებისთვის მეყურებინა და მე თვითონ გამეკეთებინა სახლის პირობებში.

ომბრეს პირველი ნაწილი ლიკამ გამიკეთა ამ ვიდეოს მიხედვით:

მაგრამ ამ ვიდეოს მიხედვით შეიღება მხოლოდ თმის ქვედა ნაწილი, რომელიც ზევით პრაქტიკულად არ ემჩნეოდა, ამიტომ გადავედი მეორე ნაწილზე.

თმის გამაღიავებელს რაც შეეხება, აფთიაქში შევიძინე ALIX AVIEN Diva highlight kit.  ნაკრები მოიცავს ფუნჯს, ქუდს მელირებისთვის, მაგრამ მე ეს არ დამჭირდა. კიდევ ერთ ქუდს, გამხსნელს და ფხვნილს თავისი კონტეინერით და ასარევით და ბალზამს. ღირს 3 და 30. არ აზიანებს თმებს (ასე აწერია).

DSCN2211

თმები გავყავი შუაზე, სხვადასხვა სეგმენტიდან ავიღე სასურველი სისქის და რაოდენობის თმა და შუა ნაწილიდან შევღებე. ასე გავიმეორე მეორე ნახევარზეც. იმდენად მარტივია, ვიდეო ან ფოტო ტუტორიალსაც არ საჭიროებს. ეს ბევრად ჯობია მთლიანად ნახევარზე შეღებილ თმას, სხვადასხვა ნაწილიდან აღებული უფრო ბუნებრივად ჩანს.

აი ფოტოებიც:

DSCN2216 DSCN2217

I Am Back!!!

მომნატრებია ჩემი ბლოგი… არ მინდოდა ნაძალადევი პოსტი დამეწერა, არადა სურვილი დღევანდელ დღემდე არ გამჩენია. არადა რომ დავიწყე დღეში 4–5 პოსტს ვაქვეყნებდი, მაგრამ ყველაფერმა იცის მობეზრება, მათ შორის ბლოგზე წერამ.

დავანებოთ წუწუნს თავი, მე დავბრუნდი, უფრო მეტი ენერგიით ვიდრე ოდესმე, მიუხედავად იმისა, რომ დღეში სულ რამდენიმე საათი მაქვს თავისუფალი, რომ ამ რამდენიმე საათშიც სხვა საქმეებიც მაქვს გასაკეთებელი, მაინც დავწერ.

აგვისტოს დასაწყისში ჩემმა ქმარმა ბარგი ჩამალაგებინა და ბავშვთან და დედასთან ერთად თავის მშობლიურ კუთხეში გამიშვა დასასვენებლად მიუხედავად ჩემი დიდი წინააღმდეგობისა. ერთადერთი ის მიხარებდა გულს, რომ იქ წყალი იქნებოდა, სადაც ცურვას შევძლებდი. ჰოდა მორჩილად დავყევი მის ნებას.

წავედით სიონში და პატარა ოჯახურ სასტუმროში დავბინავდით. საკმაოდ სოლიდური თანხის საფასურად კი მხოლოდ ოთახი მივიღეთ, დანარჩენი ყველაფერი კი თვითმომსახურებას ექვემდებარებოდა. ისიც პირველი ოთახი სადაც მოვხვდით, პირდაპირ ვერანდაზე იყო, პლიუს გამჭვირვალე ფარდებით, სადაც ყველაფერი ჩანდა და ისმოდა. ბავშვების წივილ–კივილი, ყავაზე და სიგარეტზე გამოსული დამსვენებლები და ა.შ. ამიტომ მეორე საღამოს გადავბარგდით ბოლო ოთახში, რომელიც გაცილებით უფრო მყუდრო იყო და არანაირი ხმა არ აღწევდა.

ჩვენი სახლი პირდაპირ საბანაოს წინ იდგა. სიონის წყალსაცავი, რომელიც ყოფილი დამბაა, საკმაოდ ლამაზი შესახედია. მთლიანად ტყეში ჩაფლული, რომელიც ბოლოს თითქოს ღრუბლებში იკარგება, ტყიდან ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. თან ზღვაზე ხარ, თან მთაში. სწორედ ეს იზიდავს უამრავ დამსვენებლს, სხვა იქ განსაკუთრებული არაფერია, ერთი ჩვეულებრივი სოფელიa ძროხების ფუნებით და ტალახებით.

