რატომ არ ამართლებს ინტერნეტ მაღაზიები საქართველოში

ცოტა ხნის წინ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ინტერნეტ მაღაზიის პლატფორმაზე.  ჩავატარე მცირე ექსპერიმენტი, რადგან უცხოური ინტერნეტ მაღაზიები სულ უფრო და უფრო პოპლარული ხდებიან და მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება, მაინტერესებდა, საქართველოში როგორ იმუშავებდა მსგავსი ტიპის მაღაზია. ავიღე 15 დღიანი ბეტა ვერსია ინტერნეტ მაღაზიის, ვიყიდე დომეინი: geoshop.be, გამოვიწერე მცირე რაოდენობა სამკაულების და ტანსაცმლის და საიტი გავუშვი.

თავიდან ყველაფერი კარგად წავიდა. ვიზიტორების რაოდენობამ პირველ დღეს 1000 გადააჭარბა. ყველაფერი დეტალებში ავხსენი, როგორ უნდა მომხდარიყო შეკვეთა, ნაბიჯ–ნაბიჯ, პლიუს, არც დარეგისტრირება არ იყო საჭირო, მხოლოდ იმეილი, მისამართი, სახელი გვარი და შიპინგის მეთოდი.

აი აქ დაიწყო სირთულეები. მირეკავდნენ, ფეისბუქზე მეკონტაქტებოდნენ, როგორ ხდება შეკვეთაო. მე ისევ და ისევ ვუხსნიდი მაგრამ მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ ახერხებდა შეკვეთის განხორცილებას და მთხოვდნენ ფეისბუქით მიმეღო შეკვეთა.

ვინც ხშირად იწერთ ინტერნეტ–მაღაზიებიდან, ალბათ დამეთანხმებით, როგორ აბსურდული იქნება, რომ მე დავუკავშირდე ფ21–ის, ან ამაზონის ადმინისტრაციას და ვუთხრა – მე მოვალ, მოვისინჯავ, ვნახავ პროდუქციას, და თუ მომეწონა მერე ვიყიდი. თავს არც ფ21ს ვადარებ და არც ამაზონს, მაგრამ ინტერნეტ მაღაზიის პრინციპი ხომ ერთი და იგივეა? ნახავ სურათზე, იწერ, იღებ შეფუთულს. ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი მაღაზია, სადაც მიხვალ და მოიზომავ. ეს არის ინტერნეტ მაღაზია. გარკვეული რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ აქ ფასი ჩვეულებრივ მაღაზიაზე ბევრად იაფია, თანაც დეფექტის შემთხვევაში უკან დაბრუნებაც შეგიძლია.

კარგი, ჯანდაბას, რამდენიმე გამონაკლისი დავუშვი და მყიდველს ვანახე პროდუქცია. ეს არ უნდა გამეკეთებინა. ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ თავი ძალიან დამცირებულად ვიგძენი.

კაბა, რომელიც ღირს 35 ლარი, რომელიც ისე გამოიყურება როგორც სურათზე, მაგრამ მაინც ხდება ხანგრძლივი ბჭობის, თვალიერების, დაწუნების, ვაჭრობის და სხვა ათასი მაქინაციის მიზეზი. ერთხელ მამა–შვილი მოვიდნენ, ათვალიერეს ამრეზილი სახეებით კაბა, ყოველი ძაფი და დეტალი შეამოწმეს, მერე ამ კაცმა მითხრა, ბოლო ფასი რა არისო. ფასს რომ ფეხი არ მოვუცვალე (35 ლარი საღამოს კაბა), ჩამიგდო პარკში კაბა და ისე გაბრუნდნენ უკან, არც მადლობა უთქვამთ და არც ნახვამდის. თავს როგორ ვიგრძნობდი ხომ წარმოგიდგენიათ. ჩემი აზრით ინტერნეტ მაღაზიას ვხნიდი და ეს ძალიან მაგარი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი გამოვიდა, რომ ხელზე ვყიდიდი ვაჭრობის პერსპექტივით და ისიც უტაქტო და უზრდელ კლიენტებთან.

geoshop.be დავხურე ტრიალ ვერსიის დასრულებამდე, აზრი არ ჰქონდა, ორი თუ სამი შეკვეთა მივიღე, დანარჩენი ყველამ გააუქმა ან აბსურდული მონაცემები ჰქონდათ შეყვანილი, გადავედი ჩემს მუდმივ დომეინზე iyidet.com, მაგრამ ერთი რამე ვიცი, ჩემი ფეხი ამ კოლექციის გაყიდვის მერე ამ ბიზნესში არ იქნება, რადგან კიდევ დიდ ხანს, სანამ ქართველი მყიდველი კულტურას არ ისწავლის, ინტერნეტ მაღაზია ამ ქვეყანაში არ გაამართლებს.

8 thoughts on “რატომ არ ამართლებს ინტერნეტ მაღაზიები საქართველოში

  1. 15 15 დღეში ბიზნესის ამუშავება არის აბსურდული. რატომ გქონდა ილუზია, რომ ამ მოკლე ხანში ყველაფერს დაიტაცებდნენ? :))))) გჭირდება კარგი მარკეტინგი და კიდევ ადამიანი, რომელიც თუნდაც ყველაზე დებილურ კითხვებზე უპასუხებს. თუ არ გყოფნის მყიდველთან ურთიერთობისთვის მოთმინება, ე.ი. შენი ადგილი აქ არ ყოფილა.

  2. ფრიშოფ.ჯი კი მუშაობს ნორმალურად 🙂 ისევე როგორც ფასდაკლების კუპონებიც. აიდიალზი და ა.შ. არადა ეგეც ინტერნეტ-მაღაზიასთან არის მიახლოებული, იმიტომ რომ მანდაც “ბრმად” ყიდულობ საქონელს. ფოტოებით.

    მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარი შეკითხვა, რომელზეც პოსტში არ გიწერია პასუხი და ისე, შეიძლება, ნაფიქრი გაქვს, არ ვიცი სხვაა:
    თუ ამაზონს არ თხოვენ მოზომვას, შენ (ან სხვას, რაკი განაზოგადე და არ მუშაობსო ამბობ) რატომ თხოვენ? იმიტომ, რომ მართალი გიწერია – ისიც ინტერნეტ მაღაზიაა და ესე(ნი)ც.
    ამ კითხვაზე თუ გაქვს ზუსტი პასუხი, მაშინ ამ ბიზნესსაც ააწყობ 🙂

  3. მართალი ხარ სოფ არ აქვს ქართველებს მყიდველი კულტურა ყველა ბაზარში ვაჭრობასაა შეჩვეული მაღაზია კი მაღაზიაა. მეც კი შემიკვეთია ინტერნეტ მაღაზიიდან ტავარი და სანამ შევუკვეთავდი ათასჯერ ვნახე რა ზომა მჩირდება რა ზომები არის რა ხარისხისაა სურათებზე და ა.შ და შეკვეთილი ყველაფერი მერგებოდა და რამეც რომ არ მომწონებოდა ვიცოდი რომ ჩემი შეცდომა იყო და არა სხვისი…

  4. ვინმემ მითკარით თუ შეგიძლიათ მინდა მკონდეს ინტერნეტ მაგაზია და სად ვისწავლო მისი ამუშავება?

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s