ინსომნია

სამშობიაროში მივხვდი – უძილობა მკლავს. არ შევუწუხებივარ ასე არც ჭრილობის ტკივილს, არც ანესთეზიის უზარმაზარ ნემსს, არც გადახვევებს, როგორც შემაწუხა უძილობამ.სამი ღამის უძილობის მერე, როცა უკვე ფხიზელ მდომარეობაში ვხედავდი სიზმრებს, ჩემს ქირურგს ატირებული დავხვდი. მაშინ როცა არც ოპერაციის დროს და არც მის შემდეგ ემოციის არანაირი გამოვლინება არ გამიმჟღავნებია.

კიდევ ერთი ღამეც და აქედან ფსიქიატრიულში გადამიყვანთ – ვუთხარი კაცს ისეთი განწირული ხმით, რომ იმავე დღეს გამომწერა. რატომ არ მეძინა? ანთებული შუქი, გიჟი მეზობელი, რომელიც მაინცდამაინც შუაღამისას ეფერებოდა თავის შვილს ისტერიულად, გარედან შემომავალი ხმაური, ექთნების და ექიმების ხმამაღალი ჭორაობა დერეფანში და ასე შემდეგ.

არსებობენ ადამიანები, რომლებთაც ყოფნით რამდენიმე საათის ძილი. მე არ მყოფნის. სულ მინიმუმ 8 საათი მაინც უნდა მეძინოს დღე=ღამეში, რომ თავი ნორმალურად ვიგრძნო.

insomnia-01

დაძინება ძალიან მიჭირს, უფხიზლესი ძილი მაქვს, ოდნავ ხმაურზე მეღვიძება. ვერ ვიძინებ სინათლეში, თუნდაც ოდნავში. ვერ ვიძინებ ხმაურში, ძალიან დაწეულ ტელევიზორის ხმაზე, იმ დღეს საათი დავშალე, რადგან წიკწიკის ხმა საოცრად მიშლიდა ნერვებს ღამე.

როცა დილით ვარ ადრე ასადგომი, ყოველთვის ვითვლი საათებს, რამდენი ხანი მაქვს ძილისთვის და მეყოფა თუ არა. თუ არ მყოფნის, მერე მორჩა, ის დღე ძალიან ცუდად მიდის. ხანდახან უძილობაც მეწყება და ამას დეპრესიამდე მივყავარ. საშინელებაა. წევხარ და აღარ და აღარ თენდება. საათები უსაშველოდ იწელება და რომ გგონია საუკუნე გავიდა, სინამდვილეში ნახევარი საათიც არ გასულა.

Advertisements

4 thoughts on “ინსომნია

  1. ასე მეგონა მე ვწერდი 😐
    ზუსტად ასე ვარ ,აი ზუსტად როგორ გითხრა ))
    ძილი ჩემთვის პირველი რელაქსაციის საშუალებაა ❤

  2. მე მაქვს ძალიან ფხიზელი ძილი და ამ ბოლო დროს დამჩემდა, ერთხელ თუ ოდნავმა ხმაურმა გამაღვიძა,იქ მორჩა, მთელი ღამეც რომ ვეცადო, ძილს ვერ ვიბრუნებ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s