გული ისე როგორ გამიძლებდა ამხელა შესვენების მერე ახალ წლამდე პოსტი არ დამეწერა და ჩემი განვლილი 2012 წელი არ მიმომეხილა მოკლედ, მით უმეტეს რომ ამ წელს ბევი რამ მოხდა. კაცმა რომ თქვას ცუდი წელი არ ყოფილა. იყო ბევრი ფინანსური სირთულე, რომელიც დეკემბერში ასე თუ ისე მოგვარდა. ამ ახალ წელს წინა წელისგან განსხვავებით სხვა სახლში ვხვდები, რომელიც რა თქმა უნდა უკვე მოვრთე საახალწლოდ.
2012ში შემეძინა პატარა მონსტრიკი.
ვნახე დედა, რომელიც 8 წელი არ მყავდა ნანახი.
თმები შევიღებე და შევიჭერი
ერთი სიტყვით ბევრი კარგი რამე მოხდა, მაგრამ უფრო მეტს ველოდები 2013ში
გილოცავთ, სულ რაღაც რამდენიმე საათში 🙂
რამხელაა უკვე და რა საყვარელი
ჰოდა გისურვებ ყველაფერს კარგს და უკეთეს წელიწადს დიადო. ჩემთვის ძალიან ცუდი წელიწადი იყო, ასე რომ ყველაფერს საუკეთესოს მეც მომავალი წლისგან ველოდები. ჰოდა ასე. ჰმ….
ეჰ, მომენატრა შენი პოსტები :დ
გამომდინარე იქიდან რომ გველის წელი მოდის დარწმუნებული ვარ და ღრმად მწამს რომ ეს წელი ყოველივე საუკეთესოს მომტანი იქნება…წინასწარ გილოცავ დამდეგს და გისურვებ შენი ყველა იმედი აცხადებულიყოს ამ წელს…ყველას გისურვებთ ოცნებების ახდენას,ხვავს,ბარაქას და ულევ სიხარულსა და ბედნიერებას…აქვე ვიტოვებ იმედს რომ ჩემი იმედებიც არ გაცრუვდება ამ წელთან დაკავშირებით…
გილოცავ ❤