559745_706225459403605_1970461131_nდამბის ირგვლივ პატარა პლიაჟია მოწყობილი, ადგილი ძალიან დახრილია, ვითომ წამოსაწოლად უფრო მოსახერხებელი უნდა იყოს, მაგრამ ალაგ–ალაგ ისეთი დაქანებაა, რამდენიმე დამსვენებელმა გახდაც ვერ მოასწრო ისე ჩაგორდა წყალში. თუ მოახერხე და კარგად მოკალათდი ბეტონის ფილებზე, მაშინ არანაირი შეზლონგი არ დაგჭირდება. პრინციპში ვერც დადგამ შეზლონგს. იქ შეყრილია უამრავი ჯურის ხალხი სხვადასხვა ფერის საცურაო კოსტიუმებით. და ბავშვები, უამრავი ბავშვი.

წყალი ძალიან ცივია. შესვლისას სუნთქვა შეგეკვრება, მაგრამ იქ ყველამ იცოდა, რომ ნელ–ნელა კი არ უნდა შესულიყავი, ერთბაშად უნდა გადამხტარიყავი, ასე უფრო ადვილი იყო. მერე ეჩვევი წყალს და ასეთი ცივი აღარ გეჩვენება.

რაც შეეხება მზეს… ისეთი მზეა განადგურებს. გწვავს. არასდროს ზღვაზე არ დავმწვარვარ, სულ სიამაყით ვამბობდი, რომ პირდაპირ ფერს ვიღებ და ასეც იყო, მაგრამ ამ მზემ ისე დამწვა, ორი დღე ძლივს დავდიოდი.

საღამოს და დილით ისე ცივა სიონში, რომ შეიძლება იქიდან გამოქცევა მოგინდეს. არასასიამოვნო სიცივეა. მთელი 7 დღე ამ სიცივით ვიტანჯებოდით და ისევ რუსთავის სიცხეს ვნატრობდით. მე პირადად სანამ მზე დააჭერდა საბანშემოხვეული ვიჯექი და კბილებს ვაკრაჭუნებდი. საშინელება იყო.

გართობა – არანაირი. შენ თვითონ უნდა გაგერთო შენი თავი. ერთი ცენტრალური ქუჩა იყო, სადაც ყველაფერი ერთად იყიდებოდა – ხაჭაპურები, ბოსტნეული, ჭაჭა, ბუზების სახოცი, სულო და გულო, რას აღარ ნახავდი. ჩემი პატარა ძმიშვილი დამდევდა  და ფოტოაპარატით ერთობოდა, პაპარაცები რომ იღებენ ხოლმე ისეთი სურათებია 🙂

1010260_706224299403721_227256084_n 1150848_706224109403740_769836542_n 1157483_706224226070395_1160472663_n 1231623_706224259403725_2094783377_nსაღამოობით, ბავშებს რომ ვაძინებდით, მე და ჩემი რძალი ლუდს ვყიდულობდით და სახლის პირდაპირ, საბანაოს ჩასასვლელთან ვჯდებოდით, ლუდს ვწრუპავდით და ჩიპსებს ვახრამუნებდით. ერთადერთი ამით თუ შეგვეძლო თავი გაგვერთო, ისიც იყო ხოლმე უშედეგო და უნიჭო მცდელობები მამრების მხრიდან, რაღაც ამის მსგავსი ” რამე ხომ არ დაგველია?” კიდევ უფრო საინტერესო “რამეს ხომ არ მოწევდით” და ასე შემდეგ, მაგრამ უარის მერე მორჩილად მიდიოდნენ.

1186335_706225092736975_1568604376_n 536965_706224832737001_517352669_n1002365_706224742737010_1264160139_n

 

ყველაზე საშინელი ერთი დღე იყო, როცა გადაუღებლად წვიმდა და ვერსად ვერ გავედით. ტალახები, სიცივე, მოწყენილობა, ყველაზე გრძელი დღე იყო მთელი კვირის მანძილზე.

როგორც იქნა გავიდა ეს ერთი კვირაც, ყველაზე ძალიან გარუჯვა გვიხაროდა, თანაც ისეთი, ზღვაზე რომ არასდროს მიგვიღია. ბადრიმ რუსთავში რომ ჩამოგვიყვანა და სითბო ვიგრძენით, შვებით ამოვისუნთქეთ.

აი ასეთი იყო ჩემი სიონური ვოიაჟი. და კიდევ, დრამატული მუსიკის თანხლებით:

I am baCk

ინსომნია

სამშობიაროში მივხვდი – უძილობა მკლავს. არ შევუწუხებივარ ასე არც ჭრილობის ტკივილს, არც ანესთეზიის უზარმაზარ ნემსს, არც გადახვევებს, როგორც შემაწუხა უძილობამ.სამი ღამის უძილობის მერე, როცა უკვე ფხიზელ მდომარეობაში ვხედავდი სიზმრებს, ჩემს ქირურგს ატირებული დავხვდი. მაშინ როცა არც ოპერაციის დროს და არც მის შემდეგ ემოციის არანაირი გამოვლინება არ გამიმჟღავნებია.

