ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს გარეგნობას თუ პიროვნებისგან წამოსულ ემოციებს, მაგრამ პირადად ჩემთვის არის რამდენიმე მსახიობი, რომელსაც უბრალოდ ვერ ვიტან და შეიძლება მათ გამო ფილმის ყურებასაც მოვერიდო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ცუდ მსახიობებად ვთვლი, უბრალოდ ჩემთვის უინტერესოები არიან.
სელმა ბლერი
რა დამიშავა? არც არაფერი, უბრალოდ ყველა კინოში მოდებილო გოგოს როლი აქვს.
ჯორჯ კლუნი.
ჯორჯი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად ითვლება, მაგრამ მომკალით და ვერ აღვიქვამ ამ კაცის ჭაღარანარევ სექსუალურობას. არ მომწონს და მორჩა.
ჯულია სტაილზი.
ცივი და გაყინული სახის გოგო, უმეტყველო სახით. სულ მგონია რომ ეს გოგო მუდმივად დაღლილია.
ორლანდო ბლუმი.
მომკალით და ამ ბიჭს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. სულ მინდა კაბაში გამოვპრანჭო და კიკინები გავუკეთო, როგორც უფროსი დ ები ერთობიან ხოლმე პატარა ძმებით.
ასეთი მსახიობები კიდევ ბევრია, მაგრამ ახლა მხოლოდ ესენი მახსენდება.
ჯორჯ კლუნის სექსუალურობას მეც დიდხანს ეჭვის თვალით ვუყრებდი, მერე აღარ მახსოვს რა მოხდა, მაგრამ ეხლა მომწონს მომენტებში.. ეტყობა, ვბერდები 😀
ჯორჯ კლუნზე მეც მასე ვარ. იმდენად უინტერესო მსახიობია, ვერ ვუყურებ კინოს მისი მონაწილეობით.. ბრედ პიტსაც ვერ ვიტან, ზედმეტად არასექსუალური და უინტერესოა ჩემთვის, მაგრამ ფილმებს თავისუფლად ვუყურებ მისი მონაწილეობით. ჰო და კინოების ამოჩემება ვიცი ხოლმე ცუდად. აი ჯეიმს ბონდის ვერც ერთ სერიას, გინდა ძველი გადაღებული და გინდა ახალი, ვერაფრით ვერ ვუყურე. საერთოდ არ იწვევს არც ეს პერსონაჟი და არც მასზე შექმნილი ფილმები ჩემს ინტერესს. არადა დენიელ ქრეიგის მიმართ აგრესია არ მაქვს.
გეთანხმები ^__^
ასეთი რეალური პოსტი დიდი ხანია არ წამიკითხავს, ზუსტად არის ჩემი სათქმელი გადმოცემული
ჯულიაზე იგივეს ვფიქრობ, სულ დაღლილი სახე აქვს.. სხვებზე არ გეთანხმები
გეთანხმები, ჯულიას ნამდვილად უემოციო და დაღლილი სახე აქვს სულ.. რაც შეეხება ორლანდოს რაღაცნაირი სასაცილოა და სერიოზულად არქმა მისი მართლაც რთულია :))
ჯორჯ კლუნის სექსუალურობას მეც დიდხანს ეჭვის თვალით ვუყრებდი, მერე აღარ მახსოვს რა მოხდა, მაგრამ ეხლა მომწონს მომენტებში.. ეტყობა, ვბერდები magramჯორჯ კლუნზე მეც მასე ვარ. იმდენად უინტერესო მსახიობია, ვერ ვუყურებ კინოს მისი მონაწილეობით.. ბრედ პიტსაც ვერ ვიტან, ზედმეტად არასექსუალური და უინტერესოა ჩემთვის, მაგრამ ფილმებს თავისუფლად ვუყურებ მისი მონაწილეობით. ჰო და კინოების ამოჩემება ვიცი ხოლმე ცუდად. აი ჯეიმს ბონდის ვერც ერთ სერიას, გინდა ძველი გადაღებული და გინდა ახალი, ვერაფრით ვერ ვუყურე. საერთოდ არ იწვევს არც ეს პერსონაჟი და არც მასზე შექმნილი ფილმები ჩემს ინტერესს. არადა დენიელ ქრეიგის მიმართ აგრესია არ მაქვს.ჯულიაზე იგივეს ვფიქრობ, სულ დაღლილი სახე აქვს.. სხვებზე არ გეთანხმებიგეთანხმები, ჯულიას ნამდვილად უემოციო და დაღლილი სახე აქვს სულ.. რაც შეეხება ორლანდოს რაღაცნაირი სასაცილოა და სერიოზულად არქმა მისი მართლაც რთულია )
ჯულიაზე იგივეს ვფიქრობ : ||||||||||||
Orlandos ver vitan :@