ნიღბების ქალაქი და ქამელეონი

სამ წელზე მეტია რაც ეს ბლოგი მაქვს, მაგრამ აქამდე არასდროს მიხსენებია ჩემი სამი, დასრულებული რომანის შესახებ. აქედან ერთი დაბეჭდილია, მეორეს დღის სინათლე არ უნახავს, მესამე კი სულ რაღაც ერთი კვირის წინ დავამთავრეთ და ელექტრონული ვერსია დავდეთ საბას ელექტრონული წიგნების სახლში.

მიზეზი იმისა, რატომ არასდროს მიხსენებია, რამდენიმეა. ჯერ ერთი ის, რომ თავს შეუმდგარ და წარუმატებელ მწერლად მივიჩნევდი. მეორეც ცოტა არ იყოს და უხერხულია საკუთარ შემოქმედებაზე ლაპარაკი. კიდევ ცოტ–ცოტა შიში იმისა, ხალხი როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს.

ზოგს სიმღერის ნიჭი აქვს, ზოგს ცეკვის, ზოგს ხატვის. ერთადერთი რაც მეხერხება ეს წერაა. მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ჩემი თანაავტორია პირველ კლასში შევხვდით ერთმანეთს. სულ მალე აღმოვაჩნეთ, რომ თურმე ორივეს მოგვწონს ფანტასტიკა, მისტიკა და ჩვენი თავგადასავალიც დაიწყო. პირველი ჩვენი მოთხრობა იყო “მოჩვენება მიტოვებულ სარდაფში” (სადღაც უნდა მქონდეს შენახული) , მეხუთე – მეექვსე კლასელების დაწერილი, მერე რომ წავიკითხეთ, ვკვდებოდით სიცილით. ყველაფერმა სერიოზული სახე მეათე კლასში მიიღო, როცა “ჰელიქსის” იდეა გაგვიჩნდა. ჰელიქსში ჩვენი პირველი ფენტეზი რომანია, 400 გვერდამდე, რომელსაც ჯერ დღის სინათლე არ უნახავს, მაგრამ აუცილებლად ნახავს.

hellx poster copy

იყო ბევრი იმედგაცრუება და გამომცემლობიდან გამობრუნებები, ისე რომ რომანი არც კი გადაუშლიათ.

მერე დავწერეთ ქამელეონი.

yda 3

ეს არის ფსიქოლოგიური დრამა, ადამიანის გაორებაზე. დავბეჭდეთ ჩვენი სახსრებით, მაგრამ რედაქტორმა ძალიან შეცვალა წერის სტილი, ცოტა ძველმოდური ქალი იყო, გვაგიჟებდა, ხან “პეწენიკად” გადადებულ კაბას წერდა და ხან ძაღლი “თოხარიკით” მიდიოდაო.

მესამე რომანი “ნიღბების ქალაქი” მისტიკური ჟანრის ნაწარმოებია. მოქმედება ხდება ერთ პატარა, პროვინციულ დაბაში, სადაც, როგორც აღმოჩნდება, მოსახლეობა დიდ საიდუმლოს ინახავს. მთავარი მოქმედი გმირი ახალგაზრდა პათანატომი მამაკაცია, რომელიც ნელ–ნელა არკვევს რა მოხდა სინამდვილეში წლების წინ. დაბაში ერთი უცნაური ოჯახი ჩამოდის საცხოვრებლად, რომლებიც ყველაფერს შეცვლიან.

სამწუხაროდ ყდის გაკეთებაში არავინ დაგვეხმარა და მე მომიწია სამოყვარულო ქოვერის გაკეთება.

25

ის, რომ რომანი ორი სხვადასხვა ადამიანის დაწერილია, ვერაფრით ვერ მიხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ თავები გაყოფილი გვქონდა და ისე ვწერით. იმდენად ერთნაირად ვვაზროვნებთ მე და ლიკა, რომ რომანიც ერთიანი გამოვიდა.

თუ დაინტერესდებით მოინახულეთ საბას საიტზე ჩვენი წიგნი და წაიკითხეთ უფასო ნაწილი.

ნიღბების ქალაქი

11 thoughts on “ნიღბების ქალაქი და ქამელეონი

  1. ვა, რა საინტერესოა…
    ისე “ინსომნიაში” რომ ვიღებდი მონაწილეობას, სულ ვფიქრობდი, რომ შენც აუცილებლა დუნდა ყოფილიყავი იქ 🙂

  2. ისე , უფასო ნაწილი წავიკითხე და ბევრი შეცდომაა , როგორც პუნქტუაციის ასევე სტილური . ესეც ჩაგივარდა მგონი ;დდდდდდდდდდდდ

  3. ” ამ აზრმა ცოტა დაამშვიდა.
    საძინებლის კარები მიჯახუნდა და თავისით დაიკეტა. მუქი ლანდი გაჭირვებით გაარჩია სიბნელეში.
    სამზარეულოში შევარდა და შუქი აანთო. კარი ჩაკეტა, მერე ხელის კანკალით გააღო უჯრა და ყველაფერი გადმოყარა, ბასრი დანა აიღო და კარებს მიაშტერდა. შეშლილი თვალებით იყურებოდა. სახელურს ვიღაც დაეჯაჯგურა. კარი ირყეოდა და ჭრიალებდა, ალბათ დიდი ხანი ვეღარ გაძლებდა.” ამდენი კარი კარი რა ამბავია , ესენი სტილური ხარვეზებია

  4. “გაიფიქრა რატომღაც, იარაღი ჯიბეში ჩაიდო და გასასვლელ კარს ეცა. ბაღში გავარდა და ჭიშკარი გააღო. თავისი სახლისთვის თვალი არ მოუშორებია.
    სამზარეულოში შუქი ჩაქრა. ირგვლივ ყველაფერი დაბნელდა. უკან-უკან დაიხია, რაღაცას მიეჯახა, იყვირა და მობრუნდა. ხე იყო.
    ბაღში ბალახები გაშრიალდა. ვიღაც მორბოდა. ბევრი აღარ უფიქრია, ტყისკენ შებრუნდა და გაიქცა. წამლის ზემოქმედებას ჯერ კიდევ არ გაევლო. ოფლი ასხამდა და თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ შეუჩერებლად მირბოდა. უკნიდან გამხმარი ტოტების ხმა ესმოდა. მდევარი ახლოს იყო. სახე სულ დაუსისხლიანდა, ხის ტოტები და ეკლიანი მცენარეები ტანსაცმელს უხევდნენ, მაგრამ არ ჩერდებოდა. ახლა გაჩერება არ შეიძლებოდა.
    ტყის ამ ნაწილში არასდროს არ ყოფილა, მაგრამ გადარჩენა თუ უნდოდა, არ უნდა გაჩერებულიყო.
    წამით შედგა, ამოისუნთქა, აჩქარებით სუნთქავდა. გული გამალებით უცემდა.
    არ უნდოდა ეფიქრა, მაგრამ აზრები თავს არ ანებებდნენ. ვინ იყო უცნობი? რატომ მოსდევდა? რომელი ქურდი გაყვებოდა გაუვალ ტყეში, როცა სახლი ცარიელი იყო? ვიღაცას მისი მოკვლა უნდოდა. ათასმა აზრმა გაუელვა თავში.” ბევრ ხარვეზია და არ იკითხება კარგად . უინტერესოცაა ,და უნნიჭობა , არ უნდა გამოაქვეყნო საქვეყნოდ ასეთები

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s