კიდევ ერთი ღამეც და აქედან ფსიქიატრიულში გადამიყვანთ – ვუთხარი კაცს ისეთი განწირული ხმით, რომ იმავე დღეს გამომწერა. რატომ არ მეძინა? ანთებული შუქი, გიჟი მეზობელი, რომელიც მაინცდამაინც შუაღამისას ეფერებოდა თავის შვილს ისტერიულად, გარედან შემომავალი ხმაური, ექთნების და ექიმების ხმამაღალი ჭორაობა დერეფანში და ასე შემდეგ.

არსებობენ ადამიანები, რომლებთაც ყოფნით რამდენიმე საათის ძილი. მე არ მყოფნის. სულ მინიმუმ 8 საათი მაინც უნდა მეძინოს დღე=ღამეში, რომ თავი ნორმალურად ვიგრძნო.

insomnia-01

დაძინება ძალიან მიჭირს, უფხიზლესი ძილი მაქვს, ოდნავ ხმაურზე მეღვიძება. ვერ ვიძინებ სინათლეში, თუნდაც ოდნავში. ვერ ვიძინებ ხმაურში, ძალიან დაწეულ ტელევიზორის ხმაზე, იმ დღეს საათი დავშალე, რადგან წიკწიკის ხმა საოცრად მიშლიდა ნერვებს ღამე.

როცა დილით ვარ ადრე ასადგომი, ყოველთვის ვითვლი საათებს, რამდენი ხანი მაქვს ძილისთვის და მეყოფა თუ არა. თუ არ მყოფნის, მერე მორჩა, ის დღე ძალიან ცუდად მიდის. ხანდახან უძილობაც მეწყება და ამას დეპრესიამდე მივყავარ. საშინელებაა. წევხარ და აღარ და აღარ თენდება. საათები უსაშველოდ იწელება და რომ გგონია საუკუნე გავიდა, სინამდვილეში ნახევარი საათიც არ გასულა.

რა მოხდა ახალ წელს + ფოტოები

კაცმა რომ თქვას დიდი არაფერიც არ მომხდარა, წყნარად ოჯახურ გარემოში შევხვდი ახალ წელს.

DSCN1581 [1024x768] DSCN1657 [1024x768]

ლილეს საჩუქარი მამიკოსგან. დარბის და ყეფს.სხვათაშორის სწორედ ის იყო ჩვენი მეკვლე წელს.

DSCN1608 [1024x768]

DSCN1605 [1024x768]

მე ისევ ვერ გავუძელი ცდუნებას.

DSCN1611 [1024x768] DSCN1609 [1024x768] DSCN1613 DSCN1654 [1024x768]

უნდა ვაღიარო, რომ მარანტებზე მოსახერხებელი ფეხსაცმელი ცხოვრებაში არ მქონია.

DSCN1651 [1024x768] DSCN1641 [1024x768] DSCN1642 [1024x768] DSCN1643 [1024x768] DSCN1648 [1024x768]

Happy new year…!!!

წინასაახალწლო და დაგვიანებული პოსტი

გული ისე როგორ გამიძლებდა ამხელა შესვენების მერე ახალ წლამდე პოსტი არ დამეწერა და ჩემი განვლილი 2012 წელი არ მიმომეხილა მოკლედ, მით უმეტეს რომ ამ წელს ბევი რამ მოხდა. კაცმა რომ თქვას ცუდი წელი არ ყოფილა. იყო ბევრი ფინანსური სირთულე, რომელიც დეკემბერში ასე თუ ისე მოგვარდა. ამ ახალ წელს წინა წელისგან განსხვავებით სხვა სახლში ვხვდები, რომელიც რა თქმა უნდა უკვე მოვრთე საახალწლოდ.

DSCN1551 [1024x768]

DSCN2796 (Copy) DSCN2797 (Copy) DSCN2800 (Copy) DSCN2805 (Copy) DSCN2811 (Copy) DSCN2821 (Copy) DSCN2819 (Copy) 64039_574877375871748_1478199019_n

2012ში შემეძინა პატარა მონსტრიკი.

DSCN1505

ვნახე დედა, რომელიც 8 წელი არ მყავდა ნანახი.

თმები შევიღებე და შევიჭერი

MCPhoto_20121219_162639 MCPhoto_20121219_162701 MCPhoto_20121219_170047 DSCN1530 [1024x768] DSCN1531 [1024x768]

ერთი სიტყვით ბევრი კარგი რამე მოხდა, მაგრამ უფრო მეტს ველოდები 2013ში

გილოცავთ, სულ რაღაც რამდენიმე საათში 🙂